შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდა კოსოვოსთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვლის კარგი თამაში, თუმცა ვინც ამ ფეხბურთელს იცნობს, არც არაფერი გააკვირვებდა. სწრაფია, მონდომებული, ემოციური, ენერგიული, აქვს ლიდერის თვისებები და ამბიციურია. კიევის "დინამოში" მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ უსამართლოდ მოექცა და ისევ იჯარით გაუშვა. შესაძლოა, ზოგიერთი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს.

წიტაიშვილს ყველასთვის დასამტკიცებელი აქვს - უკრაინაშიც და საქართველოშიც, ამიტომ თავს არ დაზოგავს. მით უმეტეს თავისი ბუნებიდან და სპორტული ჟინიდან გამომდინარე. გააჩნია დიდი პოტენციალი და ხშირად არ გაუმართლა, ტრავმები მიიღო, მაგრამ მებრძოლია და სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდება "ჯვაროსნებს. ეჭვიც არ გვეპარება, გიო უკეთეს გუნდში კიდევ უკეთესად გაირჯება. ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ახალი სისხლი აუცილებელია, გაახალგაზრდავება და სრულად გარდასახვა - სტრატეგიულად და თვისობრივად.

წიტაიშვილისთვის ნაკრებში დებიუტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ზოგიერთი წაგება უფრო ტრიუმფალურია, ვიდრე მოგება" - მიშელ დე მონტელის ციტატაა.

გვჯერა, გიოს ენთუზიაზმი, ბრძოლისუნარიანობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია ნიჭი, კარიერაში, როგორც საკლუბოში, ასევე სანაკრებოში, წარმატებას მოუტანს. ის ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

სოსოს
მე ყველა ფეხბურთელი ერთნაირად მიყვარს და ვწერ ხოლმე,ეს თქვენ ამჩნევთ მხოლოდ მეგრელებზე დაწერილ ჩემს კომენტარებს.ნაციონალოზმზე ლაპარაკი აქ ზედმეტია.უბრალოდ ვამაყობ ჩემი კუთხის წარმატებული სპორტსმენებით და ეს ბუნებრივად ჩემთ ის. ნუ იცით ხოლმე რაღაც კუდების მობმა,ეს თქვენ ძალიან ხშირად მოგდით სიტყვა მეგრელის გაგონებაზე და შესაბამისად ამას ყველა ვგრძნობთ,ისე უბრალოდ არ იბადება მსგავსი ფიქრები.რაც შეეხება ინფრასტრუქტურას სამეგრელოში მაგაზე მე ბევრჯერ დამიწერია მარა ამ ქვეყანაში სადაც მენტალობა მხოლოდ შოვნისკენ არის მომართულ ვის აინტერესებს ფეხბურთი თორემ სამეგრელოს წესით მინიმუმ სამი გუნდი ყოველ წელს უნდა წარადგენდეს ეროვნული ჩემპიონატში მარა არ ერთიშ არ გვყავს...
gurulo
100% ხარ ბაჩი ჯიმა,გურულები და სხვა კუთხის ბიჭები უშლიან ხელს,თორემ მსოფლიო ჩემპიონობა გარანტირებული გვაქვს....კაჭარავას და ქვილითაიას ხელში 5-5 გოლი უნდა გაგვეტანა მაგრამ რად გინდა,ქინქლაძე,არველაძე და სხვა არამეგრელები უშლიდნენ ხელს....
Vasili
წიტაიშვილი კომენტარებს თუ კითხულობ ნეტა??? რაც მე შენზე წავიკითხე ერთი ნეგატიური კომენტარი არ დაწერილა, ყველა გაილანძღა შენს გარდა!!! არაერთხელ ავღნიშნე და გამოვყავი შენი გვარი ამ თამაშში ცალკე! ეხლ რა მინდოდა მეთქვა, ეს ხალხი ვინც გაქებს იცი ვინები არიან ? მათ შორის მეც./ აი შენ რო ფეხს ითრევდი და ნაკრებში ჩამოსვლაზე, უკრაინის ნაკრებში თამაშზე შემოთავაზებას რომ ელოდებოდი, მაშინ გლანძღავდით და შენზე დაწერილ სტატიას ნუღა გვატენითთქო ვიძახდით, აი ის ხალხი ვართ ჩვენ. / მაგრამ შენი საბოოლოო არჩევანით და თავდადებით ეს ქებაც, სიყვარულიც და ალალი პატივისცემაც უსათუოდ დაიმსახურე!!! იმედია კიდე უფრო მოუმატებ და მოუმატებ! /ჩვენ ნაკრებს არ ყავს ფეხბურთელი სამწუხაროდ ისეთი რო ავტორიტეტი იყოს, და მებრძოლი! აი ისეთი რო შემოუძახებს ერთს და ამ შემოძახების გამო თავს რო აკლავდნენ, და არაფრით არ აგდებდნენ იმ ფაქტს რომ ესპანეთს ეთამაშება, გერმანიას თუ გიბრალტარს. / ქეცბაიას ხასიათის ფეხბურთელი დღეს ნაკრებში მაგარად გამოგვადგებოდა. მე არ მახსოვს მაგრამ როგორც ამბობენ ჩივაძე იყო ავტორიტეტი ყველასთვის. / ევროპელ ფეხბურთელებს აღარ ჩამოვთვლი იმდენია. ///
ჟორა
ფეხბურთის"გაგნებაში" იქნებ და არ ვართ, მაგრამ არც ნეიმარში იხდის სახელმწიფო ბიუჯეტი ფულს და არც არენას მშენებლობა იყო მოსახლეობის ხარჯზე. ბიზნესი ბიზნესია და უნდა მკაცრად იყოს გაყოფილი სახელმწიფო თანხებისგან.აბა რა გამოდის? სახელმწიფო ფული თითქოს და იხარჯება, ოღონდ თუ ორ შაურად ფეხბურთელი გაყიდეს, ფული ჯუღელთან მიდის?
სოსო
ბაჩი,გოგა,ხვდებით მაინც რა სისულელეებს ლაპარაკობთ?შორს ვარ იმ აზრისაგან,რომ ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი თამაშს ჰყიდის,ან თავს იზოგავს და ამის გამო ძალიან ხშირად დისლაიქებით მავსებენ,მაგრამ მთელი ნაკრების ნახევარზე მეტი,მეგრელები არიან და აბა ვის აგინებს ეს ხალხი,ცუდი თამაშისათვის?ყველანი საქართველოს შვილები არიან,ბიჭებო და ასე კუთხურობაზე ხაზგასმა,ორივე მხრიდან ყველასათვის მავნებელია.ისინი ერთად გამოდიან მოედანზე და რაც შეუძლიათ,ერთად აკეთებენ.ცუდი ის არის,რომ ცოტა შეუძლიათ,თორემ თავში არასოდეს მომივა რომელიმე მათგანისათვის გუნდის ღალატი დამებრალებინა.ბაჩი მუდამ მეგრელ ფეხბურთელებზე რომ გაქვს აქცენტი გადატანილი,თუ მათთვის და საერთოდ ფეხბურთისათვის კარგი გინდა,ერთხელ მაინც დაგიწერია,სამეგრელოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მოთხოვნით?მართლაც ძალიან ნიჭიერები არიან მეგრელი ბიჭები ფეხბურთში და თუ მათთვის საფეხბურთო მოედნები,სკოლები აშენდა,გაცილებით მეტი და უკეთესი ახალგაზრდობა გამოჩნდება.მანდ გამოავლინე შენი ნაციონალიზმი და მეგრელების სიყვარული.ხალხის კუთხური ნიშნით დაპირისპირებას კი სჯობია მოეშვა.ყველა მტერი მაგით იწყებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას.ჩვენ კი,თუ ერთად ვიქნებით,მხოლოდ მაშინ ვხდებით უძლეველნი.იტორიულად ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.
სოსო
წიტაიშვილი ნათელი წერტილი იყო იმ თამაშში,მაგრამ კიევიდან რომ გაუშვეს,ასეთმა მომიზეზებამ გაიელვა,თავის თავზე ძალიან ბევრს იღებს,გუნდურად არ თამაშობსო.თვითონ გიორგისაც არ უარუყვია,ვცდილობ,საკუთარი თავი წარმოვაჩინოვო.კიევში ეს მინუსად ჩაუთვალეს და შეიძლება არც ტყუიან,მაგრამ როცა ნდობას მიიღებს და დააყენებენ,მაშინ როგორ მოიქცევა,ეს არის მთავარი.თუ მაშინაც ეგოისტ ინდივიდუალისტად დარჩა,მაშინ კიეველები მართლები აღმოჩნდებიან და გუნდი დიდ სარგებელს ვერ მიიღებს,ხოლო თუ ინდივიდუალიზმს სწორად შეუხამებს გუნდის ინტერესებს,მაშინ მისგან შესანიშნავი ფეხბურთელი დადგება.ვფიქრობ ამ თამაშით ნაკრებში,კიდევ მიიღებს შანსს,ორსაც და სამსაც.მან კი,უნდა დაამტკიცოს,რომ შეუძლია პირადი ამბიციის გუნდის ინტერესებისათვის დაქვემდებარება.ფაქტია რომ ნიჭიერია.ახლა რამდენად ჭკვიანია,ეგეც უნდა გვაჩვენოს.ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ ჭკვიანიცაა და გაგვიმართლებს მოლოდინს.რაც მთავარია,ეს მისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება და გაცილებით უკეთეს კლუბში იპოვნის ადგილს.მიდი გიორგი და იმედი არ გაგვიცრუო.საამისოდ ხომ ყველაფერი გაქვს,ჯიგრის ჩათვლით.
Tazo
აბა რა,იქეთ ჯიქიას ხელში ფრინავს რუსეთი,აქეთ ქვილითაიას ხელში საქართველო...
უწიგნური
მოსეხონელო - შენ სიტყვა ტრიუმფის მნიშვნელობა არა გცოდნია :)
Tazo
აბა რა ქვილითაია,აბურჯანია თავს იკლავდნენ ,მარა რად გინდა!!!!! ისე ლორიას უთხარი მეგრელი ხარო ნახე რას გეტყვის:)):))ჩემთვის ნაკრებში არ არის მთავარი მეგრელი,გურული,იმერელი მთავარია სპორტული ჟინი და მონდომება,ჰო აზაროვიც მეგრელია....
გენა
მეცხვარეებით კიდე. ფარერების ამბავში...
gurulo
ვინ უნდა დაენახა მთელი თამაში მინდორზე წამოკოტრიალებული ქვილითაია?
gurulo
კი ფიფას რეიტინგში 1 ადგილზე ვართ,რა არ გვეკუთვნის თუ რა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები ვართ და ბოლო 27 თამაში არ წაგვიგია...

გოგა, ჰა ეს?
მარტვილელი
აქ "მეგრულ" თემას სპეციალურად წევენ,როგორც ვუყურებ,გოგა დაწერს,ბაჩი უპასუხებს.... საბჭოთა კავშირის დროს სპეცსამსახურებში იყო განყოფილებები,რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობდნენ ამ მიმართულებით(შეურაცმყოფელი ანეგდოტების გავრცელება,შეურაცმყოფელი ზედმეტსახელების მიკერება,"ნამდვილი" ამბების შეთხზვა სხვადასხვა კუთხის და ერების ხალხზე). ზუგდიდელი ბიჭი რომ ცოტა უკეთ თამაშობს ფეხბურთს,როგორც გორელი ჭიდაობს,უკვე ვიცით,ძმა,სხვა რამე წერეთ !
სამწუხაროდ
ფეხბურთის გაგნებაში ხართ საერთოდ? რეებს წერთ? რომელ კოლოსალურ თანხებზე საუბრობ? უბრალოდ ჭორაობ და იმიტომ რომ საქართველოს 1 გეწერა და ბილეთი გაგიფუჭა,გაბოროტებული ტყუილებს და სისულელეებს წერ,დიდი ბოდიში,მაგრამ სხვა სახელს ვერ დავარქმევ რაც დაწერე. რომელ კოლოსალურ თანხაზე წერ,როდესაც ფედერაციის ბიუჯეტი ნეიმარის საბაზრო ფასზე ნაკლებია,იმაზე ბევრად ნაკლებია ვიდრე დაჯდა ალიანც არენის აშენება, მართლა კოლოსალური დემაგოგები ხართ ზოგიერთები
თემური
ჰო სანიოლიც მეგრელი ყოფილა სენაკელი...
გ
ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ ეგ თემა იქნებ სხვა სტატიასთან მიმართებაში წამოგეწია. ბიჭს მართლა კარგი დებიუტი ჰქონდა ნუ ჩაუშხამებ.
888
წიტაიშვილი არა პელე.კარგით რა.დაამთავრეთ ფეხბურთზე საუბარი.გაუქმდეს ფეხბურთის ფედერაცია და კოლოსალური თანხები,რომელიც ფეხბურთზე უნდა დაიხარჯოს ან ფედერაციაში უნდა მოტყდეს, მიემართოს გაჭირვებული და გასაცოდავებული ადამიანების დასახმარებლად.ხოლო საქართველოს ნაკრები დაკომპლექტეს მეთევზეებითა და პარიკმახერებით(როგორც ისლანდიაში) იქნებ უკეთეს შედეგს მიაღწიონ.
გოგა
მთელი ნაკრები სამეგრელოა, ხოჭოლავა კაშია ლორია ქვილითაია აბურჯანია გვილია, სანამ მეგრული კლანი არ მოისპობა ნაკრებში არაფერი გვეშველება მეგრელების ფეხბურთი სად გაგონილა
aburjga
მეტი შეუძლიაო ვინც ამბობთ, მეტი რა უნდა ექნა?! ფეხბურთია,ჩოგბურთი ხომ არაა, მარტო ერთი რას გახდებოდა?!
ბაჩი
მეგრელ ბიჭებს არცერთ დროში ნაკრებში თავი არ დაუზოგავთ და ბოლომდე დლიხარჯებოდნენ,ასე იყო ეს ამ 30 წლის მანძილე ყველა დროში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და გიოს❤️
ილიავარ...
რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ბიჭში ისაა რომ ქართული სულისკვეთებით თამაშობდა სულ რომ გავამახვილოთ ყურადღება მისი ტექნიკურობის მიმართ ... ვფიქრობ საკმაოდ კარგი მომავალი ექნება...
მოსეხონელი
ის იყო მეგობარო რომა სამშობლოს სახელით ითამაშა მსოფლიო ჩემპიონმა უკრაინის სახელით.და ამას ტრიუმფი უწოდა ჯიგარია მაგიტომ.განმარტება:))ანუ სანშობლოს სახელით მარცხი მეტად ტრიუმფალურია ვიდრე სხვისი სახელით მსოფლიო ჩემპიონობა
მდაა
მონდომებული იყო. ინდივიდუალურად ცდილობდა ეთამაშა, შეიძლება იმის გამო რომ ჩვენი შეტევები იჭედებოდა კარიდან 30-40 მეტრში. ნაკლი, მოედანს ვერ ხედავს, ფაფხურობს.
თენგო
ვაცადოთ ესპანეთთან იქნებ იქ გაგვცეს პასუხი
ალეკო
მომეწონა მისი თამაში იმედია ნაკრებში თამაში კარგი გუნდებისკენ გაუხსნის გზას რაც ჩვენ ნაკრებს გააძლერებს
უწიგნური
იქნებ განმიმარტოს ვინმემ, ამ წაგებაში რა იყო ტრიუმფალური? ბრაზილიასთან წავაგეთ თუ გერმანიასთან?
ბათუმი
კარგი ბიჭია-ყველაზე მეტს ცდილობდა მოედანზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, მოსამატებელი აქვს და იმედია იშრომებს ამისთვის ბევრს.. წარმატებები
WTF
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ნაკრების გუშინდელ შეხვედრაში. იმედია მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას და სისხლს გაუშრობს ფლანგიდან. ხვიჩაზე ნაკლები ტალანტი არაა.

მეც მჯერა. აქამდე ასე ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ აშკარად ბოლომდე ითამაშა და მთავარია, რომ მეტი შეუძლია. წარმატებები და მჯერა, დარჩენილ თამაშებში მეტს დაამტკიცებს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
"ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო" - მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში - "მეცი" ისევ დამარცხდა
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო