დღეს, 13 სექტემბრის გამთენიისას მამაკაცებს შორის US OPEN-ის ფინალი გაიმართა, ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და დანილ მედვედევი (2) დაუპირისპირდნენ, შეხვედრა რუსი სპორტსმენის გამარჯვებით 6:4 6:4 6:4 დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ ნოვაკმა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალი პირწმინდად ჩააგდო, ახალგაზრდა დანილი კი შესანიშნავად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია 16 ეისიც.

ამრიგად, "ნოლემ" კალენდრული სლემის მოგება ვერ მოახერხა...

მატჩის შემდეგ სერბმა კომენტარიც გააკეთა:

"ვფიქრობ, პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც დომინიკ ტიმმა გასულ წელს ამ ტურნირის მოგება მოახერხა, ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა "ბებერი ბიჭები" თავს ჯერ კიდევ ვიკავებთ. ვცდილობთ, რომ ვიბრწყინოთ და ვიკაშკაშოთ ისე, როგორც ჩოგბურთის სამყაროშია შესაძლებელი. მე ჩემი თავისთვის ვსაუბრობ, მინდა განვაგრძო ასპარეზობა, მოვიგო კიდევ ბევრი შეხვედრა და "ვიბრძოლო" ჩემი ქვეყნისთვის, ეს ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.

ახალი თაობა ახალი ნამდვილად აღარაა, ისინი აწმყოს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ სადავეებს ხელში ჩაიგდებენ. ვფიქრობ, ჩოგბურთი საიმედო ხელშია, რადგან აქ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი სპორტსმენები იმყოფებიან. მათ უამრავი რამის შემოთავაზება შეუძლიათ როგორც კორტზე, ისე მოედნის მიღმა.

ვიმედოვნებთ, რომ თაობათა შორის გარდამავალი პერიოდის დროს, სპორტი პოპულარობას არ დაკარგავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სახეობის სახეები ვართ, ვალდებულები ვართ ახალი გულშემატკივრები მოვიზიდოთ.

დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპორტი მათში ცოცხლობს. ისინი ახალგაზრდებს ან რეიტინგში დაბლა მყოფ ჩოგბურთელებს შესაძლებლობასა და მოტივაციას აძლევენ, რათა ჩოგბურთით იცხოვრონ. ყველაფერი კარგადაა, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ვფიქრობ, ყველაფერი განხორციელდება".

კომენტარი დანილ მედვედევმაც გააკეთა:

"როდესაც რაღაცას პირველად აკეთებ ემოციები განსაკუთრებულია, როდესაც პირველი საჩოგბურთო ტურნირი ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, როდესაც პირველად "მომავლების" ტურნირის გამარჯვებული გავხდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ როდესაც წარმატება მეორდება, ისტორიას თუ არ წერ განსხვავებული ემოცია გეუფლება.

ვგულისხმობ, როდესაც ახლა მე მასტერსზე წარმატებას ვაღწევ კმაყოფილი ვარ, რადგან ეს დიდი ტურნირია. ზოგადად, მასტერი ბევრს მოგებული არ აქვს, მე მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ მეტი მჭირდება, უფრო მეტი...

არასდროს იცი, რას მიაღწევ შენს დარჩენილ კარიერაში, ყოველთვის იმას ვიტყვი, რომ თუ ვეღარაფერს მოვიგებ, მეცოდინება, რომ მე ამაში ყველაფერი ჩავდე.

ახლა ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის პირველი დიდი სლემის ტურნირია, არვიცი, მეორე, მესამე რა ემოციას მომიტანს, მაგრამ პირველი ძალიან მნიშნველოვანია ჩემთვის.

- იმიტომაა ეს წარმატება მნიშვნელოვანი და ტკბილი, რომ დაამარცხე რეიტინგის პირველი ნომერი? შენ ბოდიში მოუხადე, მაგრამ ამას გულწრფელად ფიქრობ?

- ნოვაკის გამო გულწრფელად ვწუხვარ, წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობს ახლა ის, მაგრამ დიდი სლემი დიდი სლემია. ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც ამ ტურნირის შეხვედრის მოგების შემდეგ, ფინალში კი ნებისმიერი ოპონენტის დამარცხებით ასეთივე მოხარული ვიქნებოდი.

რასაკვირველია ჩემი კარიერისთვის მნიშნელოვანია, როდესაც ასეთი დონის მოწინააღმდეგეს დაამარცხებ, მას, რომელმაც ავსტრალიაში მოიგო და საკუთარ კარიერას კიდევ ერთი დიდი ტიტული შესძინა. ეს მე დამარწმუნებს იმაში, რისი გაკეთებაც შემიძლია".

ასე და ამგვარად დანილი წლევანდელი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

jordan kobe lebron
ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას რაც შეეხება: "everything's impossible until it happens", ეჭვიც არ მეპარება, რომ, კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5 ლიგაში გადასვლა გარდაუალია. ჩაკვეტაძეს ფორმაში ჩადგომას დრო ჭირდება და წინსვლას აუცილებლად გააგრძელებს. ჯოკოვიჩს რაც შეეხებაა, ბოლო წამამდე ვფიქრობდი რომ სასწაულს მოახდენდა, ეხლაც მგონია რომ კოშმარში ვარ. არც ზვერევთან და არც დანილთან წაგება, ნოლეს დიდებულ კარეიერას არაფრით აკნინებს. … the winner is the one who believes in victory more.
Excess
ფეხბურთის გაგებაში რო იყო კვარაცხელიაზე ეგეთ რაღაცას არ დაწერდი. ბარსელონები და იუვენტუსები ჩვენი მოგონილი არ არის მთელი მსოფლიო მაგას წერდა და რეალური ინტერესები უბრალოდ 20 მილიონი დაადეს და ნაგლად არ გაუშვეს. ჩაკვეტაძე ბაიერნს უნდოდა საერთოდ მაგრამ ეგეც ღორების ჭაობის მსხვერპლი შეიქმნა ვინც უფრო დიდი ფულის შესთავაზათ იქ გაუშვეს. და თქვენ გიხარიათ ეგ და ღადაობთ მაგრამ ერთხელაც ამოშრება ჭაობი და ვეღარ იცინებთ
ჰმ).
ვაი თქვენს ... ვინც თქვენ გაღირსოთ ან მოგასწროთ ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გრანდებში თამაში იმის -
Sastiki. King
რაო, გომბიო მედვედევის ფანებად გადაიქეცით ისე გაბრმავებთ ნოვაკის ზიზღი? უტიფარი რუსი (და არც მთლად რუსი) რომელიც აშკარად ჩანდა რომ დოპინგზე იყო და ბოლო წამამდე "გორლაზე" იყო მხოლოდ ფიზიკური ძალით მოიგო. იმიტომ რომ რუსია და რუსულად მოიგო დოპინგ-რევანშზე რომ არიან მსოფლიოს წინააღმდეგ და საერთოდ გერმანელებზეა ნათქვამი მაგრამ სუყველა ეგენი რუსები გერმანელები ურიები ყველაფერს "ლევად" იგებენ. ისე იყო დოპინგით გაჭყეპილი ეგ ჩოკინა უნდა ეშინოდეთ არ მოკვდეს, ფეხები არ გაფშიკოს თამაშის უნდა წაეთრიათ ეგრევე დოპინგ ტესტზე ხელბორკილებით. მაგრამ ბოლო სეტში მაინც ჩაისვარა დაამტკიცა რომ გომბიოა როცა ჯოკომ გმირულად 4:0 დან ამოუქაჩა და დაანახა ლეგენდები როგორები არიან, დაინგრა ოვაციებით სტადიონი და დიდება არ დაუკარგია ჯოკოს. ჯოკოვიჩის ფანებიო რო იძახით მთელი ამერიკის ელიტა მანდ იყო ბრედ პიტით დაწყებული ბრედლი კუპერით დამთავრებული ყველა ჯოკოს სკანდირებდა იმიტომ რომ მთელი მსოფლიო აფასებს. ნადალ-როჯერის ეპოქაში ჩარჩენილი გამწარებული ბოღმების გარდა რომლებიც დღემდე ვერ ეგუებით მის სიდიადეს. ისტორიაში საუკეთესოა ეხლავე ამ მომენტშიც მაგრამ კიდევ ერთხელ მოიგებს აუცილებლად დიდი სლემის 21ე ტიტულს (დოპინგი ყოველთვის კი ვერ მოიგებს) და საბოლოოდ ჩაასაკლავებს ჯოჯოხეთში ყველა დამპალს და სახე ახეულს წერას რომ არიან ატანილი ნოვაკზე სატანისტობაში გადასულები ისეთ რაღაცეებს წერენ
jordan kobe lebron
უაზრო კომენტარია...
დათო
… პირველ რიგში, სპორტალ.ჯე- ზე სად ნახეთ ჯოკოვიჩის ფანების აღტინება???!!! მეორეც, აგრესიული ფორმა, რომელიც თქვენ აირჩიეთ არ არის სწორი!!! ვის რას უმტკიცებთ ვერ გავიგე!!! მედვედევი ძალიან კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ როგორც ადამიანს არ სცემენ პატივს!!! მედვედევს ნოვაკამდე დიდი გზა აქვს გასავლელი!!!
ყოჩაღ
სწორია შენიშვნა, მაგრამ ცუდი ტონი იგრძნობა, ეს არასწორია
ყოჩაღ
სწორია შენიშვნა, მაგრამ ბოღმა იგრძნობა, ეს არასწორია
ზაზა
რაღაც გასუსულები ხართ ჯოკოვიჩის ფანები?რა იყო ჩაგივარდათ ენა? შეხვედრის წინ დიდ გულზე იყავით.გადაუვლის,გაანადგურებს.ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო ნათქვამია.ვინ ვის გადაუარა კი დავინახეთ და ძალიანაც კარგი.ფედერერს არა აქვს კარიერული სლემი და ნოვაკსაც თუ არ ექნება არაფერი დაშავდება.თქვენ კი ,,პროფესორებო'' წინასწარ ნუ გადმოაფრქვევთ თქვენს სულელურ პროგნოზებს,მერე სასაცილოდ რომ არ გაიხადოთ საქმე.ეს მარტო ჩოგბურთს არ ეხება.თორემ თქვენ რომ გისმინოთ კაცმა ჩაკვეტაძე უკვე ბარსელონაში უნდა ფრინავდეს და კვარაცხელია რეალში))))
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!