გუშინ, 12 სექტემბერს, ევროპის შიდა ჩემპიონატში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ოთხ მატჩს, სადაც გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გადაწყდა.

"ესპანიოლი" - მადრიდის "ატლეტიკო" 1:2

Video

ესპანიოლი - ატლეტიკო

შეხვედრა დრამატული გამოდგა, კატალონიელებმა ანგარიში მე-40 წუთზე რაულ დე ტომასის გოლის წყალობით გახსნეს, "როხი ბლანკოს" ძალიან უჭირდა, თუმცა გამოცდილებითა და სათამაშო კლასით წონასწორობა აღადგინეს, თავი ბელგიელმა იანიკ კარასკომ 79-ე წუთზე გამოიჩინა.

ნამდვილი დრამა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაიწყო, არბიტრმა 10 წუთი დაამატა, მადრიდელები გაშმაგებით უტევდნენ, გამარჯვების მომტანი გოლი კი ტომას ლემარის ანგარიშზეა, ფრანგმა ფეხბურთელმა საკუთარ გუნდს 3 ქულა 90+9 წუთზე შესძინა.

"რომა" - "სასუოლო" - 2:1

Video

რომა - სასუოლო

"რომამ" "სასუოლოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში 37-ე წუთზე ბრაიან კრისტანტეს გოლის წყალობით გახსნეს, ფილიპ ჯურიჩიჩმა 57-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების მომტანი გოლი კი ცვლილებაზე შემოსულმა სტეფან ელ შაარავიმ 90+1 წუთზე გაიტანა, თანაც როგორი გასროლით? იტალიელმა ფეხბურთელმა ჟოზეს საიუბილეო მე-1000 შეხვედრა დიდებული გოლით დააგვირგვინა!

"სპეცია" - "უდინეზე" - 0:1

Video

სპეცია - უდინეზე

მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას სპეცია ფლობდა, რამდენიმე მომენტში კი სტუმრები რეალური გოლისგან გადარჩნენ.

მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე "უდინეზეს" ნახევარმცველმა, ლაზარ სამარძიჩმა საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

"ბორდო" - "ლენსი" - 2:3

Video

ბორდო - ლენსი

ყველაზე დრამატული ფრანგული შეხვედრა გამოვიდა, "ბორდომ" "ლენსს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

სტუმრები პირველ ტაიმში წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ, გოლები გაელ კაკუტამ (39) და ფაკუნდო მედინამ (43) გაიტანეს.

მეორე ტაიმში მასპინძლები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ, მე-60 წუთზე სხვაობა რიკარდო მანგასმა შეამცირა, 88-ე წუთზე კი ონანამ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩს 6 წუთი დაამატა, ბოლო წამებზე კი ფლორიან სოტოკამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და "ლენსს" 3 ქულა შესძინა.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის