ესპანური გამოცემები გიორგი მამარდაშვილის წარმატებულ დებიუტზე წერას აგრძელებენ. ქართველ მეკარეზე სტატია ამჯერად Las Provincias-მა შემოგვთავაზა:

"არსებობენ მეკარეები, რომლებიც საშუალო რანგის გუნდებში ეტაპობრივად პროგრესირებენ, გიორგიმ კი საპირისპირო გზა აირჩია - პირდაპირ ისეთ კლუბში ჩაირიცხა, როგორიც "ვალენსიაა" და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქართველ მეკარეს მეორე გუნდში თამაშს უპირებდნენ.

ბორდალასის მწვრთნელობამ ტრანსფერზე დიდი გავლენა მოახდინა. "ვალენსიას" თავკაცი შემთხვევით არცერთი მოთამაშით არ ინტერესდება და როგორც ჩანს, მამარდაშვილი იყო სწორედ ის, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა, ამ ზაფხულს ვალენსიური გუნდის წევრი გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, კონკურენტთა ტრავმები გიორგის ამოცანის გადაჭრაში დაეხმარა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მან კრისტიან რივეროსს - გუნდის კიდევ ერთ კიპერს აჯობა. "ხეტაფესთან" მატჩმა დაამტკიცა, რომ ქართველი მეკარის დონე ლა ლიგის პირველი გუნდის წევრობას სრულად აკმაყოფილებს.

როცა 20 წლის მამარდაშვილის მშვენიერ დებიუტზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება კურტუა და დონარუმა არ გაგახსენდეს."

ესპანურმა გამოცემამ ამ თემაზე ლეგენდარულ მეკარე ანდრეს პალოპის კომენტარიც გამოაქვეყნა. ის ხაზს ქართველი ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებს, საჰაერო ორთაბრძოლებში სიმამაცესა და ფეხით კარგ თამაშს უსვამს:

"მამარდაშვილს დიდი იმპულსი აქვს და ამან შესაძლოა, შეცდომაც დააშვებინოს - მაგალითად, საჰაერო ორთაბრძოლებში იქ შევიდეს, სადაც მცველები უკეთ ითამაშებენ. ის დიდი ტალანტია და განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად უნდა გააგრძელოს."

Las Provincias-ი ბოლოს წერს, რომ "ვალენსიამ" უნდა გადაწყვიტოს, მოაწერს თუ არა მამარდაშვილთან სრულფასოვან კონტრაქტს ხელს. ამ შემთხვევაში მათ თბილისის "დინამოსთვის" დაახლოებით მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა ლა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. "ვალენსია" 21 აგვისტოს "გრანადას" ესტუმრება. ქართველ მეკარეს ამ გუნდის წინააღმდეგ თბილისის "ლოკომოტივის" მაისურით უკვე უთამაშია.

სოსო
როცა გამოსყიდვის დრო მოვა,გიორგი მამარდაშვილი,უკვე გაცილებით ძვირი ეღირება.დარწმუნებული ვარ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო