ნასელ ალ-ჰელაიფს სჯერა, რომ კილიან მბაპე გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, თუმცა მადრიდის "რეალში" 2022 წლის სატრანსფერო ფანჯრის დადგომამდე არ გაუშვებს, მისი შემცვლელის ვინაობას კი "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ უკვე მიაგნო.

პსჟ-ის ბიუჯეტს ლიმიტი არ გააჩნია, რამდენიმე ვარსკვლავის დამატების შემდეგ პარიზელებმა "ბარსელონასა" და "რეალის" ექსკაპიტნები, ლიონელ მესი და სერხიო რამოსი, ერთსა და იმავე სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაიბირეს. ნასერსა და ლეონარდოს ჩაფიქრებული კონკრეტული გეგმა აქვთ, რომლის ასრულებასაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეუდგებიან.

მბაპე "რეალში"

გამოცემა AS-ის თქმით, კილიანის "ბლანკოსში" გადასვლას წინ ვერაფერი აღუდგება, თანაც ახალგაზრდა ფრანგი ესპანეთში უფასოდ აღმოჩნდება... პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ შემტევის სურვილი სულ სხვაა და მას ვეღარანაირად ვეღარ შეცვლიან. საპასუხოდ, ისინი გუნდში კრიშტიანო რონალდოს მოყვანას შეეცდებიან, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება. ამით კი პსჟ-ის უფროსობა შეძლებს, რომ 2015 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე წარდგენილი სამივე ფეხბურთელი (რონალდო, მესი და ნეიმარი) ერთ გუნდში ათამაშოს. შეგახსენებთ, მაშინ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესიმ მოიპოვა (41.3%), რონალდო მე-2 ადგილზე გავიდა (27.7%), ხოლო ნეიმარი მე-3 ადგილს ხმების საერთო რაოდენობის 7.8%-ით დასჯერდა.

პროექტი "პარი სენ ჟერმენი"

რონალდოს აგენტი ჟორჟე მენდესი ყველაფერს ყურადღებით აკვირდება, პორტუგალიელ ვარსკვლავს მოტივაცია საგრძნობლად გაეზარდა. ის პარიზში 37 წლის ასაკში ჩავა, ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს და ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესობის ოცნებას, ლეოსა და კრიშტიანოს ერთ გუნდში თამაშის შესაძლებლობას აასრულებს. ამავდროულად "რონის", რა თქმა უნდა, ამერიკასა და ყატარში წასვლაც შეუძლია, თუმცა "პარკ დე პრენსზე" ახალი "გალაქტიკო" უკვე შეიქმნა. შეგახსენებთ, პირველად ეს ფლორენტინო პერესმა 2000-04 წლებში მადრიდის "რეალში" მოახერხა.

მბაპეს საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ნასერ ალ-ჰელაიფის თქმით: "კილიანს ასპარეზობა კონკურენტუნარიან გუნდში სურდა და ის ახლა აქაა, მას წასვლის არანაირი საბაბი არ აქვს".

საპასუხოდ, მადრიდში მშვიდად სხედან, რადგან კარგად იციან, რომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგი ტალანტის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

თავის მხრივ, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა მბაპეს არცთუ ისე კარგად ექცევა. ისინი ცდილობენ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა უარი იმ ოცნებაზე თქვას, რომელიც მას ბავშვობიდან მოსდევს. შეგახსენებთ, კილიანი "რეალის" დიდი გულშემატკივარი გახლავთ.

ამრიგად, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელი სათამაშოდ "ბლანკოსში" გადავა, მაშინ დიდი ალბათობით, პსჟ კრიშტიანო რონალდოს გადაიყვანს... ყველაფერს დრო გაარკვევს. სავარაუდოდ, ეს მეგაცვლილება 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ მოხდება.

მომზადებულია as-ის მიხედვით

დავით 67
რომ არსებობდეს ფეხბურთზე უკეთესი სპორტი, აუცილებლად გადავერთვებოდი მასზე! გულისამრევია უკვე ამ შეიხების ქმედებები, რომლებიც სპორტს და ნავთობს ვერ ანსხვავებენ!
ილია
100 თან უეჭველი რომ მოხდება ეგ))))
გოგა
ერთი სული მაქვს მალე ვიხილო ამ ვარსკვლავების სასტავს როგორ ამოტენის საშუალო დონის კარგი გუნდი მერვედფინალშივე, მესი მევასები მარა მძულს ეს ფულის ჭია შეიხების კლუბი და რა გავაკეთო კავანის დროს კიდევ რაღაც დოზით პატივს ვცემდი

მაისურების გაყიდვით ფულს უეჭველად იშოვიან,,,, პენსიონერების ნაკრები
ლევანი
რონალდუც თუ გადავიდა საფრანგეთის ლიგაში ის სომეხი მწვრთნელი ალბათ...)
giorgi
მბაპეს თუ ტვინი აქვს, უნდა დარჩეს. სასწაული სასტავი იკრიბება, მართალია ასაკიანი, მაგრამ მაინც ამაზე უკეთესი მოთამაშეები რაღა უნდა ინატროს კაცმა. ლიგასაც მოიგებენ სავარაუდოდ. წასვლის ერთადერთი ახსნა კონკურენციაა, მაგრამ არა მგონია მაგის ეშინოდეს, ახალგაზრდაა და უნიჭიერესი. ასე რომ, მე მაინც მგონია, რომ საბოლოოდ დარჩება.
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს - რამოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა