"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბუქარესტში დაწყებულ 17-წლამდელ მორაგბეთა შორის შავი ზღვის თასის გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმეს
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაიწყო შავი ზღვის თასის გათამაშება 17-წლამდელ მორაგბეთა შორის. საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრებაში საასპარეზოდ დავით ჩავლეიშვილისა და მამუკა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან გამართეს და დიდი ანგარიშით 68:0 დაამარცხეს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ათი ლელო გაუტანა, აქედან ორ-ორი მურაზ გიორგაძის, ლაშა ლაშხიას და თეიმურაზ თუთბერიძისა ანგარიშზეა, თითო ლელო მიითვალეს გიორგი ნათელაშვილმა, ალექსანდრე ცისკარიშვილმა, გიორგი აფციაურმა და გიორგი ფრუიძემ. აფციაურმა ცხრა გარდასახვა გამოიყენა.

ჩვენი მორაგბეები ფინალში, 25 ივნისს მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც რუს თანატოლებს 17:9 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების თამაშის წუთიერი დუმილით დაიწყო. გასულ უქმეებზე საწვრთნელი შეკრებისას რუმინეეთის 17-წლამდელთა გუნდის მორაგბე ადრიან რუტი ტბაში დაიხრჩო.

საქართველო-უკრაინა 68:0

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჩელაშვილი, 9. რევაზ ბროძელი. 1. რამაზ მაზმიშვილი, 2. ბექა პირიაშვილი, 3. ალექსანდრე ცისკარიშვილი, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. გიორგი გოგლიძე, 8. შოთა თევზაძე.

16. მიხეილ ბოდოკია, 17. ბექა ყარაგეზოვი, 18. გიორგი სალაძე, 19. ონისე მოგელაშვილი, 20. თეიმურაზ თუთბერიძე, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ილია მელაძე, 23. დევი დევსურაშვილი, 24. ზურაბ ცუცქირიძე.

10ლ: გიორგაძე (2), ლაშხია (2), თუთბერიძე (2), ნათელაშვილი, ცისკარიშვილი, აფციაური, ფრუიძე. 9გ: აფციაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა