"ჩემპიონატზე" ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა:

აზრით ხვიჩა უკვე ევროპაშია. ახლა როგორ დაბრუნდეს რუსეთში?

ყველაზე ნიჭიერი თუ რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე გადამეტებულად შეფასებული მოთამაშე?

"ხვიჩას გასაყიდად "რუბინი" მთელი ზაფხული ემზადებოდა. ლამის ყოველ კვირაში რუსი და ევროპელი ინსაიდერები ახალ კლუბებზე იტყობინებოდნენ, რომლებიც თითქოს ქართველ ტალანტზე ფასს სწევდნენ. იტალიის ყველა ტოპები - "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი", "ატალანტა", "ნაპოლი", ინგლისის ორი კლუბი - "ტოტენჰემი", "ევერტონი" და დანართში "ბაიერნი", "ბორუსია" და "სევილია". გასაკვირიცაა, ყველამ ერთდროულად როგორ მიაქცია რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ჭაბუკს ყურადღება. მაღალ დონეზე ინტერესი ეჭირა ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს. გახურებული სატრანსფერო ფანჯრისას მან 10 კლუბი დაასახელა, რომლებიც ხვიჩათი იყვნენ დაინტერესებული და ცნობა გაავრცელა, რომ ორთან კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი აზრით, წასვლის ალბათობა 85-90 პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, ქართველ საფეხბურთო მაესტროს ცხადია დაავიწყდა: საჯაროობა რეალური ინტერესისაა კარგი. ბლეფი კი უმალ იგრძნობა. რომელიმე ტოპ-კლუბს "რუბინისთვის" ხვიჩაზე რეალური წინადადებით რომ მიემართა, პირველ რიგში მთავარ ოფციას ჩაწერდა - არავითარი კომენტარები პრესაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმან ტკაჩენკომ, როდესაც ელდორ შომორუდოვის "რომაში" ტრანსფერის სპეცოპერაციაზე მოგვითხრო. აგენტებს პირველ რიგში სთხოვეს დეტალებზე სახალხოდ არაფერი ეთქვათ. ამიტომ ტრანსფერი ბოლო მომენტამდე ზესაიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა.

შესაბამისად, თუ დიდი ხუთეულის კლუბებს არა უბრალოდ დიდი ინტერესი ჰქონდათ, არამედ მოლაპარაკებებიც დაიწყეს, მამუკას საჯარო გამოსვლებს ვერ ვიხილავდით. აუცილებლად იქნებოდა შეკითხვები და გაცნობითი საუბრები, მაგრამ იმავე დროს ევროპაში "რუბინის" პოზიცია ესმოდათ: კლუბი მზად იყო საუბარი 20 მილიონი ევროდან დაეწყო - სავსებით ადეკვატური ფასია რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისთვის. ასეთი შეთავაზების გამოგზავნა კი ვერავინ გადაწყვიტა.

ზამთარში ასეთი თანხის გარიგებები იშვიათობაა და ეს იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ხვიჩა კიდევ ერთ წელს "რუბინში" გაატარებს. გუნდის კონფედერაციათა თასიდან გამოვარდნის გამო ევროტურნირებზე თავის გამოჩენის შანსის გარეშე, ამიტომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე მოუწევს ჩეხვა. და ყველაზე მთავარი - არ შეამციროს თავისადმი მოთხოვნა და არ დაივიწყოს განვითარება. ასეთი პრობლემა არის.

ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული.

ეს სეზონი ხვიჩასთვის ნამდვილად ურთულესი გახდება. ხელმძღვანელებს და მწვრთნელს შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ სათამაშოდ მზადაა, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელმა იცის საკუთარი აზრები. ეს ნაღდად რთულია. შენ დარწმუნებული ხარ, რომ "რუბინისა" და რუსეთის პრემიერლიგისთვის გადაიზარდე, შენთვის აუცილებელია შემდგომი განვითარება, ტრანსფერი უკვე მზადდება, შემდეგ კი - სრული იმედგაცრუება.

ასე რომ, ქართველ ტალანტს ორი გზა აქვს: ან შეჩერდება განვითარებაში და "ყველაზე ნიჭიერიდან" რუსეთის ჩემპიონატის "ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებულ" მოთამაშედ გადაიქცევა, ხოლო ერთი წლის შემდეგ "იუვენტუსი" ახლოსაც არ იქნება, ან უფრო აგრესიულად დაიწყებს მძიმე შრომას, გაარღვევს რუსეთის პრემიერლიგას და მომავალ ზაფხულში ევროპას "რუბინისთვის" სასურველ თანხად მიაშურებს.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მწვრთნელი ხომ მასზე ჯერაც ამყარებს იმედებს. ტყუილად როდი დაარქვა ძაღლს კვარა".

Hm.
68 დისლაიქი Vაი თქვენს პატრონს ან ბოტები ხართ ან ჯიბეში ყავხართ რუსებს
Thomas
ეგ დასკვნა კი არ გამოვიტანე, მომენტარებს ვუპასუხე, რასაც მუდმივად წერთ აქ და უსამართლოდ.
დათა თუთაშხია
ამ სტატიიდან ეგ დასკვნა გამოიტანე, ტრავმა მიიღოო?
XishniK.+
ჰმ.) და თქვენ გგონიათ ვერ გაუწევს ხვიჩა კონკურენციას ჰოლანდს? ან ჰოლანდს რომ რუსეთში ეთამაშა და სხვაგან არ გაეშვათ რა გგონიათ მიაღწევდა მაგ დონეს? ჰოლანდით რომ აშინებ). ხვიჩა 2ჯერ ზედიზედ გახდა რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და "ოქროს ბიჭის" ნომინანტებშიც მოხვდა, რაც მგონი მაქსიმუმი უნდა იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რუსეთიდან. ჰოლანდი მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს , მაგრამ ხვიჩაში ვისაც ეჭვი გეპარებათ სასტიკად მიიღებთ.
X.r
მაინც რას ნიშნავს სლუცკისგან "კვარას" დარქმევა ძაღლზე? რას და აი ვითომ როგორც ის (ძაღლი) მიჯერებს შენც ისე უნდა დამიჯეროო ხოლმე, ოღონდ ეგ ყველაზე უკეთეს ვარიანტში. ისე "სლუცკი" უფრო უხდება ძაღლს ან ქურციკებს სულ სმენაზე რო უნდა იდგეს. )
Mgeli
ნაგაზი არა იხვი. ღორი კანეშნა ან მაჩვი
ტიმასას
იქნებ გაგვაგებინოთ რას ამბობ?
ზაზა
ხვიჩა, ამ კომენტარს თუ წაიკითხავ, მამა-შვილურად გთხოვ, იყიდე ქართული ჯიშის ნაგაზი და სლუცკი დაარქვი. მე მაგის დდშ...
Thomas
მძიმე ტრავმა რომ მიიღოს რუსეთის ჩემპიონატში ხო დამთვარდება ყველანაირი იმედი? გასაგებია რომ კარგი მწვრთნელი ჰყავა და ენდობა, თან ისე ენდობა ,რომ თავად ფეხბურთელი ითხოვდა დასვენებას და არ დაასვენა. მეტყვით, ტრავმას ევროპაშიც კი მიიღებსო, მაგრამ რუსეთში მიღებული ტრავმა იქ ჩარჩენას და ნაკლებ პერსპექტივას ნიშნავს. თუ უყურებდით აგვისტოს თამაშებს კი დაინახავდით როგორ უხეშად ეთამაშებიან. აქ ქართველები სულ მაგაზე იყვნენ გაბრაზებული, ასე უხეშად რატომ მიდიან კვარაზეო ,არ დაამტვრიონო და მართლა რომ მიიღო ტრავმა მერე აღარ დაიჯერეს.საიდან მოვიდა ეს ხალხი არვიცი. როგორ შეიძლება ასეთი მტერი იყო ხვიჩასი, არმესმის
tngh
"რუბინში" თამაში ტრაგედია არ არის. ხვიჩამ კარგად უნდა გამოიყენოს სათამასო პრაქტიკა. წარმატებები ხვიჩას!!!
დ
ხვიჩას რუბინში 2 წელი უნდა ეთამაშა და მერე გადასულიყო ევროპაში, მაგრამ მოხდა ისე, რომ პირველივე სეზონის მეორე ნახევარში კვარამ უდიდესი შრომის შედეგად წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია, ამის შემდეგ დაიწყო ტრანსფერებზე ლაპარაკი, ჩემი აზრით ხვიჩა უნდა დარჩეს რუბინში კი არა , სლუცკისთან, რათა მიაღწიოს სტაბილურად უმაღლეს დონეს და მერე ნებისმიერი გრანდი პრობლემა აღარ იქნება. პრობლემას ვერ ვხედავ დარჩენაში, მითუმეტეს როცა ასეთი კაცი გიდგას გვერდში, სლუცკის ვგულისხმობ, ეს უდიდესი პლუსია ხვიჩასათვის. სხვაგან ასე არ მოგეფერებიან, ეს გახსოვდეს.
დ
ფეხბურთი არაა შენი საქმე
გელა
სამწუხაროდ ხვიჩას არ ჰყავს ძლიერი აგენტი რომელსაც დიდი კონტაქტები აქვს ევროპაში დღეს აგენტის როლი თანამედროვე ფეხბურთში არის ძალიან დიდი პლიუს ხვიჩაში რუბინი რამხელა თანხასაც ითხოვს იმის გადახდის საშუალება აქვთ მხოლოდ ერთი ტოპ ჩემპიონატის ტოპ კლუბებს, ან რუსეთის ჩემპიონატის სპარტაკს და ზენიტს ტოპ კლუბი, რომ ვერ რისკავს 20 მილიონის გადახდას ყაზანის რუბინის ფეხბურთელში ამ კორონა კრიზისის დროს ეს გასაგებია ბევრი ფაქტორი და არგუნეტი აქვთ ტოპ კლუბებს რომ ეს თანხა მათ გადაჭარბებულად ჩათვალონ,მაგ რუსეთს პრემიერ ლიგა ასევე ის რომ ხვიჩას არ აქვს ნათამაშები და არც თამაშობს ევროტურნირების ჯგუფში ასევე არ უთამაშია არც ევროპის ან მსოფლიოს პირველობაზე აქედან გამომდინარე ისინი ვერ რისკავე ინვესტიცის ჩადებას ისეთ ფეხბურთელში რომლმაც შეიძება ვერ გაუმართლოთ, ხოლო რაც შეეხება კარგ ევროპულ კლუბებს მაგ აიაქსი, ბენფიკა ,ბრუგე ,ზალსბურგი, რომლებიც არ არიან ტოპ ლიგების წევრები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას თამაშობენ კარგი გუნდები არიან და ამ გუნდებიდან უფრო მარტივი და რეალურია ტოპლიგაში მოხვედრა ვიდრე რუსეთის პრემიერ ლიგის საშალო კლუბიდან ამ კლუბებს მაგხელა თანხის გადახდის საშუალება და ნებაც არ აქვთ, რადგან თვითონაც გაყიდვაზე არიან ორიენტირებული თუ რუბინმა თანხა არ დაკლო მაშინ სამწუხაროდ ერთადერთი ვარიანტი რჩება ლოგიკურად თუ გადასვლაზე მიდგა საქმე ისევ რუსულ კლუბში ტრანსფერი ან სპარტაკი ან ზენიტი აი ჯუღელს ეს შეუძლია რომ სპარტაკში ან ზენიტში მოაწყოს ხვიჩა ეგეც იმ შეთხვევაში თუ წელს რუბინს კარგი შედეგები ექნება და ხვიჩაც კარგად ითამაშებს.
შოთა
მიდი ხვიჩა, შეუბერე ძველებურად და გაგვახარე. დაგლიჯე წელსაც რუსეთი და მალე ევროპის დროც მოვა! წარმატებები და უფალი გფარავდეს!
Thomas
ურთულესი სეზონი ელოება ხვიჩას. ახლა ყველა მის ფეხის დაცდენაზე იქნება მიჩერებული. სამწუხაროა, რომ უმეტესობა ქართველია აქედან და არა რუსი. თქვენ ვერც კი წარმოუდგენთ როგორ თარგმნიან რუსები თრანსლეითით ყველა ქართულ კომენტარს და რამხელა სტრესია ფეხბურთელისთვის, როცა მისი ქვეყანა ასე ექცევა. არც ცაში აყვანა სჭირდება კვარაცხელიას თქვენგან და არც ქება-დიდება. აქ ვიღაცეები ამადლიდნენ, ამდენს ვაქებდით და ახლა ნაკრებში არ ჩამოვიდაო. ტვინიც არ გაანძრია ზოგმა, რომ შეიძლება აგვისტოში მართლა ტრავმა მიეღო. იმედია ამ სტატიის მერე მაინც დაიჯერებთ, რომ აგვისტოში მართლა დაშავდა. კუნთის დაზიანებას ვერ იჯერებენ თურმე და ამ დროს ისეთ თეორიას დააჯერებ...
pirlo
ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს და გულით მინდა დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ არ გვინდა გული აგვიცრუოს აი ძალიან არ მინდა.... რატომ ხდება მაინც და მაინც სანაკრებო თამაშების დროს იმტვრევიან და მაინც და მაინც სანაკრებო თამაშების დამთავრების შემდეგ გამოკეთDებიან და ისევ თამაშობენ მერე კლუბებში? ეს ხო არაა პირველი შემთხვევა??? აქ მარტო კვარაცხელიას არ ეხება საქმე, ბევრი ფეხბურთელი აკეთებს ასე და ნუ გვაყვედრიან აქ ჩამოსვლას და თამაშს რაა თუნდაც გოლებს. იმ ტოტენჰემში და ტოპ ლიგებში რომ უნდათ გადასვლა, მგონი ამდენს ვერ ხვდებიან რომ ნაკრებში თამაშის გარეშე არავის არავინ არ აყავს როგორი მაგარიც არ უნდა იყოს.... დაშავებული ხარ? კეთილი ინებე და ჩამობრძანდი და გნახონ ექიმებმა. მესი და რონალდო არ ამბობენ დღემდე თავიანთ ნაკრებებში თამაშებზე და ბოლომდე დებენ თავს, აჰა ბოლო თამაშებიც მოწმობს და თქვენ რას მიაღწიეთ უკვე მასეთს რომ ნაკრებს აღარ კადრულობთ!!! ბოლოს ისე არ გააკეთოთ რომ საქართVელოშიც დაკარგოთ პატივისცემა და იქით რუსეთსაც ვერ გაცდეთ
რობი
ხვიჩა მინინუმ 90% ქართველების შენი გულშემატკივარია! ნუ მიაქცევ ამ ვაი პატრიოტებს და ჰეტერებს ყურადღებას! შენ კი არა მესის და რონალდოს ყავს ეგეთი "გულშემატკივარი" არ შეჩერდე განვითარდი> გაიტანე ბევრი გოლი? ითამაშე ლამაზი ფეხბურთ დ ააუცილებლად მოხვდები ერტ-ერთ ტოპ გუნდში!
Sommer
ტრავმა რომ არ ჰქონდა იმ "ჭ" კლასის სტატსიებმა და პოსტებმა დაგაჯერეს, რომლებიც ირწმუნებოდნენ, ორ დღეში ტრანსფერი გაოფიციალურდება და ტრავმა ამისთვის მოიგონესო იპოვეთ ეგ პოსტები და გადაკითხეთ თავიდან. რადგან ქართველებს ფიქრი არ გვიყვარს, რაც მოგვაწოდეს ის დავიჯერეთ. ტრანსფერი თუ იჩახრებოდა რატომ დაწერდა კლუბი ოფიციალურად ტრავმა აქვსო? შეეშინდებოდათ ტრანსფერის ხსენება? ამაზე საერთოდ არავინ იფიქრა და ღლიცინებდნენ აქ ტრავმა არა ტოროლაო... ხოდა ნაკრებში რომ ვერ ჩამოვიდა ტ რ ა ვ მ ი ს გამო მერე აღსდგნენ აგრესიულად. ნუ როგორც ხდება ხოლმე
aguli_11
კაი ჩემო ძმაო
xx
რა ცამდე აიყვანეთ ეგ ბიჭი, უბრალოდ ჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს და მორჩა, რა მილიონები, რისი მილანი ან და სხვა ევროპული გუნდები...არაა ის დონე ძთქვენ რო აღმერთებთ. აპა დაუკვირდით მაგის ტოლა ბიჭებს? თუნდაც ნორვეგიელი ჰალანდი, არის შედარება?
pikmodi
20 მილიონად ჰალანდი არ იყიდა დორტმუნდა ზალცბურგიდან? კვარას ფასი გადამეტებულია
ლუკა
მამუკა ჯუღელი რუსული შარმით და ჭორიკანა მედიით არის გაბანძების უტყუარი რეცეპტი.
gocha
ინტერსები მართლა იქნებოდა, უბრალოდ ხელფასსზე ასტრნომიულ თქნხას მოითხოვდნენ, და მაგიტო ვერ წავიდა ვერსად
me
სადაა კალაძემ მილანში რო ჩაუწყო საქმე? ისე რა მაინტერესებს 20 მილიონიდან რო დაიწყებ ათვლას ვერასდროს რო ვერ გაყიდი ხო ცნობილია, ხო ხვდებით რუსეთში თუ მაგარი ხარ და მაქედან გიწევს დაწყება 5 წლიან კონტრაქტს რო გაწერინებენ ხელს release clause უნდა დააწერინო დაბალი.
რატი
იქამდე მიზანმიმართულად დალეწავთ, თქვე ნაძირალებო (ღმერთმა დაიფაროს), რადგან მავნებლები ხართ, ამის დასტურად ანანიძის შემთხვევაც საკმარისია.
xuta
პირველ ყოვლისა საინფორმაციო საშუალებებმა გაუწიეს დათვური სამსახური. ხვიჩას მომავალი, საუბედუროდ, არ უწერია. მალე ჩაიძირება რუსულ "კოსტალომებში". პაკა, ხვიჩა. მეცოდები. გლორია მუნდი.
ბექა
ეს სტატია იმ იშვიათობას წარმოადგენს სადაც ყველაფერი ზუსტადაა ასახული... ნამდვილად კარგი, ფაქტებზე აგებული სტატიაა და არა ჭორაობა...
1
სანამ ჯუღელს არ მოშორდები, ვერ წახვალ რუსეთიდან! რაც მალე მოიშორებ მაგას, მით უკეთესი.
Kale
20 წლის კაცმა საკუთარი ბედი ცოტა დალაგებულ აფამიანს უნდა დაუკავშიროს და არა უწიგნურ ვაჭრებს

მწარე სიმართლეა! არ იზავს თორემ ეს ვითომ აგენტი ჯუღელი უნდა მოიშოროს და ევროპელი აგენტი აიყვანოს თუ ევროპაში უნდა, ჯუღელის მაქსიმუმი ზენიტი ან ცსკაა
XishniK.+
მთელი რუსეთი არის გასარღვევი მარტო იმისთვის რაც ქართველ ფეხბურთელებს გაუკეთეს. და აუცილებლად გაირღვევა მთავარ როლს ქართველები ვითამაშებთ
ჟორა
ისე 20 წლის პროფესიონალი ფეხბურთელი,უკვე აღარ უნდა იყოს ბავშვი ( მთელს მსოფლიოში ასეა). რაც შეეხება ჯუღელს-ელემენტალურად ასეთ პიროვნებას არცერთი სერიოზული კლუბის მენეჯერი არც დაელაპარაკება. ცალკე საკითხია რომ კვარაცხელია დღესდღეობით არ ღირს 20 მილიონი, სეზონში 3-4 გოლით ისიც რუსეთის ჩემპიონატში.... ვუსურვებ რომ მართლაც ბევრი იშრომოს ფიზმომზადებაზე,ორი ტაიმის თამაში უჭირს.დღეს ფეხბურთი ითხოვს 90 წუთი თავდაუზოგავ შრომას.თანაც სეზონში 2-3 თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება არ კმარა.კვარაცხელია კი არა ბეილის არ აპატიეს რამოდენიმე თამაშის ჩაგდება. მოკლედ, მასზეა დამოკიდებული აწი ყველაფერი და იმაზე თუ დათანხმდება ჯუღელი ფულის გაყიდვაზე რომ სერიოზული ხალხი ჩაერთოს საქმეში, თორემ თუ ამ სეზონშიც არ მოხერხდა,მაშინ მოუწევს მთელი სპორტული ცხოვრება ირტიშსა და თოვლს შორის გადასვლა- გადმოსვლა და კარიერის დასასრული ყარაგანდაში.არადა არ არის მაგის ღირსი.
dzeke
ძალიან სწორად გადმოსცა ჟურნალისტმა თავისი სატქმელი, ცბიერები და ორღობის ჭორიკნები ხართ ტქვეენ ქართველი ჟურნალისტები, გამოცოხცხლდით და გააკრიტიკეთ ქართული ფეხბურთის ეგრეთწოდებული ბოსები, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უნდა ყველა უფრთხლდება საკუთარ ტავს, ხოდა ვართ იქ სადაც ვართ! იმედია არდაბლოკავთ ამ კომენტარს
Io
სანამ არ გააფუჭებენ არ გაყიდიან, რადგან ქართველია და მისი წარმატება რუსული ნატურისთვის ყოვლად მიუღებელია
Kaxa
Ver moaba jughelma tavi top ligebtan magas ruseti egona amitom tu martla ojaxis axlobeli xar daakavshire normalur saagentostan da egreve mougvareben tuki shedzleb da puls ar daxarbdebi
სანდრო
არანაირი სიცბიერე, ძალიან ობიექტურად და კეთილგანწყობითაა დაწერილი. საერთოდ ეგ გამოცემა "რუბინზე" და ხვიჩაზე კარგად წერს. ეს აქედან დაგესლეს ხვიჩა მწარე კომენტარებით. გაუსკდა, ალბათ, ბიჭს გული. ვინ იცის, რა დღეში იყო. რა ქნას, ეს 20 წლის ბავშვი ხომ ვერ ათრევს მარტო ამ უვარგის ნაკრებს?
Spec.X
ცბიერი სპეციალური სტატია. ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობა.
Thomas
ისედაც როგორი სტრესული სეზონი ელოდება ბიჭს და ქართველები აქედან საშინელებებს უთვლიან. იმედია მოიკრიბავს მოტივაციას და უფრო გაძლიერება. ურთულესი სეზონი ექნება და უხეში. მუდმივად იქნება ტრავმის საშიშროება. აქედან მაინც გაუგზავნეთ დადებითი ემოცია...
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ