რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტური ორშაბათს, 13 სექტემბერს დასრულდება. ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მომჯობინდა და დიდი შანსია, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ - მისი "რუბინი" ეკატერინბურგის "ურალს" უმასპინძლებს, სადაც ლუკა გაგნიძე გამოდის.

ქართველმა გარემარბმა ყაზანელთა უკანასკნელი 3 შეხვედრა გამოტოვა, რა დროსაც ლეონიდ სლუცკის გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და სულ 2 გოლის გატანა შეძლო. "რუბინი" 11 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, მისი დღევანდელი მეტოქე კი უკანასკნელ საფეხურზეა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩას მხოლოდ 1 შედეგიანი დარტყმა აქვს - ტულის "არსენალს" მშვენიერი გოლი გაუტანა, თუმცა, მისი შეჩერება ყველა შეხვედრაში უჭირდათ. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ტრავმის გამო, ეროვნული ნაკრების დახმარებაც ვერ შეძლო და მის გარეშე "ჯვაროსნებსაც" არაფერი გამოუვიდათ.

კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო ჭორები მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა, თუმცა, საბოლოოდ ის "რუბინში" დარჩა - გუნდში, რომელმაც ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც ვერ მოახერხა.

რაც შეეხება ლუკა გაგნიძეს - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ესტონელ თანატლებთან 2 ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს.

შეხვედრა 19:30 საათზე გაიმართება.

დღესვე, 19:00 საათზე, "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს. თორნიკე ოქრიაშვილი სანაკრებო პაუზის დროს გუნდთან ერთად იყო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია კი რამდენიმე დღეა დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, "აპოელმა" ჩემპიონატი "პაფოსთან" დიდი ანგარიშით (0:4) მარცხით გახსნა.

:D :D
ფეხბურთი რო მიყვარს მაგიტო არ მომწონს საქართველოს ნაკრები და მისი ფეხბურთელები, თორე ფეხბურთი რო არ მიყვარდეს და არ ვუყურებდე, მაშინ მეც ვიქნევდი საქართველოს დროშას და არ ვინერვიულებდი ანგარიშზე და თამაშის ხარისხზე. ლოგიკურად საშველი თქვენ გჭირთ თორე მე უკვე გავახილე თვალები და კარგად ვხედავ ვინ რას წარმოადგენს, როცა შენი ქვეყნის გუნდს ღალატობ როცა ჭირდები პრეტენზია არ უნდა გქონდეს რომ ქვეყანა გვერდში დაგიდგეს. (გახსოვთ ფაჩულიას ხმის მიცემაზე რა ხდებოდა თბილისში, კვარაცხელია ვერასოდეს ავა მაგ დონემდე ასეთი საქციელებით).
სოსო
პირველადაა,ბაჩის რომ ვეთანხმები.ბიჯო,თქვენ რომ კაცმა გისმინოთ,არავინ არ არის ნაკრებში მოსაშვები.ვიღაცა მოდის და რატომ მოდის,ნამუსი არა აქვსო.მეორე არ მოდის და რატომ არ მოდის,ნამუსი არა აქვსო.ყველგან და ყველაფერში ცუდს რატომ ხედავთ?უყურეთ რუბინის თამაშებს,ნახეთ რამდენს ურტყამენ და როცა ნახავთ,მერე აღარ დაიწყებთ ჰაერზე ლაპარაკს,აფერისტობსო.მე ახლა ის მაქვს სადარდებელი,რუსებმა მატჩ პრემიერი დაბლოკეს და შევძლებ თუ ვერა ყურებას.უნდა ვეძებო და იქნებ სადმე სხვაგან ვიპოვო.თქვენ კი,იჭორავეთ,ფეხბურთი მაინც არ გიყვართ!
ქ. გ.
ხვიჩა არაფერში არ არის დამნაშავე. მამამისმა ჯუღელს რომ ჩააბარა, ხვიჩა მაშინ ბავშვი იყო. ჯუღელმა რუსეთში წაიყვანა.
ქ. გ.
გამოაქვეყნეს შემადგენლობა. სასტარტოშია.
ალექსას
ალექს, მიამიტობას შეეშვი.
Shalva
Gvekaipeba es axalgazrda
alex
ასე რომ ქილიკობ კვარაცხელიაზე არ გრცხვენია, ასეთი დონის ფეხბურთელი ვინმე არის დღეს საქართველოში, ერთი ჩაკვეტაძეა და ისიც ჯერ შორსაა იმ ფეხბურთისაგან რომელსაც ტრამვამდე თამაშობდა. ან რუბინი რომელი ტოპ კლუბია, რომ საქართველოს ნაკრებს არჩიოს,პირიქით თავის გამოჩენა თუ უნდა ნაკრებში უნდა ითამაშოს, და როგორ ფიქრობ ესპანეთის ნაკრებთან ან თუნდაც კოსოვოსთან თამაშს გამოტოვებდა?
KAKO
დაბრუნდება აბა რას იზავს? რუსეთის პრემიერ ლიგის მაჩანჩალა გუნდს ხვდება და შანსი აქვს ერთი ორი დეტცკი ფინტი გააკეთოს, იქნებ შემხვევით გოლოც გაიტანოს,რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონის წინ ჭორების მორიგი ტალღა აგორდეს ხვიჩას მსურველი ტოპ კლუბების შესახებ,ამასთნ ნაკრების ოქტომბრის თამაშების წინ ტრამვის მიღებაც ხომ უნდა მოასწროს.
ბაჩი
რა გეშველებათ....
დ
ჟურნალისტებო, თამამად შეგიძლიათ ქვილითაიაზე და დაუშვილზე ინფორმაცია აღარ მოგვაწოდოთ, არ გვაინტერესებს. ეგენი აწი თამაშს ვეღარ ისწავლიან, აზრი არა აქვს.
ქ. გ.
ჯუღელმა საკუთარი მოვალეობა ვერ შეასრულა. გასაგდებია. ჯუღელი რომ მესის აგენტი იყოს, მესი როტორის ფეხბურთელი იქნება.
ჰაჰა
აწი ითამაშებს. უეჭველს გეუბნები. იმიტომ რომ ტრასფერის დროს მყიდველი პირველ რიგში მაგას იკითხავს, ასეთი მაგარი თუა ნაკრებში რატო არ არისო.

საქართველოს ნაკრებს თამაშები აღარ დარჩა და ესეც უცებ გამოჯანმრთელდა.
sddd
რა აზრი აქვს ნაკრებში თუ არ ითამაშა, ვარჯიშებზე რამდენ დრიბლინგს განახორციელებს?
Musenbezi
ცოტა ხანში გოლივუდში გადაიღებენ ფილმს ,,პერეგავორებში დაკარგულები” …
დათო
კი ეხლა შორს წავა უფრო ფანტაზიები ალბათ რეალი ბარსელონა და ბაიერნიც ჩაერთვებიან ხვიჩას წაგლეჯვაში
ჩემი გიო რომ ცოცხალი იყოს
ესენი ყველაზე ნაკლებს ჭორაობდნენ და ჯუღელთან ექსკლუზივი ჰქონდათ. მილანში რომ გაუშვა ბევრმა, ეგ იკითხეთ
დევი
აბა ჰე! დავიწყოთ ტვინის ბურღვა , დეკემბრამდე თქვენნი ვართ. ფანტაზიას მობილიზება და სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან