საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს სტუმრად ესპანეთთან გამართავს. მატჩს 5 სექტემბერს ქალაქი ბადახოსი უმასპინძლებს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში 3 სექტემბერს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში მიღებული დაზიანების გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტალია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

წყარო: nakrebi.ge

კ ო მ ბ ლ ე
ნახევარი გუნდიტაც მოვიგებთ, კიტეიშვილი? მაი არაა პრობლემა, მთავარია ქვილითაია იყოს მხნედ, თამაშის დროს არ ჩაეძინოს და დანარჩენი ყველამ ვიცით.
Ნიკოლოზი
არა და რა შანსი გვქონდა
მამუკა
უსუსტესი ნაკრები გვყვავს, კარგია რომ ევროპაზე ვერ გავედით, თორემ მსოფლიოს დასაცინები გავხდებოდით, ახლა მხოლოდ ის ქვეყნები დაგვცინიან ვისთანაც უშუალოდ ვაგებთ
ილია
რაც ერი ის ბერიო.კომენტარებში მედიდურობის კორიანტელია.ვინმემ წესიერად თუ გაანალიზა კოსოვოს ფეხბურთელთა შემადგენლობა ჩვენთან შედარებით.და როცა ასეთი სხვაობაა მათ სასარგებლოდ, თუ იყო შესაბამისი განწყობა. და სხვათა შორის საზოგადოების და ჟურნალისტების სწორი აზროვნების უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს.
QT
თამაში ვინც უნდა შექმნას, წამოიწყოს შეტევა და ჩაშალოს მოწინააღმდეგის იერიშები, არის ნახევარდაცვა... გადავხედე კიდევ ერთხელ თუ სად თამაშობენ ჩვენი ბიჭები და არანაირი იმედი, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ვინმეს მოვუგოთ, მითუმეტეს ესპანეთს. ბიჭებო გადადით რა ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, მიზერული ხელფასზე დათანხმდით, მაგრამ გადადით და ითამაშეთ... სხვანაირად შანსი არაა, ვერ მოვა წარმატება.
ჩეკისტი
რამდენი წლის ხარ?!
სოსო
ჰოჰ !!! ეს დანაკლის(ებ)ი რომ არა თამაშს ვაჩვენებდით მითამ ?? (მოგებაზე აღარ არის ლაპარაკი). მასე დანაკლისი ყველა გუნდს აქვს, კოსოვოს 3 წამყვანი აკლდა. წარმომიდგენია ისენიც რომ ყოფილიყვნენ, მაშინ რამდენით:0 იქნებოდა ანგარიში. რაც მთავარია, თამაში არ ჩანს კონკურენტუნარიანი სწრაფი პასებით და ბრძოლა, რითაც გაუწევ წინააღმდეგობას მეტოქეს.ერთდერთი ახალი ნათელი წერტილი წიტაიშვილი. ბრავო მას!!! ეს პირველი თამაში იყო და აუცილებლად მოუმატებს იმედია
თენ-გო
ვიღაც გვწყევლის მაგრად
Rogorzaaget
უმსგავსო კოსოვოელებთან? მაგ უზრდელების ჯავრი როგორ გვაჭამეთ?
დევკალიონი
ჩაბრაძეს და აზაროვს გირები დაკიდეთ ყვავმა არ წაიყოს ))
vako
ბიჭოს! გვიბიძგებ, ნაცები შემოვხაზოთ? არ აუდგეთ გვერდები.
სსს
მე არ მჯერა მისი ტრამვის, უბრალოდ გაყიდული თამაში არ ითამაშა, არც კვარამ, არც ლობჟანიძემ, არც შენგელიამ, უბრალოდ იმის თავი არცერთს აქვს თქვან სიმართლე.
sali
მარტო სურათის გადასაღებად ჩამოდიან ნაკრებში
აკო
რა ფეხბურთი, ერთი დალევა იცოდნენ ქართველებმა და ეგ ტრადიციაც გადაშენდა, ადრე რუსი ქალები ევასებოდათ ქართველ კაცებს და ეხლა რუს კაცებს ევალებათ ქართველი ქალები
გიზოგ
რატომ გვარცხვეთ და როდემდის აპირებთ ამის გაგრძელებას?
ჟორა
და რას ეძახი უიღბლობას? როცა ჯამში 11 მოთამაშე სადღაც 20-22 კილომეტრს დასეირნობს თამაშის განმავლობაში?თუ იმას რომ არც ტექნიკური მომზადება გააჩნიათ და ელემენტარული აზროვნება და თამაშის ხედვა? კიდევ ერთი-რაღა დროს კანკავაა მოედანზე ან ყაზაიშვილი? მათი უაზროდ მოძრაობა მოედანზე თქვენ რატომღაც დაარქვით "შემართებით" თამაში.არადა ორივეს დღეს კი არა, არამედ წინა საუკუნის 80 იან წლებში,დუბლებშიც კი არ ათამაშებდნენ.
გუსანი
საბოლოოდ დასამარდა ქართული ფეხბურთზე ოპტიმიზმი, კარგია რომ ჩემი შვილები არ არიან ჩართული და ნერვებს არ იფუჭებენ, არაფერი ეშველება ამ სფეროს ამ მიდგომით და ამ მენტალიტეტით. სამწუხაროა რომ 17, 18, და ა.შ. ასაკოვან ნაკრებებშიც ვერ ვხედავ თითქმის ვერავის სწორედ რომ ვითარდებოდეს, მაპატიეთ მშობლებმა, ფუჭი იმედები მგონია, ერთი-ორი გამონათება კი ამინდს ვერასოდეს ვერ შექმნის, ფინანსები და დრო აჯობებს სხვა სფეროებს მოხმარდეს....
bijos
კომენტარს არ მიქვეყნებენ, რადგან მწარე სიმართლე დავწერე. ანუ ჟურნალისტებიც მაგათია. რა მთავრობაცაა ის ფედერაციაა და გუნდი. მწვრთნელს კიდია, რასაც არ სთხოვენ, რატო მოიკლავს შენთვის თავს? ხოო, მეგობრებო, ოცნების შემოხაზვა არ დაგავიწყდეთ და მალე მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით. ვაი საცოდაო საქართველოვ ვის ხელში ჩავარდიიი. დიდი დავითი, ამათ ყველას ჩამოკიდებდა, სტალინზე არაფერს ვამბობ, არაა მოდაში. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო. მარა გამჩენი იყურება და არ შეარჩენს ამ ნაგავებს ამატ. ფუ თქვენი
sar
მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი
ზურა
ამ ქვილითაიას რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება 27 წლის ახალგაზრდა ფეხბურთლი კიარა 36 წლის კარიერის ბოლოში მყოფი ფორვარდი თამაშობს ისეთი ზანტი ნელი და პასიურია. ამ ყაზაიშვილს რატომ იძახებს ყველა მწვრთნელი ვერ გავიგე მართლა კაი გავიგე რომ 4-5 წლის წინ იმედის მომცემი ფეხბურთელი იყო მაგრამ მაგან კაი ხნის წინ დანება ფეხბურთის თამაშს თავი და ფულის შოვნაზე გადაერთო და თან ამხელა წონით რომ ჩამოდის ნაკრებში ფეხბურთელი ის არც კი უნდა შეიყვანო განაცხადში სპორცმენია კაცი ფეხუბრთელი და ამ ზედმეტი წონის და მასის მოცილება რა პრობლემა გაუხდა გაუგებარია. და აბურჯანია ხომ საერთოდ ცალკე ფენომენია მე მაგის კარგი თამაში ნაკრებში არ მახსოვს შარშანაც სეგუნდას გასავარდნ გუნდში თამაშბდა წელსაც რაღაც გაუგებარ გუნდში გადავიდა და იქაც არ ათამაშებენ ამათ მართლა რა უნდათ ნაკრებში?? ამათ დაყენებას ჯობია ისევ საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელები დაყენოო.
გიორგი
გუშინ დებიუტანტმა ოცი წლის ბიჭმა გაჯობათ პატრიოტიზმში,ნაკრებში გამოცდილ მოთამაშეებს, არადა ერთი წლის წინ გულშემატკივარი ლანძღავდა წიტაიშვილს
გიო
დედა რას ამბობთ, გადაღუნავთ ყველაფერს რა?
გიორგი
სამწუხაროდ ამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ ბოლო ადგილია გამზადებული ჩვენთვის ამ ჯგუფში კოსოვომ მიგვიჩინა გუშინ ჩვენი ადგილი ამ ჯგუფში და ვშიშობ ამ ციკლსაც მოგების გარეშე დავასრულებთ ძალიან სამწუხაროა გულსატკენია ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენი ნაკრების უიღბლობას და პრობლემებს ყველანაირი თვალსაზრისით და ყველაირ კომპონეტში ბოლო აღარ უჩანს და ამის მომგვარებელიც არავინ ჩანს.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია