დღეს 1-ლი სექტემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად 1 წლის შემდეგ, 2022 წლის 1-ელ სექტემბერს, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყება. ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენის ეპიცენტრში კიდევ 3 ქვეყანასთან ერთად საქართველოც გახლავთ. 1 წლის შემდეგ თბილისში, მილანში (იტალია), კიოლნში (გერმანია) და პრაღაში (ჩეხეთი) სტარტს აიღებს ევრობასკეტი 2022, 4 ჯგუფში გადანაწილებული კონტინენტის 24 საუკეთესო გუნდით.

ევრობასკეტის მთავარმა ორგანიზატორმა ფიბამ დღევანდელ დღეს მნიშვნელობა გაუზარდა და აღნიშნულ ღონისძიებამდე დარჩენილ 1 წელთან დაკავშირებით სოციალური აქტივობა მოაწყო ეფექტური ვიდეორგოლებისა და შესაბამისი თემატიკის ვებბანერების გამოქვეყნებით. საქართველოც, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი, აქტიურად უერთდება აღნიშნულ აქციას.

უკუთვლა დაიწყო: ევრობასკეტამდე დარჩენილია 365 დღე.

მნიშვნელოვანი ამბავია, რომ საქართველოში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით ეროვნული ვალუტის საკოლექციო მონეტები გამოვა. ამ მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტების დიზაინის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

განცხადება მონეტის დიზაინის კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი – EUROBASKET 2022 უმაღლესი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის, საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის კუთხით. საქართველომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის – EUROBASKET 2022 მასპინძლობის უფლება 2019 წელს მოიპოვა. იტალიის (მილანი), გერმანიის (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთის (პრაღა) ქვეყნებთან ერთად. საქართველოსთვის (თბილისი) ღონისძიების ჩატარების უფლება ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის სპორტული და არამარტო სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი 2022 წლის სექტემბერში გახდება მსოფლიო ყურადღების ცენტრი ისეთი გუნდების მასპინძლობით, როგორებიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდები (ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, რუსეთი, ბულგარეთი). ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში თბილისს ეწვევიან ამ ქვეყნების უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ქართულ კალათბურთს, რომელიც 1922 წლიდან დღემდე არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ითვლის, 2022 წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტ 2022-ის მასპინძლობას სპორტის ეს სახეობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება “ევრობასკეტი 2022-ის“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვების და აცხადებს შესაბამისი დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსს.

ამ თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოხარულია, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საკალათბურთო მოვლენას საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს და ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯს დგამს, რასაც ჩვენი ეროვნულ ვალუტის ევრობასკეტის თემატიკით შექმნილი საკოლექციო მონეტების გამოშვება ჰქვია.

GBF.GE

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა