გთავაზობთ 19 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს:

La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, კილიან მბაპე პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის ესაუბრა. მიუხედავად ფრანგის სურვილისა, გუნდის პრეზიდენტი კლუბიდან წასვლის უფლებას არ აძლევს. ის აიძულებს ახალგაზრდა ვარსკვლავს, რომ გუნდი 2022 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს უფასოდ დატოვოს. ფლორენტინო პერესს, რა თქმა უნდა, სუპერვარსკვლავის უსასყიდლოდ გადაბირება ურჩევნია, თუმცა მარტინ ედეგორის წასვლის შემთხვევაში ესპანური მხრიდან შესაძლოა აგვისტოს ბოლომდე ოფიციალური წინადადებით ვიხილოთ.

"ელჩემ" დარიო ბენედეტო იყიდა. ფორვარდმა "მარსელში" გატარებული 2 სეზონის შემდეგ ლა ლიგაში თამაში გადაწყვიტა.

"ბარსელონას" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის. ამრიგად, ნიკოლას შირას თქმით, ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, უკან, "იუვენტუსში" დაბრუნდება.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ემერსონ პალმიერი კარიერას "ლიონში" განაგრძობს. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ფრანგული კლუბი სპორტსმენს ოფიციალურად გაიფორმებს.

გასულ სეზონში "უესკაში" წარმატებული გამოსვლის შემდეგ რაფა მირის საკუთარ გუნდში ხილვა არაერთ გუნდს სურს. როგორც ჩანს, საქმეში "სევილიაც" ჩაერთო. შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერით მადრიდის "ატლეტიკოცაა" დაინტერესებული.

იტალიის დედაქალაქში შესაძლოა მოულოდნელი ტრანსფერი შედგეს. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს "რომადან" პედროს გაშვება სურს. La Gazzeta Dello Sport-ის მიხედვით, ფეხბურთელის ყიდვა მაურისიო სარისა და "ლაციოს" გეგმებშია.

Sky Sports-ის თანახმად, რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება და ახალ გამოწვევებთან ჭიდილი სურს. ბავარიელები პოლონელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს მოითხოვენ. უცნაურია, მაგრამ ის მოწყენილია, რადგან კლუბთან ერთად ყველაფერს იგებს. სწორედ ამიტომ, დიდებულების დასამტკიცებლად თავდამსხმელს ახალი გამოწვევა სჭირდება.

ტონი კროოსის თქმით, პსჟ-ის ხელმძღვანელობას ლიონელ მესის ყიდვის შემდეგ კილიან მბაპეს გაყიდვა გაუმარტივდება.

"მესის გუნდიდან წასვლა ჩვენთვის კარგია, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგის შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელი აღარ იასპარეზებს. ამასთან ერთად, დიდი ალბათობით, პარიზელებს მბაპეს გასხვისება თავისუფლად შეეძლებათ, ის კი, სავარაუდოდ, ჩვენ შემოგვიერთდება".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა