გუშინდელი დღის მთავარი მოულოდნელობა შარშანდელი ფინალისტის ვერა ზვონარევასა და სვეტლანა კუზნეცოვა მარცხი გახდა

გუშინდელი დღის მთავარი მოულოდნელობები რუს ჩოგბურთელებს უკავშირდებათ. ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ფინალისტი ვერა ზვონარევა, რომელმაც უშანსოდ დათმო შეხვედრა ცვეტანა პირონკოვასთან - 2:6, 3:6.

როგორც ჩანს, ბულგარელს შარშან ნახევარფინალში წაგებისთვის ძალიან უნდოდა შურისძიება, ამიტომაც გუშინ უნაკლო ჩოგბურთი აჩვენა და საათსა და 17 წუთის განმავლობაში მხოლოდ 4 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა. ზვონარევამ მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა და ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მესამე შეხვედრა და პირონკოვამ მეორედ მოუგო რუსული ჩოგბურთის პირველ ნომერს.

მეორე რუსული სენსაცია სვეტლანა კუზნეცოვას სახელს უკავშირდება. ქართველი ანა ტატიშვილის მძლეველმა იანინა ვიკმაიერმა ჩვენებურთან რთული სამსეტიანი მატჩის შემდეგ რუსების ერთ-ერთი იმედიც ასევე სამ პარტიაში დაამარცხა, თანაც ამჯერადაც მდევრის როლში იყო.

როგორც ჩანს, ფორმაში შედის უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონი ვენუს უილიამსი. პირველ ორ წრეში სამსეტიანი მატჩების ჩატარების შემდეგ, ამერიკელმა გუშინ საათსა და ორ წუთში გაანადგურა ესპანელი მარია ხოსე მარტინეს სანჩესი - 6:0, 6:2. არადა, პირენეელი თითქოს კარგ ფორმაში შეხვდა უიმბლდონს, რაზეც პირველ წრეში სერბი ელენა იანკოვიჩის დამარცხებაც მეტყველებდა.

ახლა, ვენუს უილიამსს უიმბლდონზე 71 მოგება და 9 წაგება აქვს. ამ ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით ის მხოლოდ მარტინა ნავრატილოვას (120), კრის ევერტსა (96) და შტეფი გრაფს (74) ჩამორჩება.

უფროსი უილიამსი მეოთხე წრეში ზვონარევას მძლეველ პირონკოვას შეხვდება და თავად მოუწევს რევანშზე ზრუნვა, რადგან შარშან მეოთხედფინალში სწორედ ბულგარელმა გამოთიშა ბრძოლას.

ძალიან საიმედო და სტაბილური თამაში აჩვენა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. დანიელი პირონკოვაზე შორს წავიდა და მხოლოდ ერთი (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა ვირჟინ რაზანოსთან შეხვედრაში - 6:1, 6:3. ფრანგმა ბოლოსკე გაიბრძოლა, როცა 5:2-ზე სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მომდევნო გეიმში ვოზნიაცკიმ მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა.

გვარიანად ანერვიულა თავისი გულშემატკივრები მარია შარაპოვამ. 17 წლის ბრიტანელ ლაურა რობსონთან პირველ სეტს 1:4-ს აგებდა, შემდეგ ტაი-ბრეიკზეც ჩამორჩა (2:4), მაგრამ ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და რუსმა გადალახა უიმბლდონის იუნიორთა ყოფილი ჩემპიონის ბარიერი.

მამაკაცებს შორის ერთი მატჩი უნდა გამოვყოთ - უიმბლდონის სამგზის ფინალისტის ენდი როდიკის წლევანდელი ლაშქრობა ბრიტანულ ბალახზე კვლავ წარუმატებლად დასრულდა. არადა, ამერიკელი დამარცხდა ფელისიანო ლოპესთან, რომელთანაც მანამდე შვიდიდან შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული.

ესპანელმა უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა. მის ანგარიშზე იყო 28 ეისი, 57 "ვინერსი", ორი ბრეიკი და მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა.

წვიმის გამო მამაკაცებს შორის მესამე წრის ხუთი შეხვედრის დასრულება ვერ მოესწრო. ერთ-ერთი იყო მოქმედი ჩემპიონის რაფაელ ნადალისა და ლუქსემბურგელი ჟილ მიულერის მატჩი. ჩოგბურთელებმა მხოლოდ პირველი სეტის თამაში მოასწრეს და ესპანელი სასწაულებრივ გადაურჩა წაგებას. 5:6-ზე ნადალმა საკუთარი მოწოდებისას ორი სეტბოლი მოიგერია, ტაი-ბრეიკზე კი ბოლოსკენ გატეხა ლუქსემბურგელის წინააღმდეგობა - 8:6.

სეტის შემდეგ ნადალმა სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა, იქვე წვიმაც წამოვიდა და რაფას დასვენების საშუალება მიეცა.

კაცები

II წრე

დავიდ ფერერი (ესპ, 7)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:7, 6:1, 4:6, 6:3, 6:2; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-იგორ ანდრეევი (რუს) 4:6, 5:7, 6:3, 6:4, 6:1; იურგენ მელცერი (ავსტრია, 11)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:3, 2:6, 7:6, 7:6.

III წრე

რიშარ გასკე (საფ, 17)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:3, 6:2, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ენდი როდიკი (აშშ, 8) 7:6, 7:6, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ) .

ქალები

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:1, 6:3; შუია პენგი (ჩინ, 20)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 4:6, 6:2, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 5)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 7:6, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 4:6, 7:5, 6:2.

III წრე

ქსენია პერვაკი (რუს)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11) 6:4, 7:6; ნადია პეტროვა (რუს)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:3, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 25) 6:3, 3:6, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-რობერტა ვინჩი (იტა, 29) 6:3, 6:3; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 19)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 12) 4:6, 6:3, 6:4; ვენუს უილიამსი (აშშ, 23)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 6:0, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32)-ვერა ზვონარევა (რუს, 2) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა