ედსონ ბარბოსას დამარცხების შემდეგ გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში უფრო დიდ წინსვლას ელოდა, შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი მე-10 ადგილიდან მე-8 ადგილზე დააწინაურეს.

როგორც ჩანს, გიგასთვის რეიტინგში წინსვლა დამაკმაყოფილებელი სულაც არაა. ის ორთაბრძოლაში როგორც მე-10 ნომერი ისე წარსდგა და მე-3 რაუნდში ლეგენდარული ედსონ ბარბოსა (9) სასტიკი ნოკაუტით დაამარცხა.

"მე ამით კმაყოფილი არ ვარ. მე-10 ნომერი ვიყავი, რეიტინგის მე-9 ნომერი დავამარცხე, თუმცა ის უბრალოდ მე-9 ნომერი არ იყო, არც მსაჯთა გადაწყვეტილებით, არც ახლო ბრძოლით, მე მეტოქეებს "განავლისგან ვცლი", გასულ კვირასაც ეს მოხდა, როდესაც ედსონ ბარბოსასნაირ მებრძოლს ამარცხებ და შენ მე-10 ნომერი ხარ, მე-8 ნომრად არ უნდა გადაგწიონ, ვფიქრობ, 5 საუკეთესო მებრძოლში უნდა შევდიოდე.

საერთოდაც მეგონა, რომ ჩემს გვარს 3 საუკეთესოთა შორის დავინახავდი, რადგან ხსენებულ სამეულში ერთი ადამიანი ირიცხება (იაირ როდრიგესი), რომელსაც ჩემი UFC-ში მოსვლის შემდეგ არ უჩხუბია, მე კი ამ დროის განმავლობაში 7 შეხვედრა ჩავატარე - დიახ, 7 შეხვედრა 2-ზე ნაკლებ წელიწადში. ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. მათ მე-8 ადგილზე გადამწიეს, რაც დამეთანხმებით სამწუხაროა" - განუცხადა გიგამ mmajunkie-ს ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ჭიკაძე UFC-ში 2019 წლის სექტემბერში წარსდგა, ამ მოკლე პერიოდში კი ქართველმა არაერთი შესანიშნავი დარტყმა შემოგვთავაზა. ჩვენდა სასიხარულოდ, გიგა წინ და წინ მიიწევს! უკანასკნელი გაჩერება კი საჩემპიონო ქამარი გახლავთ.

Angry man
ან ამ სპორტს არ უყურებ და ქართველის სახელს როცა გაიგონებ (რომელსაც გაზვიადებულად აქებენ როგორც ყოველთვის)წერ სისულელეებს ან უბრალოდ სულელი ხარ ასეთ რამეს როცა იტყვი კონორზე
sar
ამას მალე დააგდებენ
ფ
არ გავკარი მაკგრეგორის, მაგაზე ნაკლები შოუმენი ვინაა!
დევკალიონი
ამერიკული სლენგი ასე გამოიყურება, ასეთი გამოთქმები ჩვეულებრივი ამბავია მანდ.
გოგა
რა მნიშვნელობა აქვს ამ მომენტში რომელ ადგილზე იქნები, შენ მასე გაგრძელე და ყველაფერი მოვა, ადგილი სახელი და ფულიც

თავში ავარდნის ნიშნებს ვამჩნევ.
ლევანი
ნაღდ მებრძოლ ვაჟკაცს, ესეთი გამოთქმები, არ ეკადრება! საერთოდ დაუწერელი კანონია სპორტში: პატივი უნდა სცე მეტოქეს და არ დაამცირო!
გიორგი
გავიგე რომ შოუა მაგრამ გავკარი ასეთ შოუს, ქართველი კაცი ამბობს, ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმეო.
გიორგი
ეგეთი თემააა ეგ ორგანიზაცია, მარტო სპორტი არაა, შოუა. არც მე მომწონს ბაზარი არააა.
888
გენაცვალე გიგუშა!
ჟორიკა
ამპარტავანი ღარიბაშვილი არის ( თანაც უვიცი და ბიუჯეტყვლეფია). აქ კი შოუა და მოსულა ესეთი გამოთქმები.
გეგი
რა ვქნა,მეც ვერ მოვიწონებ ასეთ საუიბრებს.თუ მართლა რამის თავი გაქვს რინგზე უნდა დაამტკიცო დ აარა ასე სიტყვებით იშპაგაო.არ მოგიტანს ეგ კარგს.
ჟორა გაბრიჭიძე
გიგა, ფრთხილად იყავი, მეტოქის პატივისმცემა მასზედ გამარჯვების 50%-ია. უპატივცემლობა კი პირიქით. ქართველ ვაჟკაცს ყოყლოჩინობ არ ეკადრება.
გიო
ამპარტავანი არაა ეს შოუა რომლისთვისაც დიდ ფულს იხდიან როგორც მაკგრეგორს. მას როგორც, შოუმენს წაგების დროსაც, მოგებულ მოწინააღმდეგეზე ბევრად მეტს უხდიან შოუსათვის ..
niko
ყველამ იცის რომ დეინა უაითი როვორც უნდა ისე მანიპულირებს მებრძოლების ბედს ვინც ჩახედულია ამ სპორტში. ცუდი დიქტატორივით იქცევა ბოლო დროს, ბევრი მებრძოლი გაურბის რადგან მიზერულად უხდიან მებრძოლებსა და ბევრმა ბოლო დროს გამოთქვა უკმაყოფილობა, ამავე დროს ის ჩემპიონებს ძველებურად არ სემს პატივს და ზოგ წონით კატეგორიაში გამოიგონა შუალედური ჩემპიონის ქამარი როდესაც ჩემპიონი ჰყავს იმ კატეგორიაში, რამაც ჩემპიონები განარისხა და აურზაური გამოიწვია და ზოგის ნდობა დაკარგა მაგალითად - ფრანსის ნგანუ. მას და დონ კინგს შორის დიდი განსხვავება არ არის. თვითონ მდიდრდება სხვების ცემა ტყეპის ხარჯზე და ისე აქვს თავშI ავარდნილი რომ მოჩხუბრებს როგორც მონა გლადიატორებს უყურებს და ექცევა.
მართალი
მე მეტოქეებს "განავლისგან ვცლი"-ო ამბობ, სამაგიეროდ მგონი შენ ივსები, ისე ბოღმით ლაპარაკობ. არ მგონია ეს მოსაწონი იყოს.
ლუკა
რა ამპარტავანი ტიპი ყოფილა რა საჭიროა ესე საუბარი
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
ჭიკაძის მარცხი - მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს