საქართველოს ნაკრების სექტემბრის თამაშები მოახლოვდა. ამის პირველი ნიშანი ყოველთვის შემადგენლობის გამოცხადებაა და თემაზე მსჯელობა სწორედ აქედან იწყება.

სიაში გარკვეული მოულოდნელობები ყოველთვის იქნება, თუმცა არსობრივად მსგავსი მდგომარეობაა - არსებობს პოზიციები, სადაც მეტი კონკურენციაა, ზოგან კი, მთავარი მწვრთნელის მცდელობის მიუხედავად, ეს საკითხი ასე იოლად ვერ გადაიჭრება.

საკადრო დეფიციტი დაცვაში

უახლოეს წარსულში გვახსენდება მონაკვეთები, როცა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რგოლად დაცვის ცენტრი მიიჩნეოდა. ევროპის ჩენპიონატისკენ მიმავალ გზაზე კაშია-კვირკველიას დუეტი მშვენივრად გამოიყურებოდა. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

თუკი სანიოლის განვლილ მატჩებს დავაკვირდებით, ის კაშია-დვალის დუეტს ენდობოდა. ნიდერლანდების წინააღმდეგ სათამაშო სქემის შეცვლამ კი ჩვენს გუნდზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედა.

ახლა ფრანგ სპეციალისტს გარკვეული სიახლეები დასჭირდება. თანაც, ის კონკურენციის გაზრდაზეა ორიენტირებული, რაც გამოძახებული შემადგენლობითაც გამოიკვეთა.

დავით ხოჭოლავა "კოპენჰაგენში" მშვენივრად გამოიყურება. თითქოს, მისი და გურამ კაშიას ერთად თამაში გამოკვეთილია.

კონკურენციის ზრდა, სამი ჩასატარებელი თამაში და ნაკრებში ბოლო დროს მოთამაშე მცველების (კვირკველია, დვალი, ტაბიძე, გრიგალავა) სხვადასხვა მიზეზით არყოფა - ის მიზეზებია, რის გამოც ნაკრებში ლუკა ლოჩოშვილსა და საბა ხვადაგიანს ვხედავთ.

ასეთი საკადრო ვითარება დაცვის ფლანგებზე ნაკრებში მაშინ იდგა, როცა სანიოლი "ჯვაროსნებში" დაინიშნა. მაშინ ფრანგი დებიუტანტებს ენდო და მათაც ეს ნდობა გაამართლეს.

ოთარ კაკაბაძესა და გურამ გიორბელიძეს (რომელმაც კლუბი ახლახან შეიცვალა), სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვთ. ეროვნული ლიგის ფეხბურთელებზე სანიოლი უარს რომ არ ამბობს, ეს მას დადებითად ახასიათებს და დაცვის ფლანგებზე ამან გუნდი საკმაოდ გააძლიერა.

ისევ ფორვარდის საკითხი

საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციაზე მწირი არჩევანი მხოლოდ სანიოლის დროს წარმოჩენილი პრობლემა არაა. წინა მწვრთნელების მხრიდანაც, ძირითადად, ეს გვესმოდა. გვახსოვს პერიოდები (ქეცბაიას თავკაცობისას), როცა ნაკრებში წინა ხაზის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული.

ამ საკითხის გადაჭრას ყველა თავისებურად ცდილობდა. ვლადიმირ ვაისმა შანსი ახალ მოთამაშეებს (მაგალითად, ირაკლი სიხარულიძე) მისცა, მაგრამ ძირითადად, ნაცნობ კადრებს ეყრდნობოდა და სიახლეებსაც ერიდებოდა.

სანიოლმა შეტევაში სხვადასხვა ფეხბურთელი გამოსცადა. ამას გიორგი მიქაუტაძის გამოძახება დაემატა და თითქოს ხსენებული პრობლემაც დავიწყებას მიეცა.

"მეცის" ფორვარდი ახლა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის და სატრანსფერო საკითხიც გადაწყვეტილი არაა, ეს კი, მინიმუმ, სასარგებლო დეტალი არ გახლავთ. როგორც ჩანს, ფრანგი მთავარი მწვრთნელი რესურსის ბოლომდე გაცნობა-გამოყენებას ცდილობს, მით უმეტეს, წინ ამხანაგური მატჩი გვაქვს და "სამგურალის" ფორვარდ სერგო კუხიანიძის შემდეგ შანსს ბათუმის "დინამოელ" გიორგი ფანცულაიასაც აძლევს.

"ჯვაროსნების" ყველაზე გამოცდილი შემტევი გიორგი ქვილითაიაა. სადებიუტო შეხვედრებში სანიოლის გუნდი იერიშების განვითარებას მას შემდეგ ცდილობდა, რაც მაღალ ბურთს გიორგი ქვილითაია მოიპოვებდა (შვედეთთან მატჩი გავიხსენოთ). ამჟამად "აპოელის" ფორვარდმა ბევრი იბრძოლა, რაღაც გამოუვიდა, რაღაც არა. ფაქტია, ჩვენი წინა ხაზის მოთამაშეებს უჭირთ ისეთი გოლის გატანა, როგორიც თუნდაც მიქაუტაძემ რუმინეთში - კარგი პასი მიიღო, ბევრი არ უფიქრია, კარისკენ გაიხედა და გაიტანა.

ეს ის პოზიციაა, სადაც კონკურენციის ჩამოყალიბება ჭირს და უფრო პრობლემურ ადგილად რჩება...

წარსული გამოცდილება და დღევანდელობა

მხოლოდ წარსულში ნაჩვენები შედეგებითა და ფორმით ფეხბურთელებს ნაკრებში რომ არ იწვევენ, ესეც გარკვეული პრინციპია, თუმცა ყოველთვის მისი გათვალისწინება მაინც რთულია. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის შემდეგ სათანადოდ არ დაბრუნებულა და მას სიაში ვერ ვხედავთ. გარკვეული სირთულეების შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი ისევ გუნდთან ერთადაა. ნაკრებში თავის შანსს ისევ იღებს ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გაიტანა. სანიოლი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებით ნახევარდაცვაში კონკურენციის გაზრდას ცდილობს. ამ გუნდის ევროტურნირზე გამოსვლამ მას ამის საფუძველიც მისცა.

ხვიჩა, ჩაკვე და კარგი განწყობა

ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ, გიორგი ჩაკვეტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას ერთდროულად თამაში იხილონ. გარკვეული პრობლემების გამო ეს აქამდე ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, გუნდურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ასეთი ლიდერების გარეშე წარმატება მაინც რთული იქნება.

ტრავმის შემდეგ ახლახან დაწყებული სეზონი, სატრანსფერო ამბები - "ჯვაროსნების" იდეალური დრო ნამდვილად არ არის, თუმცა ეს მოთამაშეები მაღალ დონეს აჩვენებენ (მხოლოდ პრემიერლიგაში ხვიჩას მიერ გატანილი გოლი რად ღირს). კოსოვოსთან საშინაო შეხვედრაში ბევრი რამის დამტკიცება მოგვიწევს - უნდა შევძლოთ დომინანტური, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჯგუფში სხვა მეტოქეები, მით უმეტეს უახლოესი - ესპანეთი, ამის საშუალებას რამდენად მოგვცემს, რთული სათქმელია. ასე რომ, ხვიჩასა და გიორგიზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ამბობენ, სანაკრებო მატჩებზე კარგ ხასიათზე ჩასვლა ბევრს ნიშნავსო და საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატში ისეთ ფორმაშია, მისი შეტევითი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას ახლა "ჯვაროსნებშიც" ველით. ის განვლილ შეხვედრებში ძალიან კარგად ასრულებდა მწვრთნელის დავალებებს, ეხმარებოდა მცველებს, გააკეთა საგოლე გადაცემაც, მაგრამ ნიდერლანდებთან მატჩის დასაწყისში რომ გაეტანა, მატჩს სხვა სცენარი ექნებოდა...

ოთარ კიტეიშვილი - ისევე, როგორც უკანასკნელ პერიოდში, სანაკრებო პაუზას ისევ მშვენიერ ფორმაში ხვდება და მისი გააზრებული, მშვიდი და შემოქმედებითი ფეხბურთის იმედიც გვაქვს.

როცა კონკურენციასა და პოზიტიურ განწყობაზე ვსაუბრობთ, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენოთ...

ვილი სანიოლის ბალანსის დაცვა შედეგს, კარგ თამაშს, სითამამესა და როტაციას შორის მოუწევს და ეს იოლი არ იქნება. მით უმეტეს, როცა კოსოვოსთან ბათუმურ მატჩში გულშემატკივრები უპირატესობის მოპოვებასა და აუცილებელ გამარჯვებას ელიან...

თედო
ვაკო გვილია სადაა, რატომ არ გამოიძახეს? ესე შორს ვერ წავალთ. თავდასხმაში როცა პრობლემაა, კაჭარავა, მჭედლიძეს რატომ არ ვეძახით? ეს ზილზილვაძე რომ არ მოგვწონს, გასაგებია
კიშვარდა
მოიდა კოროლაი
ივან
კიტე რატოა დაუფასებელი. მაგარი ბიჭია. მე მომწონს და ჩაკვეს და კვარაცხელიას გვერდით ძალიან კარგი ტრიო გამოვა
Levani
მამუჩაშვილის მკსინჯვა შეიძლებოდა ძირითადში-აბუზე ნაკლებად არ ითამაშებს,თან მრავალმხრივი მოთამაშეა,შეუძლია იყოს ჩამშლელი,შემქმნელი,ფლანგის შემტევი და მარჯვენა მცველიც
Levani
ვისი შვილია ფანცულაია?მამუკა ფანცულაია რო იყო ფეხბურთელი იმის შვილია?
ზეინაბი
ეგ შემთხვევით თამაში რა ჩასათვლელია
გენო შავდია
ირონიაში მოემზადეთ
გენა
დავითაშვილის რა გითხრათ და დანარჩენები კარგი არჩევანია.
ხვთისავარის ფანი
თქვენი ფანი ვარ ღვთისავარ. ლამაზად იკითხება თქვენი ტექსტები, ვკარგავ შეგრძნებას, თუ სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება
jordan beli
პირიქით კიტეიშვილს აქებს ყველა და ყველგან რაც პირველად გამოჩნდა ნაკრებში.ის კი არა მშიშარა ვაისიც კი აქებდა.აღარა მაქ ლაპარაკი გულშემატკივრებზე,ვერ ვიხსენებ კიტეიშვილზე ვინმეს ეთქვას ცუდად ითამაშა როდისმე.სტაბილირი და ინტელექტუალი ფეხბურთელია.ცხადაძე რომ იძახდა გუნდში შემოქმედი ფეხბურთელი საჭიროაო,ზუსტად ეგეთი ბიჭია ჩვენი კიტე.ყიფიანამდე ბევრი უკლია,მაგრამ უეჭველად მოუმატებს.ფანცულაიას ვგულშემატკივრობ ძალიან.ჯერ ერთი რო ისეთი კაცის შვილია რო არ უგულშემატკივრო არ შეიძლება და მერე რაცნაირად მომწონს,ძლიერია,აღნაგობა აქ ისეთი რო მცველებთან ჭიდილი არ უნდა გაუჭირდეს,ჟილკიანია და კარგ მწვრთნელთანაც მოხვდა,უდაოდ მოუმატებს.ნინუაზე მწყდება გული...ერთი სიტყვით მწვრთნელი კარგი,ბიჭებიც წამოვიდნენ და მგონი გვეღირსება კარგი გუნდი!წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს!!!
ლევან მაღლაკელიძე
მამარდაშვილი, ხოჭოლავა , ლოჩო, გიორბელიძე და ჩაბრაძე, ჯაბა და კიტე, კვარა, ჩაკვე, საბა და მიქაუტაძე, ან ლოჩოშვილის მაგივრად კაშია.ანდა ჯაბა ამოვარდება და ხუთივე მცველს დააყენებს. რადგან, როცა კვარა, კიტე, საბა, მიაუტაძე და ჩაკვე სასტავში გყავს, რომელს დატოვებ სკამზე? ვერცერთს, ხოდა ან 4 მცველით უნდა ითამაშო და 2 საყრდენით, ანდა 5 მცველით და ერთი საყრდენით, სხვა ვარიანტი არაა.მე მგონი მაინც 4-5-1 იტამაშებს და კასიას და ჯაბას ათამაშებს. ლოჩოშვილს ამოაგდებს. ვნახოთ. ხოლოო თუ ჩაკვეს არ დააყენებს სასტარტოში, მასინ მის მაგივრად ვაკოს მიეცემა შანსი, მოშიებულია და ითამაშებს. ერტი სიტყვით ასე დაბალანსებული სასტავი, კაი ხანია არ გვყოლია, კიარადა სსრკს მერე არ გვყოლია. კოსოვოს მოვუგებთ და თუ ესპანეთიც მივაყოლეთ ზედ, მასინ ნახეთ თქვენ. თუ ჩაკვე და ვარა 100 პროცენტით მზად არიან და არ დაიმტვრნენ, არაა გამორიცხული, ორივე თამაში მოვიგოთ. მაგათმა გაქაჩონ და არ დაიმტვრნენ ოღონდ რაა. ოქრი, ქვილო და დაუშვლ, ნარდად არ იყვნენ გამოსაძახებლები.
წადი თქვენი
ამუშავდა კრემლი. თამაშამდე ერთ ორ წამყვან ფეხბურთელსაც გამოუწერენ კორონას!
Catalan
ბევრი ხარვეზია სტატიაში... ჩაკვემ და კვარამ ერთად წინა წლის სექტემბერში ითამაშეს ნაკრებში. გარდა ამისა, გრამატიკული შეცდომებია საკმაოდ. ისე კი, მადლობა ავტორს!
jjj
კარგი ანალიზია, მაყურებელი აღარ იქნება ცუდია.
გიორგი
კიტეიშვილი,ყველაზე სტაბილური და ამავდროულად,გულშემატკივრებისგან დაუფასებელი
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..