ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა მთავრობა გადააყენეს, ავღანეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, ამ ყველაფერმა კი ქვეყნიდან მასობრივი ევაკუაცია გამოიწვია. სამხრეთაზიური ქვეყანა უცხოელმა დიპლომატებმა და საკუთარმა მოსახლეობამ დატოვეს...

რა მოხდა აზიურ ქვეყანაში? დაბრუნდება 1996-2001 წლების ისლამური რეჟიმი? რა დაემართება ფეხბურთს ამ ქვეყანაში?

ამის გასარკვევად ესპანური MARCA ავღანელ ფეხბურთელს დაუკავშირდა. სპორტსმენი ქაბულში ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, დედაქალაქი უკვე თალიბების მმართველობის ქვეშაა.

"ვფიქრობ, მშვიდობისკენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ახლა ქალაქში ყველაფერი წესრიგშია, ძალაუფლება კი თალიბების ხელშია. მათ ჯერჯერობით არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნიათ ისეთი, რომელიც ნორმალური ცხოვრების საშუალებას აღარ მოგვცემდა" - თქვა სპორტსმენმა.

ფეხბურთელი შიშობს, რომ შესაძლოა ახალმა ძალამ ავღანეთში სპორტს ხელი შეუშალოს.

"ვიმედოვნებ, რომ თალიბები ავღანურ ფეხბურთის ფედერაციას არ შეეხებიან, რადგან ეს FIFA-ს სანქციას გამოიწვევს, ჩვენ კი მსგავსი რამ ნამდვილად არ გვსურს".

FIFA მკაცრად აცალკევებს ფეხბურთის ფედერაციასა და სამთავრობო ორგანიზაციას. მათი დაჟინებული მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს საფეხბურთო სამყაროში მთავრობის ჩარევა.

სიმართლე ნელ-ნელა გამოაშკარავდება

მთელი საუბრის განმავლობაში გასაკვირი იყო, თუ როგორ "საოცრად" მოჩანდა ავღანეთი, თუმცა ინტერვიუს დასასრულს რესპონდენტის ხმაც და დამოკიდებულებაც შეიცვალა...

"მე და ჩემს ოჯახს მშიდობიან ადგილას ცხოვრება გვსურს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ უცხოეთშია შესაძლებელი. აქ ვერავინ დაგპირდება, რომ შენ ერთსა და იმავე სიტუაციაში იცხოვრებ. მე არ ვითხოვ ლიმუზინს, მე უბრალოდ ვკითხულობ, არის რაღაც, რაც შეგიძლიათ ჩვენთვის გააკეთოთ? მე მეუღლე მყავს, რომელმაც სულ რაღაც 15 დღის წინ ქალიშვილი მაჩუქა, მისი მომავალი კი ახლა ჩემთვის ყევლაზე მნიშვნელოვანი რამაა. არ მინდა, როდესაც წამოიზრდება, ეს სიტუაცია საკუთარი თვალით იხილოს. ამ დაპირისპირების განმავლობაში 20 000 დოლარი დავკარგე, ახლა კი 5000 დოლარი მჭირდება, რათა შევძლო და ოჯახთან ერთად ირანში წავიდე.

სიმართლე ის გახლავთ, რომ ყველაფერი მშვიდადაა, ცხოვრება კი გრძელდება. უბრალოდ, ჩვენ კარგის გრძნობა არ გაგვაჩნია. ერთადერთი რამ, რაც სულ ჩვენთანაა, შიშია, რათა შესაძლოა რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს...

გასულ კვირას ადამიანები ქუჩაში გასვლას ვერ ბედავდნენ, ახლა კი ცხოვრება მეტ-ნაკლებად გრძელდება. სინამდვილეში ყველაზე მეტად რაც მადარდებს, ჩემი პატარა გოგონაა. თუ თქვენ რამენაირი გზით დამეხმარებით, მე ამას არ დაგივიწყებთ. ამ სიტუაციაში ჩემს ოჯახს დახმარება სჭირდება... ვიმედოვნებ, ვინმე გვიშველის."

ამ ინტერვიუს მიხედვით ნათლად ჩანს, რომ ის სურათი, რასაც ჩვენ ავღანეთიდან მოშორებით ვხედავთ, რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც რესპონდენტი ჰყვება... თუმცა ყველაფერს დრო გაარკვევს...

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

დიტო
Wellcome "Samgurali"!ე ბიჭო!!!

საქართველოს მოქალაქეები ტერორისტები არ არიან!!!!!
georgian
არც არმია არც ხალხი არ აღუდგა წინ თალიბანს, თუმცა ამის რესურსი ქონდათ. ახლა რატომ აღარ უნდათ თალიბანი საკვირველია.
კატეგორიულს
საქართველოს მოსახლეობის 30-35% საზღვარ გარეთ არის გასული და დაფიქრდი აბა იგივე რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ?
GIO
ამერიკამ მიქარა? ხოდა ჩამოირიგონ ეს ავღანელები. მე შენ გეტყვი და შტატების სიმცირე აქვთ. საქართველოს თავი დაანებონ. სირიელი ლტოლვილებიც უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, იქ უკვე ომი აღარ არის, ამიტომ ყველა თავის ისტორიUლ სამშობლოში!
კატეგორიულად!
არავითარ შემთხვევაში არ შემოიყვანოს საქართველომ, ავღანელი ლტოლვილები საქართველოში! საბერძნეთმა მტკიცე უარი სტკიცა გაეროს. ისედაც სავსეა საქართველო ამდენი გაურკვეველი ტომებით.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა