გუშინ, 1-ელ სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.

სტრასბურგში, "სტად დე ლა მენოს" მოედანზე, ადგილობრივმა საფრანგეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინას უმასპინძლა და მოულოდნელად, ვერ დაამარცხა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

გულშემატკივარმა ორივე გოლი პირველ ტაიმის მიწურულს იხილა. სტუმრები 36-ე წუთზე მილანის "ინტერის" შემტევის, ედინ ჯეკოს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა გოლის აღნიშვნა არ აცადეს და აწ უკვე "ატლეტიკოში" დაბრუნებულმა ანტუან გრიზმანმა წონასწორობა 39-ე წუთზე აღადგინა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე, 51-ე წუთზე, იულეს კუნდემ წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც "მამლები" 10-კაციანი შემადგენლობით დარჩნენ, ამ ყველაფერმა კი მატჩის ბედი დიდწილად გადაწყვიტა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ ფრანგები 8 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, ბოსნია-ჰერცეგოვინას 2 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს.

"მამლები" მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ბოსნია მე-5 ტურის შეხვედრას გამოტოვებს და იმავე 4 სექტემბერს ქუვეითის ნაკრებს დაუპირისპირდება, მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაში კი 7 სექტემბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაერთვებიან.

Video

საფრანგეთი - ბოსნია

ნორვეგიამ საკუთარ მოედანზე ნიდერლანდებს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის შუა წელს, მე-20 წუთზე, ერლინ ჰოლანმა მასპინძლები დააწინაურა. გოლიდან 16 წუთში დევი კლაასენმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ 64-ე წუთზე მარტინ ედეგორმა ჰოლანი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა "დორტმუნდის" შემტევმა ბურთი ძელს გაარტყა და საკუთარი ნაკრები კიდევ ერთხელ ვერ დააწინაურა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ ორივე ნაკრებს 7-7 ქულა აქვს და მონტენეგროსთან ერთად მე-2-მე-4 ადგილს ინაწილებენ (ნიდერლანდები მე-2, ნორვეგია მე-4).

სკანდინავიელები მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავენ. თავის მხრივ, ნიდერლანდები ამავე რიცხვში მონტენეგროს უმასპინძლებს.

Video

ნორვეგია - ნიდერლანდები

თურქეთმა მონტენეგროს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მასპინძლებმა ანგარიში დებიუტშივე, მე-9 წუთზე გახსნეს. თავი ჩენგიზ უნდერმა გამოიჩინა. 30-ე წუთზე, იმავე უნდერის გადაცემის შემდეგ, იუსუფ იაზიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

პირველი ტაიმის დასრულდებამდე 5 წუთით ადრე სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა ადამ მარუშიჩმა ერთი გოლი გაქვითა.

მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში მასპინძლები იგებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ, 90+7-ე წუთზე, რისტო რადუნოვიჩმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ ნაკრებს 1 ქულა შესძინა.

ამრიგად, თურქეთი 4 ტურის შემდეგ 8 ქულით ლიდერია, მონტენეგროს კი 7 ქულა აქვს, რითაც მე-3 ადგილს იკავებს. მის წინ ნიდერლანდების ნაკრები იმყოფება (ბურთების შეფარდებით).

თურქები მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავენ. მონტენეგრო იმავე რიცხვში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

Video

თურქეთი - მონტენეგრო

სოსო
ფრანგი მცველი უფრო ახლოს მყოფი მარცხენა ფეხით რომ წასულიყო ბურთზე,მეტოქეს დაასწრებდა და გასაგდები აღარ გახდებოდა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე