ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საკითხზე წარმოუდგენლად დიდი ინტერესია. სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩების გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გვაცნობა.

მკითხველი სამართლიანად გვსაყვედურობდა, რომ ხვიჩას შესახებ უტყუარ ინფორმაციას ვერ ვაწვდიდით და როგორც დაგპირდით, SPORTALL.GE ხვიჩა კვარაცხელიას ექსკლუზიურად ესაუბრა:

- პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს...

- "კრილიასთან" დაპირისპირებისას ტრავმა გამიმიზეზდა. იქედან გამომდინარე, რომ სანაკრებო მატჩები ახლოვდებოდა, გადავწყვიტე, დამესვენა და ნაკრებისთვის ბოლომდე მზად ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრების გამოტოვება მიწევს.

- ვილი სანიოლმა სიაში შეგიყვანათ. თავიდან იმედი ჰქონდათ, რომ თამაშს შეძლებდით...

- როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერს ვაკეთებდი, რათა სანაკრებო შეხვედრები არ გამომეტოვებინა, ამის იმედი რა თქმა უნდა, ვილი სანიოლსაც ჰქონდა.

- როცა ნაკრების ფეხბურთელი კლუბში ტრავმირებულია, აპრობირებული მეთოდია, რომ ის შეკრებაზე მაინც ჩავიდეს და საბოლოო გადაწყვეტილება ნაკრების საექიმო შტაბმა მიიღოს.

- მე მზად ვარ, ჩამოვიდე, ამის პრობლემა არ მაქვს, თუმცა ამ საკითხთან კლუბის გადაწყვეტილება ასეთია, რომ მკურნალობა აქ უნდა განვაგრძო და მას ვერ დავარღვევ.

არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან საამაყოა და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამისგან თავს შევიკავებ. თუკი ასეთი ადამიანები არიან, ვისაც ამის არ სჯერა, ძალიან სამწუხაროა...

საქართველოს ნაკრებმა სანიოლის სადებიუტო მატჩებში დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე თამაში შეუძლია და ბიჭების იმედი ახლაც მაქვს!

- როცა ფეხბურთელის მიმართ ამხელა ინტერესია, ზოგჯერ ეს მის თამაშზე ნეგატიურად აისახება. გარდა ამისა, რუსული მედიაც კი წერს, რომ იქაური პრემიერლიგისთვის ზედმეტად მაღალი დონის ხართ. ეს თქვენზე როგორ მოქმედებს და რამდენად დიდი შანსია ტრანსფერი დარჩენილ დღეებში განხორციელდეს?

- მე ვაკეთებ ჩემ საქმეს და ბოლომდე ვარ კონცენტრირებული. არანაირი გარემოება ამაში ხელს არ მიშლის.

რუსეთის პრემიერლიგა საკმაოდ მაღალი დონისაა, სერიოზული პროგრესი განიცადა და იოლი მოწინააღმდეგე ფაქტობრივად, არ არსებობს.

მე ჩემი მიზანი მაქვს - ჩემპიონთა ლიგის მოგება და ყველაფერს გავაკეთებ, ამას მივაღწიო. "რუბინთან" ერთად იქნება თუ სხვა გუნდთან, ამას დრო გვაჩვენებს.

რაც შეეხება ტრანსფერს - დარჩენილ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას!

Thomas
რუბინშიც არ ითამაშა ბოლო თამაშები და არც ვარჯიშებზე ყოფილა, თქვენი აზრით სრულიად ჯანმრთელ ფეხბურთელს, რომელიც უმნიშვნელოვანესია რუბინისთვის არ ათამაშებდნენ? თუ ნაკრების გამო მოიგონეს ტრავმა. კარგით რა... კოვიდს რაც შეეხება ნოემბერში ყველას ჰქონდა კოვიდი მთელს საფეხბურთო სამყაროში, მარტო კვარას კოვიდი რომ ვაქციეთ ტრაგედიად. ძალიან განიცადა სხვათაშორის და ამბობს, რომ მის კარიერაში მთავარი იმედგაცრუება იყო ეგ. რაც შეეხება მარტო ნაკრების თამაშის წინ იმტვრევაო, მარტში მშვენიერი თამაშები ჩაატარა ნაკრებში, წავიდა აქედან ჯანმრთელი და რუბინს ყველაზე მეტად რომ ჭირდებოდა მაშინ დაიტრავმა. სეზონის ბოლო მატჩები ვეღარ ჩაატარა. მოკლედ ერთი მიზეიც არ არსებობს რატომაც კვარაცხელიას შეგნებულად არ უნდა ნაკრებში თამაში. ძალიან ცუდი რამეები მისწერეს და ეწყინა, პოსტიც დაწერა სრული აბსურდია რასაც მაბრალებთო, არ შეიძლება ეგრე ზედ გადავლა ფეხბურთელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და მართლა კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. მარტო მაშინ რომ გვიყვარს ესპანეთს თუ გაუტანს. ტრავმას თუ მიიღებს ვაგინებთ, კარგით რა მართლა
არტ
რა შუაშია აქ შეთქმულების თეორია? მაინცადამაინც ნაკრების თამაშების წინ ემართება რაღაც და არაერთხელ! კარგით, გულუბრყვილობა ვითამაშოთ და დავიჯეროთ რომ უბრალო დამთხვევაა, ერთი მითხარი რატომ არ ჩამოვიდა, როგორც მიღებულია ნორმალურ ქვეყნებში, ტრამვირებული ჩადის და ნაკრების ექიმი წყვეტს ითამაშოს თუ არა. გუნდმა გადაწყვიტაო - ვის აბოლებს, ფიფას წესებით გუნდს არავითარი უფლება არ აქვს არ გამოუშვას. პასუხი გაქვთ ამაზე? კარგი რა, ძნელი მისახვედრია ხომ, რომ არანაირი ტრამვა არ აქვს?
ეგოისტი
არ გამოვა მაგისგან დიდი ფეხბურთელი. როდესაც გადამწყვეტი მომენტებია კარიერაში თუ სანაკრებოდ, მაშინ ემართება ხან რა და ხან რა. იმ კატეგორისაა, ბევრი რომ გვყავდა ადრე, ვითომ რეალი თუ ბარსელონა რომ ეპატიჟებოდნენ და ბოლოს რუსეთში ჩამწნილდნენ.
ქ. გ.
ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება ჯუღელის თაღლითობის შესახებ და ყველგან გამოაქვეყნეთ.
ქ. გ.
აუკრძალეთ ყველა ქართველ ფეხბურთელს "აგენტ" მამუკა ჯუღელთან "თანამშრომლობა"!
Thomas
ნაკრებში თამაშის მერე აიწია მისმა ფასმა და მთელმა ევროპამ დასერჩა მისი სახელი. შანსი არაა ნაკრებში თამაში თავად არ უნდოდეს. გამორიცხულია ეს. დანარჩენზე კი ბატონო შეიძლება კამათი. არვიცი მე მიჭირს ამ შეთქმულების თეორიების დაჯერება, თითქოს რუსები ძალით ამტვრევენ და სპეციალურად კოვიდს მართებენ. ვისაც ამის გჯერათ უბრალოდ არგუმენტები მაინტერესებს და სიამოვნებით მოვისმენ ადეკვატურ შეფასებებს.
სოსო
მაკედონიასთან მატჩის წინაც,გუნდის მასაჟისტმა მიიტანა რუბინში კოვიდი.ხვიჩას დანაშაული არც იქ იყო რაიმე.
გიორგი
შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ როცა ნაკრებს ეს ბიჭი ძალიან ჭირდება,ფაქტია რომ, ხან კოვიდი აქვს და ხან კიდევ ტრამვა!!!!მისი ჯანმრთელობის დიაგნოზი უნდა დადასტურდეს საქართველოში და ეს არავისთვის შეურაცმყოფელი არ უნდა იყოს!!! სხვა ქვეყნებში ეს, როგორც წესი, ასეა!!!
ქ. გ.
არც ერთი ქართველი ფეხბურთელის რუსეთში გაშვება არ შეიძლება.
სოსო
ხვიჩას რაკუვთან პირველ თამაშშიც საკმაოდ ურტყეს.დესპოტოვოჩი კი,სულაც მატჩის დასაწყისშივე დაამტვრიეს და შესაცვლელი შეიქმნა.ხვიჩამ რაც შეძლო ითამაშა.ამის შემდეგ სამ დღეში რუსეთის პირველობაზე კიდევ ურტყეს,თან სულ უკნიდან.კიდევ სამი დღის შემდეგ,რაკუვთან განმეორებითი შეხვედრა,სადაც მთელი დატვირთვა,ხვიჩაზე მოდიოდა.თავდასხმის ცენტრში დაყენებული ფეხბურთელი,უბრალოდ ყველაფერს აფუჭებდა და ვერცერთი ბურთი ვერ მიიღო,ვერც ერთი ორთაბრძოლა ვერ მოიგო.მთელი დაცვა,2-3 კაცი,ხშირად კი 4-ც,მის წინააღმდეგ იყო გადასრილილი და მიუხედავად ამისა,ხვიჩამ მაგრად ათრია ისინი.კარის წინ სხვა ნორმალური პარტნიორი რომ ჰყოლოდა,იმდენი სივრცეები გაუთავისუფლა ხვიჩამ,რომ აუცილებლად გაიტანდა,მაგრამ არა ის,ვინც მოედანზე იყო.სამი ტაიმი ითამაშა იბრძოლა მსაჯის სრული წაყრუების პირობებში და როცა შეცვალეს,ფეხზე დადებული უზარმაზარი ყინულის ბუშტი დავუნახე უკანასკნელად.მერე ჩემპიონატში კიდევ ნახევარი საათი ითამაშა და აშკარად ჩანდა,რომ ძალიან უჭირდა(რუბინსაც ძალიან უჭირდა და მიტომ შემოუშვეს).ეგ არის, მორჩა.მას შემდეგ აღარ უთამაშია და აღარც რუბინს მოუგია.უბრალოდ თავდამსხმელი აღარ ჰყავს,რომ ვინმემ გაიტანოს.ეს არის სრული ისტორია და მითხარით სად ჩანს აქ,ვინმეს მაიმუნობა?ვერც დესპოტოვიჩი თამაშობს,ვერც ხვიჩა,მაკაროვიც აღარ ჰყავთ.ფრეები,ახლა კი სულაც წაგება და ეს მხოლოდ ხვიჩას გულისათვის კეთდება?ან დესპოტის გულისათვის?მაშინ ყველა თამაში წააგონ და არავინ მოინდომებს მათ ყიდვას.ეს ხომ ძალიან მარტივია.რაკუვთან მატჩის შემდეგაც ზოგიერთი სწერდა,ხვიჩა ტყუილად იგონებდა, ვითომ სტკივაო,არავითარი ტრავმა არ აქვსო.გასაყიდად გამზადებულ ფეხბურთელს,ყველაზე ძალიან რომ სჭირდება კარგი თამაში,უსაქმოდ ვინ გააჩერებს?აგერ რუბინს სხვა ფეხბურთელების ყიდვის უფლება შეუჩერეს,რადგან ვალებს ვერ ისტუმრებს და ხვიჩას გაყიდვა არ უნდათ?შეგნებულად არ ათამაშებენ?კარგით რა!ყველაფერს საზღვარი უნდა ჰქონდეს.ადმინ,რამდენჯერმე გამოვგზავნე სიტუაციის ამხსნელი პოსტი,მაგრამ ყოველ ჯერზე ბლოკავდით.შედეგს ხომ ხედავთ,უკვე გინებაც კი დაუწყეს ბიჭს.ისიც ხომ ცოდვაა?!შეიძლება საყვედური ბევრს არ მოეწონოს,მაგრამ სიმართლე ეს არის და გთხოვთ არ დამიბლოკოთ.ჩემ მიმართ წამოვიდეს დისლაიქები და საყვედურები,ვიდრე ყველასაგან შემომწყრალად იგრძნოს თავი, ამ ბიჭმა.მარიამობას გილოცავთ ყველას.იმედია,ყველაფერი კარგად იქნება.მათ შორის ნაკრებშიც.
ამი
აქ სხვა რამეზეა საუბარი მეგობარო: წლების განმავლობაში არა ერთი საყვარელი ფეხბურთელი გვახსენდება, როცა უმნიშვნელოვანესი თამაშის წინა მატჩებში მოედანზე აშკარად "საჩკაობდა", რომ მთავარი შეხვედრისათვის ყოველმხრივ მზად ყოფილიყო. შარშან შემოდგომაზე გახურებული კორონის დროს, ნაცვლად იმისა, რომ "ბამბებში შეფუთულიყო" და თავი დაეცვა (ეს თვითონ ხვიჩას, აგრეთვე მისი რუსული და ქართული გარემოცვას მონდომების პირობებში მოხერხდებოდა), სადღაც გზაში კორონა აიკიდა და საკუთარ მოედანზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა. ის რომ მოედანზე ყოფილიყო, ჩვენ აუცულებლად დავამარცხებდით ჩრ. მაკედონიას, ამ ზაფხულს აუცილებლად ვიხილავდით საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე და მაკედონიაზე უკეთეს შედეგსაც დავდებდით. ახლაც, ფაქტიურად ასეთივე გადამწყვეტ ორ თამაშში ხვიჩა არ გვეყოლება. ალბათ გამოუცდელობის გამო, ვერ აცნობიერებს, რომ ამით თავისდა უნებურად ძალიან მძიმე მორალური ტვირთი აიკიდა საზიდად. თუ სასწაული მოხდა და ამ ორ მატჩს თავი გავართვით, ალბათ, გული ყველას მოგვილბება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვიჩაზე წყენა დიდხანს გაგვყვება.
სოსო
რაკოვთან განსაკუთრებით მეორე თამაშში, თან ტრავმის ფონზე მშვენივრად ირჯებოდა- ძალიან ბევრი წარმატებული დრიბლინგი და ჩაწოდება ქონდა, თუმცა გოლის გამტანი- დამაგვირგვინებელი ფეხბურთელი არ აღმოაჩნდა რუბინს, -დესპოტოვიჩი დიდი დანაკარგია, დანარჩენები კი არ არიან იმ დონის რომ თავდასხმები გოლად აქციონ. ეს გუშინდელმა თამაშმაც კრასნოდართან მშვენივრად დაადასტურა -0:2 წააგეს. იყო იგივე პრობლემები. თვით სლუცკიმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ გასულ სეზონში წარმატებები უკავშირდებოდა მარცხენა ფლანგი-ხვიჩა, ცენტრი დესპოტოვიჩი, მარჯვენა ფლანგი მაკაროვი, დღესდღეისობით არც ერთი არ თამაშობს და მათი შემცვლელები ფაქტიურად გუნდს არ ყავსო ამ ეტაპზე.
Amataki
ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია. ამდენ თამაშებში რუბინის თამაშებს ველოდი.მაგრამ ფაქტია ის,რომ როგორც აღმოჩნდა თვალდახელშუა ეს ბიჭი გამოგვეცალა.ეს ყველაფერჩიკი აგენტის მსგავსი ხალხი ქვეყნისათვის ღვაწლის ფასს ტალახში სვრის.ამ ბიჭის პირით უკვე ჯუღელი გველაპარაკება...გრანდი, ლიგა...არანაირი სანაკრებო მიზანი.სამწუხაროდ მივედით იქ, სადაც ბევრჯერ უკვე ვართ ნამყოფი.შეიძლება ჯერ კიდევ მთლად ჯიქია არ იყოს, მაგრამ ამ განწყობით ეს კი არადა მთლად მესი რომ გვყავდეს საჩვენო საქმე არ გამოვა.ფედერაცია ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეს,თუ მოგონილი მიზეზი დადგინდა ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს და აგენტს უნდა აუკრძალოს საქართველოში საფეხბურთო საქმიანობა. თავმოყვარე ქვეყანა ასე მოიქცეოდა.ჩვენნაირი ქვეყნები წარმატებას მხოლოდ ერთიანობით და შეუპოვარი პატრიოტიზმით აღწევენ. P.S იხილეთ ისლანდია
ქ. გ.
რუბინთან არ მოაწერო ხელი ახალ ცონტრაცტს. არც ერთ რუსულ გუნდთან არ მოაწერო ხელი არაფერს. ნაკრებში ითამაშე კარგად და წაგიყვანს დიდი გუნდი ისე, რომ არავითარი აგენტი არ დაგჭირდება.
კახა ქ.
ისე პა ბალშომუ ხვიჩას უფრო ჭირდება ნაკრები,ვიდრე ნაკრებს ხვიჩა.ნაკრებში თანაშებმა მოუტანა მაგას ის სახელი რაც აქვს და არა რუბინში ნათამაშებმა მატჩებმა (ისიც წაეხმარა რა თქმა უნდა)არა მგონია ეხლა რუბინის თამაშებს ასე გამუდმებით უყურებდნენ ევროპაში.არა რუბინი იმ დონის გუნდი.აი ნაკრები კი სხვა რამეა,თან გოლები ესპანეთს და ბერძნებს....ასე რომ თავის თავის მტერი უნდა იყოს მაშინ.მე ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი ხვიჩაში.წარმატებები.პ.ს.ძაან გამახარა წიტეიშვილის ამბავმა.წარმატებები ყველას!
ზაზა
მე არ ვიცი მიზეზი რატომ ვერ ჩამოდის კვარაცხელია რაც არ ვიცი იმას ვერ გავარჩევ,მაგრამ ძალიან მწყდება გული თუ რამე თეორიული შანსი გვქონდა რომ ამ ჯგუფში მაღალი პოზიცისთვის გვებრძოლა ეს იყო ამ სეტემბრის თამაშებზე დღეს დღეისობით სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მთავარი ძალა შეტევაში არის კვარაცხელია კვარაცხელიასთან ერთად და კვარაცხელიას გარეშე ორი სხვადასხვა ნაკრებია კი გყვავს შემტევები ჩაკვეტაძე მიქაუტაძე ვაკო დაბრუნდა და წიტეიშვილი მაგრამ ჩაკვეტაძე 20 25 წუთი თამაშობს კლუბში და აშკარად ძალიან შორს არის იმ ფორმისგან რაც ჩვენ გვახსოვს და სავარაუდოდ ნაკრებშიც შეცვალზე შემოვა ვაკოს რაც შეეხება კორეაში კი კარგი შედეგები აქვს მაგრამ კოსოვოს ნაკრების თითქმის მთელი შემადგენლობა ევროპაში თამაშობენ ესპანეთზე რო არ ვილაპრაკოთ და იმ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელმა ამ ნაკრეებთან რა უნდა ქნას არ ვიცი მიქაუტაძე სერენში ბრუნდება იმასაც არ უთამაშია მეცში რადგან დიდი იმიტომ სავარაუდოდ ვერ გამოდგა სათანადო კონკურენტი მეცის ფორვარდებისთვის და რაც შეხება წიტეიშვილს მახარებს ამ ბიჭის ჩამოსვლის ამბავი ნაკრებში მაგრამ კიევის დინამოდან რომ გაგიშვებენ ორჯერ და ბოლოს რომ აგმოჩნდები მეორე ლიგიდან გადმოსულ გუნდში ესეიგი კიევის დინამოს დონისგან ძალიან შორს ხარ და ვერ ითამაშე იმ დინამოში და ამ სექტემბრის თამაშებზე ნაკრები რას იზამს და რა შედეგს დადებს მე პირადად არანაირი დადებითი განწყობა აღარ მაქვს რაც კვარას არ ჩამოსვლის თუ ვერ ჩამოსვლის ამბავის გაგების შემდეგ. :(((
Hio
მე ვფიქრობ რომ ჯუღელი და კლუბის დირექტორი იქ რაღაცებს ჩალიჩობენ დესპოტოვიჩი ამოიღეს განაცხადიდან მერე ხვიჩა უმნიშვნელოვანესი თამაში იყო დღეს კრქსნოდართან და არცერთი არ იყო განაცხადში გუნდის ერთ ერთი ლიდერი გაყიდეს მაკაროვი და მოიყვანეს ვიღაც დახლოებით იგივე ფასად მანდ რაღაც ჩალიჩი მიდის უეჭველად და ხვიჩაც მაგ ამბავშია მოუოლილი
Miro
ეს თავის თავს აღარ ეკუთვნის ძალიან სამწუხაროა მაგრამ ესეა.
ოთო
სამარცხვინო საქცილი მგონია როცა სიმარლეს არ ამბობ. იმედია ვცდები მაგრამ ეს ბიჭი თავისი საქციელით საპირისპიოს აკეთებს.
РУБИН
Сибур с уже с 2008 года усердно пытается выкупить Рубин. Но все тщетно. Отказывали раз за разом. Тогда Холдинг решил зайти с другой стороны и выкупил ТАИФ, чтоб взять под контроль Рубин. Отсюда и обьяснение тому откуда 18 млн у команды из Татарстана на Одсона Эдуара. В планах Сибура иметь свою команду лигочемпионского уровня. Слуцкому поставлена задача за этот сезон подготовить и вывести команду на главный турнир старого света. Отсюда и притормозили продажу главного грузинского таланта. По сведениям из источников команды, была договорённости с одним европейским грандом о продаже Хвичи Кварацхелии. Но после вышеописанных событий, и чтобы не терять репутацию, решили нарисовать травму, чтоб покупа сорвалась. Выжидают конца трансферного окна. По сведениям из надёжных источников, помимо Эдуару ожидается еще один топ трансфер в среднюю линию. На выход: Бегич, Евтич, Сайто.
gio
აშკარად ხვიჩა გადაღლილია ფაქტიურად დასვენება არ ქონია ელემეტარულად 20 წლის ფეხბურთელზეა საუბარი რუბინის ბოლო თამაშები ვინც ნახა 1-2 თამაში ქონდა მეტ ნაკლებად გამორჩეული დანარჩენი ჩავარდნა სრული საკუთარ თავს არ გავდა რაკოვიასთანაც კონფერენც ლიგაზე არაფერი გამოუვიდა მერე საერთოდ სკამზე იჯდა არ არის ფორმაში აშკარად აქვს რაღაც პრობლემა რაც შეეხება ნაკრებს ვაკო დაბრუნდა ნაკრებში კარგ ფორმაშია იგივე ლობჟანა 2 თამაში 2 გოლი კიტე მშვენიერ ფორმაშია ასევე ჩაკვეტაძე დაიწყო თამაში წიტეიშვილი ჩამოვა და ვნახავთ ამ ბიჭსაც საქმეში დებიუტანტები გყავს სანიოლმა გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს რომელიც არ იქნება დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე კი კვარას გარეშე შეტევით პოტენციალში ძალიან დაგვაკლდა მაგრამ არაუშავს უნდა გვქონდეს ალტერნატიული სათამაშო სქემაც კვარაცხელიას გარეშეც.
გელა
მე არამგონია არანაირად რომ ხვიჩას ნაკრებში ჩამოსვლა და ესპანეთის წინაღმდეგ თამაში არ უნდოდეს, რომელ ფეხბურთელს არ ენდომება დედამიწაზე ესპანეთის ნაკრების წინაღმდეგ თამაში?? ნახევარი მსოფლიო უყურებს ესპანეთის ნაკრების თამაშებს გოლი რომ გაუტანა ესპანეთს ტრანსფერმარკეტზე მთელმა საფეხბურთო სამყარომ დაძებნა ხვიჩა კვარაცხელია 1 კვრია პირველი ნომერი იყო. მე ვფიქრობ რომ ხვიჩას აშკარად აქვს რაღაც პრობლემა შესაძლოა ეს იყოს ტრამვაც ან სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით პრობლემა რაც პრემიერ ლიგა დაიწყო მხოლოდ 1 თამაში ქონდა გამორჩეული კონცერენც ლიგაზე აშკარად ჩაუვარდა თამაშები და მერე უკვე პრემიერ ლიგაშიც შეცვლებზე შედიოდა ნამდვილად არ არის მისი თამაში ამ ბოლო პერიოდში მოწოდების სიმაღლეზე ვინც უყურა რუბინის ბოლო თამაშებს ხვიჩასთან ერთად ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი საკუთარ თავს არ გავდა. აშკარად სჭირდება დასვენება რეაბილიტაცია თან პლიუს ფსიქოლოგიურადაც მოქმდებებს ამდენი ინფორმაციების გავრცელება ტოპ კლუბების და გრანდების ინტერესზე რომელიც ხშირ შემთხვევაში ფაკე აღმოჩნდებოდა ხოლმე და იმედი მაქვს ხვიჩაც და ქართველი გულშემატკივარიც დაისვენებს 5 სექტემბრის შემდეგ და ვფიქრობ ხვიჩას არ მიუღია ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა ვინც ხვიჩას გარშემოა და გაცილებით მეტად ადარდებს კვარას ამბავი ვიდრე ჩვენ თუ მართლაც მარტო ხვიჩა კვარაცხელიას იმედზეა ქართული ფეხბურთი და ნაკრები ბოდიში და ამ 20 წლის ბიჭს ვერ ავკიდებთ მთელ ნაკრებს მთავარია გუნდი იყოს ანგარიშ გასაწევი ძალა ხვიჩასთან ერთადაც და ხვიჩას გარეშეც და რაც შეეხება ტრანსფერს რეალური ინტერესის და შეთავაზების შემთხვევაში 1 დღეშიც შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი რონალდო გუშინ ივენტუსის ფეხბურთელი იყო და დღეს აგერ მანჩესტერში გადავიდა 1 დღეში გაკეთდაა ყველაფერი. წარმატებები კვარას მე კვარას პატრიტიზმში და ქვეყნის სიყვარულში და თავისი ნაკრების სიყვარულში 1 % არ მეპარება ეჭვი.
გია
აღარ მაინტერესებს კვარაცხელია.
E
ხვიჩა სასტვენი კი არა სანაქებო კაცია!!!! ბევრი მინახია ნაკრებში ჩამოსულა სტადიონზე სეირნობდა! დღეს ხვიჩამ მნიშვნელოვანი ნაბი უნდა გადადგას და ცივი გონებით უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება! ჩვენ კიდევ იღა დაგვრჩენია გავამზნევოთ კვარა!!!!!მიაწექი კვარა!!!!!
გენო
ხვიჩა მაგრად გგულშემატკივრობ მაგრამ,ეს საქციელი არ გეკადრება!ჯერ კაცი იყავი და მერე სპორცმენი!
რეალობა
ჯერ თავის კარიერაზე ზრუნავს და თავის ოჯახზე , ნაკრები და პატრიოტიზმი მეორე ხარისხოვანია , რეალობა ეგაა . დაანებეთ ურა პატრიოტიზმს თავი
სიმართლე
ასე რომ ურა პატრიოტიზმს შეეშვით ხალხო თორემ არაფერი გვეშველება არც ჩვენ და არც ჩვენ ქვეყანას , სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ზვიადაურს კაცის მოკვლა აპატიეთო ოლიმპიური მედალი მოუპოვა ქვეყანასო , პირველ რიგში თავის თავისთვის მოიგო და მერე ქვეყნისთვის , ასეა ხვიჩას ამბავიც ჯერ თაო და თაოო და მერე მოდის დანარჩენი... სიმართლეს ჩახედეთ თვალებში
azri
ცოტა მიკვირს ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი ამ ამბის გამო. ჯერ ერთი ტრავმირებული თუ არის სად უფრო ადვილად მოხდება ტრავმის მოშუშება? ნაკრებში უნდა ჩამოდიოდეს ფიზიკურად მომზადებული ფეხბურთელი, ტრავმიანს რა უნდა ნაკრებში, სხვებს უნდა მიეცეს შანსი რომ გამოიყენონ ეს ამბავი. ამ ბიჭმა სანაკრებო დონეზე ძალიან გაგვახარა და არ ჩამოსვლის გამო უნდა გავრიყოთ??? ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს მისმა შესაძლო ტრანსფერებმა, ისე კვარა რომ ჯანზე იყოს და ფორმაში, ესპანეთთან თუ კარგად ითამაშა რამდენით აიწევს მისი ფასი?? არაა ფორმაში და ალბათ ვერც ვარჯიშობს სათანადოდ! ვთქვათ ჩამოვიდა მერე გავა მოედანზე, არა მგონია. კრილიასთან თამაშს ვუყურე და ფაქტიურად ეტყობოდა რომ აწუხებდა ფეხი, ისე პასიურად ითამაშა, მერე ჩაარტყეს რამდენჯერმე. ესე ვიცით ჩვენ, არა უშავს კვარა არაერთხელ გაგვახარებს მომავალში. მე ვფიქრობ ფიზიკურთან ერთად პატარა ფსიქოლოგიური პრობლემაც დამართეს ამ ბიჭს ტრანსფერის გამო.
რატი
რამდენ ბოღმას ანთხევთ. მართლა საცოდაობაა.
100%
რატომღაც მგონია, რომ ეს ბიჭი უკვე იყდა რომელიმე დიდმა კლუბმა და მას არ უნდა საქმის გართულება. ტრავმას ვგულისხმობ,
ასიანი
100%
Qome
witam msvenivrad itamasha Cota xnis win.gamoidzaxet.kvara Chao.
არტ
კარგი რა ხვიჩა. რაღა ნაკრების თამაშებს ემთხვევა შენი ხან კოვიდები და ტრამვები. არ გინდა ეგეთები. ახალგაზრდა ხარ ჯერ და არ იცი რომ ადამიანის გაფუჭება ეგრე იწყება. ერთი პატარა ტყუილი, მერე მეორე უფრო სერიოზული , მერე .. და ასე შემდეგ. და კიდევ. არ გეწყინოს მაგრამ ჯერ მხოლოდ რუსეთის ჭ ჩემპიონატის ჭ გუნდის ფეხბურთელი ხარ და მაგალითი აიღე იმ მართლა შემდგარი ვარსკვლავებისგან ვინც თავისი ნაკრებების ამხანაგურ თამაშებსაც არ ტოვებენ არასდროს. ჩამოვთვალო? ყველაფერი წინ გაქვს და სცადე არც სახელი გაიფუჭო და არც მომავალი.
ვვვ
ხვიჩა, შენ აუცილებლად გახდები მილიონერი - რაკი იმ სფეროში ხარ ნიჭიერი, რომელიც დღეს მილიონებად ფასობს და შესაბამისად, იმსახურებ. სამაგიეროდ, ასეთი დამოკიდებულებით ("კლუბმა ასე გადაწყვიტა და ვერ დავარღვევ") შენ ვერ დაიმსახურებ შენი ხალხის სიყვარულს და შესაბამისად, არც გექნება. თუ ეგეც გკიდია - პასუხსაც შესაბამისს მიიღებ.
ზურა222
პატრიოტი შეიძლება არის მაგრამ მაფიოზების ხელში რომაა ეს ნაღდია !
გიო
კლუბი ვერ დაუშლოს, თავად არ უნდა ნაკრებში ჩამოსვლა....მისი უფლებაა... სამწუხაროა...
დათა თუთაშხია
რას ნიშნავს კლუბის გადაწყვეტილება ასეთია და მას ვერ დაარღვევ? ვინ ეკითხება კლუბს ნაკრებში მოთამაშის გამოშვებას? ნაკრებს როცა ჭირდება, მაშინ უნდა იყო აქ, თორემ როცა საკუთარი ფასია ასაწევი, ნებისმიერი ჩამოდის. გვახსოვს არაერთი ისეთი შემთხვევა, მოთამაშე სატრანსფერო საქმეების გამო რომ არ ჩამოდიოდა და არავისთვის ჩაუვლია ამას უშედეგოდ, ხალხის გულში ყველაფერი ნელ ნელა ილექება და ვერანაირი მიზეზი და ახსნა მსგავს შემთხვევებს ვერ ფარავს. ხვიჩა, პატარა ხარ და ერთი რამე დაიმახსოვრე - ხალხის სიყვარული ჰაერზე არ მოდის. შეიძლება დიდი ფეხბურთი ითამაშო, მაგრამ ასე დიდი ფეხბურთელი ვერ გახდები. სტადიონზე გასვლისას რომ ხალხი სტვენას დაგიწყებს, მერე შეიძლება მიხვდე ამას, მაგრამ გვიანი იქნება უკვე.
აბო
თქვენი არ ვიცი. მაგრამ მე ხვიჩას პატივს აღარ ვცემ! ჯიგარზე და სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. დაუკვირდით რას ამბობს: ჩემი მიზანი ლიგის მოგებააო და არა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობა. ანაღვლე ესეთ ხალხს ეროვნული ნაკრების ბედი! დაუჯექი ე[ხლა ხვიჩა ჯუღელს და ახალი ზღაპრები მოიგომეთ!
თენგო
ეგ კაცი სასწრაფოდ გამოსახსნელია უეჭველი ტყვეობიდან!
თენგო
ეგ კაცი სასწრაფოდ გამოსახსნელია უეჭველი ტყვეობიდან!

როცა ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდება,მაშინ ვერ ეხმარები(ან) ნაკრებს! ამით არაფერს ვამტკიცებ,უბრალოდ ფაქტია!!!სამწუხაროდ,ჩვენი შანსები განახევრდა!!!
Zara-ს
ნამეტანი ხომ არ იბრიქები მეგობარო?! კოსოვოს ხვიჩას გარეშე კი არა,ხვიჩასთან ერთადაც შეიძლება ვერ მოუგო!გადახედე მათ შემადგენლობას,ამ შემადგენლობით კოსოვოს მიღწეულ შედეგებს და ამაში თავად დარწმუნდები!წარმატებები საქართველოს ნაკრებს,მაგრამ ხვიჩას გამოკლებით ნაკრების პოტენციალი განახევრდა,სამწუხაროდ ასეთია ჩვენი რეალობა!
გიორგი
კიტეიშვილის და მიქაუტაძის იმედათ უნდა ვიყოთ,არ ვიცი ჩაკვე რამდენათ იქნება მზად
Master
პატრიოტიზმი არაფერ შუაშია უკვე ზედუზედ მეორე სანაკრებო შეკრებას ტოვებს ტრავმის გამო.მოუხშირა ამ ბიჭმა ტრავმებს.ტრადიციული ქართული სენი.
jigari
რომელი იტყვის და ის, ვისაც პირველ ადგილზე არ აყავს ნაკრების ინტერესები. მაგ ლოგიკით ნიდერლანდებთან და რუმინეთთანაც ძაან მაგარი იქნებოდა მაგისი თამაში მარა ხო არ ითამაშა, იმაზე რას იტყვით? ან იმაზე რას იტყვით 12ში რო რუბინში თამაშობს და 4 დღით ადრე ნაკრების თამაშს ტოვებს ტრავმის მომიზეზებით? ზაზა გელოდები

ამ კაცზე აღარაფერი რომ არ დაწეროთ არ შეიძლება, ამოვიდა უკვე ყელში, გაძღა,,,,,,,,,
mmm
ამას რაღაცეები ძალიან აუვარდა თავში, თავი მართლა მესი ჰგონია............
დავით
კვარა პატარა ბიჭია,უბრალოდ უთხრეს ასე ჯობია და მორჩა,კვარა უჯერებს თავის აგენტს აქედან გამომდინარე მისი "დაკერვა" არ იქნებოდა ძნელი,მარა აქ მეორე საკითხია,ასე ჯუღელი თუ ეტყვის სულ ნაკრებში არ ითამაშებო ასე უნდა იყოს??რუუბინში ერთი ტური გამოატოვებინეს თან ასე უცებ,მოწმენდილ ცაზე,რუსულ მედიასთან გაუკვირდა ხვიჩა განაცხადს მიღმა,მერე ნაკრების თამაშებს გამოტოვების და 12 ში უეჭველი იქნებაო....ანუ აშკარაა ნაკრების თამაშებზე არ გამოუშვა ჯუღელმა....მიზეზი..."შენთვის ასე აჯობებს"....დღე და ქვეყნის ინტერესები ისევ მეორე პლანზე გადადის....როდემდე...კარგით რა!!!თან დარწმუნებით იძახის 12ში რუბინს აქვს თამაში და იქ უნდა ითამაშოსო.ანუ არც არსად არ გადადის რეალურად....ძალიან მინდა რაც დავწერე ეგ ასე არ იყოს....(((
cheroeli
როგორ ფიქრობ მოვუგებდით თუ არა მაკედონია ხვიჩა რომ ყოფილიყო?
zaza
ცოტა დავფიქრდეთ, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის ნაკრებზე უარს? ხვიჩას პოპულარულობა ნაკრებში გატანლიმა გოლებმა მოუტანა, სულ რომ დაანგრიო რუსეთში ნაკრებში კარგი თამაში მაინც სულ სხვა ამბავია. ეტყობოდა რომ ფეხი ტკიოდა და თან ამდენი ხნის უვარჯიშებელია და არ არის ფორმაში. კვარა გარეშე თუ კოსოვოს ვერ მოვუგეთ მაშინ რა ამბიცია გვაქვს საერთოდ? წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას, ვაცალოთ ამ ბიჭს, მგონი მის პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა არასწორია.
ილია
ხვიჩას ტრანსფერი აფხაზეთის დაბრუნებასავით გვიქციეს...გაყიდულია ერთიც და მეორეც.
Zaza
ეტყობა არიცის რო კლუბს არააქვს უფლება სანაკრებო პაუზის დროს არ გამოუშვას ეგრე ნაკრებიდან გაგიშვებენ. თუ გეტყვიან უნდა ჩამოხვიდე .
cheroeli
არ მჯერა რომ ნაკრებში თამაში არ უნდა,მაგრამ,ბოსები არ არიან დარწმუნებული რომ ამ თამაშებს იმ დონეზე ჩაატარებს.როგორც ესპანეთთან და საბერძნეთთან ითამაშა და ფასის დაცემის ეშინიათ.ფული მაგათვის ყველაფერია.
zurab
რა გააჭირვეთ ამ ხვიჩათი საქმე, არც ძალოსნები, არც მოჭიდავეები, არც ...
გია
ჯუღელის სიტყვებს ჰგავს...
ამი
სექტემრის 2 თამაშს თუ გამოსტოვებს, მერე გინდ ითამაშოს ნაკრებში და გინდ არა. იმადგადაწურული ნაკრებისა და გაულშემატკივრებისათვის მისგან ყველაფერს ფასი დაეკარგება. როგორც არ უნდა იმართლოს თავი ხვიჩამ, სამშობლოსათვის უკვე მეორედ, გადამწყვეტი მატჩებისაგან გათიშვის გამო იმედგაცრუებულები ვართ.
ისიდორე
ჯერ იყო და კორონაო ახლა კი ტრავმაო.რაღაც ყველაფერი საეჭვოდ ჩანს.მიზანმიმართულად ნაკრებში სათამაშოდ არ ჩამოდის. და ეს ყველაფერი მისი კარიერის სასიკეთოდ არ იქნება. წარმატებები ხვიჩიას მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ნაკრების მიმართ სწორი არ არის.
jigari
ვისაც ეჭვი გეპარებათ ლაიქი და კიდე იმათაც რუბინი რო ჩემპიონთა ლიგას იგებს
ზვიადი
რონალდოს ამბავმა რეალობა დაგვანახა, როცა უცილობელი სიტის მაგივრად იუნაიტებში გადაბარგდა... კვარას შემთხვევაშიც, მე მგონი არავინ ამბობს სიმართლეს, შესაძლებელია ისეთ გუნდშიც მოხვდეს, აზრზე რომ არ ვართ... ასე, რომ წინასარ ტვინის ჭყლეტა არ ღირს
sddd
რუბინთან ერთად როგორ მოიგებ. და ისე ნაკრებში ჩამოდი აქ უკეთესი ექიმებიაჩაკვეტაძე არ დაგემართოს, მით უმეტეს შვებულებაში თუ ხარ.
goga
რამდენს გაძლევენ ამდენ ტყუილის თქმაში, დავიღალეთ უკვე ხან კორონა ხან ტრავმა. მესიმ რამდენჯერ გამოტოვა ტრავმის გამო თამაშები . სულ ტრავმირებულები რომ ხართ აღარავის არ ჯერა თქვენი. ნაკრებში თუ არ ითამაშებ მეტი ღირებული რა უნდა იყოს შენთვის
პრიდლაჟენია
ღვთისავარ, მბაპესთანაც დააზვანოკე, ეგება მაგანაც გიპასუხოს რას აპირებს
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ