საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი გამოწვევა ელის: მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად 2 ეტაპის დაძლევა მართებს. პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფები დღეს შვეიცარიაში გამართული წილისყრის შედეგად შეირჩა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 8 ჯგუფიდან ბოლოსწინა - G ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად. წილისყრის შედეგები ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა…

- ახლა რთულია ზუსტი შეფასებების გაკეთება, რადგან ნოემბრის ბოლომდე შორია და არ ვიცით, როგორი შემადგენლობები ეყოლებათ როგორც ჩვენს მეტოქეებს, ასევე - ჩვენ. თამაშების ნაწილი ევროლიგის კალენდართან კვეთაშია და ზუსტად არ ვიცით, ასეთ პერიოდებში გვეყოლება თუ არა ამ საკლუბო ტურნირში მოასპარეზე მოთამაშეები. ასევე არ ვიცით, როგორი პანდემიური ფონი იქნება ნოემბერში და რომელი ნაკრები რამდენ კალათბურთელს მოისაკლისებს…

- სათითაოდ რომ ავიღოთ, ყველა მეტოქე საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევია. განსაკუთრებით, ესპანეთი და უკრაინა. როგორც უნდა მივუდგეთ, ესპანეთი მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა და ამას შედეგებით ყოველ უმაღლესი რანგის ტურნირზე ამტკიცებს. უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია, მით უფრო მაშინ, როცა სრული შემადგენლობითაა. ჩვენ ეს პირადად გვაქვს გამოცდილი, როცა 2017 წლის ევრობასკეტზე უკრაინასთან დავმარცხდით და ჯგუფიდან ამის გამო ვერ გავედით. მაშინ უკრაინას ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდით ვიყავით. უკრაინელებს ევროლიგასა და ნბა-ში არ ჰყავთ წამყვანი გამოცდილი მოთამაშეები და სავარაუდოდ, მოახერხებენ კიდეც სრული შემადგენლობის შეკრებას. აი, ასეთი უკრაინა ნამდვილად ძლიერია.

- ჩრდილოეთ მაკედონიას კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ რაკი აქამდე მოვიდა, ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია სოლიდური წინააღმდეგობის გაწევა - განსაკუთრებით, საკუთარ კედლებში. ასე რომ, ყველა მეტოქესთან ბრძოლა გველის და ჩემი შეფასებით, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.

- ქომაგები ასე არიან: წილისყრის შედეგების შემდეგ იწყებენ ოცნებას და დაგეგმავენ ხოლმე არა მხოლოდ მომავალ, არამედ იმის შემდეგ ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არის ჯერ ჯგუფიდან გასვლა, ასევე ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა. თუკი ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ, მხოლოდ მერე შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გავიყოლოთ. ეს ასეც იქნება, თუკი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრინციპს ვუერთგულებთ, რაც ზემოთაც აღვნიშნე და რაც ყოველ მატჩში მაქსიმალურ მობილიზებას და გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას გულისხმობს. არაპროფესიონალურად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რა იქნება მომავალში, არაა სწორი გათვლების ღიად გაკეთება. ჩვენი ორიენტირი პირველი მატჩია, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და წარმატებასაც მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ.

GBF.GE

სტალინი
მკვდარი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, კალათბურთელების დიდი იმედი მაქვს თან მაგარი ჯიგარი მწვრთნელი გვყავს
Zaza
ა კაცი შეიძლება საერთოდ ვერ გავიდეთო და ბაქიბუქამ არიქა მსოფლიოზეც უნდა გავიდეთო.დდ მართალია ეგ კაცი რით და ვისით გადიხარ
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას