ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა

ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 30 აგვისტოდან სექტემბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს.

საქართველოს ნაკრები წლის მეოთხე ოფიციალური თამაშს 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას მოახლოებული მატჩებისთვის შავიზღვისპირეთში გაივლის.

5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

უახლოესი სამი მატჩისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ხუთი დებიუტანტია, რომელთაგან ოთხი ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტები: საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტალია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)

წყარო: nakrebi.ge

• vano

სხვა სხვის ადგილზე ბრძენიაო, მარჩიელობას თავი დაანებეთ და წყნარედ თვალი ადევნეთ.

• ასევე

წიტეიშვილი რატომ არაა?

• მწვრთნელი

კოსოვოს არ ვცნობთ როგორც ქვეყანას და როგორ ვეთამაშებით ან რა საბუთებით შემოდიან საქართველოში კოსოვოს ფეხბურთელები? სერბეთი რას ამბობს ამ დროს? თუ არ ვცნობთ არ უნდა ვეთამაშოთ საქართველოში (ნეიტრალურზე ჩატარდეს თამაში) და თუ ვეთამაშებით მაშინ სერბეთს ბოდიში მაინც მოვუხადოთ!

• Tk

კოსოვო სერბეთია

• Tazo

კოსოვო არის სერბეთი

• ნიკოლოზი

მამუჩაშვილი კვარაცხელიას ერთად თამაში ძალიან საინტერესო იქნებოდა, მამუჩაშვილი ბევრს მოძრაობს მოედანს კარგად ხედავს და ძალინ ზუსტ გამჭოლ პასებს აკეთებს კვარაცხელუას კი მეტოქის მოტყუება და კარში დარტყმაღა დარჩება გასაკეთებელი რაც იდეალუეად გამოსდის ორივეს, საინტერესო იქნება ერთად ნახვა

• zaza

ყველას სცდის ეს კაცი ნაკრებში , ვისაც ოდნავ რაღაც შეუძლია . ეს , რა თქმა უნდა მისასალმებელია ! მაგრამ , ლოკომოტივის კირკიტაძემ აგინა ამას და ხიზანიშვილს თუ რა ხდება ? გამოსცადონ ის ბიჭიც , ძალიან სწრაფი და მცველების შემეწუხებელია .

• მოფიქრალი

გამოძახებულთა სია მეტნაკლებად სწორია. დილემაა, თუ ვინ უნდა იდგეს კარში. ერთი მხრივ ვალენსიას ძირითადის მეკარე და მეორე მხრივ , ლორია. ლორიას ასე უცებ ამოგდება კარიდან, სპორტულადაც და ადამიანურადაც არასწორად ჩანს, თუმცა ,რა თქმა უნდა, ყველას მამარდაშვილი გვირჩევნია უკვე კარში რომ იდგეს. ჩაბრაძე ამ ეტაპზე ჯობია იყოს ძირითადში, ვიდრე კაკაბაძე, ფორმიდან გამომდინარე, თუმცა ერთი ერთზე თამაშისას არ მომეწონა სივასპორთან. დაცვის ცენტრი ალბათ ყველაზე მეტად გარკვეულია კაშია – ხოჭოლავა. მარცხნივ , კოსოვოსთან აზაროვი უკეთესი იქნება თუ დადგება, ხოლო ესპანეთთან გიორბელიძე. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი, მაინც ნახევარდაცვის საკითხია, ან კანკავა–აბურჯანია–კიტეიშვილი იქნება ან კანკავა–კიტეიშვილი– ჩაკვეტაძე. ჩაკვეტაძე რამდენადაა მზად ძირითადში სათამაშოდ ეგ ერთი და მეორე, რამდენად გარისკავს სანიოლი, ამიტომ უფრო დაცვით ნახევარდაცვას ველოდები. ფლანგებზე ლობჟანიძე – კვარაცხელია , ალბათ ყველაზე მეტად გამოკვეთილია. ცენტრფორვარდი, ნამდვილად სამარჩიელო საკითხია. ფანცულაიას ალბათ ვერ ენდობა პირდაპირ, მიქაუტაძე უთამაშებელია და ქვილითაია კიდე, არაა მრავალმხრივი მონაცემების მქონე.

• ჟორა გაბრიჭიძე

ხვიჩა თავდასხმაში უნდა გაისინჯოს. მცველის მოტყუება კარგია საჯარიმოში, ან მეკარესთნ გადიხარ ან პენალტს იღებ.

• duru

პირველ რიგში წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს,მეორე ის რომ სანიოლის მეიმედება და მესამე და მთავარი ქართულ ფეხბურთში წამოვიდა ნიჭიერი თაობა, რომელთაც შეუძლიათ მაღალი მიზნების მიღწევა. მე მჯერავს მათი აბა თქვენი იცით ძმებო!!!!

• სს

ოქრიაშვილი რატო არაა?...

• შოთა

სიცრუე და ორპირობა ავნებს კოსოვოს და მერმე ესპანეთსა :)))))

• Levani

ესპანეთთან გამოკვეთილი ნახევარმცველის გარეშეც ხო არ გვეთქმაშა? 8 მცველი და 2 ცრუ ნახევარმცველი,დაცვიდან მოულოდნელად ცენტრამდე რო არბიან..მაგარი ტაქტიკაა და თუ ვინმე გამოიყენებს საავტორო უფლებებზე მე დამიკავშირდით.(ცრუ მასაჟისტიც არ გვაწყენდა)

გიორგი გაგუას იმედი მაქვს მე))

• დათო-ს

დათო მაგარი ვირტუოზი ხარ კლავიატურის,ეკრანს ამოფარებული კაციხარ,გაიხარე სიმშვიდით…მოკითხვა

• goga

რა დღეში გაქვს ნერვები, დაწყნარდი

• goga

საბამ კიდევ გაიტანა. მაგარი კაცია!

• გიორგი

გვილია და კვირკველია აღარ აპირებენ ფეხბურთის თამაშს თუ რა ხდება მათ თავს

• ვოოტ

შენი აზრით, მიქაუტაძე და ქვილითაია, შესაძლოა, ერთადაც ვიხილოთ მოედანზე?!.... ეგ მხოლოდ გიბრალტარის დონის გუნდებთან შეიძლება.., ამ ეტაპზე კი უბრალოდ უნდა გამოვრიცხოთ, ესპანეთთან კი სულაც გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე სჯობს გასვლა, ჯერ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს და ექსპერიმენტებიც სამერმისოდ უნდა გადაიდოს... რვა კაცით თამაში ძალიან გაგვიჭირდება...

• დათო

… აქ ისეთი ხალხი აქვეყნებს კომენტარებს, ვინც საერთოდ არ არის საქმის კურსში თუ რს ხდება!!! ოქრიაშვილს რომ ტრავმა აქვს ეს ხომ უნდა იციდეთ!!!

• მიდი ვაჟა

კი, ჩამოდის. ეგეც და გოჩაც.

ნოდარ ახალკაცის მსგავსი მწვრთნელი უნდა მაგათ....ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

• გენა

ფანცულაია არაა ცუდი ვარიანტი თავდასხმაში

• ქომაგი

წიტაიშვილი უნდა გამოეძახებია და მოესინჯს მარჯვენა ფლანგზე ძალიან მებრძოლი ტექნიკური და შრომის უნარიანია წარმატებები ნაკრებს

• კირკიტა

სამაგიეროდ, დარბის აქეთ-იქით და ეგაა!

• ლევან მაღლაკელიძე

ჯიღაური საყრდენად არაა ცუდი, როცა უკეთესი არა გყავს მითუმეტეს, ტექნიკურია და მუშაობს, ახალი დაცვა იქნება და კარგია, იქნებ გაამართლოს. თუ ჩაკვე და კვარა იქნებიან ფორმასი ხომ კარგი, კიტე ვაბშე მაგარია და მიქაუტაძეც კარგია. რას ერჩით, მშვენიერი შემადგენლობაა. ქვილო რად უნდოდა ან დაუშვილი, ვერ გეტყვით. ალბათ თავისი გატვლა აქვს ქვილოზე, მიქაუტაძის პონტში, რადგან ქვილო, მაღალ ბურთს და ზოგადად ბურთს საჯარიმოში, იგებს, მერე ვეღარაფერს შვება თორე, ხოდა, თუ მიქაუტაძეც იქვე ეყოლება, აი მაგ ვარიანთში გამოიზახა აბათ. თორე ქვილოს თავდამსხმელი არ ქვია. ვნახოთ. დაუშვილი, ალბათ ესპანეთთან ჯაბასთან ერთად ყვითლების დასაგროვებლად თუ ყავს. მეტ ყვითელს დავდებ. ერთი სიტყვით დაცვაა მაგარი საინტერესო. კაშია, ხოჭოლავა, ჩაბრაძე და გიორბელიძე სასტავში იქნება ალბათ, კიტე და ჯაბა, კვარა, ჩაკვე და 2 თავდამსხმელ მიქაუტაძე და ფანცულაია. მგონი დროა 4-4-2 სისტემაზე გადავიდეთ. სიახლე მინდოდა და, გვეშველა მგონი

• fff

კვეკვესკირი არაა, მითუმეტეს გუშინდელი გოლის მერე?

• სიო

ხვიჩა ჩამოვა?

• ფანი

და ქვილითაია ისევ ნაკრებშია?!არ გამოგრჩეთ არაფრით. არველაძეს მოსწონს ძალიან.მაგარიაო.... მიტომ არაფერი გვეშველება.

• gg

შესაძლოა ითქვა ოპტიმალური შემადგენლობა, კვეკვესკირი მესაკლისება ოღონდ. რაც შეეხება ზიბზიბაძეს ვნახოთ წინა თამაშევიდან რომ მას ძალიან ბევრი უკლია რომ ნაკრებში კონკურენტუნარიანი იყოს ერთი ორთაბრძოლა არ მოუგია და კარში არ დაურტყამს. მალადეც ვილი. ბათუმის დინამოს ბიჭები იმსახურებენ ნამდვილად ნაკრებში ყოფნას. წარმატებები

• kaxa

უზარმაცესი ვაი ფეხბურთელები გვყავს, არავითარი ცხოვრებისეული ჟილკა, ივარჯიშეთ და ნაკრებში მოხვდებით, ესე უვარგისებათ ცხოვრება არ ამოგივიდათ ყელში, ივარგებ-ითამაშებ, მეტი რა ქნას სანიოლმა, თქვენს მაგივრად ვერ ივარჟიშებს, გ ა ი ნ ძ ე რ ი თ .....................................

• კირკიტა

რაღა დროს ოქრია...

• კირკიტა

კვეკვესკირმა და ზივზივაძემ გოლები გაიტანეს თავიანთ ჩემპიონატებში. ქვილითაიას ნაცვლად, ზივზივაძეს გამოვიძახებდი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში თავი ვერ გამოიჩინა. ასე თუ შევხედავთ, არც ქვილითაია წყვეტს ვარსკვლავებს ნაკრებში. კვეკვესკირიც არ არის ჩამოსაწერი, ჯერჯერობით. მშვენიერი ჯარიმა შეასრულა. სტანდარტულებში კი გვიჭირს.

• სტალინი

ეს კაცი ყველას აძლევს შანსს ნაკრებში ითამაშოს და არ ანძრევენ ერთ ადგილს თითქმის ყველა, მიიღებენ საარსებო ხელფასს თან არაფერში და მიდიიიიიიიიიიიიიიიიი

• semi-ს

ზიბზიბაძე არა ჯიგარ. ზიმბანვეძეა ეგ.გვარი არ იცი ზუსტად და ის კი იცი ვინ რაზე ატეხა ერთი ამბავი და ვაისი გააგდესო ზიბზიბაძის გულისთვისო-ეგ საიდან მოიტანე კაცურად თქვი რაა

• ისიდორე

საინტერესოა დაუშვილის რატომ ეძახის ყველა მწვრთნელი. რა მოწონთ ამ ვითომ ფეხბურთელში ბურთს მაგი ვერ იჭერს პასი მაგას არ უვარგა სისწრაფეზე ხომ ზედმეტია საუბარი ამ შემადგენლობაში ყველაზე ზუსტი მოთამაშეა

• Musenbezi

კვეკვესკირი სადააა? ბათუმის დინამო კი არა საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს… დავითაშვილი და ლობჟანიძე ნაკრებში არიან ნული… დაუშვილიც ბალასტია რა, ხიზანიშვილი რომ გეყოლება ასისტენტად იქ უკვე გასაგებია…

• ელგუჯა

ზივზივაძე)

• დდდდ

ქვილითაია ხო რას ამბობ, სულ შტანგებს ღუნავს.

• ჰაჰა

გეთანხმები ჯიგარო. ფიფია უნდა გამოეძახა, უეჭველი გავბდღვნიდით ესპანეთს. ეტყობა სანიოლიც "მაზავშიკობს".

• smrzy))

ოქრიაშვილის ტრიალებს მაყურებინე ახლა სტადიონზე, ეგეც რომ დაავიწყდა ...

• Levani

ოქრის არგამოძახება სწორია- არც ვაკო იყო გამოსაძახებელი,არც დაუშვილი,არც აბურჯაბია და არც ქვილითაია.ეს 4 კაცი აშკარად ზედმეტია. ჯოღაურსაც რაღა უნდა და კვეკვე რისთვისაც თ ნაკრებში იმას ალთუნაშვილი უკეთ გააკეგააკეთებს.თავდასხმაში გვიჭირს მაგრა

• aleksandre

ბარემ წიტაიშვილიც გამოეძახებინა გუნდთან მაინც ევარჯიშა

• გიორგი

და ზივზივაძე რატომ არა???!!!

• Baduri

მართლა კარგად მუშაობს ეს კაცი, რასაც ხედავს და აფასებს შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ბათუმელების დაწინაურება და ნაკრებში გამოძახება ბიჭებმა მართლა დაიმსახურეს აზაროვზე, ჩაბრაძეზე და ჯაბაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ მამუჩაშვილმა (ვინაც ძალიან ბევრი იშრომა და იბრძოლა, ამიტომაც მრავალმხრივი შემოქმედებით მოთამაშე ბათუმის დინამოს ლიდერად ჩამოყალიბდა) და გიორგი ფანცულაიამ რომელიც ბათუმის დინამო ბოლო თამაშები ფანტასტიკურად ჩაატარა, იმსახურებდნენ ნაკრებში გამოძახებას.. თქვენ ნახავთ ამ ფეხბურთელებიდან ერთ ერთი მაინც როგორ გაიბრწყინებს ნაკრებში თამაშით თავს. წარმატება საქართველოს ნაკრებს.

• Lasha

კი, ფანცულაია ნაღდად იმსახურებდა გამოძახებას.

• კმაყოფილი

ბათუმელები გამოსაძახებელები იყვნენ და კარგია რომ სიაში მოხვდნენ. ხვადაგიანის მოხვედრა სიურპრიზი იყო, საკმაოდ დიდი ნდობაა, კობახიძეს და უთამაშებელ კვირკველიას ნამდვილად ჯობია მისი გამოცდა.წესით ამხანაგურ შეხვედრაში უნდა დააყენონ. დაუშვილის მაგივრად თითქოს ჯობდა კვეკვესკირი გამოეძახათ, მაგრამ ალბათ ტიპური ჩამშლელის საჭიროება უფრო იყო.

• rezi

ზივზივაძე ..დვალი სადაა??ხვადაგიანი ვისი ნათესავია

• ნოდიკო

წიტაიშვილი სად არის?

• გოგა

მოკლედ ვინც თამაშობს ყველას იძახებს ეს კაცი, ჩვენი ჩემპიონატიდანაც ხედავს ვინ იმსახურებს გამოძახებას და პლუს მოტივაცია უნდა ქონდეთ ახალგაზრდებს ჩვენ ლიგაშიც, ითამაშონ და მოხვდებიან ნაკრებში.

• zura

დავითაშვილის მაგივრად აჯობებდა ოქრიაშვილი, დანარჩენი ნორმალურია, ყოჩაღ ვილი!

• semi

სადაა ზიბზიბაძე? რატო არ ატეხეთ ჯურნალისტებმა პანიკა? მაგის გამო არ გააგდეთ ვაისი? ზიბზიბაძეს არ იძახებს,არაბულს არ იძახებსო? მარტო ოქრის ქვილითაიას და ყაზაიშვილს იძახებს მაგიო?

• გელა

მე ვხედავ რომ სანიოლი უყურებს ყველას ვინც კი რამეს აკეთებს ვინც კი თავს გამოიჩენს სადმე ეროვნულ ჩემპიონატში თუ საზრვარგარეთ ყველას აძლევს შანსს მამუჩაშვილს და ფანცულაიას ვაისის დროს არავინ დანახებდა ნაკრებს რადგან ეგ კაცი ჯიუტად იძახებდა მხოლოდ ლეგიონერებს.

• Rezo

ვილი შენი იმედი გვაქვს წარმატბები

• tngh

დვალიც მაკლია თვალში...

• tngh

შემადგენლობას ვერ დაიწუნებ... იმედია, ოქრიც" ჩადგება მწყობრში და შემდეგ შეკრებებზე იქნება... წარმატებები ნაკრებს.

• sddd

მერე კუკუსკურს და დვალს რას ერჩის?

• Aba hee

ძალიან მაგარია საქ.ჩემპიონატიდან ამდენი ფეხბურთელი როა გამოძახებული,ეს არის მოტივაცია სხვებისთვისაც და ჩვენი ჩემპიონატის ჩარხის გაზრდისთვის ძალიან კარგია,სხვებსაც ექნებათ მოტივაცია რომ მოხვდნენ ნაკრებში,ამით გაიზრდება ჩვენი ჩემპიონატიც საღოლ სანიოლს,მაგრა უნდა ვთქვა ჯიღაურას ამ ეტაპზე კვეკვესკირი ასი თავით ჯობდა,ძაან ცუდ ფორმაშია ჯიღაური

• ქალის სიმართლე

მხოლოდ მას შემდეგ დაგეთანხმები, როდესაც ეს დანიშვნა ნაკრების შედეგებში აისახება

• lm

თავდამსხმელი საძებნია აშკარად ...

• აბრეზა

აშკარად ცდილობს ეს კაცი რაღაცას და ისეთ ხალხს იძახებს ვინც მართლა ღირსია. გიორგი ფანცულაიას გამოძახება კარგი აზრია!

• იაგო

ძალიან მაგარია, ვინც საუკეთესოა ბოლო პერიოდში ყველა გამოიძახა, განსაკუთრებით მისასალმებია ბათუმელი ბიჭების გამოძახება, ჩემი აზრით ფანცულაია ერთერთი ყველაზე საინტერესო თავდამსხმელია თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე და შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს!

• ქომაგი

ახლა დაიწყება ბუდუ რატო არ არის, რაღა დროს მურთაზაა, ვიღაც არაბიძეს გაიხსენებს, ზოგი ჭანტურიას...

• გიორგი

კვეკვესკირი შედის ფორმაში და მისი გამოძახებაც ღირდა ალბათ.

• sddd

ის რატომ გადააგდეს კარგად ითამაშა 1 წუთი.

• თედო

თბილისის დინამოდან მეტი ფეხბურთელი უნდა გამოეძახა! ან სად არის ოქრიაშვილი?

• დიდგორელი

ტრავმებისა და ბოლო ტურებში სათამაშო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს შემადგენლობა მეჩვენება ოპტიმალური: მამარდაშვილი ჩაბრა კაშო ხოჭოლავა ახაროვი კანკავა კიტე ჯიღაური ოქრი ვაკო ლობჟანიძე კვეკვე სად არის????? ზამენები: კვარა ჩაკვე ქვილითაია ჟორიკა ....

• საქართველო

ყველაფერი კარგია,მაგრამ ჯიღაურს სამუდამო კონტრაქტი აკავშირებს საქართველოს ნაკრებთან? ჯიღაურზე უკეთესი და პერსპექტიული თუ არ გვყავს არავინ წასულია ჩვენი საქმე

• stumari

სანიოლი ბრავო! აი ვინც არ არის ფორმაში არ აინტერესებს სახელი გვარები არ გამოიძახა და მორჩა.მიქაუტაძე მეეჭვება რომ ჩამოვიდეს როგორც დაიწერა ცუდათ არის.

• გიორგი

ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ ამ ფეხბურთის ფედერაციას თუ სასარგებლო რამე გაუკეთებია ჩვენი ფეხბურთისთვის იმაში სანიოლის დანიშვნა შედის.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!