ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ვილი სანიოლის მიერ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, სოციალურ ქსელში აღფრთოვანება იყო. წარმატების შემთხვევაში, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ერთგვარად აღიარება მოუწევდა, რომ წინა მატჩებში 11-ეულის შერჩევისას შეცდა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არ დამდგარა...

სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...

საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა" წარმატებას უნდა მიაღწიონ.

რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...

ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...

წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...

სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...

სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...

სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...

• გიორგი

ცოტა რასთან შედარებით? ესპანეთ-საფრანგეთის განადგურებას არავინ ითხოვს, მაგრამ შენნაირ ღარიბი ქვეყნების გუნდებთან შედარებით (გინდა სანაკრებო და გინდა საკლუბო დონეზე) რომ უფრო დაბალ დონეზე ხარ, თან 65 მლნ ევრო/250 მლნ. ლარის ფონზე, აი მანდ კითხვებია. თუნდაც ეს ცოტა 65 მლნ. ევრო რას მოხმარდა, აი ეს არის კითხვა. ფეხბურთის ფუნქციონერების ხელფასებს და მივლინებს? რომ არ დაგვეხარჯა ეს ცოტა 65 მლნ. ევრო/250 მლნ. ლარი, უარეს შედეგს მივიღებდით? თუ იგივენაირად გავთახსირდებოდით, მაშინ ეს ფული წყალში გადაყრილია (ეს რომ ასეა, ფაქტია)

• გოჩა

სახელმწიფო ფული.უნდა ჩაიდოს მომავალში,კიდევ,რომ იძახიან მეტი არაფერი იციან ახლა უნდა იშოვონ,რომ მერე.იცხოვრონო ვერ გავიგე მთელი.ქბეყანა წელენზე.ფეხს ვიდგამთ რამენაირად ვივხოვროთ მერე სპორტული კარიერის მერე წამოკოტრიალდენ უნდა?იმუშაონ ბიჯოს?ბოლო ბოლო ფული უნდა ჩაიდოს ბავშვებში გაიხსნას აკადემიები ბიზნესს ხელი შევუწყოთ,რომ დაინტერესდნენ ფეხბურთით.ამას უნდა.ხედვა სტრატეგიის ჩამოყალიბება,რასაც ვუყურებ ან არ უნდათ ან არ შეუძლიათ,მამარდაშვილსაც რა.დაემართა,მოკლეთ კომპლექსური მიდგომა უნდა შეიცვალოს ფედერაციის, და სანიოლს მოაცილეთ ქართველი მრჩეველები ხიზანიშვილის ჩათვლით.

• გადასარევი გიორგი

ნომერ პირველი საფრთხე : ვაისის დროს, შედგა ასე თ ისე ძიერი ბირთვი, რომელმაც მენტალურად დაიჯერა, რომ ძირითადი ბირთვია და სტაბილური შემადგენლობის წევრები არიან, ამან მოიტანა ძალიან კარგი შედეგი იმ მხრივ, რომ ქაოტურობა, მენტალური არამდგრადობა, მერყეობა ხასიათის და შეუთამაშებლობა, როგორც ღორობა და ზედმეტი, გაუმართლებელი ინდივიდუალიზმი საბედნიეროდ გაქრა ნაკრებიდან. შედგა ბირთვი, რომელიც უკვე აღარ აგებდა ასტრონომიული ციფრებით, ასე თუ ისე დალაგდა დაცვიდან შეტევაში გადასვლაც! მოედნის ცენტრში გამოიკვეთა რამოდენიმე საუკეთესო ჩამშლელი და შემქმნელი. იყო საჭირო მხოლოდ ერთი რამ ამ ვაისის ნაკრებისთვის - ისეთი ინდივიდუალისტები, რომლებიც წარმართავდნენ, გაამდიდრებდნენ თავისი იმპროვიზაციის და ჭკუის , ხედვის წყალობით თამაშს და შეცვლები აღარ დაგვიანდებოდა. ასეთებიც მოვიდნენ საბედნიეროდ :1. ჩაკვეტაძე 2. კიტეიშვილი 3. კვარაცხელია 4. აგერ მიქაუტაძე და 5 წიტაიშვილი. არიან კიდევ ლობჟანიძე და ხარაიშვილი. ეხლა საჭირო იყო მხოლოდ ვაისი შეცვლების მარაზმის გამოსწორება და მეტი არაფერი!!! დროული შეცვლები, ამ ძირითად ბირთვზე უმტკივნეულო თაობათა ცვლის როტაციის დაწყება და შეთამაშება ნელ-ნელა რამოდენიმე რთული პოზიციაზე ახალი ფეხბურთელების. ეხლა ვღებულობთ კატასტროფას, რომ ვანგრევთ ვაისი ნაკრებს და სანამ ახალი დალაგდება ამის შექმნაში ქაოსში მოხვდებიან ამ ნიჭიერი თაობის წარმომადგენლები, იგივე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. გააჩერეთ ეს უცნაური კაცი! ვიღაცამ აქ მაგრად დაწერა , ჯერ ის ჯიუტი იყო , ვერ რისკავდა , ეს გიჟივით რისკავს , რაღაც შუათანა რომ იყოს არა? ჩვენი მთავარი პრობლემაა ეხლა სიმშვიდე, დაატოვებინეთ ძირითადი ბირთვი ამ კაცს! ნუ ვაგდებთ ჯერ ოქრიაშვილს, კვეკვესკირს, შენგელიას, გვილიას. არჩევანი უნდა იყოს შემქმნელების, რადგან მოედნის ცენტრიდან კიტეიშვილი თუ არაა შეტევის დამწყები არავინ არაა. აი სადაა პრობლემა, დღე ვუყურებდი და მაოცებდა იცით რა, რა კარგი თავდასხმა იყო, სამივე მაგარი იყო, ყველაფერი გამოვიდოდა, მაგრამ დაუშვილის დაწყებული შეტევა - ნუთუ ასეთი მიუხვედრელი არიან ყველა, რომ ვერ ხედავენ ეს ოხერი მოედნის ცენტრი თ დაიკარგა და დაცვიდან შეტევამდე ვერ მივიტანეთ გამართულად ბურთი, ის სამი წინ რომ არის უკან დაიწყებს ჩამოსვლას და შეტევაში ვერაფერს ვეღარ იზამს? ამიტომ დაიკარგა შედარებით მიქაუტაძე, არადა საუკეთეშო ფორვარდია საქართველოსი! მე რაც ნაკრებში თავდამსხმელები მინახავს -მიქაუტაძე ყველაზე მაგრად მომწონს, შოთასაც კი მირჩევნია ეხლა ვინმეს გაეცინება , მაგრამ ეგრეა, ნაკრებშ მირჩევნია. შოთა როგორც წესი ზურგით იდგა მეტოქის კარისკენ და ისე ღებულობდა ბურთს და მერე უკან მოდიოდა. ეს კიდევ მოუმატებს და მოუმატებს. მოკლედ წიტაიშვილიც კარგია და ჩაკვეტაძეც იფრენს, როცა ფორმაში იქნება, მაგრამ არაფერი არ გამოვა , სანამ სანიოლი თავის ეგოს არ დააცხრობს და მართლა საღად არ დაფიქრდება ამ ყველაფერზე. ჩვენ მენტალურად გვჭირდება სტაბილური ბირთვი ნაკრებში და მთავარი პრობლემა არის ისეთი ჩამშლელ-გამთამაშებელი, რომელიც კიტეს არ ყოფნაში, კანკავას მიეხმარება და იმპროვიზაციის და საფეხბურთო ინტელექტის პატრონი იქნება. გასაჭირში ოქრიაშვილს დავაყენებდი მუდამ კანკავას სიახლოვეს, ღრმად უკან დახეულს რომ პასები აკეთოს. სხვანაირად ჩვენ თ ცენტრი დავუყთმეთ ხოლმე მეტოქეს სულ ასეთი სცენარი იქნება. ჩვენი ძალა არის მოედნის ცენტრზე კონტროლის დამყარებაში და მერე ტექნიკურად ქვედა სართულით დრიბლინგებში, ეს ქვილითაიაზე ჩაწოდებები რა მარაზმია არ მესმის, რამდენი წელი უნდა ვაკეთოთ. ვერ ხვდებით რომ არ გამოდის?? რომელი გოლები გინახავთ ჩვენი ან კუთხურებიდან, ან ჯარიმებიდან, ან ჩაკიდებებიდან, რატომ სულ ამას ვაკეთებთ ხალხნო? და სულ ბოლოს კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა - უნელესი პასები. სასწაულად უკლასო პასები, რომლის მიგორებას იმდენი დრო უნდა რომ მოწინააღმდეგე არამარტო კითხულობს წინასწარ მთელ გაგრძელებას შეტევისას, არამედ ჩაჭრასაც კი ასწრებენ. ასწავლეთ ამ ხალხს ვარჯიშზე ფეხების მტვრევა კი არა - სწრაფი და ხოდზე ზუსტი პასის გაკეთება მოედანზე რომ დამუშავება მიღებაში არ გადიოდეს მთელი დრო. და ბოლოს კომენტატორი იპოვნეთ ერთი - არა ფეხბურთის სამყაროდან! უბრალოდ ფეხბურთის მოყვარული, ვინმე მუსიკოსი, ან პოეტი, ან მხატვარი, მსახიობი! არ გვინდა ეს ამდენი სტატისტიკა ! ხალხს უჭირს სადაა ამდენი დასამტვრევი ტელევიზორი!

• X

მერე ვინ შეყარა ეგეთები მოედანზე!!! და ვინც შეყარა ის ვინ ჩამოათრია ვინ არის იმის ჩამომთრევის პასუხი დროზე

• X

ცხადაძეზე ხმას როგორ იღებთ ამის მერე ასე რომ გეტირათ ყოფა. ცხადაძე რომ გინდათ მაგიტომ გეტირათ ყოფა და ვინც თქვენ დაგინდოთ იმის

• გულშემატკივარი

გულშემატკივრებმა უნდა ავირჩიოთ ფედერაცია გაიმართოს საჯარო დებატები

• c

რატომ ვითხოვთ იმას რისი ძალაც არ შეგვწევს? სამოყვარულო დონეზე ვართ და კიდე კარგად გაძლეს ბიჭებმა, მადლობა მათ, თავი დადეს და რაც შეეძლოთ ირბინეს, ჯიგრები ხართ!

• H

1. არც მე მსიამოვნებს ბიუჯეტის ფული რომ იხარჯება ამ არაპროფესიონალებზე, მაგრამ რიალურად, რომ შეხედო 6 წლის განმავლობაში განვითარების ფონდის ბიუჯეტი იყო 250 მილიონი ლარი, დაახლოებით 65 მილიონი ევრო, რაც წარმოუდგენლად დაბალი თანხაა ფეხბურთის განსავითარებლად, მაშინ როდესაც დღეს საშუალო დონის გრილიშში 117 მილიონს იხდიან. სანამ კერძო სექტორიდან არ ჩაიდება ფინანსები ფეხბურთში მანამდე არაფერი ეშველება. 2. ბევრ გულშემატკივარს იმაშიც ვეთანხმები, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ჩვენი სამოყვარულო ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ ფედერაციას, რომ ადგილობრივი მწვრთნელი დაენიშნა რა ამბავი ატყდებოდა: "მწვრთნელი ვერ ჩამეიყვანენ" :))) "უნიათოები არიან" " ფული შეჭამეს" და ა.შ. პ.ს. ძალიან გთხოვთ ცხადაძის ფანები ნუ დამესევით. ერთი მაგ კაცის მიღწეული წარმატება მანახეთ და მერე ვილაპარაკოთ. თუ გერმანიასთან ღირსეულ წაგებას შემახსენებთ მანდვე ესტონეთთან და პოლონეთთან განადგურებებიც გაახსენეთ საკუთარ თავს.

• გიორგი

ძალიან კარგი ანალიზია. დასკვნაც მარტივია: არ გვყავს ფეხბურთელები, შესაბამისად აზრი არ აქვს ვინაა მწვრთნელი, შედეგი იქნება და არის კიდეც ერთი. იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, გვინდა ბევრი ფეხბურთელი, ბევრი ბავშვი უნდა მივიდეს ფეხბურთზე. ბევრი ბავშვი რომ მივიდეს უნდა იყოს ბევრი მოედანი, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ნახევარი საქარართველო ცხოვრობს, რომ მშობლისთვის მოსახერხებელი და ადვილი იყოს შვილის ტარება ფეხბურთზე. თუ ჩვენ შევძლებთ და გვექნება 1 წელიწადში 100 ახალი მოედანი და 100 საფეხბურთო სკოლა, მინიმუმ 100 ფეხბურთელი შეიძლება გამოიზარდოს 10 წელიწადში, ათასობით ბავშვი კი უბრალოდ ჯანსაღად იცხოვრებს. ფეხბურთის ფედერაციის მიზანი უნდა იყოს ეს და აქ დაიხარჯოს ფული - მოედნებში და სკოლებში. შემდეგ კი შედეგიც მოვა.

• Kmara

5 დებიუტანტს რომ დააყენებ მანდ მოკვდა ფეხბურთელებზე ლაპარაკი!!!!!!!!!

• შემადგენლობა!!!

შემადგენლობა!!!!!!!! განწყობა და ფსიქოლოგია კი არა შემადგენლობაზე წერეთ ვინები დააყენა ვინები ათამაშა!!!!!!!! 5 დებიუტანტს რომ შეყრი და 2 უთამაშებელს მანდ მკვდარია სხვა ყველაფერზე ლაპარაკი

• საბა

რა ხდება ხვალ? ვიკრიბებით?

• aburjga

მთავარი პრობლმა არის ის, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლება შეუძლებელია!

• Burton

აქაც დავწერ. მწვრთნელის შეცდომები ერთია, მეორეა ფეხბურთელების მდგომარეობა. დღევანდელ თამაშში მარჯვენა მცველად ითამაშა კაკაბაძემ, რომელიც კრაკოვიას ძირითადში ვერ ხვდება. კაკაბაძემ კრაკოვიას ბოლო 5 ტურში ითამაშა მხოლოდ ერთხელ, შემოვიდა 83-ე წუთზე. მართალია ჩაბრაძეზე ცუდი მაინც არ ყოფილა, მაგრამ ამდენი ხნის უთამაშებელი ფეხბურთელი რომ ვერაფერს იზამდა ეს გასაგებია. და მასზე უკეთესიც რომ არავინ ჩანს პერიმეტრზე, არც ესაა სანიოლის ბრალი. მარცხენა ფლანგზე ითამაშა გიორბელიძემ, რომელმაც ბოლოს ოფიცილური თამაში ითამაშა ვოლფსბერგერში 16 ივლისს, თასზე, შეცვლაზე. შემდეგ გადავიდა დრეზდენში და იქ ჯერ 1 წუთიც არ უთამაშია. ანუ, ამ თამაშამდე 2 თვე იყო უთამაშებელი. დაუშვილმა ანორთოსიში ითამაშა ბოლოს 15 მაისს, მის ახალ კლუბში კი ერთადერთხელ 21 აგვისტოს. ანუ, კლუბში მაისიდან სექტემბრამდე, ანუ 4 თვეში ჩაატარა მხოლოდ 1(!!!) მატჩი. აბურჯანიამ კარტახენაში ბოლოს ითამაშა 18 მაისს! ამის შემდეგ გადავიდა ჟილ ვისენტეში, სადაც ითამაშა 2-ჯერ, ერთხელ შევიდა 87-ე წუთზე, მეორედ 90-ე წუთზე. 18 მაისის შემდეგ, ანუ ბოლო 4 თვეში ითამაშა დაახლოებით 5 წუთი(!!!) ჩაკვეტაძეს რომ ცოტა დრო აქვს, ეს იცის ყველამ და მისი ფორმაში არყოფნაც გასაგებია. წიტაიშვილმა (ცუდი მაინც არ იყო) ვორსკლაში ბოლოს ითამაშა 6 მარტს. შემდეგ გაუცდა 5 თვე (ტრავმის გამო) და ამ სანაკრებო მატჩამდე ითამაშა მხოლოდ 2 მატჩი. მოკლედ, ბოლო 6 თვეში ითამაშა 2 მატჩი (!)... მიქაუტაძემ 2 ივნისს გაუტანა რუმინეთს, შემდეგ 6 ივნისს ითამაშა ჰოლანდიასთან. ამ თამაშიდან დღემდე, ანუ უკანასკნელ 3 თვეში ითამაშა მხოლოდ 2 წუთი!!! მეცში. 2 წუთი 3 თვეში.

• კოსტა

ის ფეხბურთელებია უვარგისი ხიზანამ და იაშკამ რომ "დაალაგა", თორე არიან ბიჭები, ჯიგარიც რო აქვთ და შრომაც რო არ ეთაკილებათ, ერთი რამ აკლიათ, "პატრონი"! და ხოდები "ბოსებთან".

• ფიფიაც თან გაიყოლეთ თქვე მაფიოზებო!

გადადგეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია! გადადგეს საქართგადადგეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!ველოს ფეხბურთის ფედერაცია!გადადგეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია! ფიფიაც თან გაიყოლეთ თქვე მაფიოზებო!

• llcl

ჩემი "გულთბილი მოკითხვა" გლდანის მაჟორიტარ ალიბაბა კობიაშვილს და მის 40 ყაჩაღს!

• სიმართლე

ფედერაცია - ფულის მჭამელებისა და უვიცებისგან შემდგარი ნახირი

• gia

ეს უტიფარი ხიზანიშვილი რაღას მიუსვით სანიოლს, უწიგნურმა სამსახური ვერ იშოვა და დაასაქმეთ. სად მიდის ამხელა ფული იცის ვინმემ შიგა ხროვის გარდა?

პარლამენრში შეტენეს კობიაშვილი როცა წერა-კითხვა არ იცის, მაგან ფეხბურთს როგორ უნდა მიხედოს, უსაქმურების ბირჟა რომ გააკეთა ფედერაციაში???????

• ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი

სირბილი, თუ გეზარება, ახტომა ვერ შეძელი, მოედანზე რაღა გინდა? კობიაშვილს რომ .ე.ვე.....ი! ააა?

• gori

ფედერაცია ისე იქცევა ვითომ მათ არაფერი ეხებათ. ვის უნდა მიმართო კაცმა ესეთ სიტუაციაში, როცა ქვეყანას ოდნავ მაინც პატრონი როცა არა ჰყავს. თავად კი გრიალებენ ფეხბურთზე გამოყოფილი ფულით და რაში ენაღვლებათ, შენ წერე და იკითხე გაიხეთქე გული

• fani

მეტ-ნაკლებად კარგი სტატიაა, კარგია რომ პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს. ისიც სწორი მოსაზრებაა რომ მხოლოდ მწვრთნელის ბრალეულობაზე საუბარი არ შეიძლება. სანიოლი კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა სამწვრთნელო კარიერა დიდი ვერაფრით გამოირჩევა. მთავარი პრობლემა არის დღვანდელი ქართული ფეხბურთის მესვეურებში, ფედერაციაში, პრეზიდენტში და ვინც მათ მხარში თუ წილში უდგას. ხალხნო, როდესაც ამხელა თანხა 264 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი 5 წლიანი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა (ანუ ბიუჯეტიდან, ჩვენი (მოქალაქეების) თანხები) მიხაროდა, აშენდება ქართული ფეხბურთი ვფიქრობდი. ამის ნაცვლად მუდმივი რეგრესი არის ყველა მიმართულებით: საკლუბო, სანაკრებო, საბავშო.... სად წავიდა ეს თანხები? რაში დაიხარჯა? რატომ არ არის ფედერაცია ანგარიშვალდებული ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებზე? ამ საკითხს ერთ-ერთი გულშემატკივარი შეეხო და გავიმეორებ, გამოვიდეს კობიაშვილი და წარადგინოს ანგარიში თანხების გახარჯვის შესახებ? ჩვენი ჩემპიონატის დონე კარგად გამოჩნდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რეიტინგს ვინღა უყურებს ევროპაში, ისეთ გუნდებთან ვაგებთ და ისე რომ ნამდვილად სტადიონზე მისვლა კი არადა ტელევიზორშიც აღარ გინდა ყურება კაცს. გარდა ამისა მავნებლური გადაწყვეტილებებიც იქნა მიღბული: როდესაც უეფამ ნაკრებებს დართო ნება 30% იანი დასწრების, ჩვენებმა გადაწვიტეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინათ (მაკედონიასთან ვგულისხმობ), არ ვიცი რა იქნებოდა დინამოზე რომ 18-2ო ათასი კაცი ყოფილიყო, მაგრამ შანსი ნამდვილად მეტი გვექნებოდა. იგივე გაკეთდა ბათუმში, კოსოვოსთან თამაშზე. მე რასაც ვვხედავ, იმას ვამბობო, შეიძლება ვინმემ იცის რაიმე სწორი, კარგი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამჟამინდელმა ფედერაციამ გააკეთა, მაშინ გამოვიდნენ და თქვან რა გაკეთდა, თორემ საჩხერეში ერთი ხელოვნურ საფარიანი სტადიონის გაკეთება (რომელიც ჯამში 480,000 ლარი დაჯდა) ქართულ ფეხბურთს ვერ უშველის. უბრალოდ მრცხვენია იმ მდგომარეობის, რაშიც დღეს მესხის, პაიჭაძის, დათუნაშვილის და ყიფიანის ტალანტების ისტორიის მქონე ქვეყანაა. დროა პასუხი აგონ თავიანთ ქმედებაზე.

სასწრაფოდ!!! აღიგავოს პირისაგან მიწისა ფეხბურთის ფედერაცია, ოღონდ მას შემდეგ რაც პასუხს აგებენ ბიუჯეტიდან, არაფერში (სად არის შედეგი) არაფერში გადაყრილ ხალხის ათეულობით მილიონებზე!!!

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

ვახ! რა მაგრად იბრძოლეს, მაგრამ ბურთი მრგვალია და წავაგეთ, ალბათ კვადრატნი რომ ყოფილიყო მოიგებდნენ, ბებიაჩვენის წაბლა ტუცებმა, ამათ იმედი თავადაც არა აქვს და ჩვეენ>?? ჩვენ როგორ უნდა გვქონდეს მაშინ, როცა სირბილიც კი, ვერ ისწავლეს, ვერა!!! ჩვენი ფეხბურთელები, მხოლოდ მაშინ გარბიან, როცა ხელფასი აქვთ ასაღები, სხვა შემთხვევაში ძუნძულებენ და რა მიკვირს იცით, საერთოდ არ დარბიანო და ვარჯიშზე ტრამვას როგორ იღებენ?

• კ ო მ ბ ლ ე

ისევ წავაგეთ, სხვას ამათ გან ვინ რას ელოდა? კაცი ვერ ვნახე, თქვას დავმარცხდით, თუმცა ვიბრძოლეთ. პარაშუტისტი დეპუტატი ხდება, მალადეც! ფეხბურტელების ტრამპლინია, თურმე მერობა. ,,,,,,,,,,,,,,,,,, კაცი ვერ ვნახე თქვას, წავაგეთ, მაგრამ ვბრძოლობდით! ბურთით თამაში მე სხვა რამე უფრო მეგონა, ეხ! რა დრო იყო, როგორ ვბრძოლობდით... აღარ იცოდნენ ჩვენ წინააღმდეგ სხვა რა ეღონათ.. ..................... დღეეს?! რავარც იქნა წინ მისცა პასი და დაცხეს ტაშიიი! კარგად ძუნძულებს , მოუხდებოდა ამ კაცს მერობა! ჩემპიონები ძუნძულსა და უხნავის ხვნაში.. სინამდვილეში, თქვენი ძუნძული, არის ყ...ობა.. ................................. და თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს ხალხი, მაშინ ყველაფრის გადაკეტება მოგვიწევს ალბათ. ზევით და ზევით! მაღლა და მაღლა! სრაზუ დეეტყო შვიდ ნომერს დაღლა, რაფრა ვერ ახტა? ნუთუ სუდია პატიოსანი დღეიდან გახდა? ისტევე ახტა. ვერ გამოიცნო, სხვა მხარეს დახტა.. დეგელოდები ჟორიეს ბაღთან. ქე მაინც გულთან მევიფხან პაწას, გაგლახავ მართლა. არ შეუძლიათ, არ იციან და შეე....ით ახლა! ვერ ხედავთ გახდა? დაკარგულ ბურთზე დარდობს და თქვენ კი, რას აღარ ჩმახავთ... რა ქნას საბრალომ? დააბრალეს დაქე ცდილობს რაცხას. თორემ ფეხბურთის გაგებაში რომ არ არის, იცის და რა ქნას? რაფრა გვჯეროდა, ამას კი, ვითამც არაფერი ყოფილა მართლა, დაგვცინის ცალყბათ. მეტს ვიმსახურებთ! ვის იმედით და ვისით ვართ კარგათ? სირბილი, ხტომა,პასის მიცემა არ იციან და საწყლებმა, რა ქნან? მართლა ვერ ვიგებ, თუ არ იციან, ტრენერმა რა ქნას? იქნებ გაბედოს სანიოლმა და ხმამაღლა დაფქვას, რომ საქართველოს ფეხბურთელები არა გვყავს არაააააა!!!!!!!!!!1 იმედი მოკვდა, ლოდინი კმარა! საშა ჩივაცე, ყიფიანი, ვიტალი, ვოვა, აღარც ნოდარა ახალკაცი, თელია, ვაჟა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფეხბურთელთა ძველი თაობა აღარ გვყავს არააააა! ................................... ფეხბურთლების ნაკრებში თამაში, იმისათვის რომ მერე სარფიანად გაყიდონ და თან ბრწყინვალე შედეგი დადონ, ეს აფსურდია, ფანტაზია და ტყუილი ოცნება.. აი ვის უნდა ერქვას „„ოცნება“ და „„ფანტაზია““ ჩვენ ნაკრებს, თუ გნებავთ გუნდებს, ნებისმიერი გუნდი ჩვენი ჩემპიონატიდან საოცნებო გუნდია, ოცნებობ და შედეგი ბაც! არ არის......,

არ იციან და არ შეუძლიათ მეტი და თუ გინდა ,,,,

ფეხბურთელი პრესინგს რომ ვერ ითამაშებს დამთავრდა ყველაფერზე ლაპარაკი. რომელ კლუბებშიც არიან ან იქ რატომ ათამაშებენ გასაგიჟებელია პირდაპირ.

• Nukri

ზოგადად სპორტის სახეობიდან ფეხბურთი არის ქვეყნის სახე, რა გასაკვირია მერე, როგორი მაჩანჩალა ქვეყანა ვართ, ისეთი გვაქვს ფეხბურთი

• გიორგი

არ-მოწონება ვინც დასვა, გაგვაგებინეთ რას არ ეთანხმებით? ფედერაციაში ხისთავიანი ქურდები არ სხედან?

• guga

შეიცვალოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

• ჯაბა

ე-ლიგის დონე დაბალიაო, ზიმბაბვედან და პალესტინიდან მოყავთ ფეხბურთელი, შაყირია ხო? "ცქიფო" უმუშევარია და მწვრთნელებზე ვმსჯელობთ, აი თუნდაც გვარს არ დავასაზელებ,"ჩიხურას"სკამი ხეხა, მერე "შუქურასი", მამიკომ სლოვაკეთში გაუშვა.ველოდებით ეროვნულში,))

• ჟორა

ჩვენისთანა დონის ქვეყნების წარმატება, ერთ-ორ კარგი ფეხბურთელის ფორმაზეა დამოკიდებული. განვლილმა თამაშებმა ამის ჭეშმარიტება დაგვანახა.

• ლევანი

შანსი არ აქვს ფეხბურთს ამ ქვეყანაში!!!!

• ლევანი

ფეხბურთელები არ გვივარგა!!!! მწვრთნელი არაფერ შუაშია!!!!!

• ლუკა

გაუქმდეს საქართველოს ფეღბურთის ფედერაცია!

• tngh

ეს რა წესი შემოვიდა, გამოუცდელი ფეხბურთელების პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში დაყენება??? ფეხბურთელი ასაკობრივ ნაკრებში უნდა გასინჯონ... თუ დაიმსახურებს, შემდეგ ეროვნულ ნაკრებში...

• გიორგი

ბულგარეთთან ერთი უცნაურობა დავინახე. ორივე მეკარის მიერ შორს ჩაწოდებულ ყველა ბურთს ბულგარელი იღებდა. დაუჯერებელია, რომ ყოველთვის ბულგარელებს უმართლებდა. იქნებ ისინი მოძრაობდნენ და ჩვენები კი იდგნენ? ბუზიყლაპიების ნაკრებია.

• ირაკლი

მარველ-ბეტმენზე რომ გამოეკიდე სხვა ვერაფერი დაინახე მის კომენტარში? ფეხბურთზე სწორად წერს ადამიანი და ეგ შენი ქაჯური გამოხტომა არავის სჭირდება. სხვათაშორის მშვენიერი ალეგორია მოიყვანა მაგით, დევი და ხუთკუნჭულა კი შენ მოიფიქრე როგორ "შეტენო" თუ ძალიან განაღვლებს ხალხური ზღაპრები.

• ვაჟა მასწავლებელი

სახელი შევუცვალოთ: "საქართველოს ნაკრების" მაგივრად "საქართველოს ნახვეტი" დავარქვათ, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდნენ.

• ბეყე

ნეტა თუ არის რომელიმე ქვეყანა სადაც ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი პარლამენტის დეპუტატია. ამით ხომ ვუგებთ სხვა ქვეყნებს.ბედნიერი ერი.

• თეოფა

და კიდევ მთავარი,შიდა ჩემპიონატს თუ არ ეშველა ძალიან ძნელი იქნება წარმატებაზე ფიქრი. მოკლედ იმდენი პრობლემაა საიდან დაიწყო აღარ ვიცი. 300 მილიონი კი ჩავდეთ ისე ფეხბურთში!!!

• კახა

სპორტული ჯურნალისტები და კომენტატოტებიც ვითომ კრიტიკულები რომ ხართ, ხან მწვრთნელს აბრალებთ ხან ფეხბურთელების უკლასობას, ფედერეციის კრიტიკა, მწვავე კი არა უბრალოდ კრიტიკა რომელიმეს გაგიბედავთ??? რაღაც არ მახსენდება. უკლასო ფეხბეურთელები რომ გვყავს ნეტა ვისი ბრალია? მე გეტყვით: უსაზიზღრესი ეროვნული ჩემპიონატის და ბავშვთა მწვრთნელების არაპროფესიონალიზმის• იმდენ მილიონს რომ ფლანგავენ კობიაშვილი და მისი ხისთავიანი ძმაკაცები და აქეთ აგინებენ გულშემატკივარს რომელიმე ჟურნალისტმა ხმა ამოიღეთ???? ბავშვთა ფეღბურთსი ვდებთ ფულსო, მოითხოვეთ ანგარიში კონკრეტულად რას აკეთებენ?

• თეოფა

ეხლაც იმ აზრზე ვარ რომ არ არის საჭირო უცხო მწვრთნელი,საჭიროა პროფესიონალთა 3 კაციანი მწვრთნელთა გუნდი(ანალიტიკოსი,კარგი ფსიქოლოგი,მთავარი მწვრთნელი)მუდმივი კომუნიკაცია პოტენციურ ნაკრების წევრებთან,დამუშავებული კომნინაციები,სისტემა, მონახაზი.ყველა მოთამაშის თამაშების ყურება თავიანთ კლუბებში ,მოკლედ დღე და ღამე არ უნდა ეძინოთ იმდენი საქმეა გასაკეთებელი და არა მარტო ფეხბურთში და ამას არავინ აკეთებს დარწმუნებული ვარ და აქამდეც არ აკეთებდნენ.ალბათ შეიკრიბებიან ნაკრების თამაშებზე და ერთმანეთის მოკითხვაში არიან!!

• დათო

ამათ მწვრთნელად სტალინს თუ დაუყენებ, ნაწილს დახვრიტავს და ნაწილს გადაასახლებს, დარჩენილები შიშისგან ითამაშებენ როგორც საჭიროა ისე. სხვა მეტი არ ვიცი ამათ რამე თუ უშველის.

• ივან

ჯვაროსნებს ნუ ეძახით მაინც. ჰიმნსაც ისე საწყლად მღერიან, ზედ ეტყობათ როგორ მანდრაჟითაც გადიან სათამაშოდ. ჯვაროსნები არა და ქვეშაფსიები ზედ გამოჭრილია მაგათზე. აბა იქნებ არ დაბლოკოთ.

• ჩეკისტი

ამირანი და ხუთკუნჭულა არ გაგიგონია, არც ნაცარქექი და დევი?! მარველ-ბეტმენი დაგეცა შენ!

• ივან

კი ეგრე იყო ნამდვილად

კარგი იყო სანაკრებო დონეზე ბევრი ქართველი ფეხბურთელის თამაში რომ ვნახეთ. ბევრი ვერ ვახერხებთ თვალყური ვადევნოთ მათ თამაშს საკლუბო დონეზე. ნაკრებში სულ ისეთ სახეებს ვხედავდით, ვისაც ცოტათი მაინც ეხერხება ფეხბურთის თამაში. ამ შეხვედრებმა კი ნათლად აჩვენა რომ საქართველოში ფეხბურთელების ცეხი საერთოდ მკვდარია.

ეგენი ხო დაგლიჯავენ. საკლუბო დონეზე არ ეძლევათ თამაშის საშუალება, ნაკრებში მაინც ითამაშონ. რა აზრი აქვს 1:0-ს წააგებ თუ 7:0-ს. ბურთების სხვაობა გვაქვს არასახარბიელო თორე გავდიოდით ჯგუფიდან :).

• ზურა

მართაც რომ საქართველოს ნაკრების გარდა ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში როგორი შედეგები აქვს სომხეთს როგორი შედეგი დადო ფინეთმა ისლანდიამ უნგრეთმა ჩრდილო მაკედონიამ სადაც აკეთებენ საქმეს და ჰყავთ პროფესიონალები ყველგან ხერხდება რაღაც ამას წინათ სოხმეთის ნაკრების შემადგენლობას გადავხედე და 2 ფეხბურთელის გარდა არცერთი არ თამაშობს წესიერ გუნდში და 11 ქულა დაგროვეს და სერიოზული ბრძოლა მე 2 ადგილისთვის. იგივე ფინეთს ერთი პუკი ჰყავთ მეტ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი მეტი არავინ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ ყველგან პროგრესი და წინსვლა ფარერები და ლუქსენბურგიც კი პროგრესირებენ ესე აღარავინ აგებს ესე სამარცხვინოთ აღარავინ თამაშობს სან მარინოს და ანდორის გარდა წლები გადის არაფერი არ იცვლება პროგრესის მაგრივრად რეგრესი გვაქვს ნაკრებს ექნება ერთი გამონათება მერე პატარა იმედი გაგვიჩნდება ყველას და შემდეგ ამას მოყვენბა ისეთი კრახი, რომ ყველას ნერვი მოგვეშლება ისევ სანიოლის დაწყება კარგი იყო ყველას რაღაც პატარა იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ ამ ბოლო სამმა თამაშმა ყველას შეგვახსენა ისევ თუ რეალურად რა დონეზე ვართ ისიც დავინახე, რომ ვაისის მუშაობა ის 4-5 წელი იყო წყალში გადაყრილი წლები ყველაფერი რადიკალურად არის შესაცვლელი წლები გადის ხალხი დაბერდა მცირე წარმატების მოლოდინში

• სანიოლი და ლიზარაზუ

გამოსავალი და ყველა მიზეზი ერთ სტატიაში ვერ ითქმება მაგრამ ყველაფერი ჩვენი ბრალია, რუმინეთში შემთხვევით მოგებაზე რომ ვზეიმობდით და საბერძნეთში კვარაცხელიას ქულას ნაკრებს ვაწერდით

• rable

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თქმა -გაახალგაზრდავება სანაკრებო დონეზე არამართებულია. -უნდა ითამაშოს მან, ვინც უკეთეს ფორმაშია.. -ძირითად შემადგენლობაში არ უნდა იყვეს ის ფეხბურთელი, რომელსაც კლუბში მინიმუმ ერთ ტაიმს არ ათამაშებენ სტაბილურად. აბურჯანია არ იყო ფორმაში და არცერთი თამაში არ უნდა ეთამაშა.

• aburjga

ჯერ კვირკველიას და გრიგალავას კითხე დაემატებიან??

• სსს

სრულად გეთანხმებით მარტივია მწვრთნელზე გადაბარება აბა ფეხბურთელებს ხომ არ ვაწყენინებთ ზოგი ერთი ჟურნალისტის ახლობელია ზოგი მეორის და ასე მიდის საქმე.ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე მწვრთნელი ეუბნებათ არ იმოძრაოთ და სივრცეები არ გამოიყენოთო. ეგენი ბურთს რომ მიიღებენ ჯერ ვერ აჩერებენ მერე იმას ფიქრობენ რა გააკეთონ და ამდენს ვინ აცლის.ბურთთან მოპყრობას ნაკრებში არ ასწავლიან.შევადაროთ როგორ დაარტყეს ჯარიმა ბულგარელებმა და როგორ ჩვენ. ამდარტყმებიდანაც ჩანს ჩვენი ნაკრების უსუსურობა.

• semi

აი ეს კარგი სტატიაა, მაგრამ კიდევ ბევრი აკლია. მთავარი კრიტიკის ობიექტი უნდა იყოს კობიაშვილი. რა გააკეთა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 270 მილიონით შეუძლია ფინანსური ანგარიშგება მოგვცეს?! მთავარი რაც ფედერაციას უნდა გაეკეთებინა არის ის რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე გაზარდოს რაც გულშემატკივარის დაბრუნება მოყვება მოედნებზე. რასაც უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას გამოიწვევს ფეხბურთით და ასარჩევადაც ფარტო კონტიგენტი გვეყოლება. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ნაკრებმა უკეთესი შედეგი აჩვენოს, თუ არადა ისევ თითო ოროლა ტალანტის იმედად და კაშია კანკავას ფორმაში ყოფნას უნდა ვლოცულობდეთ რომ გავიბრძოლოთ.

საღოლ მახო ჯიგარი ხარ! თამამი გადაწყვეტილების დროს შეცდომის დაშვების ეშინიათ. ესე ფეხბურთს ვერ ისწავლიან.

• Anti

2 ნაკრების მცველი არის უკლუბოდ და თავისუფალი აგენტები არიან (კვირკველია და გრიგალავა). იმედია დაფიქრდებიან ქართული კლუბები თუნდაც ნახევარი სეზონით დაიმატონ. ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და ჩემპიონატსაც წაადგება.

• Maxo

სამწუხაროდ ყველაზე მთავარ პრობლემაზე იშვიათად თუ წერს ვინმე. ჩვენს ფეხბურთელებს აკლიათ საშემსრულებლო ოსტატობა (2-3 გამონაკლისის გარდა) და ვერ ასრულებენ (ან საერთოდ შეიძლება ვერც იგებენ) მწვრთნელის მითითებებს. მერამდენე ათწლეულია ჩვენს ნაკრებს ვუყურებ და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ბიჭებს აქტიურად ემოძრავათ რომ გახსნილიყვნენ და პასები მიეღოთ, ან ბურთის მიმღებს სწრაფადვე მიეცა პასი უკვე გახსნილი და პრესინგისგან გათავისუფლებული მოთამაშისთვის წინ. თუ ატყობთ, როცა ბურთს იღებენ, უმეტეს შემთხვევაში ყოვნდებიან, ხშირად ჯერ უკან იხედებიან და მერე წინ. შეტევის გადამწყვეტ ფაზაში ხომ "საოცრებებს" აკეთებენ (თითქმის ყოველთვის ყველაზე არასახარბიელო ვარიანტებს ირჩევენ - აკეთებენ პასს ან მოძრაობას როცა უნდა დაარტყან და პირიქით). იმ დღეს ჩვიდმეტწლამდელებს ვუყურე, 2012 წელს თბილისში უკრაინას რომ მოუგეს და ევროზე გავიდნენ - ამ ტკბილადმოსაგონარ თამაშშიც კი რამდენი საგოლე მომენტი იქნა განიავებული და რამდენი უაზრო მოძრაობა გაკეთებული... მე მგონი სწორად ამაშია პრობლემა. ეს ყველაზე რთულად გადასაწყვეტი საკითხია და მრავალი წლის სწორ მუშაობას მოითხოვს, მათ შორის ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მომზადებას (რომ გაუძლონ მძლავრ სტრესებს მაშინ როცა აგებენ და მაშინაც, როცა იგებენ უმნიშვნელოვანეს თამაშებს). ზოგადი საუბრები და მწვრთნელის ტაქტიკის გარჩევა კარგია, მაგრამ პრობლემის ძირითად არსს ვერ წვდება.

დავითაშვილმა თავი ბოლოსღა გამოიჩინა, თორემ მანამდე ნამდვილად არ ბრწყინავდა. მისი საკლუბო კარიერაც რუბინის შემდეგ წინ არ წასულა და მესმის, რატომაც ჰქონდა ცუდი პრესა. მომავალი წინა აქვს და იმედია, მოუმატებს

• დუტუ მეგრელი

ნამდვილად!ზურიკელამ კარგად იტამაშა ესპანეთად და ბულგარეთან! ჩვენებიდან მგონი ყველაზე უკეთესი იყო! ვუსურვოთ მას წარმატებები!

ქართველი გულშემატკივარი კიდევ ზედმეტად ერთგულია ამდენი წლების შემდეგ მიუხედავად ათასი ზღაპრისა და ტყუილისა. კიდევ მიმჯდარია ტელევიზორთან და სტადიონს საკმარი რაოდენობა ავსებს იმ ხალხის მხარდასაჭერად, ვინც ფეხბურთის თამაში არ იცის. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის კიდევ ისეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რომელსაც უკვე მერამდენე აშკარად არაკვალიფიციური მწვრთნელის და ფეხბურთელების სიტყვების სჯერა, რომ ოქტომბერ- ნოემბერში ჯადოსნური ცვლილებები მოხდება.რაც არ უნდა ანალიზი გავაკეთოთ და დასკვნები გამოვიტანოთ, ვიმსჯელოთ მწვრთნელის სავარაუდო მოქმედებებზე, ფაქტია, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენ არ ვიცით და რეალურად არც უკეთესობისკენ იდგმება რაიმე ნაბიჯი აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია. როდესაც ფეხბურთელმა კარში დარტყმა (ფეხით თუ თავით), სირბილი და პრესინგი არ იცის, აბსოლუტურად ყველა თამაშზე ვიღაცა გვიშავდება, ანუ ფიზიკური მომზადება კატასტროფული გვაქვს და ეს ძალიან კარგად მოეხსენება მწვრთნელსაც და სხვებსაც, მიუხედავად ამისა, მაინც ერთ წრეზე ვტრიალებთ - გვჯერა და გვეიმედება, გამოდის , რომ საკუთარ თავს ვიტყუებთ. ჩემი აზრით, სჯობს რეალობას თვალი გავუსწოროთ, ფუჭი იმედი ტყუილად ნუ გვექნება და ნერვებს გავუფრთხილდეთ.ისედაც ამდენ იმედგაცრუებას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფაქტი სახეზეა - ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი არ არსებობს

• ATP 16

მიუხედავად იმისა , რომ ძალიან კარგად ვაანალიზებ , საქართველოში ფეხბურთის დონეს და ნაკრების წევრების შესაძლებლობებსაც , მე ჩემი შეხედულება ჩამომიყალიბდა , იმ სიტუაციაზე რაც ნაკრებში ხდება მაკედონიასთან მარცხის მერე . ის რომ ვიღაც-ვიღაცეებს , არ აწყობდათ საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე , და ისე დაემთხვა , რომ მაინცადამაინც შემტევი ფეხბურთელები გამოაკლდა ნაკრებს (აშკარად დამთხვევაა) , ცარიელი მოედანი , როცა უეფა 30% დასწრების უფლებას გაძლევს , ახალი მწვრთნელი , რომელმაც თითქოს ენთუზიაზმი და რწმენა დაუბრუნა ნაკრებს , თუმცა როგორც ჩანს სერიოზული ზეწოლა მოხდა მასზე , მაკრების სტაფს ეტყობა ეგ და იმ ფეხბურთელების რაოდენობას , ვინც გასაყიდია ! ის რასაც ჩვენ მოედანზე ვუყურებთ , პირდაპირი ანარეკლია იმის , რაც ნაკრების კულუარებში ხდება . აბსოლიტურად იგივე ხდება კალათბურთშიც . და ყველაზე მეტად , ამ ყველაფერში , ვითომ ჟურნალისტების ბრალეულობაცაა , რომელთაც ხმა ვერ ამოუღიათ იმ სიბინძურის წინააღმდეგ , რასაც ხედავენ . ჩვეულებრივი გოთემია ეს ქვეყანა , ოღონდ მარველისგან განსხვავებით , ბეტმენი არა ყავს . არც გორდონი სამწუხაროდ . არაფერი ამას არასოდეს არ ეშველება .

• გელა

ამ ფედერაციამ 6 წლის მანძლზე ყველაფერი ჩააფლავა არანაირი შედეგი არ მოუტანია არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე ამათ მუშაობას და ეს "საძმო" უნდა წავიდეს! სასწრაფოდ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და მოცილდნენ ესენი ფედერაციას მე თუ მკითხავთა მაკედონიასთან სამარცხვინო წაგების და მერე სომხებთან წაგების შემდეგ უნდა წასულიყვნენ ყველა ,მაგრამ ამათ მართლა თუ არ გაყრიიი ისე წამსვლელი არავინაა.

• სოსო

ბოლო დღეებში დიდი ანგარიშები იმიტომ მომრავლდა,რომ მაყურებელი დაუშვეს სტადიონებზე.ისინი აიძულებენ ფეხბურთელებს,კიდევუფრო მეტად შეუტიონ.ჩვენც ეს გვაკლდა, კოსოვოსთან.

• sul2

დავითაშვილი თამამად შევაქოთ ხოლმე, რა დაგვიშავა, მართლა არავიზე ნაკლები ბიჭი არაა და პრესა აქვს საშინელი.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა