ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის "დინამოს" მცველის, ირაკლი აზაროვის დამატება "კრასნოდარსა" და "ბრიუგეს" სურთ.

"მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში თავი გამოიჩინა, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა.

მაგალითისთვის, მოსკოვის "დინამომ" ლუკა გაგნიძე დაიმატა, რომელიც შემდეგში "ურალში" გაანათხოვრა.

ჩემი ინფორმაციით, "კრასნოდარი" ირაკლი აზაროვს ადევნებს თვალს და მისი დამატება სურს", - ამბობს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

ამას გარდა, რუსი ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ აზაროვის ტრანსფერის გაჩარხვა ბელგიის მოქმედ ჩემპიონ "ბრიუგესაც" სურს.

მას შემდეგ, რაც ამ გუნდმა მიმდინარე ზაფხულს ორი მცველი - ტომას ვან დე კეიბუსი და დავიდ ოკერეკე გაასხვისა, კლუბი აუცილებლობის წინაშე დადგა, რომ მარცხენა მცველი შეიძინოს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ჩვენებური ჰყავს შეგულებული.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქვე გეტყვით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აზაროვის საკუთარ რიგებში ხილვა ზაგრების "დინამოსაც" სურს.

შაკო
ახალგაზრდულ 2023-ზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველოა. ჩვენს ნაკრებს შეუძლია ძაან მაგარი შემადგენლობა გამოიყვანოს. ასაკით თამაში უწევთ შემდეგ მოთამაშეებს: მამარდაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე, აზაროვი, გაგნიძე, წიტაიშვილი, დარცმელია, კაპანაძე, გულიაშვილი, ხარაბაძე, აბუაშვილი, მექვაბიშვილი არ მინდა კიდევ ვინმე გამომრჩეს.
დევკალიონი
ნაშობას დაამატე კოქსი და ვისკი და წავიდაა ვარჯიში ,აი კაზინოები ჭირს რუსეთში და მაგას არ ვიცი რა ეშველება.
დევკალიონი
ფული ფულია დღეს მთავარი,ან არადა აქვს ხალხს ტომრებით მაგრამ ვერ იყენებენ ,საფლავში ჩაიტანთ ? თუ ჯოჯოხეთში გამოგადგებათ აა ? მიეცით ქართველ ფეხბურთელებს 5 დან 10 ათას ლარამდე და დარჩნენ და ითამაშონ მშობლიურ გუნდებში,გაიხარებს ერი და ბერი.
ვოოტ
ირაკლი აზაროვი კიდევ ერთი ნათელი წერტილი და ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია. კი არ უნდა გაყიდოთ, ერთი-ორი მაგისთანა მოთამაშე უნდა დაიმატოთ და გაისად ლიგაზე იკაჩავებს ბათუმი. რატომ არ შეიძლება, რომ ერთი ნორმალური გუნდი ქართველებსაც გვყავდეს და რატომ უნდა ჰქონდეს სათათრეთსა თუ უდმურტეთს საქართველოს წამყვან კლუბებზე უკეთესი პირობები და დაფინანსება?!... თუ მხოლოდ ფულის კეთებაა საქმე, ჯანდაბას, მაგრამ იქნებ სამდღიან გათვლას სამწლიანი გათვლა სჯობდეს?!...
სოსო
ძალიან კარგი ბიჭია ირაკლი,აუცილებლად წავა უცხოეთში,მაგრამ ჯერ აქაც სწრაფად ვითარდება და თანაც ჯერ ადრეა,მისთვის.ფიზიკურად ცოტა თუ არ მომაგრდა,ძალიან დაჩაგრავენ.კვარაცხელიას ხომ ვუყურებთ და ისიც კი ვერ უძლებს ფიზიკურად,იქაურ დატვირთვებს.ევროპის თასზე რაკუვთან სამი ტაიმის თამაშის შემდეგ,მომდევნო ტურში მხოლოდ ბოლო 35 წუთი ითამაშა და იქაც მკვდარივით იყო.უკვე ცხადია,რომ თუ ინგლისში აიყვანეს,დღევანდელი მომზადებით,მხოლოდ ერთ ტაიმს თუ გაუძლებს,იქაურ დატვირთვებს.ირაკლი კი,ჯანითაც უფრო სუსტია და ტანითაც პატარა.აქ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს,მწვრთნელიც კარგი და არსად ეჩქარება.რატომღაც მგონია,რომ ნახევარდაცვაში უკეთესად ითამაშებს.აშკარად გამთამაშებლის თვისებები აქვს.
გენა
არ გაუშვათ ეს ბიჭი რუსეთში!!!!
თბილისელი
კარგი ბიჭები მოდიან, მამარდაშვილის, აზაროვის, კვარას, ჩაკვეტაძის, გაგნიძის, მიქაუტაძის ირგვლივ შეიძლება მაგარი ნაკრების შეკვრა. მთავარია პროფესიონალურად მიუდგნენ საქმეს და კარგ კლუბებში მნიშვნელოვანი როლები ჰქონდეთ. იმედია ასეც მოხდება და ბევრჯერ გაგვახარებენ.
შაკო
როდის უნდა ისწავლონ ქართულმა კლუბებმა, რომ ჩვენი ტალანტები კაპიკებში არ ჩაუგდონ სხვებს ხელში. იმხელა თანხა უნდა მოითხოვონ რომ სკამზე დასმა აღარ უღირდეთ ევროპულ კლუბებს ყიდვის შემთხვევაში.
GATUZO
იმედია ბელგიაში წავა. ააა, ეს ჯუღელის კლიენტია. გარანტირებული იგრავოი პრაქტიკა გექნება შვილო ნიჟნი-ნოვგოროდში, კაი ხელფასი და ნაშობა. დავიწყო პერეგავორები?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა