ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გაგიკვირდებათ და, საიმანოვი ამბობს, რომ ხვიჩა ნაკრებში მოდის...

გაგიკვირდებათ და, საიმანოვი ამბობს, რომ ხვიჩა ნაკრებში მოდის...

ვერ გეტყვით, რამდენად მართალია, მაგრამ "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ეს ინფორმაცია РБК Спорт-მა გაავრცელა - ვციტირებთ სიტყვა-სიტყვით:

"რუბინიდან" გვაცნობეს, რომ კვარაცხელია კლუბში "ჯერ რჩება"

"ფეხბურთელი ნაკრებში "რუბინის" ფეხბურთელის რანგში მიდის, კლუბს "ტოტენჰემისგან" წინადადება არ მიუღია.

საფეხბურთო კლუბ "რუბინს" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბ "ტოტენჰემისგან" წინადადება არ მიუღია. ამის შესახებ ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა РБК Спорт-ს განუცხადა.

"ხვიჩა ნაკრებში მიდის და ჯერ "რუბინში" რჩება. "ტოტენჰემისგან" წინადადება არ შემოსულა", - თქვა საიმანოვმა".

კვარაცხელიამ ტრავმის გამო "რუბინის" ბოლო ორი მატჩი გამოტოვა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნულ გუნდსაც ვერ დაეხმარება.

ტრავმის შემდეგ მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღის შესახებ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ რაც უნდა თქვას, ეს შეიძლება სიმართლე არ იყოს.

• Spfu.

რუსები იმაზეც "ზრუნავენ" რომ თავიანთი დამპალი ნახელავი და ყველაფერი დაბრალდეს საბოლოოდ თვითონ ფეხბურთელს და ხელებიც დაიბსნონ. გულშემატკივრები აუმხედრონ, ეს არის "სუფთად" შესრულებული საქმე რუსი პრიმატების სასარგებლოდ. და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება რუსული ცინიზმის, მთელი პოსტ-საბჭოთა მარაზმის... ისე რომ 30 წელია ერთი და იგივეს უკეთებენ ქართველ ფეხბურთელებს და ეს ღრჯო ხალხი აზრზე ვერ მოდის, პრინციპში არაფრის ღირსიც არ არის

• კ ო მ ბ ლ ე

რა გაგვიკვირდება? თქვენ ხელში უკვე არაფერი გვიკვირს..

• სანდრო

ოდნავ მაინც თუ აზრზე ხარ, აი რანაირად უნდა "დააღწიოს თავი", არსებობს უეფა-ში დარეგისტრირებული კონტრაქტი! რომლის დარღვევა მხოლოდ ორმხრივი თანხმობით ხდება, რაღაც არ მგონია რომელიმე მხარეს ეს უნდოდეს, რაც შეეხება "მაფიოზას")) ნეტაი კი იყოს.

• Burton

რუბინის ნაცვლად დინამოში რომ ეთამაშა მთელი ეს დრო, ახლა უკვე ევროპულ გუნდში იქნებოდა გადასული.

• gela

აქ არ დაბეჭდავენ პასუხს რასაც ვიღაც გიორგი იმსახურებს, იგესლება ყველა თაობის ლეგენდაზე, ყიფიანი ქართული ფეხბურთის სიმბოლოა და კაცობის მაგალითი.

• კოკა

"ნეტარ არიან მორწმუნენი", მაგრამ ეს უკვე ფანტაზიაც არაა,

• 18

ბიჭო რას გადაეკიდეთ სმ ჯუღელს რომ არა ჯუღელი კვარაცხელია იქნებოდა სამწუხაროდ დინამოში დს ითამაშებდა უსუსუსტეს ჩემპიონატში ყველას გვინდა რომ ქართველებმა ითამაშონ ძლიერ გუნდებში და მოიგონ ოქროს ბურთები

• ბაჩი

და განაცხადი რომ შევსებულია?როგორ ფიქრობ,განაცხადში რომ შეიყვანონ ხვიჩა ამისთვის ვიღაცა ხო უნდა ამოაგდონ? და ვიღა ის ამოგდება როგორ ფიქრობ,კარგი მიდგომაა თუ რომელიმე ფეხბურთელის განაწყენების ტოლფასია?

• ბაჩი

სეზონში 10 გოლი 10 ასისტით 20 მილიონიდან 60,70 ლიმონამდე აიწევა

• ბაჩი

დინამოს არაფერი არ ეშველება

• beqa

არგამოვა არაფელი. ეს კაცი აზაროვსაც დაგვიღუპაავს!!

• რომა

მიაწვდინეთ ხმა ხვიჩას რომ შეიცვალოს სასწრაფოთ აგენტი. ეგ მაფიოზი

• Zura

ჯერ ისიც არ ვიცით ზუსტად დარჩა თუ არა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბიუროკრატიის მოგვარებაა აუცილებელი, თორემ ოფიციალური გამოცხადება სავალდებულო არ არის ვადის ამოწურვამდე. რათ უნდა მკითხაობა გავიგებთ ყველაფერს, არ გეგონოთ რომ ვამტკიცებ რომ სხვაგან გადავიდა, მაგრამ არც ის არის გამორიცხული რომ გადასულია და იჯარით ისევ რუბინის დაუტოვეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე. მე ოფიციალურ განცხადებას დავლოდებოდი.

• კირკიტა

სულაც არ გამიკვირდა. არაფერი აღარ მიკვირს, ჯუღელის ხელში :))

• giorgi janikashvili

გეთანხმები.ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საკუთარი სურვილები გამოვთქვათ და წარმატების მისაღწევი გზები ვურჩიოთ;მეტი არაფერი.არა მგონია ხვიჩა ნაკრებს განგებ არიდებდეს თავს.ისე კი,ზოგადად...ძალიან კარგად მახსოვს ევროპის ასე თუ ისე ნორმალურ გუნდებში მოთამაშე ქართველი ,,პროფესორები'' როგორ არიდებდნენ თავს ნაკრებში თამაშს;ერთი თემური ქეცბაია დარბოდა წინ და უკან ყველას მაგიერ;დაცვაშიც იდგა,იერიშებსაც იწყებდა და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც მონაწილეობდა.

• გიორგი

ჰოდა, საბჭოელი ყიფიანი კალაშნიკოვით მარიაჟობდა ტელევიზიასთან 1991-92 წლების პუტჩის დროს.

• გრიგოლი1408

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა ყიფიანი. ფეხი კი ესპანეთში მოტეხეს

• კახელი

რუსეთში ბიზნესზე წინ შოვინიზმია და სსმწუხაროდ კვარაცხელია მისი მსხვერპლი ხდება. ჩვენ უნდა გავამხნევოთ ეს ბიჭი, კი არ უნდა ვიმარჩიელოთ რა ურჩევნია მას.

• რატი

არც საიმანოვს და არც ჯუთელს არ აინტერესებთ არ "რუბინი" და არც ნაკრები, იქ დიდ ფულზეა ვასვასი. ხვიჩას ორივესთან კონტრაქტი აკავშირებს და ნაბიჯს ვერ გადადგამს მათ გარეშე, ეს ფეიკ-ნიუსები სტრატეგიის ნაწილია, ჩვეულებრივი pr-ი,

ამ სიტუაციაში ნაკრებში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ რადგან ვერ გაიყიდა, ახლა ნაკრები დასჭირდა იმისათვის, რომ დააჯერონ სავარაუდო მყიდველები, აი რა კაცს უშვებენ ხელიდან, ჯუღელის არ ვიცი და კვარას არ ეკადრება ასეთი საქციელი, ნაკრები არაა კარიერის ასაწყობი პონტი, ნაკრებში თამაში უნდა გინდოდეს და გეამაყებოდეს, ამათ კიდევ პირადი მიზნებისთვის სჭირდებათ.

• ჟორა გაბრიჭიძე

რაა აქ გასაკვირი, რომ რუბინის ხელმძღვანელობას უნდა ხვიჩამ ნაკრებში გამოიჩინოს თავი და კლიენტი მიიზიდოს?

• Thomas

ამდენი ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია ამ ბიჭის ფსიქიკაზე მოქმედებს. უკვე ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც სპეციალურად ცდილობს კვარაცხელიას დისკრედიტაციას ხალხის თვალში. ამ ბიჭს ნაკრებში კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და ამას არ იმსახურებს. კოვიდი თუ დაემართა ან ტრავმა მიიღო ეს არაა მისი ბრალი. და კიდევ, ასეთი აჟიოტაჟი რომ ატყდება ხოლმე, ხომ შეიძლება ჟურნალისტებმა დაურეკონ და უფრო მეტი ინფორმაცია პირადად მას გამოართვან. ისეთ უინტერესო ხალხთან აკეთებენ ჩართვებს და დავიჯერო ტელევიზიებს უარს ეტყვის კომენტარზე? არამგონია ტრავმიანი ჩამოვიდეს ნაკრებში. ახლა ეგ ინფორმაცია კიდე ახალია იმისთვის, რომ ბიჭი თავიდან გალანძღონ.

• გოჩა

კარგი იყო ჩამოსულიყო არადა მოვიგებთ ხვიჩას გარეშე და ნუ არ დაიღალეთ 20მილიონი მგონი ინსინიე ღირს გადავა გადავა ტოპ კლუბში არ გადავა სადაც არის იქ ვუსურვოთ წარმატებები,მორჩა არ არის ხვიჩა გვყავს სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ და მოვიგებთ.

• ლაშა

"შორი გზიდან ხვიჩას ელით, სხვა მოდის და ის კი არაა", აეროპორტშივე გადავუწელოთ ელარჯი.

• ისიდორე

ტრამვა მოურჩა და ჩამოდის? ტოტენჰემი კი არა და თბილისის დინამოში ჩამოვიდეს აქეთ საქართველოში.შეყაროს აქ ბურთები ეროვნულ ლიგაში და უფრო სარფიანად და კარგ გუნდში გადავა ჩვენ დინამოსაც წაადგება

• აზრი

ცუდია რომ ჩარჩა რუბინში. კარგია თუ ჩამოვა, მართალია ფორმაში არაა მაგრამ ერთ ტაიმს ითამაშებს. არ გვყავს ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები. კვარა შენ კრიტიკოსებს მოედანზე გაეცი პასუხი. მეც არ მომეწონა ეს ამბები მაგრამ ამის გამო ნაკრებიდან მოკვეთა არ არის სწორი. მთავარი გაკვეთილი კვარასთვის: გააგრძელე თამაში, ნუ მიაქცევ ყურადღებას სატრანსფერო საქმეებს. ბიჭი რომელმიც ბოლო თამაშებში ნაკრებში ლომივით იბრძოდა არაა დასაკარგი.

• Lasha

რუსეთის ჩემპიონატში თამაში ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელისთვის საშიშია. შეგნებულად ურტყამენ ფეხებში. მცირე წარტყმებს აკეთებენ ანუ ეუხეშებიან. აგერ დესპოტოვიჩს რა უქნეს. იქ დიდი მაფიაა. მოსკოვური გუნდები ყველაფერს აკეთებენ რომ სხვები არ გაიქაჩონ. გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთეკისთვის ძალიან საშიშია რუსეთში თამაში!

• გიორგი

აუ ჯუღელის მეტიჩარა თავი გახმა ტოპ ხუთში ითამაშებსოო,, თუ არ შეგიძლია გაანებე თავი. ეხლა ფულზე ფიქრობს უეჭველი ესეთი შანსი შეიძლება მეტი არ ქონდეს,, ბავშვი დასტრესეს ყოველ დღე რაღაც იწერებოდა ხვიჩაზე მერე არავის აყავს და ბავშვი ფსიქოლოგიურად დავარდა და ეგ ფსოქოლოგიაა შემდგომში ტრანვებს რო იწვევს,,,, გადავიდეს ჯერ ტოპ 5 და ერთად ვწეროთ მერეე

• რაღაც პონტში გეთანხმები

სიმართლე გითხრა რასაც იძახი მაგაში გეთანხმები პროსტა თემა ისაა რო ამ ბიჭს ნამდვილად აქვს საპატიო მიზეზი მთელი მისი კარიერა. უნდა ხო უკეთეს გუნდში და ტრამვაც თუ მოიგონა იმის გამო რო ტოტენჰემში აღმოჩნდეს ჩემი აზრით დასაშვები მიზეზია, ყველას გვინდა რო წავიდეს რუბინიდან და მოდი რა 3 თამაშის გამო ნუ გადავაყოლებთ მის კარიერას, რუსეთი ისეთი რამეა უნდა მოშორდეს მაქაურობას მალე. ქვეყანას და ნაკრებს ეგ უფრო სჭირდება.

• ალმასხანი

სამწუხაროდ რეალობას ასე ვხედავ, ჯუღელმა და კლუბის დირექტორმა, სარფიან ფასში ვერ გაყიდეს კვარა (საქონელი), სატრანსფერო ფანჯარა დაიკეტა. ახლა უკვე თავიდან იწყება, "საქონლის აუქციონზე გამოტანა". ესპანეთთან თამაში ამის შესაძლებლობას; არადა რა ტალანტი ჩარჩა რუსეთის ჩემპიონატზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ზამთრისთვის, უფრო რეალურ ფასს დაადებენ კვარას და ევროპაში გაუშვებენ.

• Joko

საიდან მოიტანეთ რომ ჩამოდის? გაცხადდა რომ ტრამვა აქვს და ასევე დაადასტურა აგენტმა და არც ჩამოსულა საქართველოში. ცრუ ინფოა

• CHEROELI

უნდათ- უნდათ, არ უნდათ და დასაძალებელი სადაა.

• gio

ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ ბევრი ფეხბურთელი არ გყავს და ჩვენი ნაკრები ვერ დაიკვეხნის მაღალი დონის შემსრულებლებით, ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც არასაპატიო მიზეზით გაცდენს ეროვნული ნაკრების თამაშებს ან ტრამვას მოიგონებს ან კლუბის ინტერეს უფრო მაღლა დაყენებს ვიდრე ნაკრების ან ელემენტარულად დაეზარება ჩამოსვლა ნაკრებში, ესეთი ფეხბურთელი სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან ვინც არ იყოს თან უნდა მოიკვეთის სამარცხვინოთ და ყველამ უნდა გაიგოს ასეთი ფეხბურთელის სახელი ფეხბურთელი ეგეთი ფეხბურთელის ადგილი არ არის ნაკრებში რადგან ასეთი ფეხბურთელის იმედზე ვერ იქნები მნიშვნელოვან შეხვედრაშიც შეიძლება ისევე გიღალატოს და არ ჩამოვიდეს როგორც ამხანაგურზე და ასე რომ არ შეიძლება ასეთ რაღაცებზე წაყრუება და თვალის დახუჭვა ფეხბურთელი რომელიც ეროვნული ნაკრების ინტერესებზე მაღლა დაყენებს სხვადასხვა რამის გამო არასაპატიო მიზეზებით იმის ადგილი ნარებში არააა ერთს თუ შერჩა და გაუვიდა ასეთი ქცევა მერე სხვებიც გაიმეორებენ და ამას ვერც მწვრთნელი უშველის ვერც ფედერაცია და ვერც ჟურნალისტები მერე.

• გიორგი

ჩემთვის არნაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ კლუბში ითამაშებს ხვიჩა წარმატებებს ვუსურვებ სადაც ითამაშებს და სადაც თავს კარგად იგრძნობს რუსეთი იქნება ევროპა თუ ჩინეთი მთავარია ნაკრებში ჩამოვიდეს და დახმაროს საქართველოს ნაკრებს და თუ გაცდენს ნაკრების თამაშებს ეს გაცდენაც იყოს საპატიო მიზეზით და არ იყოს ბუნდოვანი და საეჭვო რათა არ ითქვას ის რომ ვერ ჩამოდის კიარა არ ჩამოდის მთავარია ჩემთვის პირადად ეროვნული ნაკრები და ამ ეროვნული ნაკრების მთავარი ფეხბურთელია დღეს ხვიჩა და თუ ხვიჩა გაცდენს თამაშს არასაპატიო მიზეზით მერე დიდი ალბათობით სხვებიც გაიმეორებენ იგივეს და ეგეთი რამ მომხდარა წარსულში ხვიჩას საკლუბო კარიერა ეს მისი საქმეა და წარმატებას ვუსურვებ ევროპაში წავა თუ რუბინში დარჩება კარიერის ბოლომდე ეგ ჩემი საქმე არაა და არც ხვიჩას აინტერესებს დარწმუნებული ვარ არც ჩემი აზრი და არც ბევრი სხვისა კიდე.

• 1Kaci.

ეგ ყველაფერი მოკლეს ითქმის, სპეციალურად ძვირად აფასებს რუბინი და არ უშვებს.

• .S

ჰმ, რაო "სისხლმა უყივლა" რას ქვია ესეიგი თვითონ არ ჩამოდიოდა ვითომ და ღალატობდა ნაკრებს? ... როცა მშვენივრად იცოდით ყველამ რომ რუბინის სამედიცინო შტაბი არ უშვებდა უკრძალავდა თამაშს და თვითონაც განმარტება გააკეთა რომ ჩემზე მეტად არავის არ უნდა ჩამოსვლა მაგრამ შეუძლებელია რამის გაკეთებაო ისეთი სიტუაციააო. ეხლა მორჩა სატრანსფერო ფანჯარა და მოულოდნელად უშვებენ, მაგრამ შენ ამბობ "სისხლმა უყივლაო" თურმე(?!) ისე ესეთი ნამეტანი გულუბრყვილო კომენტარები სერიოზულ ეჭვებს ბადებს

• გიორგი

ჯუღელი ჯერ კიდევ შარშან გვეუბნებოდა რომ შემდეგ სეზონში ხვიჩა ტოპში იქნებაო და ხელს არავინ შეუშლისო კლუბის დირექტორი ამბობდა ჩემი მანქანით ჩავიყვან ევროპაში თუ კარგი კლუბი დაინტერესდება ხვიჩათიო და ხელს არავინ შეუშლის ჩვენი მხრიდანოო ნუ მოკლედ არაფერი არ გამართლდა ამ საუბრებიდან და აქედან გამომდინარე აღარ ვიცი რა დავიჯერო აი როცა ჩამოვა მართლა და ვიხილავ განაცხადში ნაკრების მაშინ დავიჯერებ რომ ჩამოდის ნაკრებიში და თუ ისე ქვეყანაში ჩამოდსი რომ უქომაგოს გუნდს ამას დირექტორის განცხადება რათ უნდა ჩემთვის გაუგებარია

• გელა

ყოველთვის იყო სანაკრებო თამაშების წინ ასეთი ვითარებები სხვადასხვა დროს რომ რატომღაც სანაკრებო თამაშების წინ ბევრი ფეხბურთელი იღებდა ტრამვებს და ვეღარ ჩამოდიოდა ნაკრებში და გულშემატკივრებიც და ბევრი საფეხბურთო ექსპერტი თვლიდა რომ ეს იყო ან კლუბის მხრიდან ფეხბურთელის არ გამოსაშვებად მოგონილი ტრამვა ან ელემეტარულად ფეხბურთელს ეზარებოდა ნაკრებში ჩამოსვლა და იგონებდა ტრამვას და ბევრ ფეხბურთლს მიუღია გულშემტაკივრისგან ზოგჯერ საფუძვლიანი და ზოგჯერ უსაფუძვლო კრიტიკა და ლანძღვა სხვადასხვა წლებში და ვისაც მართლა ტრამვა ქონდა ისინიც კი გალანძღულან უსაფუძვლოთ ჯერ კიდევ ქეცბაიას დროს იყო ინიციატივა რომ ტრამვის შემთხვევაშიც ჩამოსულიყო ფეხბურთელი ნაკრებში და გასინჯოდა ნაკრების ექიმებს და თუ ქვეყანაში ვერ ახერხებდა ჩამოსვლას ჩვენი ექიმი ჩასულიყო და ენახა ადგილზე ამით ეს პრობლემა მოგვარდებოდა უსაფუძვლოდ აღარავინ გაილანძღებოდა და კრიტიკას აღარ მიიღებდა მაგრამ ეს ინიციატივა სხვა ბევრ კარგი ინიციატივასთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ თაროზე შემოდეს და არანაირად არ განახორციელეს რაც ვფიქრობ არასწორია რადგან ეს რომ გააკეთონ ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა.

• ზურა

ჩემი აზრით იყო ტრანსფერზე საუბარი მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა არ ვიცი რატომ არ შედგა თუმცა ვფიქრობ ალბათ ის თანხა რასაც ითხოვდა რუბინი 20 მილიონი ეძვირათ მსურველ კლუბებს და ეს არც არის რეალურად გასაკვრი რადგან 1 რუსეთის პრემიერ ლიგის დონე ჩამორჩება ტოპ ლიგების დონეს პლიუს ისიც გასათვალისწინებელი რა დონის რუსულ კლუბში თამაშობს ხვიჩა ეს ხომ არ არის ზენიტი სპარტაკი ან ცსკა რომლებიც ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგას თამაშობენ ყაზანის რუბინია რომელიც ბოლოს წლების წინ იყო ევროტურნირებზე და რუსეთშიც ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და ხვიჩას არანაირი ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება არ აქვს სამწუხაროდ არც ეროვნული ნაკრების დონეზე არ აქვს ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები რომ იქ ეთამაშა საკვალიფიკაციოზე ესპანეთს რომ გოლი გაუტანა ეგ ძალიან გაგვიხარდა ყველას მაგრამ ეგ არ არის საკმარისი ტოპ კლუბისთვის რომ 20 მილიონი გადაიხადოს. თან ჩემი აზრით კიდევ ბევრი აქვს ხვიჩას სამუშაო საკუთარ თავზე გოლების რაოდენობა უნდა გაზარდოს კლუბში 4-5 გოლი სეზონში არანაირად არ არის საკმარისი იმისთვის რომ ტოპ კლუბი დააინტერესო მინიმუმ 10 გოლი მაინც უნდა გაიტანო სეზონში და ამდენივე ასისტი გაკეთო რომ შენი ფასი აწიოო უნდა დაფრინავდე რუსეთის პრემიერ ლიგაში ყველანაირი თვალსაზრისით რომ ტოპმა 20 მილიონი გადაიხადოს შენში. არ ვიცი რატომ არ გაკეთეს არენდა 1 წლიანი იჯარით გაეშვათ სადმე ტოპ ლიგის გუნდში შემდეგ გამოსყიდვის უფლებით როგორც მამარდაშვილია ახლა ვალენსიაში თუ პირდაპირი ტრანსფერი არ გამოვიდა ვარიანტები ბევრი იყო მაგრამ სამწუხაროდ არცერთი არ გამოვიდა

• Mafia

თქვენ კიდე ბევრი რამე გაგიკვირდებათ...

• Gio

ჩემი აზრით რუბინი ამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოდღებში რაღაცებს “ჩალიჩობდა” ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს ერთბაშად ბევრი გაუშვეს ლიდერები ამოიღეს განაცხადიდან ერთბაშად ამიტომაც ვფიქრობ რომ ტრამვა არაფერ შუაში იყოო რეალური მიზეზი სხვა რამე იყოო

• ტუხაშვილი შაქრო

მართალია დიდად არ მესიამოვნა კვარაცხელიას რუბინში დარჩენა მაგრამ ძალიან გამიხარდა სისხლმა რომ უყივლა ბოლო მომენტში და ჩამოდის ნაკრების დასახმარებლად. არ ვიცი ზეგ კოსოვოსთან იქნება თუ არა ძირითადში თუმცა მეორე ტაიმშიც რომ გამოიყვანოს სანიოლმა ესეც საკმარისი იქნება რომ ააწიკოს კოსოვს ფლანგები. მოკლედ შეიზლება ითქვას ძალიან დიდი შანსია ზეგ უკვე ხვალ კოსოვსთან გამარჯვების.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

საიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით

სლუცკის შემდეგ "რუბინი" საიმანოვსაც დაემშვიდობება

საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე

კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები: ჯუღელი, ბერიძე, საიმანოვი და "რუბინის" წილი - რუსული გამოცემა "კომბინაციას" განმარტავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ