დღეს, 31 აგვისტოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა. გთავაზობთ სიახლეებს:

საულ ნიგესი მადრიდის "ატლეტიკოს", დიდი ალბათობით, დღეს არ დატოვებს. მანამ, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, "როხი ბლანკოს" ხელმძღვანელობა მის გასხვისებას შეეცდება, თუმცა რეალური მსურველი კლუბს აღარ დაკავშირებია. შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელით "ბარსელონა" და "ჩელსი" ინტერესდებოდნენ.

ხერარდ მორენოს თქმით, "ბარსელონას" "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი სურს. მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკების" რიგებში კრიშტიანო რონალდო დაბრუნდა, საუბარი მიმდინარეობს, რომ კავანი გუნდს დატოვებდა. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან პირად დეტალებზე ცდილობს შეთანხმებას, ინგლისელებისთვის კი ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

The Mirror-ის მიხედვით, პიერ-ემერიკ ობამეიანგი "არსენალში" დარჩება. ფეხბურთელს სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ, თუმცა "მეთოფეები" მას მხოლოდ სარფიანი გარიგების შემთხვევაში შეელევა.

"ვესტ ჰემმა" მოსკოვის ცსკა-დან ხორვატი ნიკოლა ვლასიჩი დაიმატა. ფეხბურთელმა "ჩაქუჩებთან" ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

L'Equipe-ის მიხედვით, ედუარდო კამავინგა სულ მალე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება. სატრანსფერო ღირებულება 40-45 მილიონს შეადგენს. "რენი" ფრანგის გასაშვებად მზადაა.

დანიელ ჯეიმსი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კარიერას "ლიდსში" განაგრძობს. "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 29 მილიონი ევრო მიიღო. უელსელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

"ჩელსი" იულეს კოუნდეს არ ეშვება, "სევილიამ" კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მოითხოვა. ანდალუსიელების თქმით, ისინი სხვა თანხაზე მოლაპარაკებაზე არ წავლენ.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჰექტორ ბელერინი, დიდი ალბათობით, "ბეტისში" გადაბარგდება. ესპანელ ფეხბურთელს რამდენიმე თვეა "არსენალის" დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. აღსანიშნავია, რომ მარჯვენა მცველით მილანის "ინტერიც" ინტერესდებოდა, თუმცა გარიგება ჩაიშალა.

RAC1-ის ცნობით, "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" ჟოაო ფელიშის იჯარის თაობაზე მიმართა. "როხი ბლანკოს" პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, "ბლაუგრანას" თავდაპირველად პორტუგალიელი ფეხბურთელის ანტუან გრიზმანში გაცვლა სურდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

gocha
არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მარა რატომღაც მგონია კვარაცხელიას მენეჯერბმა რაგაც მეტი ხელფასები მოითხოვეს ხვიჩაზე და ამიტომ არ წაიყვანეს არსად, თორე შეიძლება ბარსელონა რეალი ბაიერნი ვერ გამოსულიყო , მაგრამ ევროპის სხვა გუნდებში თავისუფლად შეძლებდა თამშსაც და გადასვლასაც, უბრალოდ აქაც ფულის თემა მგონია, რაგაც ასტრონომიულ თანხას მოითხოვდნენ
Milani
Ar vimchnevt satransfero fanjris daxurvas?
სამწუხაროდ
დარჩა კვარა თათარსტანი?ზაფხულის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა ჩემთვის ეს ამბავი
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა