საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს კოსოვოს ბათუმში უმასპინძლებს. ვილი სანიოლი საკმაოდ თამამი სპეციალისტია, რომელიც ექსპერიმენტებსა და დებიუტანტებზე დაყრდნობას არ ერიდება. აქედან გამდინარე, სასტარტო 11-ეულის გამოცნობა იოლი საქმე ნამდვილად არაა.

მეკარე - გიორგი ლორია ნაკრების ძირითადი კიპერია, რომელსაც ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა კარის დაცვა შემოდგომის პირველ შეხვედრაშიც უნდა ანდოს.

წინ კიდევ ორი მატჩია და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს უფრო მეტად მაშინ უნდა ველოდოთ.

მარჯვენა მცველი - თუკი სანიოლის განვლილი შეხვედრების მიხედვით ვიმსჯელებთ, კოსოვოსთან მატჩში გრიგოლ ჩაბრაძე სასტარტოში უნდა ვიხილოთ. ამ პოზიციაზე როტაცია ხშირია და ოთარ კაკაბაძეს "ფურია როხასთან" გასვლით მატჩში ველით.

ცენტრალური მცველები - თუკი რამემ ხელი არ შეუშალა, დავით ხოჭოლავასა და გურამ კაშიას წყვილი შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს.

ფრანგი სპეციალისტი კაშიასა და დვალს შესარჩევი ეტაპის საწყის მატჩებში სტაბილურად დაეყრდნო. ახლა "კოპენჰაგენისა" და "სლოვანის" უკანახაზელები ნაკრებში ყველაზე გამოცდილი და ამავდროულად, კარგ ფორმაში მყოფნი არიან.

მარცხენა მცველი - ირაკლი აზაროვს სანაკრებო დებიუტი უკვე ჰქონდა. ის ახლა მშვენივრად გამოიყურება და ევროტურნირებზე თამაშით საერთაშორისო პრაქტიკაც დააგროვა.

გურამ გიორბელიძე ობიექტური მიზეზების გამო უთამაშებელია. გუნდთან ერთად რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ მისი ხილვა ესპანელთა წინააღმდეგ

უფრო რეალური ჩანს.

ნახევარმცველები - ჯაბა კანკავა რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ამას ბევრი მსჯელობა არ სჭირდება.

მთავარი მწვრთნელი ამ ეტაპზე გვილიასა და კვეკვესკირს არ ენდო, ნაკრებში გამოძახებული გიორგი აბურჯანია კი დიდი ხანი არაა, რაც მომჯობინდა. ასეთ დროს თითქოს მურთაზ დაუშვილის შანსები უნდა გაიზარდოს, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში არც ის იმყოფება.

ბოლოდროინდელი თამაშისა და საკუთარი გუნდის მოედნის ფაქტორის გამოც (მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება) სანდრო ალთუნაშვილის დებიუტი გამორიცხული სულაც არაა - სანიოლის მხრიდან კიდევ ერთ ახალბედაზე დაყრდნობა მოულოდნელი გადაწყვეტილება ისედაც არ იქნება.

გუნდის მესამე ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია - ის ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში კარგად მოქმედებს, მაგრამ გამთამაშებლად უფრო მეტად პროდუქტიულია.

შეტევის ფლანგები: საბა ლობჟანიძე და ვაკო ყაზაიშვილი ისეთ ფორმაში არიან, კოსოვოს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყონ. საბა ჩვეულ ადგილზე ითამაშებს, კვარაცხელიას არყოფნაში კი "ულსანის" შემატევს მარცხნიდან ველით. ვაკოც უკეთესი "ათიანია", ვიდრე ფლანგელი, მაგრამ ახლა ეს მოცემულობაა.

ფორვარდი - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს - აწ უკვე "სერენის" წევრი ძალიან მოწადინებულია, რათა საქართველოს ნაკრებში თავისი გოლების ისტორია გაამდიდროს.

სასტარტო შემადგენლობის ვერსიაში ორ ისეთ მოთამაშეს ვერ ვხედავთ, რომელთა თამაში ქართველ გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ - "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე და დებიუტის მომლოდინე გიორგი წიტაიშვილი. დიდია შანსი, ამ ფეხბურთელებმა კოსოვოს წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღონ, თუმცა რამდენი დრო დაეთმობათ, ამას ერთად ვნახავთ...

სანიოლს ოფიციალურ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე პირველად უწევს გამოსვლა, თუმცა მან და საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს დიდი დანაკლისი წარმატებაში ხელის შემშლელად არ ექცეთ!

გიზოგ
რატი ბატონო ერთი შეხედვით მართალი ბრძანდებით, ქვეყანა, რომელიც არ გვიღიარებია არ უნდა ვეთამაშებოდეთ. მაგრამ რა ვუყოთ, თუ უეფა და ფიფამ აღიარა და დაუშვა მსოფლიო და ევრო ჩემპიონატებზე? წარმოგიდგენიათ რა გველის მათთან თამაშზე უარის თქმის შემთხვევაში?. მგონია რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვიცხოვროთ ისე როგორც ცხოვრობენ სხვა ევროპული ქვეყნები. მერე ერთიც, თქვენ კი ადარებთ კოსოვოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მაგრამ არის მეორე შეხედულებაც, რომ ჩვენი „ძმები სერბები“ (თუმცა არ ვიცი საიდან არიან ჩვენი ძმები, თუ სარწმუნოებას გულისხმობთ მაშინ რუსებიც ჩვენი ძმებია ვინც სინამდვილეში წაგვართვა ზემო ნახსენები ქართული მიწები) იყვნენ იმპერიის შემქმნელები, სადაც ისევე ბატონობდენ როგორც რუსები ე. წ. სსრკ-ში. იუგოსლავია იყო მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ ძალით შექმნილი იმპერია-სახელმწიფო და მისგან გათავისუფლება იქნებ მთლად სეპარატიზმს არ უნდა ნიშნავდეს. ერთი კია რომ რუსეთმა პრეცენდენტად გამოიყენა კოსოვოს აღიარების ფაქტი, ჩვენ საწინააღმდეგოდ.
Levani
ლორია რო იყოს 30 წლის-დააყენებდა მამარდაშვილს,მაგრამ რადგან 38 წლისაა და ბოლო თამაშშიც საუკეთესო იყო-სანიოლმა გადაწყვიტა არ დაეთრგუნა ფსიქოლოგიურად და ეჩვენებინა რო ისევ საჭიროა.მამარდაშვილი ჯობია ესპანეთთან დადგეს- იქაც თუ თავს გამოიჩენს,მაშინ სილესენი თავისით გაქუსლავს ვალენსიიდან
დევკალიონი
სრული მარაზმია ,ქვეყანა "კოსოვოს" არ აღიარებს საქართველო , ფეხბურთი რა ცალკე ავტონომიურია სახელმწიფოსაგან ? ჩვენ სერბ მართლმადიდებელ ძმებს ზურგში დანა ვუთავაზეთ ამ ნაბიჯით.მართლა უთავმოყვარეო ამერიკის მონები გავხდით რა.მე საქართველოს ფანი ვარ ნებისმიერ ღონისძიებაზე მაგრამ ამ თამაშში გაფარჩაკების ღირსნი ვართ.
აბა ეგათქვი
ესპანეთთან იმ გოლის მერე კიდე რო ენდობა ხო უცნაურია.
BOSS
კარგა ხანია მამარდაშვილი ლორიას ჯობია,მაგრამ ეტყობა სხვა რამეშია საქმე….
c
ლორია-ჩაბრაძე-კაშია-ხოჭოლავა-აზაროვი-კანკავა-მამუჩაშვილი-კიტეიშვილი-ლობჟანიძე-ჩაკვეტაძე-მიქაუტაძე.
ვერის ბაღელს
ისე ნიდერლანდებს და კოსოვოს კიუნდა არჩევდე.იმ დგეს ლობჟანიძეს უნდა გაეტანა და ნახაცდი მაგ ტაკტიკის პლიუსებს.როცა ამდწნი ტექნიკური ნახევრმცველბი გყავს უნდა გამოიმყენეო.ნუ მე მაინც მიყვარს არა ორდიმალური თამაში და არა დაშტამბული პრაგმატული ამიტომ არ ემთხვევა ჩვენი აზრები
გ
ვინმე მაგარია..:))
Burton
კანკავას გვერდით მამუჩაშვილი ჯობია ალთუნაშვილს. ფიზიკურადაც უფრო ძლიერია, ძლიერი დარტყმით.
aburjga
თანაც მაინც წავაგებთ!
რატი
ვფიქრობ, ეროვნული ინტერესები წინ უნდა დავაყენოთ, ჩაგვითვალონ წაგებად, არაუშავს.
ლევან მაღლაკელიძე
მამარდა-კაშო,ხოჭო,გიორბელიძე და ჩაბრაძე-კანკავა-კიტე-ჩაკვე,ვაკო,საბა და მიქაუტაძე.
ქუთაისელი
sanam mamardachvili, chakvetaze, kvaracxelia, citaichvili da mikautaze ar ikneba nakrebis ziritadchi, manamde carmatebaze saubari zedmetia, ras chaciebia am 70 clis pegburtelebs, axalgazdebis droa nakrebi unda gaaxalgazdavdes.
რატი
1. უმთავრესი, ეს ზნეობრივად და სამართლებრივად სწორი არ არის. 2. ესპანეთმა და აზერბაიჯანმა თავისი საქმე თვითონ იციან. 3. ყაზახეთმა კოსოვოსთან მატჩი რატომ გააუქმა? 4. ესპანეთმა კოსოვოს 'ტერიტორია' რატომ უწოდა?
რეზო
კოსოვო ფიფას და უეფას ოფიციალური წევრია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია გაწევრიანებაში მაგრამ უმრავლეოსბამ მაინც დაუჭირა მხარი. თუ არ ვითამაშებთ, დაგვსჯიან სავარაუდოდ და თან წაგებად ჩაგვეთვლება.
rati
გორის დილას ფეხბურთელებმა რა დაგიშავათ
რატი
1. უმთავრესი, ეს ზნეობრივად და სამართლებრივად სწორი არ არის. 2. ესპანეთმა და აზერბაიჯანმა თავისი საქმე თვითონ იციან. 3. ყაზახეთმა კოსოვოსთან მატჩი რატომ გააუქმა? 4. შეგიძლია მოიძიო სტატია სათაურით: ,,სკანდალი საქართველოს ჯგუფში - ესპანეთმა კოსოვოს 'ტერიტორია' უწოდა''.
მენტალისტი
მამუჩაშვილის ნახვა ძალიან მინდა, დიდი პროგრესი აქვს ამ ბიჭს, ალბათ მიეცემა შანსი. ყაზაიშვილი (ზანტი/ნელია) ლობჟანიძე( სწრაფი მაგრამ ტექნიკის დეფიციტით) მეეჭვება სანიოლმა ესენი დააყენოს.
QT
ეხლა კარის დაცვას მამარდაშვილი რომ იმსახურებს რად უნდა ლაპარაკი. ვინ გვყვავს მაგ დონის ჩემპიონატიდან და ასეთი სათამაშო პრაქტიკით თუნდაც სხვა პოზიციებზე და ეხლა ეგ თადარიგში დატოვო რიავიცი.
150-ის მძღოლი
ესპანეთი და აზერბაიჯანი თუ ეთამაშა, ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ?
რატი
შეიძლება ზოგიერთები არ დამეთანხმოთ, მაგრამ წესით კოსოვოსთან არ უნდა ვითამაშოთ ანუ თამაში ჩავშალოთ, რადგან 1. კოსოვოს არ ვაღიარებთ, რადგან ის ისეთივე სეპარატისტული რეგიონია, როგორც აფხაზეთი და ე.წ. ,,იუჟნაია ოსეტია'' და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ აღიარა და 2. ეს ჩვენებურ სეპარატისტებს წაახალისებს, რომ თქვან: ,,მათთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატომ არა?''. ამიტომ არ უნდა ვითამაშოთ.
Shalva
Mamarda espanettan aucileblad
ლერი
ვეთანხმები იმ კომენტარის ავტორს,რომელიც ამბობს,რომ მამარდაშვილი უნდა იცავდეს კარს არამარტო იმის გამო,რომ ძალიან კარგ ფორმაშია,არამედ იმის გამოც ,რომ ახალგაზრდაა და ესპანური პრესა მის ტალანტზე აღფრთოვანებული წერს.მისი კარში დგომა ერთგვარი ფსიგოლოგიური ფაქტორიც იქნება მოწინააღმდეგე გუნდისთვის.ზურიკო დავითაშვილს და წიტაიშვილს თუ მუდმივად ათამაშებს სანიოლი,ისინი შეტევას უფრო მრავალფეროვანს გახდიან.ნუ ვაკოში არასოდეს მეპარებოდა ეჭვი,თუ ის კარგ ფორმაშია მასი დრიბლინგი და შეტევის დაგვირგვინებაც შესანიშნავად გამოსდის.საბა და კიტე ამჟამად უალტერნატოვოა.კვარა ჩამოვაო,ჩაკვეტაძეც იქნება.ამ ორი ლიდერის მდგომარეობა ჯერ უცნობია,მაგრამ მგონია,რომ მწვრთნელი აუცილებლად გარკვეულ დროს მისცემს.საერთოდ ვფიქრობ ნაკრებში მსგავსი კონკურენცია არ ყოფილა და ეს დიდ იმედებს გვიჩენს.წარმატება ჩვენს ნაკრებს.წინ ბევრი სიხარული გველოდება.
აბრეზა
ოღონდ ლორია არა! კი კაი მეკარეა მარა იმდენ შეცდომას უშვებს რო ამ მომენტში ლაზარეც და გიორგიც უკეთესები არიან ჩემი აზრით. წარმატებები ბიჭებო 6 ქულა გვინდა უეჭველი
ვერის ბაღელი
მაგ ტაქტიკამ ნიდერლანდებთან რაც მოიტანა, კარგად იცით
მოსეხონელი
მე ვინ მეკითხება მარა ვიტყვი:))3 5 2 უნდა ვითამაშოთ ხოჭოლავა კაშია ლოჩოშვილი ან ვინმე.კანკავა კიტეიშვილი მერე ჩაკვეტაძე ან ვაკო. საბა და მიქაუტაძე წინ.შეცვლა ზურიკო წიტეიშვილი,აბურჯანია.ქვიკითაია.კოსოვო არა დაცვაში დამაჯერბელი ტექნიკურ ფეხბურთელაბთან უჭირს პენალტებს იკიდებს ხშირად.ამ კუთხითაც უნდა ვიმუშაოთ.ნუ სანიოლმა უკეთ იცის
100%
ვინ როგორ ფორმაშია, მწვრთნელმა უკეთესად იცის. უბრალოდ ყაზაიშვილმა პასი არ დააგვიანოს.
Vasili
არ არის ეს ქვილითაია ნაკრების დონის , არაფერი პირადული, მაგრამ არაერთხელ დაამტკიცა რო ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს, და რა ძალა დგას ამ ყველა უკან ვერ ვხვდები
თქვენ მოჰკალით ძერა?
ისედაც ალთუნაშვილია განხილული
შოთა
ვეთანხმები ღვთისოს, მეც ესეთ შემადგენლობას ველი და კარგიც იქნება. ერთი დაუშვილის მაგივრად შეიძლება სხვა ვიხილოთ.
სანიოლი და ლიზარაზუ
კიტე 10-იანი უნდა იყოს და მიქაუტაძემ კიდევ ერთი გაიტანოს!
მწვრთვნელი
კოსოვოსთან, თავდამსხმელად ქვილითაია იქნება და მარცხნივ წიტაიშვილი დადგება კიტეიშვილი კანკავას შეუწყვილდება ( თუ ტრამვა არ შეუშლის ხელს, თუ შეუშლის და აბურჯანია დადგება), ყაზაიშვილი წინ წაიწევს და ყველა მხრიდან უნდა შეუტიოს ან ქვილითაიას მოუჭრას საგოლე პასი! ასე, რომ დადგება სისტემა 4-4-1-1. ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, ლობჟანიძე, კანკავა, კიტეიშვილი(ან აბურჯანია), წიტაიშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია.
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..