დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრაა. ჩვენი კონტინენტის 32 გუნდი 8 კალათაში განაწილდება და დაიწყებს წელიწადნახევრიან მარათონს 12 საუკეთესოს გამოსავლენად. სწორედ 12 საუკეთესო ნაკრები მიიღებს ევროპის კონტინენტიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

ეს ამბავი გუშინ გამცნეთ, ახლა კი წილისყრის ჩატარების მთავარ პრინციპზე გამცნობთ, რის შესახებაც ფიბამ გადაწყვეტილება ახლახან მიიღო და საკუთარ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა. პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოკლე ისტორიაში, გუნდები 8 კალათაში განითესება.

ახლა უფრო დეტალურად: 32 გუნდი NIKE-ის მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად განაწილდა 8 კალათაში. ყველაზე ძლიერ, პირველ კალათაში მოხვდნენ: საფრანგეთი, სერბეთი, ესპანეთი და სლოვენია, ხოლო ყველაზე სუსტ, მე-8 კალათაში – სლოვაკეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, პორტუგალია და შვედეთი. ყველა ჯგუფის შემადგენლობას ქვემოთ ნახავთ, აქ კი მთავარი პრინციპი დავაფიქსიროთ: ეს 8 კალათაც ორად განაწილდა და წილისყრაც შემდეგნაირად გაიმართება:

ჯგუფში ერთად მოხვედრის შანსი აქვთ გუნდებს შემდეგი განთესვის კალათებიდან: I, IV, V და VIII. მეორე მხარეს შესაბამისად დარჩნენ გუნდები II, III, VI და VII კალათებიდან. შესაბამისად, ასეთი სურათი მივიღეთ:

I კალათა: ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, სერბეთი.

IV კალათა: ხორვატია, მონტენეგრო, ლატვია, უკრაინა.

V კალათა: ფინეთი, საქართველო, ბელგია, უნგრეთი.

VIII კალათა: სლოვაკეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, პორტუგალია, შვედეთი.

ამ განთესვის კალათებიდან წილისყრის შედეგად განაწილებული გუნდები შეავსებენ კენტ ჯგუფებს – A, C, E, G.

უამრავი ვარიანტია, რომელთაგან ჩვენი ნაკრები შესაძლოა ასეთ ჯგუფში მოხვდეს: სლოვენია, მონტენეგრო, საქართველო, პორტუგალია… თუმცა ამ კითხვაზე პასუხს დღეს, წილისყრის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

მეორე მხარეს დარჩენილი განთესვის კალათები კი ასე გამოიყურება:

II კალათა: იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, გერმანია.

III კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი.

VI კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები.

VII კალათა: ესტონეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, ისლანდია.

შესაბამისად, ეს გუნდები შეავსებენ B, D, F და H ჯგუფებს.

ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რა პრინციპით დაწყვილდებიან, ეს ფიბას ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა ფორმატი, დიდი ალბათობით, წინანდელი იქნება: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

თამაშები გაიმართება ფიბას მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.

პირველი ეტაპი

I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;

II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;

III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;

V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;

VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის ცერემონიალი შვეიცარიის დაბა მიესში მდებარე “კალათბურთის სახლში”, ფიბას ოფისში გაიმართება, რომელიც 2018 წელს დაღუპული ფიბას გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის სახელობისაა. წილისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

GBF.GE

ქომაგი
ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია. ამ ჯგუფში მივხვდით.
შაკო
რთული ჯგუფია: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, მაკედონია
sddd
შეიძლება გასვლა.
გოგა
უკრაინასაც ვუგებთ და ლატვიასაც, მაგრამ შედეგებს დებენ ეს ნაკრებები, უკრაინამ წინა მსოფლიოზე ითამაშა.
domenti
როგორ უნდა იყოს უკრაინა საქართველოზე წინ ან თუნდაც ფინეთზე წინ?
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89