ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სად გაქრა სანიოლის მცდელობები?! - არ გვინდა დავიჯეროთ, რომ შევცდით

სად გაქრა სანიოლის მცდელობები?! - არ გვინდა დავიჯეროთ, რომ შევცდით

ხანდახან ფიქრობ, რომ მარცხი და გულისტკივილი უფრო დიდი გამარჯვებისა და სიხარულისთვის უნდა გამოიყენო. ჩრდ. მაკედონიასთან წაგებული ფინალის ემოციების განელების შემდეგ, როცა ვილი სანიოლის გუნდის პირველი შეხვედრები ვნახეთ, იმედი გაჩნდა, რომ უფრო დიდ წარმატებას, თანაც, უკეთესი თამაშის სტილითა და ხარისხით შევძლებდით. ადამიანი, ფეხბურთი და ოპტიმიზმი რამ გაყო?!

რაც სექტემბრის შეხვედრებში ვნახეთ, სამწუხაროდ, პირველი შთაბეჭდილების მსხვრევაა...

ჩვენ არც ისე შორეულ წარსულში გუნდი გვყავდა, რომელიც მოედანზე არწასაგებად გადიოდა და მიზანს მაქსიმალური წარმატებითაც აღწევდა. ამ ამოცანის შესრულებას თავისი მომზადება და უნარები, მათ შორის, მთავარი მწვრთნელისაც, სჭირდება. ისე არ უნდა მოხდეს, არც დარჩე და ვერც წახვიდე...

ერთი წუთით ყურადღება არ გავამახვილოთ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე - რამდენიმე თვის წინ ესპანეთის ნაკრებს ღირსეულად ვეთამაშეთ, ჩვენი კოზირები მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ცოტა დაუმსახურებლადაც წავაგეთ... ახლა კი იმავე მეტოქესთან მარცხს მსაჯის სასტარტო სასტვენამდე შევეგუეთ...

ამდენი შემოქმედებითი ფეხბურთელის დანაკლისს ჩვენზე დიდი რესურსების მქონე ნაკრებებიც ვერ გაუძლებს, მაგრამ რაღაც თეორიულად მაინც უნდა გვეცადა და მხოლოდ თავის დაცვის იმედი არ გვქონოდა...

სანიოლის არგუმენტებს, ფეხბურთელების უთამაშებლობის პრობლემასთან დაკავშირებით, თავისი გამართლება აქვს, მაგრამ თუკი გეგმა მაინდამაინც ის იყო, პირველ ტაიმში როგორმე გავუძლოთ და შემტევები შემდეგ შემოვიყვანოთო, ძალიან უცნაურია...

ფაქტი კი ისაა, რომ მეორე ტაიმში შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ ბურთი კარგად მიიღო, შეტევა გაუგრძელა, კარში სახიფათოდ დაარტყა. იქნებ მას სასტარტოში რომ დაეწყო, ცოტა მეტი გაგვეკეთებინა და მხოლოდ მეტოქის თამაშის ცქერით არ ვყოფილიყავით დაკავებულნი...

როცა ჩვენი ნახევარდაცვა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენამ მას გარკვეული სახე შესძინა. გასაგებია, მეორე ტაიმში ესპანელები მოდუნდნენ კიდეც, თუმცა გიორგი რომ ამ ყველაფერს თავიდანვე ეცდებოდა, ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

გვესმის, საკადრო რესურსი შეზღუდულია, სამწუხაროდ, ეროვნული ლიგა იმ დონის არაა, მისმა ამდენმა წევრმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად თანაბრად ითამაშოს. ზოგიერთი ფეხბურთელისთვის კი საკლუბო პრაქტიკის ნაკლებობას სერიოზული დაღი დაუსვამს. ჩვენ ირგვლივ ეს დილემა სულ იქნება - ვინ მეტად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს? თანაც, ქართველი მოთამაშეების არასტაბილურობაც გასაოცარია - ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე იმხელა რეგრესი აქვთ, იშვიათად კი პირიქით - პროგრესირებენ კიდეც.

ძალიან რთულია მთავარ მწვრთნელს ყველაფერი თავზე გადაატეხო, როცა არ გყავს ფლანგელი, რომელიც დაცვაშიც საიმედო იქნება და შეუტევს კიდეც; მინიმუმ, ერთ-ერთს მაინც ბოლომდე წარმატებით გააკეთებს. როცა ნახევარდაცვა (გასაგებია, ესპანეთის ნაკრებთან) ვერც ბურთის ჩაჭრას, თუნდაც ჯარიმის ხარჯზე მოწინააღმდეგის შეჩერებას ვერ ახერხებს; ის, რომ 2 პასის გადაბმაც გვიჭირდა და ბურთის ქაოსის გარეშე ამოტანა პრობლემური იყო, ეს მარტივად აღიქმებოდა...

რა თქმა უნდა, კოსოვოს წინააღმდეგ ის ძალიან ცუდი მატჩი რომ არა, ამდენი ნეგატივი იქნებ ესპანეთთან მარცხსაც არ მოჰყოლოდა, მაგრამ გულდასაწყვეტი სწორედ ისაა, რასაც დასაწყისში შევეხეთ - სად გაქრა სანიოლის მცდელობები, თანამედროვე ფეხბურთი გვეთამაშა და ყველა მეტოქესთან ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა?! არ გვინდა დავიჯეროთ, რომ პირველმა შთაბეჭდილებამ შეცდომაში შეგვიყვანა...

გამოსაცდელი გამოცდილია, ჩასავარდნი თამაში ჩაგდებულია, ამის იქით აღარაფერია... როდემდე უნდა ვთქვათ, რომ მწარე გაკვეთილებზე ვსწავლობთ. სწავლასაც თავისი ფორმები და ვადები აქვს...

და მაინც - ერთა ლიგის ფინალის სიმწარის შემდეგ ოპტიმიზმი ისევ დაბრუნდა. გულშემატკივრებს სიხარული დაეუფლათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ კონკრეტულ მოთამაშეს უკავშირდებოდა, ვიდრე გუნდურ წარმატებასა და პროგრესს...

• თამაზი

"ჩვენ არც ისე შორეულ წარსულში გუნდი გვყავდა, რომელიც მოედანზე არწასაგებად გადიოდა და მიზანს მაქსიმალური წარმატებითაც აღწევდა".ღვთისავარ რომელ გუნდზე ლაპარაკობთ ბარსაზე თუ რეალზე?

• ამი

სანიოლს ვაისი ჯობდა. ცხადაძე ორივეზე უკეთესი იქნება.

• ტვინის გარეშე

ვის აბოლებ რეებს იგონებთ საერთოდ??? წიტაიშვილი და მამარდაშვილი რომ სკამზე გიზის კიდე ხმა გაქ ამოსაღები მაგ "ნოტებზე"??? კიდე 5 დებიუტანტს რომ ათამაშებ ყველა დაუნს და დეფექტიანს ერთად რომ აყენებ ქოჩორაშვილს და კვეკვესკირს რომ არ იძახებ და მიქაუტაძე ჩაკვეტაძე კაკაბაძე მეორე ტაიმში რომ შემოგყავს საერთოდ რა დონის მაზოხიზმი იყო ეს მაინც ვერ დაკმაყოფილდით ???

• xose

მალადეც! "სწორედ რომ მაკვირვებს თქვენი დაკვირვებულობა")))

• tngh

ფეხბურთელების გარეშე... ყველა მწვრთნელი უძლურია.

• გაგა

Before/after ფოტო საინტეროა სანიოლის :) თუ ხედავთ როგორ დაედო ღიპი მეგობრებო :)

• niko

რაც შეეხება ფედერაციას, ერთი ვიცი კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებში თამაშის პერიოდში გამოირჩეოდნენ მონდომებით, სულსა და გულს დებდნენ თამაშში. გამორჩეულები იყვნენ ყოველთვის. და დღეს როცა ფედერაციას ხელმძღვანელობენ, დარწმუნებული ვარ იგივე შემართებით ცდილობენ ნაკრების წინსვლას.

• ამი

გეთანხმები, და კიდევ: რატომ ხდება, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფი საკვანძო ფეხბურთელები გადამწყვეტი თამაშის წინა ვარჯიშებზე ტრავმებს იღებენ, ან კოვიდს იკიდებენ?! ცალკეულ შემთხვევებში ეს შეიძლება მართლაც მოხდეს, მაგრამ ამდენი?! და ასეთი ფეხბურთელების? ალბათ სამწვრთნელო შტაბში ამ მიმართულებითაც სერიოზულად უნდა დაკავდნენ თეორიული, პრაქტიკული, თუ ფსიქოლოგიური მოქმედებებით.

• niko

სანიოლმა რა ქნას ამ ფეხბურთელებით? სად თამაშობენ და როგო ხომ ვხედავთ. ბურთის გაჩერება და პასის გაკეთება სანიოლმა ასწავლოს უნდა? უბრალოდ გამოცადა ყველა ვისაც პრეტენზია ქონდანაკრების წევრობაზე.სანიოლი დააყენებს კარგ ნაკრებს მე მოპტიმისტურად ვარ განწყობილი

• მერაბი

ფაქტია, თავიდან გუნდი ათამაშდა, ეხლა რას ჰგვანან, მოვალეობის მოხდის გამო ითამაშეს, შვებით ამოისუნთქეს მსაჯმა რომ ჩასტვინა.

• გრიგოლი1408

ცხადაძე ნაკრებში

• ფაიზაღი

ეჰჰ ჩემო ძმაო როგორ მესმის შენი, მაგრა, ყველაზე ცუდი კი ისაა რა ვეღარ ვითვლი იმდენჯერ შემეწერა ...

• ტორპედოელი

სანიოლს აცლის ვინმე რამეს? კობიაშვილს როგორ პატივს ვცემდი და საერთოდ დამეკარგა წარმოდგენა მაგ ადამიანზე...ასე უპასუხისმგებლობა როგორ შეძლებს... ვაახ ჩემი გასკდა გული...

• სვანსკი

ეს სანიოლი ვაისისგან რამეთი განსხვავდება?ფედერაციაში არსებული მჭამელ-მხვრელები უნდა გამოყარო, შარვალჩახდილი ფულის მონები

• El Chabro

არა, უბედურება ისაა რომ ეგენი კი არ უშლიან პირიქით ეხმარებიან ისე აზრზე არაა გაგებაში ტიპი

• Logika+ Aritmetika

კარგით რა, ლორიამ გაუშვა 4 ბურთი და მამარდაშვილი უნდა გაეშვა 6 ბურთი? ერთით ნაკლებს მაინც შეძლებდა და 3:0 იქნებოდა კაცურად ანგარიში

• ნუკრი

რა გინდოდათ კარიერის დასაწყისში 6 ბურთით "დაგეგრუზათ" მამარდაშვილი? ხო გატყდებოდა ფსიქოლოგიურად.გაუფრთხილდა და ყველაფერი სწორად გააკეთა.დაინახა იმ კაცმა და ჩვენც დაგვანახა,რომ ყაზაიშვილი და ქვილითაია არ არიან ნაკრების დონის და ისიც ვის შეიძლება დაეყრდნოს მომავალში.წარმატებები სანიოლს და ნაკრებს

• ი.კკ

ისეთ ხალხს რო დააყენებ ესპანეთთან,რომლებიც ესპანეთში ნამყოფიც არ არის რას ელოდებით სხვას ვინმემ გამცეს პასუხი..

• alex

კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი რომელი გვყავს იქნებ დაასახელო.

• კორონიკო!

აქ საქმე და პრობლემა არ არის სანიოლში, უბედურება და პრობლემები არის ფედერაციაში!!!! ამდენი მარცხის შემდეგ შეგნებული ადამიანი გადადგებოდა მაგრამ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი!! შემაზიზღეს ფეხბურთი, ჩემდა თავად ქართული ფეხბურთის ყურების დედაც!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• kaxa

ჯილკა საერთოდ არა აქვთ, ფიზმომზადებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, სიას ფედერაციის ხროვა უწერს სანიოლს, ესე ვერავინ ვერასდროს ვერ მოიგებს. პატრონია საჭირო , პატრონიიიიიიიი

• ასეა ეს

წყალი არ გაუვა, რომ ფედერაციის საქმეები გამოსაძიებელია და თავად ფედერაცია სასწრაფოდ დასაშლელი. ამდენი ფული იმაში დაიხარჯა, რომ 15-დან ერთი ქულა გვქონდეს, რომ არ დახარჯულიყო უამრავი მილიონი იქნებ ხუთი ქულაც კი გვქონოდა. ფედერაციაა პირველ რიგში დამნაშავე, მაგრამ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო, ვინაა პატრონი უპატრონო ქვეყანაში

• ვარლამი

ყველაფერზე პასუხისმგებელი ფედერაციაა,გამოვიდეს კობიაშვილი გვითხრას ვინ აყენებს შემადგენლობას, საიდან გაჩნდა ნაკრებში ბათუმის ფეხბურთელები ან დვალიშვილს რა უნდა იქ? მაგრამ სად ცალია დიდ პოლიტიკაშია

• niko

სანიოლს ის ქართველი ასისტენტები უშლიან ხელს ვინც ეუბნებიან ვინ უნდა დააყენოს გუნდში. პირველი ტაიმის გუნდს ჭკუათმყოფელი მოედანზე არ გამოიყვანდა. ვინ სად თამაშობდა თვითონ არ იცოდნენ ფეხბურთელებმა ლორიას, კანკავას და კაშიას გარდა. თან მგონი მცდელობა ჰქონდა ბათუმის მოთამაშეების მოედანზე გამოყვანას გასაყიდად, თუ კარგად ითამაშებდნენ, რადგან ბათუმმა ყურადღება მიიქცია და იფიქრეს იქნებ ერთი ორი კაპიკი ამთ უცბად მეორეხარისხოვან ლიგებში გაყიდვით ვიშოვოთო. დამიჯერეთ ეს ყველაფერი ფედერაციიდან მოდის. მათი მიზანი ისევ სასწრაფოდ მოუმზადებელი ფეხბურთელების გაყიდვა და ორი კაპიკის გაგკეთებაა. სირცხვილი არც ჰქონდათ და არც არასდროს ექნებათ. შანიოლმა რა ჰქნას, იფიქრა ალბათ ეს ჩემი შანსია ქვეყნის ნაკრებსი სამუშაოდ რომ მერე ევროპაში უფრო კარგოი სამუშაო აეღო მაგრამ არ იცოდა რა ჭაობში მოდიდოდა. მთელი სისტემაა შესაცვლელი და ფედერაციაც.

• გელა

სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების პრობლემებს ბოლო არ უჩანს რაც ჩვენი ნაკრების შეკრებებზე ხდება მე არ ვიცი მეორე ნაკრები მსოფლიოში სადაც იგივე ხდება თეორიული შანსი კიდევ გვაქვს,რომ მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ. ვნახოთ იქნებ ოქტომბრის შეკრება მაინც იყოს ოპტიმალური და ისევ ასეთი პრობლემები არ იყოს, როგორც ბოლო ორ შეკრებაზე და იქნებ მოხერხდეს ოპტიმალური შემადგენლობით თამაში მე 3 ადგილის აღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში იმიტომ, რომ გულშემატკივარში გაიჩნდეს რაღაც მომავლის იმედი ახალგაზრდა იმედის მომცემმა ფეხბურთელბმა ირწმუნონ საკუთარი თავის მოგების გარეშე რომ ვართ 9 წელია მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში ეს უნდა გადატყდეს დარჩენილ თამაშებში უნდა შევძლოთ ერთი თამაშის მოგება მაინც, რომ ელემეტრარულად ისევ მოგების გარეშე არ დავასრულოთ ეს ციკლი ობიექტურად ამ ჯგუფში მე 3 ადგილი ჩვენი დონის ნაკრებისთვის რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე გყავს ძალიან კარგი შედეგია სამომავლო პერსპექტივაში, მაგრამ კოსოვოსთან დამარცხებამ მე პირადად ყველანაირი იმედი მომიკლა რომ ჩვენი მე 3 ადგილზე გასვლის, ვშიშობ ამ ციკლს დავასრულებთ ბოლო ადგილზე და ძალიან არ მინდა რომ ასე მოხდეს. ჩვენ რეალურად ვისთანაც უნდა ვიბრძოლოთ იმათ ვერ ვუგებთ პირიქით ვაგებთ და ასე არაფერი გამოვა ობიექტურად შვედეთან და ესპანეთან მოგებას არავინ თხოვს ამათ მარა კოსოვოსთან წაგება სახლში და საბერძნეთან კვარაცხელიას ინდივიდუალური ოსტატობით მოპოვებული ქულა არ არის შედეგი და არ არის პროგრესი და ჩვენი რეალური კონკურენტები ეს ნაკრებები არიან ამათ უნდა ვებრძოლოთ.

• *გიორგი

ეს უსახურად ჩატარებული თამაშები სანიოლის კისერზეა,ამდენ დებიუტანტები და შეუთამაშებელი მოთამაშეები ოფიციალურ თამაშებში არ უნდა დაეყენებინა,შთაბეჭდილება დამრჩა რო ფეხბურთელებმა ვერც გაიგეს მწვრთნელის დავალებები და დაბნეულები დადიოდნენ მოედანზე,გეგონება პირველად ხედავდნენ ერთმანეთს.

• სოსო

შენ რა იცი,რომ არ აქვს?მათი არ გჯერა, მაგრამ შენსას რიღათი ამტკიცებ?ტრავმა რომ არ ჰქონოდა,აუცილებლად გაიყიდებოდა,ხვიჩა.გაზაფხულზე,1,5 თვე ვერ ითამაშა ხვიჩამ,ახალი ჩემპიონატი დაიწყო და კვლავ ტრავმა მიიღო.სწორედ ამიტომ ვერ გარისკავდნენ მყიდველები 20 მილიონის გადახდას და გიჟები იყვნენ,შესძლებოდა და არ ეთამაშებინათ?რუბინმა ფეხბურთელები ვეღარ იყიდა ბალანსის დარღვევის გამო და შეთანხმებული კონტრაქტები ვეღარ გააფორმა.გიჟები იყვნენ?უბრალოდ,იაფად გადაგდება არ ისურვეს,როგორც დინამო მამარდაშვილზე მოიქცა,იმის მსგავსად!

• ლევანი

ჩემი აზრით კარგი ფიზმომზადების მწვრთნელი უნდა ჩამოიყვანონ უცხოეთიდან,მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება რა აზრი აქვს,ფიზიკურად უნდა იყვნენ მომზადებულები რომ შეძლონ უბურთოდ 90 წუთის განმავლობაში მოძრაობა მაღალ სისწრაფეებზე,ეგეთი მწვრთნელები უნდა იყოს ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.აი ამის შემდეგ დაგვჭირდება უკვენ კარგი მთავარი მწვრთნელი რომლის დავალებებსაც თავს გაართმევენ.ეხლა გვარდიოლაც რომ მოიყვანო შეიძლება უარესი შედეგიც აჩვენონ აზრი არაა.ეგერ ჩისკო გვყავდა დინამოში,ფარერებთან როგორ წააგეს გვახსოვს,გამოვიდნენ და ჩისკოს აგუნებდნენ.კაცი წავიდა პრემიერლიგაში გადაიყვანა გუნდი და მშვენიერ ფეხბურთსაც ათამაშებს.ასე რომ ფიზმომზადების უცხოელი სპეციალის ტების მოძიებასა და ჩამოყვანაში უნდა ჩაიდოს ის დიდი თანხები რაც ამ ახალ მთავარ მწვთნელებში იყრება.

• QT

სამწვრთნელო შტაბით ჩამოვიდა და თავისი ყავსო და რავიცი სურათზე დვალიშვლი, გვარამაძე და ხიზავნიშვილია, ორს ვერ ვცნობ, მაგრამ ალბათ ეგენიც ქართველები იქნებიან და მგონი გაუჭირდება ამ კაცს ასე ქართველებით გარემოცულს, ალბათ ერთს ამბობს და მეორეს უთარგმნინან ესენი ფეხბურთელებს.

• გიორგი გორგაძე

გასაგებია რომ ხალხი გვაკლდა, მაგრამ გაუგებარია ვინც იყო ისინი რატომ არ დააყენა თავიდანვე, მაგალითად მიქაუტაძე და წიტაიშვილი.

• ქართველი

უცხოელი მწვრთნელი მაშინ უნდა მოიწვიო როცა ფეხბურთელები გყავს ტოპ ლიგებში და აქ არ გყავს მათი დონის მწვრთნელი. რა აზრი აქვს სანიოლი იქნება თუ გვარდიოლა? ფეხბურთელმა თუ ვერ გაიგო რას ითხოვენ მისგან, ვერ ასრულებს მითითებებს და ვერ აკეთებს რაც ევალება იყოს ქართველი რა აზრი აქვს. ამ ფეხბურთელებზე მაღალი დონის მწვრთნელები კი გვყავს ჩემი აზრით.

• Emigranti

სტატიის მთავარ ფოტოზეც ნათლად ჩანს ვინაა მთავარი გუნდში და ვინც ქმნის ამინდს ის დგას შუაში!!! მომავალი მწვრთნელიც ის იქნება თუ დიდხანს დარჩა იგივე ფედერაცია პოსტზე!!!

• chiko

დვალიშვილის ყოფნა არდამევასა რაღაც ასისტენტებში უეჭველი მაგას ჩალიჩობს რომ თავის ფეხბურთელები გაიყიდნენ ტვინი მ****ა ტიპმა ნაკრებში ხომ ტყუილად იყო და აქედანაც საქმეს გვიფუჭებს

• ღვთისავარი რა უცნაური სახელია

ეს ბიჭი ძალიან კარგად და მოზომილად წერს მაგრამ ხანდახან არისტოტელობს, პროფესიით ფილოსოფია ალბათ

• 90 ianebis Karuseli

ზარზეიმით ჩამოთრეული ვილი სანიოლი

• მამუკა

აქ ბევრი ისეთი აკომენტარებს ვისაც ფეხბურთი სონის კომპიუტერში თამაში ჰგონია, არც სანიოლის ბიძაშვილი ვარ და არც კობიაშვილის დეიდაშვილი, ვაისზე იძახდით ახალ ფეხბურთელებს არა სცდისო, ეს აყენებს ახალ სახეებს და რატომ აყენებსო, ვერ ხედავთ რომ ფეხბურთელების რესურსი არ გვაქვს, ნახევარ გუნდს მუდმივად ტრამვები აქვთ ყოველი თამაშის წინ და მეორე ნახევარი კიდევ ერთ ტაიმს ძლივს თამაშობს,ხო და სამჭკუაშვილისა არ იყოს ეს კაცი ქრისტე-ღმერთი კი არ არის, სანიოლია

• G

გაგებაში არაა ბეყეა თვითონაც. ან თავიდანვე უთხრა ფედერაციამ რომ რასაც ჩვენ გეტყვით იმას გააკეთებო და დათანხმდა.

• კოსტა

ხვიჩას ფან-კლუბი რატოა ჩუმად? ეგ ხო ესპანეთის "რისხვაა", რატო არ ჩამოვიდა? ეხლა არ თქვათ "ტრამვა აქვსო", რა ქვია ამ საქციელს?

• goga

რომელ სამწვრთნელო შტაბზე ლაპარაკობთ ? სანიოლია მწვრთნელი თუ ხიზანიშვილი ? თუ იცით ვინმემ ბოსკამპი და შუშაკი რატო გაიქცნენ ?და პრობლემა როდიდანაა მოყოლებული ?

• ზვიად

ფედერაციის კიბეებთან დგას ის ლომი ცქიტიშვილი! გეშინოდეთ და შიგნით კი იაშკაა! უფრთხილდით!

• merabi-1960

სამწუხაროდ, დაჩაგრული ბევრჯერ მინახავს ჩვენი ნაკრები, მაგრამ ასეთ დონეზე არა. მახსენდება იტალიასთან საგარეო წაგება 0:2,თუ კარგად მახსოვს კუპერის დროს, ამნაირი კატასტროფა იყო თამაშში, ძოფს ბურთი მხოლოდ მისი მოთამაშეებისგან მისდიოდა. გასაგებია, რომ ეს ესპანეთია, ერთერთი საუკეთესო ნაკრები მსოფლიოში, მაგრამ ასეთი უსუსურობა? რა გათვლა იყო ეს, რომ აბსოლუტურად გამოუცდელი და წინასწარ იცი დაბალი დონის ფეხბურთელს რომ უშვებ მოედანზე. ვიღაცეები ხომ გვყავს, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, მიქაუტაძე...ათამაშე რა. მე, რიგითი გულშემატკივარი ვხვდებოდი, რომ საწყისი შემადგენლობით ჩვენები მაგრად დაიჩაგრებოდნენ, და პროფესიონალ მწვრთნელს და მის თანაშემწეს არ ესმის? და საერთოდ მერამდენედ ხდება ისე, რომ ჩვენი რამდენიმე მართლა ფეხბურთელი ოფიციალური თამაშების დროს ხდება ტრავმირებული და მოუმზადებელი და ოქტომბერშიც ასე იქნება? ნოემბერშიც? თან მაყურებლის გარეშე?

• გიორგი

ვაისი ძალიან მშიშარა მწვრთნელი იყო,ეს არაადეკვატურად რისკიანი,არ შეიძლება საშუალო რო დაიჭირონ?

• გიორგი

სანიოლმა ხაზი გაუსვა პირველ ტაიმს 'ღირსების' გარეძე ვითამაშეთო (სხვა თარგმანში 'ამბიცია' იყო). ეს პრობლემაა. 'ლიდერი' კი არა, ამისთვის უკეთესი ქართული სიტყვა გვაქვს, 'კაცი' ვერ დავინახე მოედანზე ვინც გარდატეხას შეიტანდა თამაშში იმით რომ დანარჩენებს თავის გარშემო გააერთიანებდა და დარაზმავდა საბრძოლველად პირადი მაგალითით. საწყენი იყო რომ კანკავას ვხედავდი დაბნეულს და დამფრთხალს მოედანზე; ჩაკვეტაძეს რო 'პასი' გაუკეთა ეს განსაკუთრებით გამოჩნდა, არადა ახალ კლუბში სულ მადლობებს უხდიან. კოსოვოელები გაიხესენეთ, რაც შეეძლოთ და არ შეეძლოთ გააკეთეს, და მოიგეს კიდეც. ეს დიდი ფსიქოლოგიური პრობლემაა ჩვენი ფეხბურტელების, ერთმანეტშ შეჰყურებენ და პასუხისმგებლობის პირადად აღების ეშინიათ. და სანიოლმა პირველ რიგში მაგას უნდა გაუსწოროს თვალი.

• ანრი

სამწვრთნელო შტაბიდან მოაშორეთ ხიზანიშვილის თამადობით ყველა ქართველი და ნახავთ მერე შედეგს. ეგენი არიან, სასტავში ვინ დააყენოს და ვინ არა,რომ "ურჩევენ"და ეგ აფუჭებს ყველაფერს.ყველა ყველაფერს ხვდება და რას უხდით ამ სანიოლს,რომ ასეთი თავის დამცირებად უღირს?სასტავში დაყენებით ჰგონიათ კარგად გაყიდიან მაგ ფეხბურთელებს და ფულს იშოვნიან. სულ ფეხებზე ჰკიდიათ მაგათ საქართველოც და ღირსებაც. დიდი ხანია თევზი უკვე თავიდან ყარს და სანამ ყველა შეაწუხა მაგ სუნმა,დატოვეთ თქვენი თანამდებობები,შეირგეთ ის რაც ჩაიჯიბეთ და სხვა საქმე მონახეთ,თორემ სულ დაიქცა და განოლდა ქართული ფეხბურთი.ნუთუ ვერ ხედავთ რაც ხდება? ნამუსი იქონიეთ ცოტა მაინც.

• "ობიექტური შემფასებელი"

დამლაგებელს რას ერჩი, მტვერი ნახე სადმე გადასაწმენდი ფედერაციაში,თუ შესასვლელში ფეხის ტილო არ იყო სველი?

• გოჩა

ვინმეს ჯინზე არ ათამაშებს მამარდაშვილს თუ.რა არის გადაუხადეთ მადლობა და დაასვენეთ კაშია,კანკავა მასე თუა.დაუძახეთ.ნავალოვსკის საერთოდ ჩივაძე და სულაქველიძე ვათამაშოთ და მოაცილეთ ხიზანიშვილი ნაკრებს,მრჩეველი არა შიბლაა მაგი.

• tngh

ძირითადი ფეხბურთელების და ოპტიმალური შემადგენლობის გარეშე წარმატებულ თამაშზე ფიქრიც ზედმეტია...

• ნოდო

არც ტირასპოლის შერიფს ყავს ოდნავ სტარები მარა კი გამოაფდი ერთმანეთის მიყოლენით მილიომჯერ მდიდარი კლუბები და კი იშოვის მილიონებს ლიგის 6 მატჩში წაგებული მატჩშის მერე კი არ უნდა იწუწონო ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია ასე და ისე თამაში ერთია და წარმატება მეორე მეც კი უკეთ ვითამაშებდი

• მწვრთვნელი

ეგენი ყველანი უნდა გამორეკო დაწყებული ფედერაციიდან (დამლაგებელიც კი) დამთავრებული მოთამაშიან, მწვრთნელიანად და არბენინო ენის წაგდებამდე! მერე გაიგებენ რა არის ქვეყნის და გულშემატკივრის დაფასება!

• ბაჩი

გუშინ ნახევარზე მეტი ქვეყანა სომხეთის განადგურებით იმშვიდებდა გულს,ასეთი გულშემატკივარი არ არის იმაზე მეტის ღირსი ვიდრე კოსოვოსთან და ესპანეთთან თამაშებში ვიხილეთ,უბრალოდ ნამდვილი გულშემატკივრები ვართ ცოდო

• ზურა

სხვა ყველაფერთან ძალიან არასტაბილური ნაკრები გყავს ეგ ფაქტია ერთხელ ვერ მოხერხდა რომ გვეთამაშა ოპტიმალური შემადგენლობით ისე რომ მეტ ნაკლებათ ყველა ფეხბურთელი გვყოლოდა და ყველას ყოფილიყო ნორმალურ სათამაშო კონდიციებში და ფორმაში (ის ბიჭები ვისი იმედიც გვაქვს ყველამ იცის მათი სახელები) წინა შეკრებებზე ვინც დაგვაკლდა ისინი გყავდა ამ შეკრებაზე ხოლო ამ შეკრებაზე ვინც დაგვაკლდა იმათ ითამაშეს წინა შეკრებაზე აი ასეთი არასტაბილურობა ძალიან იშვიათა თანამედროვე ნაკრებებში როგორ შეიძლება შეკრებიდან შეკრებამდე ნახევარი გუნდი გაკლდებოდეს და ვინც გყავს იმათ უმეტესობასაც არ ქონდეს სათმაშო პრაქტიკა ის 20-30 წუთი რაც ითამაშეს მიქაუტაძემ და ჩაკვეტაძემ ბევრად უკეთესი იყო ვიდრე მთელი პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი და აი წიტეიშვილის არ დაყენება ეს მე პირადად ვერ გავიგეე ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე წინა თამაშზე საუკეთესო იყო წიტეიშვილი და არც ძირითადში და არც შეცვლაზე არ ათამაშა ასევე არ ათამაშა მამარდაშვილი 35 წლის ლორია გამოცდილია მაგრამ დღეს ან ხვალ დასრულებს კარიერას და ჰყავს ამ ლორიას შემცვლელი უკვე მამარდაშვილი რომელიც 20 წლისა და ვალენსიაში თამაშობს და ათამაშე მესმის რომ ამ ეტაპზე სამწუხაროდ კაშიას და კანკავას სრულფასოვანი შემცვლელი მათ პოზიციებზე არავინა და ამიტომაც არიან ისინი ჯერ კიდევ ნაკრების ძირითადში მაგრამ ლორიას ჰყავს უკვე ალტერნატივა და 35 წლის მეკარე რომ გინგას კარში რომელიც კარიერის ბოლოშია და 20 წლის ვალენსიას მეკარეს რომ სკამზე ტოვებ ეგ გაუგებარია ჩემთვის.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..