ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში საქართველოს ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"მოვა ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით, გავიფაფხურებთ, ღირსეული წაგებები, ღირსეული ფრეები, გაგვიჩნდება იმედები, დავთვლით ქულებს, რომ აუტსაიდერს უნდა მოვუგოთ, მერე წავალთ და იმასთან ვაგებთ. დავარქმევთ "დიდგორობას", ისტორიის, საუკუნის, ღირსების მატჩს, ყველაფერს დავარქმევთ, რაც არის და იმ თამაშს ვერ მოვიგებთ.

ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ გამოჩნდა ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი ვინ არის, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სიჯიუტე. აი, იცი რა? ეს ესე უნდა იყოს, მორჩა და სხვა აზრი არ არსებობს, რაც მთავარია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება - ვაისი, ქეცბაია, ცხადაძე თუ სანიოლი? თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს, იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია, ანგრევს და იტანს, თუ არ არის არც ერთი ფორმაში, გუნდი არ არის მოედანზე... ვერც მცველი თამაშობს, ვერც ნახევარცმცველი და თავდამსხმელი. ამის გამო ცოტა დავითრგუნე, კი ბატონო, საბა ლობჟანიძის ტრავმა ძალიან საწყენი იყო, "კიტე" გავიდა მე-10 წუთზე და დაგვშალა, მაგრამ თუ არ არის ის, ვინც შეგყავს მათ ნაცვლად მზად და ასეთნაირად უნდა ითამაშოს, მაშინ არ უნდა შეიყვანო ეგ ხალხი. ერთადერთი ნათელი წერტილი რაც შთაბეჭდილება დამრჩა, წიტაიშვილი იყო.

კიდევ ვიტყვი - ვინმეს არ ეგონოს, რომ ლორიას წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაკარიძე არ გამოვიძახეთ გადამწყვეტი მატჩებისთვისო, იმიტომ, რომ "ალმერია" პლეი-ოფს თამაშობს და იქნებ პრიმერაში გადავიდეს და მეკარე გვყავდეს იქო, მერე დავაყენოთო... თურმე, ეს მოლაპარაკება ჩვენს მწვრთნელს უწარმოებია, იმიტომ, რომ დავით მუჯირმა ეს გვითხრა. ეს არ იყო ფედერაციის პოზიცია, ეს მწვრთნელმა გადაწყვიტა, სჯობს ვაცადოთ და იქ გადავიდესო, რა უნდა ექნა რომ გადასულიყო? მერე ძირითადში დამდგარიყო პრიმერაში და მერე გამოვუძახებდით და ვათამაშებდით! ამ კაცმა ყველანაირი "ალმერიას" გარეშე ჯერ ევროთასებზე საოცრად ითამაშა, მერე "ვალენსიაში" წავიდა და საქართველოს ნაკრების კი არა ნიდერლანდების მეკარე სკამზე დასვა, გოლს არ უშვებს, ტურის საუკეთესო მეკარე გახდა. გავიგე, ლორია ძალიან მიყვარს, ჩემს ხელშია მისი კარიერა განვითარებული, როგორ ვიტყვი, რომ ცუდია, მაგრამ სად "ანორთოსისის" მეკარე და იქამდე კიდევ რაღაც გუნდები და სად "ვალენსიასი", პრიმერა დივიზიონში 3 მატჩი ჩაატარა. ახლა ასეთ კითხვას ვსვავ, რა უნდა გააკეთოს ქართველმა მეკარემ (გავანებოთ მამარდაშვილს თავი, ვინმემ), რომ საქართველოს ნაკრების კარში დააყენონ? "რეალში" უნდა ჩადგეს და 34 ტური უნდა ითამაშოს? კი, ლორიამ კარგად ითამაშა, პირისპირ ბურთი აიღო, ამაზე არაა საუბარი, აქ საუბარი იმაზეა, რომ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს ძირშივე სტიმული არ უნდა მოუკლა, რომ არ იფიქროს, რაღაცას მივაღწიე და მერე რამოხდა? "ლოკომოტივში" რომ დარჩენილიყო ან სადმე სხვაგან წასულიყო, ნაკრებში 3 კაცში ხომ მაინც გამოიძახებდნენ?

მერე გამოვა ვიღაც და იტყვის, მწვრთნელის ასარჩევიაო? ვიცი, მე ხომ არ მივდივარ და ვურჩევ, ხომ არ გადავუშალე გვარები და სხვები ხომ არ ჩავუწერე? შეფასება ხომ ჩვენი საქმეა? აბა, რა არის ჩვენი საქმე? მარტო ბურთი აქვს კიტეიშვილს, გადააწოდა ლობჟანიძეს, მერე უკან დაუბრუნა კაშიას და ხოჭოლავას? ესაა ჩვენი საქმე? ისევე როგორც გულშემატკივარს აქვს თავისი აზრი, ასევე გვაქვს ჩვენც. ვიღაც იტყვის, შენგელია რატომ არ გამოიძახაო, ვიღაც იტყვის ოქრიაშვილი სად არისო, ზოგი გაიხსენებს ყველას, ვიღაც იტყვის ჩაკვეტაძეს რატომ მისცა 10 წუთიო, მიეცა 30-იო. ვერ მოასწრო იმან, მე მაგალითად, ვერ გავიგე ფორმაში არაა თუ დრო არ ეყო? იმ 10 წუთში შეიძლება ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, რანაირად გინდა მოესწრო ამდენი ხნის უთამაშებელია.

დაცვამ ვერ ითამაშა, 20-მეტრიანი ფორებით ასეთი პირისპირ გასვლები არ ხდება, აიღო იქ ლორიამ, მადლობა, კიდევ ერთხელ ვამბობ ლორიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ მაინტერესებს ვიღაც, რომ გადავიდეს სადმე, პრიმერაში არა, მაგალითად, "იუვენტუსის" კარში დადგა, რა უნდა ვუთხრათ, მერე რა იცი, აქ ლორია არის? ეგრე ყველა ნაკრებში ვიღაც მეკარე დგას, სანამ სხვას არ დააყენებ, ვერ ხვდები რომ უკეთესია. თან ახლა ესპანეთთან გვაქვს თამაში, როგორ გითხრათ, "კოჭი რომ გაუგოროთ", პრიმერაში კიდევ რომ აუწიო ავტორიტეტი, უნდა დააყენო, იქნებ მაგრად ითამაშოს, იტყვიან, რა სილესენი, მოაშორეთ საერთოდ აქედანო.

კვიპროსის ჩემპიონატის ფეხბურთელები ესე იგი უალტერნატივოები არიან? ახლა კანკავა და კაშია ქართული ფეხბურთის ეპოქაა, კანკავას საერთოდ 17 წლიდან ვიცნობ, ჯერ თბილისის "დინამომ" არ იცოდა, მე რომ ვიცოდი. ტრაბახია? რატომ არ უნდა ვიტრაბახო? სხვა არ იტრაბახებდა? მე მივიყვანე "დინამოში", გასინჯეთ კარგი ბიჭია-თქო, ახლანდელმა სპორტული ჟურნალისტიკის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა მითხრა, რომ ჩემი მეზობელია და არანორმალურად კარგი ბიჭიაო, გეთქმის იქ სიტყვაო? მივიყვანე, თემურ უგრეხელიძეს ვუთხარი, მახსოვს, გასინჯეს და გეგუჩაძე იყო მაშინ მეორე გუნდის მწვრთნელი, მოეწონა და დატოვა. კი არ ვუკარგავ იმ კაცს, მოეწონა და დატოვა, ეგრევე 18 წლის რომ გახდა, ძირითადში ჩასვა და იმ წელს შევედით ჯგუფშიც... მე ვიცი რა იყო მისი პრობლემები, "ალანიაში" წასვლა უნდოდა, ახლობლური ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ხომ სლოვაკეთის ჩემპიონატში თამაშობენ არა, ხომ არ თამაშობენ სადმე სხვაგან? რადგან თამაშობენ, ესეც ეძახის, ეგრე რამდენი გვყავს, გამოვუძახოთ ვიღაცა სხვებსაც...

ნაკრები არ არის კლუბი, კლუბში შეიძლება იდგეს მეკარე ან მცველი, კარგად თამაშობდეს, სტაბილური იყოს, ვიღაც შეიძლება ვარჯიშზე უკეთესი იყოს, ეგ სხვა მიდგომაა, მაგრამ ნაკრები ისაა, რომ კონკრეტულად იმ დღისთვის ვინაა მზად, იქ არ აქვს მნიშვნელობა 40 წლისაა, 15-ის თუ 100 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი. დღეს ფორმაში არაა კვარაცხელია? მაშინ ლობჟანიძე უნდა დააყენო. ოქრიაშვილს ახლა არ გამოუძახე და გაიხედე და ხვალ მაგარ ფორმაშია? გამოიძახე და დააყენე ძირითადში. იმ მატჩზე, იმ 3 დღისთვის ვინცაა უკეთესი - ეგაა ნაკრების პრინციპი, ჩვენ ასე ვიცით. შემდეგ შეკრებაზე შეიძლება ის არ იყოს ფორმაში და საერთოდ არ გამოუძახო, არც პასპორტი მაინტერესებს და არც 3 დღის ამბავი, შენ არ ყიდულობ ფეხბურთელს, რომ თქვა 40 წლის ფეხბურთელს არ გამოვიძახებო, პირიქით, კაშია უთამაშებელი ჩავიდა "ლოკომოტივში", მაგრამ წინა თამაშები რა კარგი ჰქონდა?! იმიტომ, რომ ითამაშა, შეხედეს, მოეწონათ.

ახლა ჩაბრაძეს და სხვა ახალგაზრდა ბიჭებს, მაგალითად, აზაროვს ვერ მოვთხოვთ, რომ ყველა თამაშში 19 წლის ბიჭმა სასწაული მოახდინოს, არ არის მასე მარტივი, ამიტომ კონკრეტულად ზოგ ფეხბურთელთან პრეტენზიები არ არის, ვისაც მეტი არ შეუძლია. რას ვიზამთ, დანარჩენები როტაციით შეიძლება ვიღაცების შემოყვანა და სხვანაირი თამაშიც. ვერ შევუტიეთ კოსოვოს, ვერა... იმათ ერთი კასტრატი ჰყავდათ, მხოლოდ ერთი... სპორტული თვალსაზრისით ის გვაკლია, რასაც "კასტრაციის" დროს აჭრიან... კუპერიც ამას ამბობდა, რომ რაგბისტებს აქვთო და ჩვენ არაო... სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვამბობ.

მოკლედ, გული კიდევ ერთხელ გვეტკინა, ამ წაგებით ყველაფერი წყალში ჩაიყარა, მოგებით კიდევ რაღაცას ვანგარიშობდით, შვედეთს სახლში მოვუგებთ, ბერძნებსაც და გავალთ, ახლა მორჩა... შემდეგი ეტაპისთვის მზადებას დავიწყებთ, ისა, ესა... იმ წრეზე წავედით, რაზედაც მუდამ... ჩემს თავზე ვბრაზდები, რადგან ეს იმედი მაქვს, აბა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო თუ ამის იმედი არ მექნება... საქმე ვის უნდა გავუფუჭოთ? ყველა დამწყები ქვეყნის სპორტულ ისტორიაში ვართ შესული, ყველა დიდი გამარჯვება, პირველი მოგება, პირველი სტუმრად გამარჯვება და ა.შ. ჩვენი ისტორია ვერ დავწერეთ, თორემ სხვებისას წარამარა ვწერთ...".

სერგო
ქართველებმა ხომ ესპანელებს ქართული ლაპარაკი ასწავლეს რას იძახი
qutaiseli
ამ ე.წ. ავტორმა 20 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს (მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებიდან რამოდენიმე დღეში) სფფ -ს პრეზიდენტს სარეკლამო გადაცემა გაუკეთა ფაქტიურად. ამის მერე არც ამ კაცის და არც მისი გადაცემების აღარ მწამს. ეს ვიღაც პარლამენტის თავმჯდომარე კიდე გვეკაიფება. რა ფეხბურთი , რა პატრიოტიზმი,რა ჯიგარი, რა სინდის-ნამუსიო ტიპები მილიონებს ჭრიან.
თემო
კი ეგ იყო ძმა .არც მოიბოდიშა ქეცბას გული რო ატკინა და არც სვინდისი აწუხებს.ისე ამან დოღის გარდა არაფერი არ იცის
გერმანელი
ჰა სერგოჯან გიტარებენ გერმანელები საფეხბურთო გაკვეთილებს?დაგახიეს თავზე ბურთები?5-0 ია და ჯერ ნახევარი საათი წინაა კიდე.
ლევან მაღლაკელიძე
ყველაფერში გეთანხმები ავტორ, მაგრამ მთავარს მაინც არ ამბობ. მთავარი კი ისაა, რომ ამათ არ აწყობთ გასვლა. ყველგან შეიძლებოდა გასვლა, მარა არა. ამდენი უიღბლობა და ერთი და იმავე ხელწერა, ანუ დამთხვევა, არ შეიძლება, არაა. არ არსებობს. თან ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ გვარებთან, რომლებიც ჩაბეტონებული არიან ნაკრებში. შეგნებულად კეთთდება ეს ყველაფერი, რომ ვიყოთ მარად ჭაობში და ნეხვში, რადგან იქ უფრო ეიოლებათ ფულის კეთება. აქაც კლანია. კოსოვოსთან წაგებით ყველა შანსი გადაიწურა, ამიტომ დანარჩენ თამაშებში იოლია, რასაც უნდათ იმას გამაზავენ და გააკეთებენ. აქ კი გასასამართლებელი საბუთი აქვთ, ის დაიმტვრა, ეს დაიმტვრა და ა.შ. ხან კოვიდია და ხან რა . სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. ნეხვის ჭია, ნეხვშია მაგარი, აბა არწივები ცაში ფრენენ თავისუფლად. რა დააშავა საწყალმა ჩემმა ერმა, ასეთი უღირსების ხელში რომაა ყველაფერი, არ ვიცი. ნეტა თუ გვესველება როდესმე.
rasa
აფხაზეთთან ვერასოდეს ითამაშებს სერბეთი, რადგან აფხაზეთს აღიარებს მხოლოდ 3 ქვეყანა (რუსეთი და მისი მაძუნგალი მოკავშირეები). კოსოვოს აღიარებს ნახევარი მსოფლიო და შესაბამისად ფიფაც. ნუ ათანაბრებთ ერთმანეთს აფხაზეთ-სამაჩაბლოს და კოსოვოს. და კიდევ - არანაირი სოლიდარობა რუსეთუმე სერბებს. მათგან მე ჯერ სოლიდარობა არ გამიგია აფხაზეთზე ან სამაჩაბლოზე, ხოდა კისერიც უტეხიათ!
სიმართლე
ქვილითაია რა კრიტერიუმით ხვდება ნაკრებში, იქნებ ვინმემ მითხრათ რა
hhh
მერედა ვერ ხვდები რომ მაგათი კუნთ ძვლოვანი სისტემა არაა აწყობილი დიდი ფეხბურთის სათამაშოდ და ძალაა.
ნიკო
კარგი გავიგეთ რომ პროვოკატორობ, მაგრამ მთლად გაუნათლებელიც ნუ გამოჩნდები შენი კომენტარების მომწონებლებიანად, 1000 ერთი განათლებული კოსოვოელი ალბანელი ან გოიმ ენვერ ხოჯას დაშინებული თვით ალბანეთი თავისუფლების სიმბოლოდ არ გამოდგება, ასეა ასე შენც მაგ დონის წიგნიერი ხარ :)
სოსო
რა არის ასეთი "მწირი" კომენტარი? გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, დაიღლება ადამიანი სანამ ბოლომდე ჩავა, ცოდოა მკითხველი ბოლო-ბოლო
სოსო
გამოხედვა აქვს ძალიან ფლიდი, ჟჟურრრნალისტია ძალიან "დიდი"!!!
ტრეი
მონების ქვეყანა ყოველთვის წააგებს თავისუფლების მოყვარული ხალხის ნაკრებთან..........გაუმარჯოს კოსოვოს და თავისუფლებას
გიორგი
რატო გგონია რო ქვილითაია შენზე ნაკლები პატრიოტია? ქვილითაიაზე მეტი გაქვს გატანილი თუ უფრო მეტი გაქვს გაკეთებული შენი ნაკრებისთვის და ფეხბურთისთვის? კაცი ვარჯიშობს შრომობს და რაც შეუძლია აკეთებს... დაირქმევთ ამ პატრიოტებს და წერთ ბრტყელბრტყელებს. ამის წერას გევარჯიშა შენ და გაგეტანა
Გიო
ეს არ იყო საფრანგეთში რომ წავაგეთ იმ საფრანგეთთან ქეცბაიას რო ლანძღავდა?
გ
ჩვენი იმედები რამ გააჩინა ხალხო დაგავიწყდათ? აქეთ კვარა, იქით ჩაკვე, წინ მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ამათ უნდა მოიგონ თამაში, რომელი იყო აქედან მოედანზე? არცერთი! ვინ უნდა მოიგოს თამაში? თუ ესენი მოედანზე ერთად არ იქნებიან, არაფერი არ იქნება. მამარდაშვილი დამავიწყდა, რაღაც მგონია, რომ იმ ბურთს აიღებდა, იმ მხარეს ეგ პრაქტიკულად გოლს არ უშვებს.
სტატუს ქუო
ბიჯო,იტანს რა ქართულია,დაიწვა შენი მასწავლებელი...
დათო
ლევან მეგობარო ორჯერ წამოხვედი დინამოდან.რატომ? იქნებ რაც იქ ხდებოდა არ მოგწონდა? მუდმივად ექსპერტივით საუბრობ და ის რაც დინამოში არ მოგწონდა იქნებ ერთერთი მთავარი მიზეზია დღევანდელი წარუმატებლობის?
ლევანი
ეგრეა! ვაი, სირცხვილო!!! ((((
Niko
Didi xania 7-0 ar cagigiat?
Joko
ვეთანხმები მთავარ აქცენტში, ეს ნაკრები წარმოუდგენელია კვარას გარეშე, ჩაკვეს ძაან ბევრი გაუცდა,ფსიგოლოგიურადაც უჭირს,იმედია დაძლევს. შემქმნელი მოთამაშე არ ყავს,ვისააც ბურთს გადასცწმ და მშვიდად ხარ, ვინც გაამწვავებს,შექმნის,დაძაბავს მოწინააღმდეგეს. სამწუხოა მაგრამ ფაქტია ამ ეტაპზე ეგეთი მხოლოდ კვარაცხელია არის! და რეალურად ეგეთი სულ მცირე 3-4 უნდა გვყავდეს,მაგრამ არ გვყავს, ერთი გვყავს და როცა არ არის უკვე ვერაფერს ვაკეთებთ. ბოლო წლებში ერთი მოგებული თამაში,თუნდაც კარგი თამაშით წაგებული გამქხსენეთ სადაც ან საუცხოვო ფორმაში მყოფი ჩაკვე ან კვარა არ გვყავდა. გაგიჭირდებათ!
sergo
სომხეთის ნაკრები ათიდან ცხრას ჰანდიკაპით მოგიგებთ თან სადაც გინდათ, ახალქალაქში და ბოგდანოვკაში ორ ფორმას მოგცემთ
ჟორა
ამ წაგებით ნაკრებმა დღეის დღე დახურა, ამიტომ ხვალის დღეზე უნდა ვიფიქროთ და ალბათ სჯობს რეზერვი გამოიცადოს.

რა არაფერ შუაში იყო ქეცბაია? ყველას და ყველაფერს რომ აკრიტიკებდა და ქართული ფეხბურთის წარუმატებლობას ჟურნალისტებში რომ ხედავდა, ამაში იყო მართალი? ფეხბურთის ფედერაციას დომენტის თავკაცობით რომ საყვედურსაც არ კადრებდა, ამაში? კარგი რა, მართლა...
ვოოტ
მეც ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით, განსაკუთრებით, ქვილითაია-აბურჯანია-ყაზაიშვილით.... ჩვენი მწვრთნელითაც ვამაყობ და განსაკუთრებით კი ფედერაციით... ვერ ვამაყობ მხოლოდ საკუთარი თავით და დანარჩენი რიგითი გულშემატკივრით - რა უჯიგრო და უნიათო ხალხი ვართ, რატომ არ მივედით სტადიონზე საქომაგოდ?!....
ჰაჰა
კარგი რა. თამაშის ყურების გამო გავიხუმრე და გაცრუებული მოლოდინების გამო?
For Thomas
მე კვარაცხელია იმიტომ მომყავს ხინკალთან რომ ყველამ ეგრე დაიწყო და ჯუღელის ნერი აგენტები რომ ჰყავს გარშემო ეგენი დაღუპავენ და იმ ხინკალსაც კარგად მიაჩვევენ ძალიან რომ უყვარს. გადახედე ისტორიას. ძალიან კარგია კვარა მაგრამ ხარი ხარი რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო და ეგ არის ჩვენი უდიდესი პრობლემა. იმედია არ აჰყვება იმ ღიპიანს ერთი და იმავე სპორტულებში შეხვედრებზე რომ დადის და მამამისიც დროზე მიხვდება რომ მოიშოროს თავიდა. მინო რალიოლას ღორია როგორც ადამიანი მაგრამ ეს მინო რალიოლას ფრჩხილის ჭუჭყადაც არ ღირს და რუსეთის ბაზრის ქართველი მანდარინის გამყიდველია კლიცკიდ " რა იოლა". მოინდომა მილონონების ჩაჯიბვა სიბერეში ახალგაზრდა ტალანტის ხარჯზე. სლუცკიმ კარგად იცისი რაც ხდება და ამიტომ ვერ იყო ხასიათზე რომ იცის კვარას გარემოცვამ შეიძლება დაღუპოს უდიდესი ტალანტი. ბელგიელებმაც ექ მაგდაგვარითქვეს ჩაკვეტაძეზე. სანამ მის გარშემო ვინც ტრიალებს და სამეგობროს არ მოიშორებს მისგან ფეხბურთელი არ დადგებაო... გაიგეთ ხალხნო ეგოისტურად განდეგილივით უნდა იყო და მთელი კნოცენტრეაცია, ჯანმრთელობაზე, ფგორმაში ყოფნაზე და წინსცვლაზე უნდ აიყოს მიმართული როგორც ეხლა ეგ ბიჭი იყო მაგრამ ზამხულის ბოლოს აურიეს ტვინ ი და სლიცკიმაც გამოხატა ირიბად...
დევკალიონი
მწვრთნელი დაბადებიდან პროფესიონალია ,ფეხბურთელებმა უნდა დაახვიონ ,მენაშეებმა ,ღორმუცელებმა ,კაიფარიკებმა და კაიბიჭებმა .ქურდული მენტალიტეტის ხალხია მომჯდარი მთავრობაში ,კალაძე ,კობი იაშკა და რას ხლართავენ და მაიმუნობენ. ვინ იცის .
დევკალიონი
რაღაცა მოიადებს ნუ ყვებით და ნუ ჩამოგსტირით მუდამ ცხვირ პირი ,საშინელი დანაკლისები აქვს გუნდს და მეტი რა უნდა ეთამაშა,0-1 წაგება არაა 0-5 ი,კოსოვო რო იმიტომ მაგარ ჯანზე არიან ვერ ატყობთ ?! ჩაბრაძე და აზაროვის ნაირი რახიტები კი არ იყვნენ ,როგორც სპორცმენი არ ვარ ისე გავლახავ ნაკრების სამ-ოთხ ფეხბურთელს ,მინიში წაიყვანეთ და სპორტსმენები მოიყვანეთ,ვინც სწრაფად დარბის ,ძლიერია გრამატიკა იცის ფეხბურთის ,არ მჭირდება ეს ტრამვირებული ჩაკვეტაძე და მატრაკვეცა დავითაშვილი , ქვილითაიად ვინმემ მოსთხოვოს ვარჯიში და უძლიერესი იქნება ,კვარა და კიტე ძალიან მაგრები არიან ,ხოჭო და კაშიაც ,კანკავა ლომია საერთოდ,წიტაიშვილმა იცის ტაქტიკურად სწორად როგორ ითამაშოს მაგრამ ძალიან სუსტია ფიზიკურად,ნაშებს ყველას მოგწონს მაგრამ დღეში ხუთჯერ არ შეიძლება ძმებო ,მე საიდან მოვა ტესტესტერონი და კუნთების ზრდა ,არ გამოვა ეგრე არაფერი .ფიზიკა არაფრად არ ვარგა .
Aleksandre
სიმართლე მწარეა…. ბევრის სათქმელი თქვა,ჩემი ყოველშემთხვევაში….
Thomas
კვარაცხელიას ნამდვილად არ ეხება ეგ ზედმეტ ჭამა-სმაზე. იმ ვიდეოში რომ ჩანს ხინკალი და თავადაც თქვა ხინკალი მიყვარსო, იმას არ ნიშნავს რომ მარტო ხინკალს ჭამს. იცის რითი უნდა იკვებოს და ერთ წვეთ სასმელსაც არ სვამს. ყველაზე პროფესიონალურად ეგ ბიჭი უდგება საქმეს და ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ რა. ამით ადამიანებს მოტივაციას უკარგავთ. დაინახეს ვიდეოში ხინკალი და დადეს დასკვნა
ცოტა ფეხბურთის არსსაც ჩავწვდეთ
მოდით სალუქვაძეზედ ვთქვათ,ჯერ ქეცბაიას კრიტიკას მიუძღვნა თავი და მერე გამოჩნდა რო ქეცბაია არაფერ შუაში იყო. იყო დრო როცა კობიაშვილს პირდაპირ ეთერში კინაღამ კასტრაციას რო უტარებენ ხოლმე იმ ადგილას დაუწყო კოცვნა. სამედიცინო ენაზე არ ვამბობ,მლიქვნელობის აღნიშვნა მინდოდა. ამ კაცმა ჟურნალისტობაც არ იცის,თორე ფეხბურთი რო არ იცოდეს არცაა გასაკვირი. მიყავს რეპორტაჟი და მემამტიანე ქართლისა არის ჩვეულებრივი.1/8 ფინალი მიყავდა ლიგის და 81 წლის დინამოზე საუბრობდა. ეხლა ჟურნალისტები სანიოლის და ფეხბურთელების კრიტიკას რო მიჰყვეს ხელი,თავის ჯამში ჩავარდნილ დიდ თმას ვერ ამჩნევენ. წაყვანილი რეპორტაჟი პირველ არხზე.ჯერ ჰიმნი გაუშვეს პირდაპირ ეთერში და მერე კოსოვოდ მოიხსენებდნენ. ჩვენ,ქართველები კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ და ის არის სერბეთის ნაწილი,მათი დიდი ასოთი ჩაწერე(ინგლისურში ქვეყნები ასე აღინიშნება) არ შეიძლება და არც მათი ჰიმნის ქვეყნის მაშტაბით გაჟღერება. ადგება და სერბეთიც ითამაშებს აფხაზეთთან,ჰიმნსაც მოუსმენს და მერე მიხვდებით რას ვაშავებთ. უთავმოყვარეობა არის და ქვეყნის ინტერესის დაკიდება. კონკრეტულად თამაშზე,ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და იქ შეტევაც გუნდური უნდა იყო,დაცვაც და გამარჯვებისკენ სწრაფვა. გუნდში მოვიწვიეთ სანიოლი და ფულს ვუხდით,ხოლო შემადგენლობას სალუქვაძე აყენებს. მწვრთნელს მიაჩნია რო პირველი მეკარე არის ლორია და მორჩა. არ მოგწონთ მისი მიდგომა,მაშინ გაუწყვიტეთ კონტრაქტი და გაუშვით. წავაგეთ და მერე რა მოხდა მაგით,ვინც უკეთესად იყო მომზადებული იმან მოიგო,შეიძლება იმათმა მწვრთნელმაც აჯობა სანიოლის. არიქა ახალ სტადიონზე ვითამაშებთო და რო გაუშვით ბათუმში,რა ეს ფაქტორი არ გგონიათ? პირველად ითამაშეს იმ სტადიონზე ბიჭების უმეტესობამ,როგორც სერბეთის გუბერნიამ. რაში გამოიხატება მასპინძლის უპირატესობა,ნაცნობი სტადიონი,გულშემატკივარი და რომელი ქონდა ჩვენს ნაკრებს? ფაქტიურად გასვლაზე ვათამაშეთ ნაკრები და ისევ სხვა რამეზე აპელირებთ. გულშემატკივარი არ დავუშვით და ფეხბურთელს კითხეთ რამე? მაკედონიასთან სტუმრად ვათამაშეთ გუნდი. ორი აცრა მოვასწარი სექტემბრამდე და მინდოდა წასვლა თამაშზე,ჯერ ბათუმში გადაიტანეს და მერე იქაც არ დაგვიშვეს. მე ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით,მთლიანი გუნდით და სანიოლისაც მხარდაჭერას ვუცხადებ როგორც რიგითი გულშემატკივარი.
პატრიოტი
ესპანეთთან კვლავ და კვლავ ქვილითაია და მისნაირი დოდნლოები კვლავაც იქნებიან.კარგად მფარველობს მფარველი.სანიოლსაც კი აბეზალოვკა გაუხადა მისი თამაში.წადი ბიძია დაანებე ამ ნაკრებს თავი და აგორავე ბურთი კვლავ კვიპროსში.რას აგინებინებ ხალხს თავს?არ ვარ სანაკრებო კაცი თქო უთხარი მაგ შენ მფარველს,ნამუსი იქონიე.
ირაკლი
დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ კომენტარების წერა არ გეზარებათ? ამას ხომ საქმისთვის აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს.
გრიგოლი1408
გაუმარჯოს ტოტალიზატორს!
გელა67
კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, ყურადღებით წაიკითხე რასაც კითხულობ და ასე აღარ გააქილიკებდი. შენც ხომ უყურე თამაშს, იმედი გქონდა და უყურე, მერე გამოდიხარ და იგივეზე სხვას დასცინი.....
dato
ცუდი სიტუაციაა ძალიან, ისეთი ცუდი რომ უკვე მეეჭვება რომ თვითონ ლიდერ ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში მაინდამაინც არ უნდათ(თავის თავზე და მომავალ საკლუბო კარიერაზე ფიქრობენ). ასეა ყოვეთვის. მნიშვნელოვანი თამაშების წინ: ხან ტრავმაო, ხან კლუბი არ უშვებსო,ხამ რა და ხან რაო(მერე ჰოპ და სანაკრებო თამაშების მერე კლუბებში მშვენიივრად ირჯებიან). სამაგიეროდ მერე წაგების მიზეზი იქნება: ესენი არ გვყავდაო და ასეა სულ. არადა თითზე ჩამოსათვლელი კარგი ფეხბურთელები გვყავს და ისინიც ფუჭდებიან: პატრიოტულადაც და საერთოდ კარიერულადაც. თქვე კაი ადამიანებო, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში ლიდერების გარეშეც ასე რომ ეგ არგუმენტი აღარ ჭრის. რიგით გულშემატკივრებს დაგვაწყდა ნერვები ამდენი წელია. სულ იმედები და ასეა უაზროდ სულ. აი ასეა საქმე. ჩვენი საშველი არ სჩანს!!!
gio
ვეთანხმები ლევანს. ისე არ შეიძლება მიიწვიონ რომელიმე გადაცემაში და დაუსვან შეკითხვები. საინტერესოა რა კრიტერიუმით არჩევს ნაკრების ფეხბურთელებს (თუ თვითონ არჩევს საერთოდ). სხვებზე რომ არ ვილაპარაკოთ, ქვილითაია რა კომპონენტში მოწონს ნაკრებში რომ იძახებს და თან ძირითადში აყენებს.
niko
Bევრი პრობლემაა ნაკრებშI და საერთოდ ფეხბურთში. რედაქცია არ მიქვეყნებს ჩემს დაწერილს ხშირად და ალბათ არც ამას გამოაქვეყნებს, რადგან ყველაფრის სატავე არის ის არშემდგარი ტავისუფლება და არეულობა, პოლიტიკური მაიმუნობა რაც საქართველოს მთავრობაში ხდება ბოლო 30 წელი და ეს სპორტზეც გამოიხატება. ასევე ვაი რელიგიური ცრურწმენა და თვალთმაქცობა რომელიც ამ ფეხბურთელებს თავისი თავის, შესაძლებლობების იმედს უკარგავს და ჰგონიათ რომ პირჯვრის წერით და ცაშI ყურებით მოიგებენ თამაშს. ფედერაციაც ასევე მთავრობასავით იცვლება მოვა ერთი მთავრობა დანიშნავენ თავის ხალხს მოვა მეორე და ა.შ. ეს ტენდენცია ხელშეუხებელ რაგბსაც შეეხო და აურზაური გამოიწვია ასეთ ძმურ ოჰახში. ორივე სპორტი მაქვს ნათამაშები(ფეხბურთიდან დავიწყე და რაგბზე გადავედი შემდგომ რომ მივხვდი ფეხბურთელები არაფრისგან როგორი ამპარტავნები იყვნენ და ბევრადდ უფრო გაუნათლებლები და ნაკლები ინტელექტით, და დინამოშიც ყიფიანის გარდა ლაპარაკის უნ არი არ ჰქონდა არც ერთს)და არ ველოდი მორაგბეების ასე დანაწევრებას რაც 70-იანი და ოთხმოცია წლებიდან ესე რუდუნებით მოიტანა ჩემმა თაობამ. გარდა ამისა ფეხბურთზე სიარულის დროს როგორც კი გამოვიდოდით ვარჯიშიდა უმეტესობა ბოლდებიდა და სიგარეტს ეწეოდა. დაბოლილებისგან, სიგარეტის მწევლებისგან და ჭამა სმის მოყვარუებისგან სპორტსმენი არ გამოდის. სამწუხაროდ ბოლო ჩვენი დიდი პრობლემა ჭამა სმა. ხინკალ, ღორის მწვადებით და ხაჭაპურებით ფორმაში ვერ იქ ნება ვერავინ. ნახეთ აგერ კვარაცხელია ინტერვიუ რომ გააკეთეს ასე ნახევარი წლი წინ მაგიდასთან ხინკლებით სატრაბახოდ კვარაცხელიას ხინჯკალი უყვარსო. ყველას გვიყვარს გასაგებია მაგრამ 20 ხინკალს რომ კაცი შეჭამს იმას რასპორტი უნდა მოსთხოვო ან ფორმაში ყოფნა. ევროპაში მოწინავე სპორტსმენები დიეტას იცავენ. იქ არ არის აკრძალული მძემე თმაშის მერე ერთი ორი ჭიქა ღვინის დალევა სადილთან ან 2 ბოთლი ლუდის მაგრამ ჩასასკდომათ როგორც ჩვენი ადათ წესებია არავინ მსოფლიოში არ სვამს ლოთების გარდა. თან ეს საწყალი ბიჭის ბედი იმ სსრკ-ს გადმონაშთ ჯუღელს რანაერად უნდა ჩააბარონ. ეჭვიც მეპარება რაღაც ქურდულ სამყაროსან იყოს აქ კავშირები და ეს ერთ უჯრედიანი აგენტი რომელიც რუსეთში ამდენი წლის ცხოვრების მერე კიდევ ტვაია მაიათი ბაზრობს. ჯერ ერთი ვინც ბაზრობს ეგეთები საერთოდ სპორტს უნდა მოაშორონ და არ გააკარონ. ნაკრებზე კიდევ. მწვრთნელმა რა ჰქნას როდესაც ასეთი სიტუაციაა. ყველაფერს ვეთანხმები ლევან სალუქვაძეს რაც ბრძანა მაგრამ ეს მე რაც დავწერე ზუსტად ის უკან დამალული პრობემებია რომ ჩვანს ფეხბურთს და ფეხბურთელებს უკან ხევს. ერთ ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენს რომ ჰკითხეს შვილო რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო - მე ქურდი მინდა გავხდეო. ხო და აი ეგ არის ჩვენი მთლი პრობლება, ქურდი რომ იქნება ვინმესთვის სწრაფვა და ცხოვრების მიზანი. კანაკვაზე, კიდევ ყვალანაერზდ მომწონს ეს ადამიანი მაგრამ აასევე ძალიან მიყვარდა მანუჩარ მაჩაიძე. Aხალკაცი როგორც მოვიდა შეხედა მანუჩარს, კაპიტასნი კაცი იყო და უძლიერესი შუა ხაზში ჩამშლელად თუ საეთოდ შუა ხაზი გამაკონტროლებლად მაგრამ, მისი გაკეთებული წინ პასი არც მე მახსოვს და არა მგონია ვინმე სხას და ეს როცა ხანში შედიოდა. Kარებში საჯარიმოებს შორიდან სულ ტყვიასავით აჭედებდა ამავე დროს. ახალკაცმა გამოიყენა ის სანამ შემცვლელი მოძებნა და იმავე წამს მოიშორა როგორც შეატყო დარასელია მზად იყო შუა ხაზის ტვირთის აღებისთვის. კანკავაც ასევეა მისი წინ პასი მე არ მახსოვს უკვე 5-6 წელია და თამაშს ძალიან ანელებს. როგორ ჩამშლელადაც მუშაობს დაცვის დასახმარებლად ისევე ჩამშლელია ჩვენი შეტევის დროს. ქეცბაია ახსენა - ეხლა ხვდება ბევრი რატომ ყრიდა ცოფებს დადედის გინებიმდე მიდიოდა ეს "კაი კაცი" არ აგახსწოვთ? შე კაი კაცო... და რა ყო მის პრობლემა? ძუსტად ის რაც კოსოვოსთან თამაშში გამოჩნდა და ასევე მაკედონიასთან - კომენტატორებმაც აღნიშნეს - დაცვა ბურთს უკან აგორავებს და წინ არავინ არ მოძრაობს რომ გაიხსნას დგანან ერთი და იმავე ადგილას და ბურთს ელოდებიანო. დღევანდელი ფეხბრთი არის სულ სივრცეების გახსნაზე და მის გამოყეებაზე აგებული მაგაზე იყო გაცოფებული ყველაზე მეტად ქეცბაია. არ უნდათ სირბილი დგანანო და მე მაგათ მაგივრად ვერ გავიქცევია და აღარც შემიძლიაო. როგორც კი მივხვდი სირბილი აღარ შემეძლო იმ წამსვე დავანებე თავიო. კოსოვომაც, მაკედონიამაც და სასომხეთმაც მოგვიგეს ფიზიკური მომზადებით და სივრცეების შექმნით. ხაჩაპურიდ ა ხინკჯალი მაგიტომ ვახსენე და ცაში ყურება და ბუზებბის თვლა სანამ ბურთი მიუვატ. მერე მოდის ფაფხური... რასაც მატაობა აღარ ჰქვია. რატომ აქვს კვარაცხელიას ამდნი ინტერსი იმიტომ რომ დიდ სისწრაფეზე აკეთებს ყველაფერს, რას ხეცდავენ მასI ნაკლოვანბებას? ბევრჯერ ბურთის დაკარგვისას უკან აღარ ჩადის შუა ხაზს დაეხმაროს. ხან იზამს და ბევრჯერ არ. განსაკუთრებით მოდენის ცენტრთან ახლოს რომ ურთს კარგავ. კიტეიშვილი როორც გავიდა მივხვდი თამაში წაგებული იყო იმ წამსვე. ცენტრალური თავდამსხმეალი სამწუხაროდ დიდი პრობლემაა - ქვილითაია- ის ვერც თავით იგებს ბურთს რომ გააჩერო და ვერცდროულად ფეხით ამუშავებს რომ დაიჭიროს ბურთი. სასტარტო სიწრაფე აქვს სადღაც 50-წელ გადაცილებული ფეხბურთელის. მისი მარტო წინ ყოფნა არ შეიძლება. მაშინ სისტემა უნდა შეიცვალსო და 3 თავდამსხმელით ვითამაშორ ორი ფლანგებზე და ეს შუაში რომ ბურთი იაწოდო იქნებ თავზე მოხვდეს და ფოლი გავიდეს. კაჭარავას, ფეხითაც ბევრი შეუძლია და თავიდაც ვიდრფე ქვილითაიას. ეს ბუდუ კიდევ ჭ ლიგაში გოლის გამტანია, მაგრამ სანაკრებიდ 0. ამითომ აკბებდა მოძრავი ცენტრ ფორვარდით ეთამაშათ როგორიც არის მიქაუტაძე , თან ბიჭს გოლის ალრო და ყნოსვა აქვს, დარტყმის არ ეშინია. Kოსოვოსთან თუ შევხედავთ თამაშს კიდევ ერთი პრდიდი პრობლემა რომელსაც საერთოდ არ ექცევა ყურადღება... წვიმს შე კაი ადამიანო დაარტყით კარებში საჯარიმოს გარედან და ბევრჯე რ უნდა დაარტყან ასეთი ამიინდის დროს, ბურთი სველია შეიძლება მეარე გაუვარდე და თუ მოძრავი ცენტრ ფორვარდი გყავს შეიძლება მეკარეს ბურთი გაუსხლტეს და დამატებაზე გოლი გაიტანოს. საერთოდ საჯარიმოს გარედან დარტყმა რა განხორციიელაბილა არ მახსოვრ რამდენი თმამაშია. რა ხდება ფეხში ალა არ ქვთ თუ მიზანი? ეს ისევ ფიზიკური კონდიციებიდან მოდის რადგან ზემოთ ასულებს შეტევაში ფეხში ძალა აღარ რჩებათ რომ წესიერი დარტყმა განახორციელონ კარის მიმართულებით მერე კიდევ თუ სცადა ვინმემ არ არსებობს რომ დამცველას არ გაარტყან. ბურთის მიღების და დამუშავების კულტურა, დროული პასის კულტურა მოკვდა საერთოდ და არც არიან პასისი მიმცემები. აბურჯანიას 10 პასის მცდელობიდან 9 მოწინაარმდეგეს მიაბარა და ერთზი პასიც გვერდზე გამოუვიდა...ბევრი რამ არის შესაცვლელი და ასე იქნება მუდმივად სანამ ერი არ მიხვდება რომ გაერთიანებაა საჭირო და არა ერთმანეთის შური, ღთალატი გაყიდვა, რისეთზე დამოკიდებულება და ამერიკის იმედად ცხოვრება როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა მთელი ქვეყანა იგნორირებულის, მაგიტომ არის რომ თურქეთს, სასომხეთს და აზერბაიჯანს ჩვენს მიწებზე აქვთ თვალი და ალესილი კბილებIთ გველოდებიან რომ დაგვგლიჯონ. იგივე ჩვენბი გამყდველი მთავრობის ბრალი და ქართული ამპარტავნბობის ბრალია რომ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც რუსეთს ჩააბარეს... მათი ბრალია რომ ყველას ქვეყბიდან გაქცევაზე აქვს თვალი და მოყთმენლად ელიან შანსს რომ თურქეთში მაინცე გაიქცენ ჩაის საკრეფად სულეიმანასთან როცა სახლში თავისი ჩაი მოუკრეფელი აქვთ... აი მაქედან უნდა დიწყოს ყველაფერ და მერე ფეხბურთიც იქნება , რაგბიც, და ძიუდოც(მეორე ადგილოსნების სინდრომი და ბოლო წამებზე წაგებიული გაიხსენეთ რამდენია საეფრთოდ ჭიდაობაში). ცუდად რატომ გესმით აი ეგ მაკვირვებს. საკუთარი შეცდომები თუ არ ვაღიარეთ, სწორი დასკვები გამოვიტანეთ და აქედან ვისწავლეთ, წინსვლა როგორ გინდათ როგორც ერს? დღევანდელი საქართველიო დაღუპვის წინაშეა რაც გაცარიელებული სოფებიდან და რაიონ ებიდა იწყება, თავის და ლუკმა პურის საშოვნელად უცხოეთში გაქცეული 2.5 მილიონი ქართველი რომელთა უმეტესობას ამ მარაზმში დაბრიუნება სადაც გაუნათლებელი ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრად დანიშნეს და მერე თბილისის მერობა დააბრალეს ,და თუ საქართველოი არ იქნება არც ფეხბურთი იქნება. როგორი უსუსური ქვეყანაც ვართ ასევე უსუსრ ფეხბურთს ვთამაშობთ. მაგინეთ ახლა და ნუ გამოქვეყნებთ კიდევ მაგრამ გაიხსენეთ - მოყვარეს პირში უძახეო და მტერს პირს უკანაო...
შოთა
კრიტიკა ადვილია, საქმის კეთება რთული
გელა67
შენც კარგად გცალია გეტყობა............
კკ
სასწრაფოდ შეიცვალოს მთავარი მწვრთნელი და დააახვიოს აქედან და შეცვალეთ ნახევარი გუნდი თორემ საქართველოს ნაკრებს არ ეშველება არაფელი, სანამდე უნდა იყოს ასეთი სამარცხვინო ნაკრები, თქვენ რა გგონიან ხვალ ესპანეთს მოუგებს საქართველოო და,ან ფრეს ითამაშებს? დაააააააახევენ ბურთს თავზე საქართველოს, ესენი უნდა გაუშვათ ტყეში შეშაზე, რა ტრამვა აქვს ასეთი კვარას მოუშუშებელი.
სოსო
კომპიუტერში,მაი ვიდეოზე მეც მიბლოკავს ხოლმე,მაგრამ ცალკე პირველ არხს ვაყენებ ძებნაზე და იქ ვუყურებ.ვფიქრობ,უცხოეთშიც იქნება
sergo
სომხეთის ნაკრები დღეს ბადიდან ცხრა ჰანდიკაპი დავიცავთ, სულ ყველა რომ გყავდეთ
giorgi 3
ქართულ ფეხბურთს დიდი ხანია დარხეული აქვს
გელა
ნაწილობრივ ვეთახმები მაგრამ, მართლა მაინტერესებს როგორ ახერხებს კაპრაროსი რომ ერთი მხითარიანით სომხეთის ნაკრები ჯერ ერთა ლიგის ბ დივიზიონში გადაიყვანა და საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ადგილზეა ჯგუფში 10 ქულით? სომხეთის ნაკრები არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ნაკრებზე მაღალი დონის პირიქით ყოველთვის ჩვენზე სუსტები იყვნენ რეალურად ახლაც მაგ გუნდში ერთადერთი ფეხბურთელია მხითარიანი რომელიც მაღალი დონის ტოპ კლუბში თამაშობს დანარჩენი არავინ ჰყავს სომხეთს გამორჩეულ ლიგაში ფეხბურთელი თუ ადამიანს არ ჩავთლით რომელიც ჰოფენჰაიმის სკამზე ზის და საერთოდ არ არის ძირითადის წევრი სოხეთს თუ აქვს შედეგი როგორც სანაკრებო ისევე საკლუბო დონეზე ჩვენ რატომ არ გვაქვს? რას აკეთებენ ისინი ჩვენზე უკეთესად? ჩვენ პირველ რიგში წაგებული ნაკრების მენტალიტეტი უნდა მოვიშოროთ და ვისწავლოთ იმ პატარა ქვეყნებისგან რომელბმაც მიაჰწიეს წარმატებას მცირე ფინანსებით და დიდი მუშაობის ხარჯზე სანამ სერიოზულად არ დაიწყება მუშაობა იქამდე ჩვენ სულ ასე ვიწვალებთ.
ბაჩი
მისი პოსტი მისივე ხმის ტემბრით წავიკითხე
სტალინი
საბოლოოდ დაერხა ქართულ ფეხბურთს. ფედერაცია ნული, ფეხბურთელები ნული, ღირსება მინუს უსასრულობა. მთავარია ყველა ფულს აკეთებს ხალხი კი გადაირია ნერვიულობით. მალე გაიქცევა სანიოლიც................
ჰაჰა
რაო, რაო? ასე ვფიქრობდიო? ჯერ ამას მოვუგებთ მერე ბერძნებს და შვედებსო? ახლა უნდა ახლიდან, შემდეგი ციკლისთვის დავიწყოთ მზადებაო? რა კარგად ცოდნია ქართული ფეხბურთი. ამას ოპტიმიზმი არ ქვია, ამას ალბათ ფანატიზმიც არ ქვია. სამი თამაშიდან ერთი ქულა გაქვს და ყატარზე ფიქრობდა. შენ ძმაო უბედნიერესი კაცი ყოფილხარ. მშურს შენი. მე საცოდავი მეოთხე ადგილზე ვოცნებობდი. ისე მეწყინა ორი დღეა სიტყვა არ დამიწერია, ხმა არ ამომიღია. და ყატარზე რომ მეფიქრა უეჭველი ინფარქტი გამაგორებდა. კიდე კარგი გადარჩი, ჩემი თხოვნა იქნება ჯანმრთელობას და ოჯახს მიხედო, ამ ნაკრებისგან "სალამურიც" არ გამოვა.
tngh
გეთანხმები ლევან!!! ფეხბურთს ფეხბურთელები იგებენ!!! მწვრთნელმა ხელი უნდა შეუწყოს სწორი ტაქტიკით. მხოლოდ ტაქტიკა, ფეხბურთელების გარეშე, იცი რაც არის...
ჟორა
უნიკალური ერი ვართ.მთავარია ფეხბურთის ყურება გიყვარდეს და უკვე შესაძლებელია სპორტული ჟურნალისტობა ან ანალიტიკოსის დაიბრალო. ერთადერთი რაც ამ სტატიიდან შევიტყვე იყო ის რომ თურმე მამარდაშვილი უნდა დადგეს ლორიას მაგივრად ( ნამდვილად დროა) და მეორეც,რომ თურმე კანკავა მისი აღმოჩენა ყოფილა. კანკავას ფეხბურთი ( თუ ასე შეიძლება ეწოდოს რასაც ის მოედანზე აკეთებს) არის მოყვარულთა დონეზე,ისიც ვინც თვეში ერთხელ შაბათობით თამაშობს პურ-მარილის "სტავკაზე". რაღა ექსპერტი ხარ,კანკავას რომ ფეხბურთელს დაარქმევ.
ფეხბურთი
ბატონო ლევან, ალილულიასავით ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი და ალბათ არასწორი იქნება ჩემგან , რომ არ დაგეთანხმოთ. მახსოვს თემურ ქეცბაიას რას უშვრებოდით სტუდიაში ჟურნალისტები, როცა ის ნაკრების მწვრთნელი იყო. ადამიანს ლამის თვალებს სთხრიდით და მინდა გითხრათ აფსოლიტურად სწორად იქცეოდით , მაგრამ ერთი რამ დაგავიწყდათ, ასეთი მიდგომა ყველა მწვრთნელთან უნდა გქონოდათ და არა მხოლოდ ქეცბაიასთან მიმართებაში. იქნებ ასეთ დამოკიდებულებას , დღეს უკეთესი შედეგი გამოეღო ჩვენი ნაკრებისთვის და როცა მწვრთნელს და ფეხბურთელს ეცოდინებოდა რომ მათ გამადიდებლით აკვირდებიან, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ეროვნული ნაკრების თითოეულ მატჩს.
vaxo
"თამაშობენ"??? ვინ? თქვენ თუ ამას თამაშს ეძახით

ეს უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტიც და ნაკრების მწვრთნელიც. კაცი იფიქრებს, ამის მეტი არავის ესმის ფეხბურთი. დალოცვილო, ფეხბურთში ჩახედული ხარ ამდენი ხანია და რა მოლოდინი უნდა გქონდეს, როცა ფეხბურთის თამაში არ ვიცით? ჩაბრაძეს მუქირი რომ აჯობებდა, მაგას რად უნდა დიდი მსჯელობა? გუნდი ფიზიკურად უსუსტესია და 1 კაცზეა დამოკიდებული, როგორ შეიძლება ენა მოგიბრუნდეს, როცა ალალად გვაჯობეს ყველაფერში? მამარდაშვილიო, რომ იძახი, 2 თამაში იდგა და გგონია იმ ბურთებს აიღებდა, რაც ლორიამ აიღო??? ზედმეტი მოლოდინია ზუსტად გულს რომ უკლავს ყველას. ჯობია სიტუაციას რეალურად შევხედოთ და ფუჭი მოლოდინებისგან შორს ვიყოთ. რა დონეზეც ვართ, ის შედეგი გვაქვს ზუსტად
სანდრო
დიდი არაფერი დაგიკარგავს, ნერვებს მაიბც არ აიშლიდი.
გიორგი
ყველა სპორტული გადაცემა www.livetv.ru
პროფესტო
ქვილთაიაზე არაფერი არ უთქვამს..
Emigranti
(შეიძლება რა შუაშია), მაგრამ ჩემი აზრით მაინც არის შუაში, ამ პირველა არხს ერთი როგორ ვერ უნდა მუაროთ? ნაკრების თამაშისთვის ვერ მიყურებია ნორმალურად, რატომ ახშობს სიგნალს. საზღვარგარეთ ისევ ქართველები ვუყურებთ ჩვენი ნაკრების თამაშს სხვას ვის აინტერესებს. PS. ვინმემ თუ იცით საზღვარგარეთ რომელ არხზე შევძლებთ ნაკრების თამაშის ყურებას, თუნდაც უცხოურ საიტზე.
ნოდარი
რა კომენტატორებიცა და სპოტული ჟურნალისტებიც ხართ, იმ ფეხბურთსაც ვთამაშობთ, შენ თუ ვერ წერ სხვას მოუყევი და ის დაწერს.
ბალეშიკა
მოკლედ სულ ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობენ ნაკრებში ამ ქვილითაია ოქრუაშვილს და ყაზაიშვილის კარის ხაზთან რომ დაუდო ბურთი ვერცერთი ვერ გაიტანს ასეთია აბურჯანია.კვარაცხელიად გარდა ყველა უმოტი ქციოდ თამაშობს რადგან რა შედეგიც უნდა დადონ გარანტირებული იციან რომ გამოიძახებენ თითქოს და ნაკრებში ადგილი მემკვიდრეობით დაუტოვეს ამათ ამ კოტეტიშვილის რომ აქებთ ნაკრებში არაფერი გაუკეთებია ჯერ შესახები ჯვარს გარდა არცერთს არ აქვს დადებული შედეგი ჩაკვეტაძე კიდე შეშინებული თამაშობს ცალი ფეხით მაგას დრო სჭირდება მაგრამ იმედია დრო რომ მოვა ეგეც გაიღვიძებს და თამაშს დაიწყებს
თენგო
ატრ...ებს.
ესაისა
ფეხბურთელებზე ან კარგი უნდა ვთქვათ ან არაფერი თუ რა პრინციპით ვმოქმედებთ? ქეცბას დროს ქეცბას რომ ასხამდით, ისეთ დახმებს ვერ ვხედავ რაღაც, გარდა ამისა, უნდა გადავაბიჯოთ იმ საკითხს, რომ ჟურნალისტებისგან არ ისმის ფეხბურთელების კრიტიკა. ზუსტად ფეხბურთელია გასაკრიტიკებელი, შედეგი მათ უნდა დადონ. რას ქვია მეტი არ შეუძლიათო, მაშინ ქეცბას დროსაც არ შეეძლოთ მეტი, რატომღა ცდილობდით მის შევიწროვებას და შედეგების მოთხოვნას?
sddd
ჯერ ერთი ტაქტიკურად და თამაშის მართვის კუთხით უკან-უკან რატომ მიდიან, მერე მეორეც მეშვიდე ბურთი კი არ უნდა აიღო პირველი უნდა აიღო.თორე თქვენ კი ჩააფრინდებით ეხლა მამარდაშვილსაც გამოუჩნდება "დაუფასებელი" კურატორი.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!