ბულგარეთი - საქართველოს (4:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი მამარდაშვილი (5.5) - "ვალენსიას" კიპერი 90 წუთის განმავლობაში სუსტი და ექსპერიმენტული დაცვის პირობებში თამაშობდა.

ბულგარელებმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულეს, თუმცა გიორგის გუნდის გადარჩენა მაინც შეეძლო - დარტყმა სიძლიერეზე გათვლილი არ ყოფილა, მეკარე კი ბურთს შეეხო.

მესამე გოლის ეპიზოდს რაც შეეხება, ჩვენი დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, მამარდაშვილს ახლო დისტანციიდან დაურტყეს, თუმცა მისგან ისეთ სეივებს მივეჩვიეთ, ამ ბურთის მოგერიება ფანტასტიკის სფეროდან არ ყოფილა.

შორეული დარტყმების დროს, გიორგის ბურთის თამაშში ზუსტად შეყვანა უჭირდა.

ოთარ კაკაბაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების შეტევები უმეტესად, მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა და მოწინააღმდეგეც, ამ ფლანგზე უფრო აქტიური იყო.

ოთარი იერიშების გამწვავებას ცდილობდა, დაცვით ფაზაში კი შეცდომა დაუშვა - თამაშის წესები დაარღვია, რასაც ჩვენ კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა.

საბა ხვადაგიანი (5.0) - 18 წლის მცველმა თამაში აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ შეცდომებს უმატა. ხვადაგიანის დებიუტი ცუდ დროს შედგა - ექსპერიმენტული დაცვა, ცუდ ფორმაში მყოფი ეროვნული ნაკრები....

საბამ ისევ უნდა დაამტკიცოს, რომ "ჯვაროსნებში" მოხვედრას იმსახურებს.

დავით ხოჭოლავა (5.5) - ახალ ტაქტიკურ სქემას კარგად ვერც "კოპენჰაგენის" მცველი მოერგო. დათა ბევრს იბრძოდა, თავი არ დაუზოგავს, თუმცა დაცვაში ქაოსი მხოლოდ მაშინ აღმოიფხვრა, როცა ბულგარელები შეტევით თავს აღარ იკლავდნენ.

ლუკა ლოჩოშვილი (5.0) - ლუკა სისწრაფით არ გამოირჩევა და ამის გამო, რამდენიმე ეპიზოდში დაიჩაგრა. ორი გაშვებული გოლისას ჩვენი დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

გურამ გიორბელიძე (5.5) - გურამის ფლანგზე თამაში უფრო ნაკლებად მოდიოდა, ვიდრე საპირისპიროზე. ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, მას დაცვაში თამაში ნაკლებად უწევდა, შეტევას კი როგორც ჩვევია, ისე ვერ ამწვავებდა.

მურთაზ დაუშვილი (5.0) - "აპოელის" ნახევარმცველმა ტრადიციულად ბევრი იბრძოლა, ის ამით ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა მეტოქეების შეჩერება უჭირდა და თავი ვერც შეტევის წამოწყებით გამოიჩინა.

სანდრო ალთუნაშვილი (5.0) - ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი ესპანეთში გამართულ მატჩში აქტიურად ჩაერთო და ამხანაგურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა დაიმსახურა.

ბულგარეთის წინააღმდეგ ისე ჩანდა, რომ ნახევარდაცვაში მსგავსი, ნაკლებად შემქმნელი სტილის ფეხბურთელები მოქმედებდნენ, შესაბამისად, რგოლებს შორის კავშირი გაწყვეტილი იყო და შეტევების ორგანიზება ჭირდა.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - გიორგი, კოსოვოსთან მატჩის მსგავსად, ჩვენი გუნდის ნათელი წერტილი იყო.

წიტაიშვილის შეჩერება წესის დარღვევის გარეშე უჭირდათ. საჯარიმო დარტყმის გატანამდე კი ისევ მცირედი დააკლდა.

სამწუხარო ისაა, რომ "ჩერნომორეცის" შემტევის აქტიურობას ჯერჯერობით მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი აქვს და ამას სანიოლის კრებულის საერთო სუსტი მატჩებიც განაპირობებს.

გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - გიორგი ცდილობს, თამაში გაამწვავოს, თუმცა მის იდეალურ კონდიციებამდე ჯერ გარკვეული დროა დარჩენილი.

გვახსოვს, "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე ჩაკვეტაძე შეტევას იწყებდა და აგვირგვინებდა კიდეც.

პირველი გოლის ეპიზოდში ჩაკვეტაძე საკამათო ეპიზოდში, თუმცა საკუთარ კართან ახლოს დაჯარიმდა, რასაც მამარდაშვილის კარის აღება მოჰყვა.

გიორგი მიქაუტაძე (5.5) - შეხვედრის დასაწყისში "სერენის" ფორვარდი ყველა გზას ეძებდა, რათა მეტოქის კარი აეღო. შემდეგ კი ბურთს მასთან მისვლა უჭირდა.

"ჟორჟი" უკან იხევდა და რამდენჯერმე შეტევის წამოწყება სცადა, რაც კარგად არ გამოუვიდა.

ზურიკო დავითაშვილი (6.0) - ზურიკო მძიმე სანაკრებო მატჩებს ცოტათი ამსუბუქებდა. მას დიდი ჟინი და მონდომება ეტყობოდა და მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდისთვის სარგებელი მოეტანა.

დავითაშვილმა რაც ესპანეთთან ვერ შეძლო, ბულგარეთში გამოუვიდა - გოლი გაიტანა.

გიორგი აბურჯანია (5.0) - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებში გიორგი განსხვავებული სტილის ნახევარმცველია - მისი შემოსვლის შემდეგ ბურთის კონტროლსა და დაცვითი ზღუდეებიდან ამოსვლას უკეთ ვახერხებდით, თუმცა ამით განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ შევძელით.

ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქვილითაია - მოედანზე არც ისე ბევრი დრო გაატარეს, განსაკუთრებულის შეთავაზება კი ვერ მოახერხეს.

ვილი სანიოლი (5.0) - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექსპერიმენტებში ზედმეტად აიხლართა. ამხანაგური მატჩი ზუსტად ამიტომაცაა, თუმცა ფრანგ სპეციალისტს მოთამაშეების საკმარისად მოტივირება ისევ გაუჭირდა, დაცვის ახალმა სისტემამ ბევრი შეცდომა განაპირობა, ხოლო შეტევაში კომბინირება გვიჭირდა.

სანიოლმა, მატჩის შემდეგ, უკეთეს მომავალზე ისაუბრა, რაც პირველ რიგში, ალბათ, ლიდერების დაბრუნებით წარმოუდგენია.

სფფ
მადლობთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ. კარგია, რომ ოპტიმალური შემადგენლობა შეგვარჩევინეთ.
დემე
შენ სად დაფრინავ?
semi
თუ ყველა ფეხბურთელი სათანადო ფორმაშია ნაკრებმა უნდა ითამაშოს შემდეგი შემადგენლობით: ლორია კაკაბაძე კაშია ხოჭოლავა გიორბელიძე კიტეიშვილი კვეკვესკირი (კანკავა) წიტაიშვილი კიტეიშვილი ჩაკვეტაძე კვარა ოქრი (ვაკო) გამოძახებას იმსახურებენ ჩაბრაძე, აზაროვი, შენგელია, ლობჟანიძე, ქვილითაია. დანარჩენი ყველა ერთი დონეა ვინც გინდა გინდა.
გიორგი
მეც ასე ვფიქრობ, დაცვის ძალიან სუსტი თამაშის გამო.
გია
ზუკა ჯიგარიხარ,გენაცვალე გულში და სულში,რა გინდა ამ ჯოგთან?ნერვებს მოგიშლიან,,წარმატებები შენ პირადად,,
aleksandre
ჩემი აზრით, ლორია აქედან 2 ბურთს აიღებდა, მამარდაშვილი შებოჭილი სჩანდა შენელებული რეაქციით, დაცვის სუსტი თამაშის გამო ალბათ
dato
არაა ეგეც აღარ გვაქვს რომ ვთქვათ ღირსეულად დავმარცხდითო, ადრე მაგას მაინც ვამბობდით არ ვიმსახურებით მარცხსო
ალეკო
ამ ეტაპზე ჩვენი ლიგიდან გამოძახებულებმა აშკარად არ გაამართლეს. თავის თავზე მეტი უნდა იმუშაონ, ისევ ძველი შემადგენლობით შეიძლება რაღაც მინიმალური წარმატების მიხწევა
:D :D
ღირსეულად დავმარცხდით :D
გოგა
ნუ ეგეც ვნახეთ, ეროვნული ლიგიდან არავინა გამოსაძახებელი, უნდა დაბრუნოს კვეკვესკირი ბერიძე შენგელია ტაბიძე დვალი და კარში ყველა ვარიანტში ლორია, იმედია ძველი ჩაკვეტაძე დაგვიბრუნდება პლუს კვარაცხელია ლობჟანიძე და კიტეიშვილი
არჩი
შეიძლება დავეთანხმო ყველა შეფასებას, მაგრამ პირველი გოლი - ჯარიმიდან სიზუსტესთან ერთად სიძლიერით გამოირჩა და იმიტომაც ვერ მიწვდა გიორგი. თუმცა მართალია - ჩვეული სეივები ვერ გვაჩვენა და კარი ვერ გადაარჩინა. უფრო მეტად მაფიქრებს - რატომ იყვნენ ფეხბურთელები ასეთ ცუდ ფორმაში მარტის თამაშებთან შედარებით. ადრე ყოფილა - გუნდში სრულიად უთამაშებელ ფეხბურთელს უთამაშია ნორმალურად ვაისის ნაკრებში, ეხლა სულ უთამაშებელი ფეხბურთელი მხოლოდ გიორბელიძე იყო, სხვები შეცვლებზე მაინც გამოდიოდნენ თავიანთ კლუბებში. საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები ვერ ქაჩავენ, მათ შორის ჩაბრაძე ვერც წინ და ვერც უკან, აზაროვი დაცვაში სუსტია, თორემ წინ არაუშავს.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ