უკრაინის თასის მეორე რაუნდში პოლტავის მხარის "ოლიმპია" "ვოლჩანსკთან" 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ დამარცხებულებმა შეხვედრის მთავარ არბიტრ როსტისლავ დუბინას აგინეს და ყბაშიც უთავაზეს. განსაკუთრებით თავი მასპინძელთა მწვრთნელმა გამოიჩინა.

დუბინამ "ოლიმპიას" თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუუქმა, ხოლო მე-80 წუთზე მათ კარში პენალტი დანიშნა, რომლის წყალობითაც ხარკოველებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ "ოლიმპიას" ფეხბურთელები მთავარ მსაჯს მისცვივდნენ, ემოციურად ეკამათებოდნენ და შემდეგ გინებაზეც გადავიდნენ. მცველი ალეკსანდრ გარბარი მსაჯს კისერში სწვდა. მალე თავისი ფეხბურთელის დასახმარებლად გუნდის მთავარი მწვრთნელი ალეკსანდ კულიკი მივიდა, დიდი ხანი სდია დუბინას, 5-6 წუთი ეჩხუბებოდა, თუმცა პარტერში მაინც ვერ გადაიყვანა...

სანამ როსტისლავ დუბინა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს ეჩხუბებოდა, მისი ქალი ასისტენტები - ირინა გოლიაკი და ანასტასია რეზნიკი, ცხელი წერტილიდან "გაიპარნენ". არადა, მათ მიმართ "ოლიმპიას" მოთამაშეები აგრესიას არ იჩენდნენ. გოგონებმა თავი გაშველებისთვისაც არ შეიწუხეს...

მთავარმა არბიტრმა თავი განრისხებულ "ოლიმპიელებს" მასპინძელთავე მეკარე ალეკსეი კაზაკოვის წყალობით დააღწია.

გამარჯვებული გუნდი "ვოლჩანსკი" ქვეყნის თასის მესამე ეტაპზე 31 აგვისტოს ითამაშებს. მასპინძლებს ჯარიმა და დისკვალიფიკაციები ელით, მსაჯი კი მძიმე დაზიანებებს გადაურჩა...

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

ჰიდაჰა
ქალი ასისტენდებიდან ერთ-ერთი გაიპარა და არა ორივე, ვიდეოს გეყურებინათ მაინც
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა