სანაკრებო პაუზის წინ ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდება. ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონში ქართველი წარმომადგენელი არ გვეყოლება. არადა, "ფერენცვაროშის" წარმატების შემთხვევაში, ლაშა დვალი მთავარ საკლუბო ტურნირზე გასვლას უკვე გიორგი ხარაიშვილთან ერთად შეძლებდა (ისინი ევროპის ლიგაზე გადაერთვებიან). რა თქმა უნდა, ვაჟა თარხნიშვილის "შერიფის" წარმატება გვახარებს.

დღეს, 26 აგვისტოს, მინდორზე არაერთ ქართველ მოთამაშეს ვიხილავთ. ევროპის ლიგის პლეი-ოფში ვლადიმირ ვაისის "სლოვანს" წარმოუდგენელი ამოცანის გადაჭრა მოუწევს - "ოლიმპიაკოსთან" საბერძნეთში დიდი ანგარიშით (0:3) მარცხის გაბათილება. ასე რომ, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უფრო ველით. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ასეთივე უტოპიურ მდგომარეობაშია ოთარ კიტეიშვილის "შტურმის" მეტოქე სლოვენიური "მურა". ქართველი "ათიანის" გუნდს სტუმრად სოლიდური უპირატესობა (3:1) აქვს მოპოვებული. გრაცელებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ და თავი ევროპა ლიგის არც ჯგუფურ ეტაპზე უნდა შეირცხვინონ. შეხვედრა სტარტს ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს.

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს" ისრაელში, "ბეერ შევასთან" ნათამაშები უგოლო ფრე (0:0) კონფერენს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე გასვლაში თითქოს გარკვეულ უპირატესობას აძლევს, თუმცა შანსები მაინც თანაბარია. უეფას ახალი წესი (სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმება) უფრო მეტად ქართველების კლუბს უნდა გამოადგეს - მაგალითად, ნებისმიერი შედეგიანი ფრის შემთხვევაში, "ანორთოსისი" ადრე ტურნირს გამოეთიშებოდა, ახლა კი თამაში დამატებით დროში გადავა. "ანტონის პაპადოპულოსზე" ფეხბურთელები, მათ შორის, გიორგი ლორია, 21:00 საათზე გამოვლენ (თბილისის დრო).

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" ბათუმის "დინამოს" დამარცხებისთვის "სივასპორს" რევანში აუღო (სტუმრად 2:1 სძლია), თუმცა საქმე ჯერ ბოლომდე არ მიუყვანია. სხვათა შორის, თურქთა ნიგერიელმა შემტევმა ლიკ ჯეიმსმა, ბათუმური მატჩის მსგავსად, ტურნირზე მორიგი გოლი დანიელებსაც გაუტანა. ეს ფეხბურთელი საჯარიმოში ძალიან სახიფათოა და მის გასანეიტრალებლად ბათუმელ ცენტრალურ მცველებს დიდი ჯაფა ედგათ. იმედი გვაქვს, კარგ ფორმაში მყოფი ხოჭოლავა სპორტსმენს ხიფათს არ შეაქმნევინებს, ევროპის რანგით მესამე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და "ჯვაროსნებსაც" ამაღლებული განწყობით შეუერთდება. მატჩი 21:00 საათზე (ჩვენი დროით) დაიწყება.

პოლონური "რაკოვი" საკმაოდ უხერხული მეტოქეა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ყაზანის "რუბინის" განეიტრალება შეძლო, რასაც პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე, გიორგი ჩაკვეტაძის "გენტის" დაამარცხებაც (1:0) მოჰყვა.

დღევანდელ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში ყოფნის იმედი გვაქვს. ბელგიურ გუნდს პირველ მატჩში გარკვეული ასპექტები, განსაკუთრებით, შემოქმედებით და დამაგვირგვინებელ ნაწილში დააკლდა და ჩაკვეტაძეს ამის მოგვარება შეუძლია. მთავარია, გიორგიმ თავისი საუკეთესო თამაში შემოგვთავაზოს და კონფერენს ლიგის ისტორიაში პირველ გათამაშების ჯგუფში გასვლა მის გუნდს გაუმარტივდება. ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ნინუას თავის გამოჩენის საშუალება, ფაქტობრივად, არ ეძლევა, "პაოკის" ამბები უყურადღებოდ არ გვრჩება. კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბერძნული კლუბი ხორვატიულ "რიეკას" საკუთარ მოედანზე დაუზავდა (1:1), დღეს კი განმეორებით მატჩია. შეგახსენებთ, "პაოკში" ქართული ფესვების მქონე ვასილიოს გორდეზიანიც ირიცხება.

სლოვანთან შტურმის მეტოქე შეადარეს, გასაგებია, მაგრამ აჯობებდა - სამაგიეროდ ძალიან მომგებიან სიტუაციაშია შტურმიო, რომ დაეწერათ
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მომკალით და ჩაკვეტაძის ვარსკვლავობისა ვერაფერს ვხედავ, იქნებ ვცდები, მარა ვერ ვხედავ და მომკალით. ხვიჩა? ეგ კი ბატონო, მარა ჩაკვე ვარსკვლავებამდე? ვერა რაა...
ანას ქმარი
აზრის ვერ გამოტანა ასე პრავდება?
პოლონეთიდან ბელგიაში გადავედი
ჯგუფურ ეტაპზეც არ შეირვხვენს თავსო ასე წერია და რა ვიცი, რა ვიცი
დათო
…შტურმის მეტიქეო… და არა შტურმი!!!
ბაჩი
შტურმი არ არა შტორმის მეტოქე არისო უტოპიურ მდგომარეობაშიო
65
ტომი - შტურმის მეტოქე არის უტოპიურ მდგომარეობაშიო. თუმცა გეთანხმები, უკეთ დაწერა შეიძლებოდა :)
რას გასწავლიდნენ გიმნაზიაში?
მე რომ ასე წავიკითხე? - ასეთივე უტოპიურ მდგომარეობაშია ოთარ კიტეიშვილის "შტურმის" მეტოქე
L.J.
შტურმის მეტოქეო....
ტომი
''ასეთივე უტოპიურ მდგომარეობაშია'' შტურმიო,როცა მოგებული აქვს 3-1 გასვლაზეო ჩემი აზრით არასწორი აზრი დევს ამ წინადადებაში. უტოპია ფანტასტიკურს ნიშნავს და შტურმის გასვლა არაა უტოპია, სლოვანის გასვლა არის უტოპია და არა შტურმის გასვლა.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის