ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

<p>საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:</p><p>"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.</p><p>ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.</p><p>უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.</p><p>"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."</p><p><p><br></p>

  • Miro

    რა სისულელეა შოთი აქ უყვართ და ამას ნუ გავატარებთ არავითარი თურქეთი და ნიდერლანდი!! შოთი და საერთოდ არველაძეები გვიყვარს და ვაფასებთ რაც ქვეყნისთვის უკეთებიათ ისევე როგორც კალას კაშკას და კობის,ქეცბაიას და ცხადაძეს.ნუ გამოაძვრენთ პოლიტიკას ყველგან,უბანში ბაზარში ზღვაზე მთაში,ეხლა ლოგინშიც შემობრუნეს ენა ხელუკუღმას მაინც სხვა ტკაცუნი აქ,ტაკშტო სარანჩას ნუ შევიდეთ თორე წაგვლეკს!!

  • სტატუს ქუო

    ამ პასუხით კობიაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გაუნათლებლობას რაიმე ფაქტის ცოდნა არ ნიშნავს იმას,რომ ამ ფაქტს მაინცდამაინც უნდა დაესწრო და შენი თვალით ნახო.

  • ერეკლე.

    გაბოროტებული და არასწორი ხარ! ვიღაცა ხარ.

  • რა გვეშველება

    ან ვიღაც სხვაზე ლაპრაკობს ან ის ტიპია სპორტს და პოლიტიკას რო ვერ არჩევს, შენგელია რო ქვეყნის მოღალატე გონია და ვაქცინას რო არ გაიკეთებს (დაგვჩიპავენ)… შოთაზე მაგარი თავდამსხმელი არ გვყოლია (სულ მცირე უახლოეს წარსულში)! უბრალოდ კითხეთ ნებისმიერ ფეხბურთის ოდნავ მოყვარულს ჰოლანდიაში არველაძეზე და ამ კომენტარისაც და იმ გინებისაც შერცხვება ყველას, თან მაგრადაც გაგისწორდებათ რო ქართველია! რას ნიშნავს შენს საქმეს მიხედე? აბა ინგლისში უპასუხოს ვინმემ შირერს ესე, თუმცა რა ინგლისი ჩვენ ხომ საფეხბურთო (დიდად არც სხვა) კულტურა არ გაგვაჩნია, დაფასებაც არ მოსულა თუ კონკურენს ხედავ მასში. მოკლედ, არაფერი გვეშველება სანამ პოლიტიკას და სპორტს ავურევთ და სანამ არველაძის მსგავს უმაგრეს დამსახურებულ ხალხს ვაგინებთ, სიბმელეა უბრალოდ. ქართულ ფეხბურთში კიდევ გეგმა რომ არ არსებობს ეგაა პრობლემა, ვინმემ იცის სად ვიქნებით 5,10,20 წლის მერე? კობიაშვილმა ნაღდად არა, ამ განცხადებით კი ისევ თავის “გერმანიაში ნაცხოვრები” კაცის იმიჯს გადაუსვა ხაზი და ამპარტავანი “გრუზინი” გააღვიძა. თუმცა, ეს არ ცვლის ფაქტს რომ უმაგრესი ფეხბურთელი იყო ლევანი და ლიგაზე სამი ისტორიული გოლიც შეაგდო! პ.ს. გამოუცდელ, ახალგაზრდა და ახალბედა (ანუ ჩვენი ნაკრებია უმეტესობა) ფეხბურთელებთან ერთად დაუშვებელია ავტორიტეტული ვეტერანები ეწეოდნენ სიგარეტს, ეს ისე… აიცერით და ატარეთ პირბადე, ბევრ მართლა პროფესორობას ასე აჯობებს!

  • Riquelme.

    აუ თუ ძმა ხარ, ქინქლაძეს და არველაძეებთან ნუ აყენებ

  • გია

    ამ კონკრეტულ შემთხვევაში შოთას მხარეზე ვარ. კობი ცდილობს პასუხისმგებლობას აარიდოს თავი და ამწვავებს ურთიერთობებს. ორ სავარძელში მოკალათებული და არცერთ სავარძელში პასუხს არაფერზე აგებს.

  • Legend

    ეს არველაძე ასეთი უტიფარი თუ იყო არ მაინც არ მეგონა . მეგონა შეირგო ხალხმა რომ თავი გაანება და ასე თუ ისე ზრდილობის გულისთვის ნორმალურად გააცილა. ხო არ გონია ვინმეს დაავიწყდა მთელი საქართველო რომ აგინებდა და რატომ აგინებდა, და სინამდვილეში რას წარმოადგენდა. ამაზე ნელი და დაუნი ღორი ფეხბურთელი არ ყოლია ნაკრებს. აწყვეტილ შეტევებს აჩერებდა. ბურთს მიიღებდა და შეტევა მთავრდებოდა ისე ამოუყვანა ხალხს ყელში რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. მაგისი "ეპოქა" იყო რო იყო, ბნელი და ტკბილი მოგონებების ერთერთი სახე. ამას დანიშნავთ ნაკრებში და მართლა დაბრუნდება ის ფარჩაკი 90 იანები ალბანეთში უყიდეთ ბინა კიდე

  • Legend

    ეს არველაძე ასეთი უტიფარი თუ იყო არ მაინც არ მეგონა . მეგონა შეირგო ხალხმა რომ თავი გაანება და ასე თუ ისე ზრდილობის გულისთვის ნორმალურად გააცილა. ხო არ გონია ვინმეს დაავიწყდა მთელი საქართველო რომ აგინებდა და რატომ აგინებდა, და სინამდვილეში რას წარმოადგენდა. ამაზე ნელი და დაუნი ღორი ფეხბურთელი არ ყოლია საქართველოს ნაკრებს აწყვეტილ შეტევებს შეტევებს აჩერებდა. ბურთს მიიღებდა და შეტევა მთავრდებოდა ისე ამოუყვანა ხალხს ყელში რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. მაგისი "ეპოქა" იყო რო იყო, ბნელი და ტკბილი მოგონებების ერთერთი სახე. ამას დანიშნავთ ნაკრებში და მართლა დაბრუნდება ის ფარჩაკი 90 იანები ალბანეთში უყიდეთ ბინა კიდე

  • Zaza

    დაღუპულის შენი შენიშვნა უადგილოა ესენი რო მართავდენ ქართულ ფეხბურთს მაშვინ აჟურში იყო ხო ყველაფერი.გაფარჩაკდა ფეხბურთი მაგ დროს ვისაც სიმართლე არუყვარს კიდე ცივი წყალი დალიოს.

  • ირაკლი

    რა უზომოდ საწყენია, რომ ფეხბურთში დასაქმებულ ხალხს ფეხბურთზე ბევრად მეტად ფული შეყვარებიათ. ეს ეხება ახალ თაობასაც - კობიაშვილსაც, არველაძეებსაც სამივეს, მუჯირსაც, ყაველაშვილს, ცქიტიშვილს, იაშვილს, ცხადაძესაც და ა.შ. საოცარი ისაა, რომ ეს ხალხი ნაკრების მაისურით ასპარეზობდა და სულ მცირე პატრიოტიზმის და ქართული ფეხბურთის სიყვარული ცოტა იმაზე მეტი მაინც უნდა ჰქონდეთ ვიდრე ცალკე აღებულ ერთეულ გულშემატკივარს, მაგრამ სამწუხაროდ საპირისპიროდაა. ვერ ამიხსნია ეს ფენომენი, ნუთუ ასეთი მანკიერი ერი ვართ? ერთადერთი ვისაც ეს სიტყვები არ ეხება თემურ ქეცბაიას. თემური მართლა პრინციპების ერთგული პიროვნებაა, მგონია ის ნაკრების მწვრთნელის პოზიციის ნაცვლად ფედერაციის პრეზიდენტად რომ ყოფილიყო ბევრად მეტს გააკეთებდა.

  • ხოდა

    ვდგევართ უამრავი ხალხი ფუნიკულიორზე ასასვლელი ვაგონის რიგში, ჩვენთან ერთად რიგში დგანან ნაკრების ძირითადის კალათბურთელები, ზაფხულია ძალიან ცხელა და ეს რიგი მწყობრი არ არის, მიტინგია. ეს ვაგონი კიდე არა და არ მიდის რომ მალე მოვიდეს მეორე, უცბად გასასვლელი კარი იღება და ვიღაც თაგვივით ტიპი შემოდის ტელეფონით ხელში (ან ლაპარაკობდა და ან არა) და ესე ვირთხასავით შედის ვაგონში ისე რომ თვალს არავის უსწორებს. თურმე ამას ელოდება ეს ვაგონი და 200 ადამიანი, ამ "დიდ კაცს". მაშინ ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვის ეს რა ჩამოსხმაა..

  • დაღუპული

    დაღუპეს და დაანგრიეს მაგრად იცით ხოლმე რა. ადრეც დაღუპეს და ახლაც? უკვე დაღუპული დაღუპეს ხელმეორედ?

  • ???

    კობიაშვილის კომენტარი არაპროფესიონალირია და მდაბიო, მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ რომ არველაძეებს ხმა არ ამოუღიათ უფროსი არველაძე იყო გენ. მდივანი და ახალგაზრდა ტალანტიც არ იყო გუნდში, ამ მისამართით სწორია. პ.ს. გახარიასთან ამათი ჩახუტების გამოძახილია ახლა რომ გადაირივნენ არველაძეები მეტი არაფერი. თქვენთვის (კობიც და არველაძეებიც) შემოსავალია ფეხბურთი და თქვენი კრიტიკა ან არ კრიტიკა და მოწონება ბოლომდე გულწრფელი არ არის. იმ ხალხს უსმინეთ ვინც არანაირ კავშირში არ არის და უბრალოდ გული სტკივა ამ საცოდაობაზე.

  • დ.დ.

    ამხ. კობიაშვილო ! ის თუ გაგიგია, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის უპირველესი ნიშანია. ეს ათასწლეულების წინ გამოთქმული ფრაზა შენზე ვერ გავრცელდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჭკუა შენ საერთოდ არ გაქვს ! ამიტომ კარგად მოისმინე რასაც გეტყვი : პირველ რიგში უნდა ისწავლო და მიხვდე ვისზე შეიძლება, რომ შენი აზრი გამოთქვა. შენ შეგიძლია ისაუბრო და შენი აზრი გამოთქვა შენი დონის ფეხბურთელებზე, მაგალითად მუჯირზე, იაშკაზე, ცქიტიშვილზე, დვალიშვილზე და მათ მსგავს ხელოსან ფეხბურთელებზე. ხელოვან ფეხბურთელებზე საუბარი, შენი მხრიდან ცოტა უხერხულია, რადგან მათ სიაში ვერც ერთი პარამეტრით ვერ ეწერები. შენ ვერ ასწავლი ჭკუას შენი თაობის ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან ქინქლაძეები, არველაძეები, ჯამარაულები, ნემსაძეები, ცხადაძეები, შელიები და სხვანი. აღარაფერს ვამბობ ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილ ძველი თაობის ლეგენდებზე. შენ რა მართლა გგონია, რომ დიდი ფეხბურთელი იყავი ? 100 თამაში ითამაშე ნაკრებში და ასივეში, მოედანზე მოთამაშე 22 ფეხბურთელს შორის ყველაზე უსუსტესი იყავი. ცხოვრებაში წინ პასი არ გაგიკეთებია და საერთოდ, თქვენმა თაობამ სქართველოს ნაკრების პრესტიჟი სამუდამოდ დამარხა და გააცამტვერა. ასე რომ, შენი ადგილი იცოდე და ვინმეზე შენი აზრის გამოთქმას თუ დააპირებ, ჯერ ვინმე ჭკვიანს (თუ გყავს გარშემო) კითხე, ვინძლო საქმე საგინებლად არ გაიხადო !

  • ჯუჯი

    კობიაშვილს პატივს ვცემდი, როგორც ფეხბურთელს. ვგულშემატკივრობდი როცა გერმანულ გუნდებში თამაშობდა,თუმცა ძალიან გამიკვირდა მისი დღევანდელი ფრაზა რომ წავიკითხე შოთას მიმართ,რომელსაც მასზე უკეთესი კარიერა ჰქონდა მინიმუმ. ეტყობა თანამდებობა და დეპუტატობა თავში აუვარდა.ცოტა მეტი ურთიერთპატივისცემაა საჭირო, მითუმეტეს ერთი თაობისანი არიან. რა დროს კომფლიქტობანაა. მიხედეთ ქართულ ფეხბურთს.

  • სერგეი

    ევროპას არაფერი ვკითხოთ, სადაც გვინდა იქ დავსვათ წერტილიც და მძიმეც. თუ რამე ისე არ გამოგვივიდა მეგობარი ერთმორწმუნე შეგვისწორებს, აქვეა უკვე.

  • კ ო მ ბ ლ ე

    კანონში რომ ჩაიწეროს, სპორტში, დანიშნული, თუ არჩეული ჩინოვნიკი, ვინც დაპირებულს არ შეასრულებს, ხალხმა სახალხოდ სპორტის სასახლესთან რომ დაკლას, არ შეიძლება? თუ ეგეც ევროპას უნდა ვკითხოთ, სად დავსვათ წერტილი და სად მძიმე უნდაიყოს? ოოო, რა სისხლის ზღვა დადგებოდა!!!!!!!! აბა მერეც გაბედე და ტყუილად დაპირდით ხალხს!

  • ჟორიკა

    დაიწყო ეხლა ქოცური გაპრავება.არველაძეები კაცურადაც,ადამიანურადაც და სხვა ყოველმხრივ სჯობიან როგორც კობიაშვილს( აღარაფერს ვამბობ როგორც ფეხბურთელები ხომ ასჯერ უკეთესი სპორტსმენები იყვნენ) ასევე მის დამქაშებს რომლებსაც საქართველო მეწველი ძროხა ჰგონიათ. მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს და არა მარტო ფეხბურთის გამო.უმუშევარ სანიოლსაც ეშველება და ეს ქინძებიც ბიუჯეტის ფულით გაგრიალდებიან საქართველოდან.

  • კაკო

    მგონი ის დროა, ფედერაცია მთელი შემადგენლობით უნდა წავიდეს ვირის აბანოში, მიჰყვეს მინიმუმ წინა შემადგენლობაც, გაუქმდეს ნაკრებები, ჩემპიონატები და მთელი ფული ჩაიდოს ბავშვთა ფეხბურთში.... ფეხბურთი ცნობილი იყო, როგორც ღარიბების თამაში....

  • ლევანი

    შოთი,ალბათ უკვე ხვდები რომ,არავის აინტერესებს დღეს ფედერაციაში საქართველოს ნაკრები.რაც არ უნდა ფეხბურთზე ილაპარაკო ,მაინც პოლიტიკაში გადავდივართ.ეს არის ძალიან ცუდი.როგორც კი კაცი ხმას ამოიღებს რომ რაღაც არასწორად კეთდება, უკვე იმაზე ფიქრობენ რომ როგორმე შეინარჩუნონ ფედერაცია და ნაკრებიც ფეხებზე კიდიათ და ხალხიც. მათ მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობა ანაღვლებთ, მეტი არაფერი.ვიცი რომ მხოლოდ კეთილი გული გალაპარაკებს,მაგრამ სანამ ქვეყანაში არ დალაგდება პოლიტიკა,რომელიც არა მარტო სპორტში ,არამედ სხვა სფეროშიც არ ჩაერევა, არაფერი გამოვა.

  • sddd

    რომელ გულშემატკივრებს ეკითხები, იტალიისას თუ გერმანიისას?

  • levani-s

    ლევან შენ ფაქტია ფედერაციის ხელის ბიჭიხარ და სასწრაფოდ გითხრეს დაგეწერე ეს სისულელე,დავიწყოთ იქიდან რომ დაათრევენ რას ნიშნავს თუ ეტყვი ამას პირში? შოთის რა შესთავაზეს და რაზე თქვა უარი რა იცი თუ ესწრებოდი შეხვედრას?ისე მაგრად მაინტერესებს ფედერაციის შაუტიანი ტროლი რომ ხარ არ გიტყდება?თუ ვინმე გყავს ახლობელ მეგობარი როგორ უნდა უთხრა შენ ტროლობაზე

  • გულშემატკივარი

    არველაძეებს ისევ კალაძე-კობიაშვილი და ა.შ. მირჩევნია. შოთა პროფესიონალი რომ არ ყოფილიყო თავისი ქცევით საზღვარგარეთ ამხელა წარმატებებს ვერ მიახწევდა, მაგრამ საქართველოში რომ ბრუნდებოდა ისევ ძველი ბიჭის როლში შედიოდა. ზუსტად მაგათმა თაობამ დანერგა ქართულ ფეხბურთში “ნიჭიერი-ლუზერების” მენტალიტეტი. კობიაშვილი თავისი ბევრად ნაკლები ნიჭით ასჯერ მირჩევნია ქინქლაძე-არველაძეებს. არ დაბლოკოთ! პირადულად შეურაწყოფას არავის ვაყენებ. აზრი მაქვს ესეთი. სათქმელი უნდა ითქვას! რაც შეეხება მომავალს, ყოფილი ფეხბურთელების აუცილებლობას ფედერაციაში მე ვერ ვხედავ. გომოცდილი მენეჯერი არის საჭირო, რომელსაც პროეკტის დაწერის, გუნდის შეკვრის და გეგმის შესრულების გამოცდილება აქვს.

  • ფეხბურთი

    მართალია ეს კაცი, ფეხბურთი ერთი ადამიანით არ იწყება და არც მთავრდება, ფეხბურთი იწყება დიდი ფულით და მერე ამ ფულის სწორად გამოყენებით, აკადემიები, სტადიონები, საერთოდ საფეხბურთო ინფრასტრუკტურა, შვეიცარია უმდიდრესი ქვეყანაა და მხოლოდ რამოდენიმე წელია რაც კარგი მიღწევები აქვს ნაკრებს.

  • zaza

    ადრე იმას იძახდით არველაძეებმა დაღუპეს ფეხბურთიო და ეხლა კიდე დდ მედროვე პოპულისტებმა და დემაგოგებმა დაღუპეს ეს ქვეყანა იდეოლოგიაც ქონდა ჩვენ ქვეყანას ჟილკაც და პატრიოტული აზროვნებაც ოღონდ არა ფასადური და ზედაპირული ყველა ესენი იყვნენ ფედერაციაში და რა სრული ბარდაგი კორუფცია თამაშების გაყიდვა დაჭერილ ფეხბურთელები ვალში ჩაფლული კლუბები.დანგრეული გაპარტახებული საფეხბურთო მეურნეობა.მაშვინ უნდა ამოგეღოთ ხმა მარა ვის ქონდა ორი თავი.ვინც ამოიღო ხმა ზოგი გახიენ ნაცემი ზოგიც დააშინეს.და მორჩა.

  • Levani

    რა გეგმა ხუმრობ? ერთმა მეორეს-აჰა ნაკრები,იქნებ რამენაირად დაქოქოო და მეორემ-თავი გამანებეთ,მეყო რაც ფეხბურთელობის დროს მაგინესო. კიდე ერთია-უბანში თამაშის დროს ყველას ეყოლებოდა ისეთი მეტიქეები "გვერდით კორპუსი" ან ქუჩა- რომელსაც სულ უგებდნენ, ან რომელსაც ვერ უგებდნენ..ანუ თამაშის ცოდნაა. ივარჯიშონო რო ყვირიან-გეგონება მეტოქეები არ ვარჯიშობენ-ისინიც ვარჯიშობენ და ვერ ვეწევით..უნდა დავიკიდოთ-ესაა მწარე სიმართლე(ბავშვები მაინც არ ვატაროთ თამაშებზე)

  • სოსო

    როდესაც დღევანდელი ფეხბურთელები,სკოლაში სწავლობდნენ,სკოლაში პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე საუბრები,ფაქტობრივად აკრძალეს.სამაგიეროდ ასწავლეს,რომ როცა ტრანსპორტში ხანდაზმული ადამიანი,ან ორსული ქალი ამოვა და დასაჯდომი ადგილი არ ექნება,შენ ფეხზე არ უნდა წამოუდგე,რადგან ეს ადგილი შენ გეკუთვნის,რომ სამშობლოს დაცვა,მხოლოდ კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცის მოვალეობაა და შენ ომის დროსაც კი,თავისუფლად შეგიძლია იგრიალო.რომ ამერიკის თუ ევროპის ინტერესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე საქართველოსი და დღესაც,დუტა სხირტლაძის "პატარების დიდ შოუში",პატარა ბიჭუნა დიდი პათოსით გაჰყვირის,გაუმარჯოს ამერიკას.სამშობლოს წინაშე არავინ არაფრის ვალდებული არ ყოფილა,მთავარი ფულია თურმე და რა ნამუსით უნდა მოვთხოვოთ ამ ბიჭებს,ნაკრებში ფეხების მტვრევა?კი,უნდა დაიმტვრიონ კიდეც და თავიც დადონ მოედანზე,მაგრამ ამას ჩვენ მოვითხოვთ,გულშემატკივრები,რომლებსაც პირბადის ტარებაც კი არ გვსურს,სხვების სიცოცხლის გადასარჩენად.სამშობლოს შემოსავლის მიხედვით რომ გაზომავ,იქ მთავრდება ყველაფერი და აქ,ამ ჩვენგან გალანძღულ ფეხბურთელებზე ბევრად წინ,არც ჩვენ ვართ,ისინი,მათგან რომ მოვითხოვთ თავდადებას.რაც ერი,ის მღვდელიო.უმეცარს, თავი პროფესორი ჰგონია და მართლაც პროფესორს მიმართავს,მოიცა,რას პრაფესორობო.შოთა არველაძეს არ ამოეღება ხმა და ჩვენ მასზე მეტი ვიცით?უკვე რამდენი წელია,ამ საიტზე ვწერ პოსტებს,ვდაობთ ერთმანეთთან,მაგრამ ხეირი?ვინც რაღაცა მართლაც იცის,იმას კი,შენ ხმა არ ამოიღოვო.აი სწორედ ამიტომ ვართ იქ,სადაც ვართ და კიდევ დიდხანს ვიქნებით,თუ ასევე გავაგრძელებთ.ორ დღეში და ორ წელში,პრობლემას არაფერი ეშველება,ჯერ დიაგნოზია დასასმელი ზუსტად და უკვე შემდეგ,მკურნალობის გზების ძიება.მძიმე ავადმყოფთან კონსილიუმი იმართება ხოლმე,"პრაფესორების"მონაწილეობით,ისინი სვამენ ერთობლივ დიაგნოზს და მკურნალობის გზებს ადგენენ.სხვა შემთხვევაში ავადმყოფი დაიღუპება.ქართული ფეხბურთიც დიდი ხანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და სწორედ ის 250 მილიონია ის ჟანგბადი,ჯერ კიდევ რომ აცოცხლებს მას.ახლა კონსილიუმის დროა,"პროფესორების "მონაწილეობით,რომ ის სიცოცხლისაკენ გამოვახედოთ და შოთამ სწორედ მასში სხვა პროფესორების ჩაბმა სცადა და ამიტომ პირში ბურთი უნდა ჩავჩაროთ?!უნდა შეიქმნას ფეხბურთის განვითარების პროგრამა,რამდენიმე წელზე გაწერილი,აწონილ დაწონილი და შემდეგ მოხდეს მისი განხორციელება.სხვანაირად პერსპექტივა არასოდეს გაგვიჩნდება და მუდამ ერთ-ორ ნიჭიერ ფეხბურთელზე იქნება ნაკრების თამაში დამოკიდებული.ეს დამოკიდებულება კი,არაფრის მომტანია და ვერასოდეს მივაღწევთ,სტაბილურ წარმატებას.

  • გიზოგ

    რაც ნაკლებს დავწერთ უკეთესია, მით უფრო ღრმად შევალთ ჭაობში. ისე ის კაცი, რომელმაც ნაკრები რუსეთთან მატჩის წინ მიატოვა, თვითნებურად ჩაალაგა ჩემოდანი მოუსვა საქართველოდან, ცოტა უხერხულია ასე ხმამაღლა ლაპარაკობდეს მის დამსახურაბაზე ნაკრებში. გავიხსენოთ მის დროს ნაკრების შედეგები და ვნახავთ ვის რა აქვს სატრაბახო. "თავდაბლობა ალამაზებს ადამიანს".

  • lado

    ეს ორი მათ ურთიერთობას როგორმე მოაგვარებენ, ეგ არაფერი, მაგრამ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს რა ეშველება?! ესაა უდუდესი პრობლემა,ხოლო მაგ ორის პიროვნული დაპირისპირება ცხოვრების წვრილმანია დაახლოებიტ ისეთი იყო და არა იყო რაო.მე ის უფრო მაინტერესებს ამ ორიდან რომელს აქვს გამზადებული ეროვნული ნაკრების კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა? თქვენ ჟურნალისტებმა კითხეთ აბა ორივეს

  • tngh

    არ გიხდებათ მსგავსი კამათი... აიღეთ მაგალითი ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძისგან. შესანიშნავი კომენტარი გააკეთა საზ-მაუწყებლის ეთერში. სამართლიანი, სწორი და კორექტული...

  • QT

    შოთი, ეს სხვა საუბარია და რაც აქამდე ილაპარაკე ის სულ სხვა. დისკუსია კაი ხანია გასახსნელია და გზებიც საძიებელი, მაგრამრომ იძახი ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებო, ხომ გაგიგია როგორც მიუწყავ, ისევე მოგეწყვებაო. არაა ეხლა ის დრო თქვენ ერთმანეთში დაძაბულობა გქონდეთ, უნდა გაერთიანდეთ, გამოცდილებაც გაუზიაროთ ეხლანდელ და მომავალ თაობას, რა ხდებიდა ცუდი თქვენი ნაკრების დროს იგივე რომ არ განმეორდეს და როგორ ახერხებდით იგივე ბულგარეთთან აქ მოგებას და ფრანგებთან, იტალიასთან არ წაგებას. გამოსავალიც ერთად უნდა იპოვოთ და ვიპოვნოთ ამ მდგომარეობიდან.

  • მწვრთვნელი

    შოთი ერთად რატომ არ იკრიბებით თქვენი თაობის წარმომადგენლები და არ აყალიბებთ ერთიან აზრს და გასაკეთებელ საქმეს ქართულ ფეხბურთში!? სად არიან შენთან ერთად მოთამაშე ბიჭები? რატომ არიან გაჩუმებული? აგერ ცხადაძე, ქეცბაია, ნემსაძე, ქინქლაძე, ჯამარაული. შენი ძმები აჩი და რევაზი! ერთად გამოდით და თქვით ჩამოყალიბებული სათქმელი ქართულ ფეხბურთზე!

  • beqa

    ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას ეკუთვნის ეს ნაკრები არააქ მნიშვნელობა პოლიტიკურ პარტიას მახინჯებ..! მითუმეტეს ნაკრების ყოფილ და მოქმედ ფეღბურთელებს! და საერთოდაც ვეტერანი ფეღბურთელები რაც უფრო ხმას ამოიღებენ მით უკეთესი ქართული ფეღბურთისთვის !!!! კიდე შოთა თუ პროფესორი არაა აბა მუჯირია ტუ ბლუკუნა იაშვილი პროფესორი? კუჭავა მოიკითხეთ ტორპედოს ფანი

  • Aleksandre

    არ გიხდებათ ასე….ორივეს დიდი პატივისცემა…

  • ცეზარ

    მალე უნდა შველა საქმეს.დარჩენილ სამ თამაშში მაქსიმუმ ბერძნებს ან შვედებს გავუფუჭებთ საქმეს და მორჩება. მერე ახალ შესარჩევში ისევ ამ დღეში ვიქნებით. ბევრი რამაა შესაცვლელი!!

  • Chorna

    ფეღფურთელები!! Ramdeni xania ramis darqmeva mindoda nakrebis wevrebze

  • გელა

    სულ მესმის ჩვენ გყავს თაობა რომელსაც სჭირდება კარგი მწვრთნელი სამწუხაროდ მწვრთნელი და ფედერაცია ვერ შველიადამიანის მენტალიტეტს ჩვენ კარგი თაობა გვყავდა 10 წლის წინაც მეტი თუ არაა არანაკლებ ამათზე ნიჭიერები ვინც ახლა გყავს ახლა თუ 5 გვარს ვამბობთ კვარაცხელია მიქაუტაძე წიტეიშვილი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი იმ 10 წლის წინ და 9 წლის წინ ჩვენ გყავდა იგივე 18-19 20 წლის ოქრიაშვილი,თარგამაძე,ჭანტურია, ყაზაიშვილი, ანანიძე, ყენია, კვირკველია,მჭედლიძე მაგრამ ვერც ერთმა ვერ ითამაშა მაღალ დონეზე როცა შეეძლოთ და ქონდათ ამის პოტენციალი და დღეს ბევრი საერთოდ აღარ თამაშობს ფეხბურთს ზოგმა ტრამვების გამო ზოგმა არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო პროფესიონალიზმი გვაკლია თუ ეს ფეხბურთელები თავის კარიერას პროფესიონალურად და სწორად არ მიუდგებიან ისევე დაიკარგებიან როგორც დაიკარგა ის 10 წლის წინანდელი თაობა და აქ მთავარი არის ფეხბურთელები ნაკრებში მოედანზე გადიან ფეხბურთელები და არაა მწვრთნელი და ფედერაცის პრეზიდენტი თუ ნაკრებში გყავს დაბალი კლასის ფეხბურთელები გინდა გვარდიოლა დაუნიშნე მაინც არაფერი გამოვა.

  • ........

    პირველ ნაწილში გეთანხმები, ოჯახის აუგად მოხსენიება მიუღებელია, გეტყობა მაგარი აკრეფილი ხარ, მაგრამ მაინც

  • Levani

    შოთამ რადგან იცოდა რომ ამ კონტინგენტით ვერაფერს მიაღწევდა -თავისით თქვა,თავს საგინებლად არ გავიხდიო.ასე არ იყო? ფედერაცია გასაკრიტიკებელი კი არა მეტია,იმითვის რო შეიყუჟნენ და თავის თავზე მოირგეს ყველაფერი. ან კობიაშვილი პარლამენტში რა ჩემ ფეხებად მინდა თუ ერთი სიტყვა ვერ შეჰბედა-მაკედონიასთან 5-10 ათასი კავი დაეშვათ. კიდევ ბევრი რამეა,მაგრამ შოთას მართლა არა აქვს ხმა ამოსაღები-იმიტომ რომ პორადად მას შესთავაზე შველა და უარი გვითხრა(იცოდა ვერ გვიშველის ვერც შოთა და ვერც ვაჟა-აკაკი-ილია:) რეზის ბიჭი არ დაუიგნორებიათ და ხან ახალგაზრდულში და ხან ეროვნულში ათამაშეს-მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა(რა,არ იცოდნენ ბიძებმა რო არ იყო ნაკრების დონის?) ახლა დაათრევენ ხან თავიანთ გუნდში და ხან სხვაგან,მაგრამ სამწუხაროდ ბიძებზე მეტად მამას გავს(რეზი ფეხბურთელს არ ვერჩი,მაგრამ ძმები ჯობდნენ) ცხადაძეს რაც შეეხება-კობიმ უთხრა,ხელფასს დაგიკლებ და პრემიას მოგიმატებო-ამაზე ახტა და დახტა,ანუ ხელფასი უნდოდა გარანტირებული ჩვენი გადახდილი ფულით-სწორედ ბიუჯეტიდან და თამაშებს მოიგებდა თუ არა ფეხებზე ეკიდა. რამ მწვრთნელიცაა გუშინ დავინახეთ თელავთან..ესეც ხო ნეფთჩი და ჭაბურღილსფორი არ იყო? და რაც შეეხება რეზის ეპოქას ფესერაციაში-სამივე ძმა რო იყო მომჯდარი ფეხბურთს წურბელებივით-მაშინ რა გააკეთეს პოზიტიური? მაგათ დროს გაკეთებულ სფფს აკადემიას ამდენი წელია ერთი ფეხბურთელი არ გაუზრდია-აქ კიდე ფიფიას აგინებთ,რომელიც რო არ იყოს გოგიტა გოგუას და ხუბუტიას გამოძახება მოგვიწევდა. ეს ისე შოთიმ რო იცოდეს,კობიაშვილის ფესერაცია კიდე არანაკლებია- იმიტო რო შეიყუჟნენ და დაავიწყდათ რო ფეხბურთი მაგათი პირადი საკუთრება არაა

  • გელა

    მე დიდი ხანია უკვე ფეხბურთელებთან მაქვს ყველაზე დიდი პრეტენზია ვიდრე სხვა ყველა დანარჩენთან ფეხბურთელი რომ ბურთს ვერ აჩერებს ფეხბურთელი რომ ვერ დარბის პასს ვერ აკეთებს არ იხსნება და ელემეტარულად მედანზე დასეირნობას და საერთოდ არ იბრძვის არანაირი მოტივაცია არანაირი ბრძოლა ჟინი ნება მოგების ესაა პრობლემაა და პლიუს ის რაც ხდება შეკრებებზე საქართველოს ნაკრების შეკრება მოახლოვდება და ძალიან ბევრს მაშინ ეწყება ტრამვები პრობლემები ზოგიერთს მართაც რომ ეზარება ნაკრებში ჩამოსვლა ძალიან ფეხბურთელი სამწუხაროდ ცდილობს რომ თავი აარიდოს ნაკრებს ეს ხომ არის ფაქტი აი ასეთ გუნდს ვინც გინდა ის დაუნიშნე რა აზრი აქვს როცა ფეხბურთელები ასე იქნცევიან ან ელემტარულად ფეხბურთის თამაში არ იციან იმათ ვინ უშველის?? ჩვენი ნაკრები არის დაბალი კლასის არამხოლოდ სათამაშო კომპონენტში არამედ დაბალი პროფესიონალიზმის კომპონენტშიც.

  • ziz

    აი ერთი და იგივე პონტია ყველაფერში... ყველა ვინც ოცნებას არ ეთანხმება ცუდი ტიპია! არა აქვ მნიშვნელობა საკითხი პოლიტიკურია თუ გარტყმაში არაა პოლიტიკასთან...

  • Giusha3232

    სახრავი დევს ძმაო სასწორზე

  • Giusha3232

    ბრავო.პროფესიონალიზმის კომენტარი მაინც სხვაა.მადლობა

  • ავჭალიდან

    შოთი ამ მომენტისათვის ჩემი რჩევა იქნება თავი შეიკავო რომც შემოგთავაზონ ნაკრების მწვრთნელობა,მენტალურად ამ თაობასთან არაფერი გამოგივა(ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ) მეორეც ამ სისტემასთან აზრი არ აქვს არაფერს ეს შენს ქვეტექსტშიც ჩანს რომ ამბობ რაზეც უნდა დაშენდეს ინფრასტრუქტურაცო. და მესამე ქართველი კაცის უმეტესობის მახასიათებელი თვისება (სამწუხაროდ) მოდი შოთის ვინც გოდებს პირველი ის გესვრის ტალახს...

  • გიო

    ლევან კობიაშვილი არმესმის რატო არის ასე განწყობილი როდესაც თამში წააგე მოდიხა შენი პასხისმგებლობაც დანახე მარტო ფერხბურთელებზე ნუ გადტეხავ ჯოხს ცუდა ვითამშეთ და წავგეთ ხოდა ასეთ შემთხვევაში თავი უნდა დახარო და ტალხისსროლაც უნდა აიტანო და უნდა გააზრო რომ შეცდომები დაუშვა ყველამ ფეხბურთელებს რაც შეეხება ესე არშეიძლება თუ რაღაცას ამბობ მოდირა ბოლმდე თქვი ვის რა პრბლემა აქვს არმიდა დასხელება იმიტომ რომ ჩმი გუნდის წევრია ასე არარის თქვი პირდპირ რახდება შიგნით ასე ჰარზე მოტანილი საუბარი თითქოსდა ვიღაცას გუნდში წასვლა უნდოდა ამით რაგვიგოთ ან ვისი მისმარტით ვიყოთ კრტიკლები ? შოთა არველაძეს კი საკმრისზე მეტი დამსხურება აქვს და გამცდილება რომ იპროფესოროს და დიახ უნდა მიცეს თავისთავს ამის უფლება რომ პროფესორი იყოს ამსქმეში რადგან ასეთი კადრები ჩვენს ქვყანას ცოტა ყავს მათშორის შენსგუნდშიც ასერომ მოდიი თავი დახარე და აიტანე კრიტიკა რა საქმეში******** ვით და იმაზე იფქრეთ თუ როგორ გამსწორდეს ჩვენზე დაბალი დონის ნაკრებები აღწევენ პატარა წარმტებებს და ჩვენ სადვართ ? არასად საფეხბურთო რუკიდანაც კი გ ავქრებით ასე თუ გავგრძელეთ ეს ნამდვილად სამრცხვინო სიმყე არააა დადებითი პოზტვის ნიშები თავიდახარე ცოტა და თქვენთვებსაც შეხეედეთ რაში უშვებთ შეცდომას და გაიაზრეთ

  • ნკ

    ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება! მითუმეტეს ნაკრების ყოფილ და მოქმედ ფეღბურთელებს! და საერთოდაც ვეტერანი ფეღბურთელები რაც უფრო ხმას ამოიღებენ მით უკეთესი ქართული ფეღბურთისთვის!!!!

  • გიორგი

    მე როგორც ფეხბურთელს ძალიან ვაფასებ ორივეს ლევანსაც და შოთასაც მაგრამ ობიექტური რომ ვიყო მე ვფიქრობ რომ შოთას ბევრად უკეთესად ესმის თანამედრვე ფეხბურთი ვიდრე კობიაშვილს შოთამ თავისი შრომით და მონდომებით მიაჰწია წარმატებას სამწვრთნელო კარიერაში და 15 წელი მწვრთნელია და სადაც იმუშავა არსად არ შერცხვენილა პირიქით ყველგან მადლიერები არიან შოთამ თუ არ უნდა თქვას შოთას აზრი თუ არაა მნიშვნელოვანი მაშინ ვინღა უნდათქვას? რაც შეეხება კობიაშვილს ყველამ ქართულ ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანმა იცის რომ კობიაშვილს არაფრით დაუმსახურებია ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტობა არაფერი ფასეული პროგრამა და გეგმა არ ქონია ჩამოვიდა და დანიშნეს. შოთა რომ არ დათხმდა მწვრთნელობას ეგ გასაგებია ისეთი რაღაც იკადრეს კობიაშვილმა კალაძემ არჩევნებზე რომ ამის შემდეგ საერთოდ არაა გასაკვირი მისი უარი მაგრამ ნუ მაინც საქართველოს ნაკრებია და როცა სჭირდები ნაკრებს ვფიქრობ მაინც უნდა დათახმებოდა და თუ ვინმე ჩაერეოდა და ხელსშეუშლიდა მუშაობაში მაშინ წამოსულიყო ნაკრებიდან არადა ხო ვიცით რომ შესთავაზა კობიაშვილმა მწვრთნელობა კობიაშვილი იქით იყოს გულშემატკივრის აბსოლიტურ უმრავლესობას უნდა რომ შოთი იყოს ნაკრების მწვრთნელი და ესე ხელაღებით უარი მე პირადად მეწყინა შოთისგან როგორც ერთ ერთ რიგით გულშემატკივარს.

  • დევკალიონი

    შოთა ევროპულ ფეხბურთში ძალა იყო და ძალიან მაგარი იყო ,მაგრამ ნაკრებში რაც იყო ყველას კარგად უნდა ახსოვდეს ,კობი და იაშკაც ყოველთვის ჯიგრები იყვნენ ,ნუ დაჭამეთ ეხლა ერთმანეთი, მთავარია ადამიანობა შევინარჩუნოთ ,თუარა სხა მეორეხარისხოვანია ყველაფერი.

  • გიორგი

    არც მთლად ზრდილობიანად გამოუვიდა კობიაშვილს მაგრამ მაინც მთლად უსაგნო არ იყო მაგისი განცხადება თუ კრიტიკა. მისი შინაარსი ცოტა ზრდილობიან ენაზე რო თარგმნო ეგ იყო -- შორიდან კრიტიკა ადვილია მაგას სჯობია მოხვიდე და საქმე აკეთო ჩვენთან ერთადო, რაც ნორმალურია. ასეთ მიდგომას საფუძველი ნამდვილად აქვს. მოედნები კი საკმარისი არ არის მაგრამ აუცილებლია.

  • მახა

    ქეცბაია ფედერაციის პრეზიდენტად!

  • ზურა

    შოთი არის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი არის მწვრთნელი და გულშემატკივარი და მას ყველანაირი უფლება აქვს და მე თუ მკითხავთ ვალდებულიც არის რომ გაკეთოს ნაკრების შეფასება ზუსტადაც რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვეტერანი და ექსპერტი რომ არის ჩუმათ რათა არ გაიფუჭონ ურთიერთობა ფეხბურთელებთან ფედერაციასთან ვინმეს რამე არ აწყენინონ ზუსტად მაგიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში რაც შეეხება კობიაშვილის კობიაშვილამდე ვინც იყო იმასაც არაფერი გამოუვიდა და ვინც იმის წინ იყო არც იმას არაფერი გამოუვიდა ყველა ფედერაციაში იყო კორუფცია და მარტო ქართლ ფედერაციაში კიარა უაფაშიც არის კორუფცცია და ფიფაშიც ეგ არ ახალია თუმცა მე ვფიქრობ რომ სახურავის შეცვალა არაფერ შედეგს არ მოქვცდემს ცვლილებები უნდა დაიწყოს ქვემოდან ბავშვთა ფეხბურთიდან ფედერაცის ქვედა რგოლებიდან ძალიან ბევრი არაპროფესიონალია ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელებად ექიმებად და ა.შ ეს ხალხი უნდა შეიცვალოს მასიურად მაგრამ ეს არ არის მარტივი უამრავი ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება მათ ოჯახები ჰყავთ და ესე სრული წმენდა მძიმეთ აისახება უამრავ ადამიანზე მაგრამ ეს აუცილებელიაა თორე ისე არაფერი გამოვაა მაგრამ მაგის გაკეთება არავის უნდა და იმიტომ ვართ ასე.

  • Dhh

    კრიტიკა არ მოსწონთ ბიჭებს,შე კაი ადამიანო ან პოლიტიკაში იყავი ან სპორტში რავართ ეს ქართველები ესეთი მაგრები ყველაფერი რომ გამოგვდის??!!!თან კრიტიკაც არ მოსწონს 10წელია მგონი მანდაა და სტადიონის აშენებას მიღწევა?? არველაძე არის მართალი ამ კონკრეტულში

  • ზაზა

    ვეთანხმები შოთას, მასზე ვერავინ იტყვის ნაკრებში ან ფეხებს უფრთხილდებოდა ან კიდევ არ თამაშობდა. როგორც შეეძლო ემსახურა ეროვნულ ნაკრებს და ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს. კობი შენ მანამდე მაგარ პატივს გცემდი, შენც სამაგალითო იყავი ნაკრებში. კობი შეგეშალა და კაცურად უნდა მოიხადო ბოდიში, შოთი არაა ის კაცი რომ ნაკრების წარუმატებლობა არ ეწყინოს და გაატაროს. ეგ კი არა სხვებმაც უნდა ამოიღონ ხმა და თქვან მარტო შენ რომ ამბობ. რა ნაკრებია ის რომ მარტო კვარას იმედზე ვიყოთ და ავკიდოთ 20 წლის ბიჭს,რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი ამხელა ტვირთი. სისტემა არ ვარგა და ეგ არის გამოსაცვლელი.

  • სიმართლე

    ეხ შოთი რა გიკვირს ამათგან დეხბურთელებს მიადგა და უკანასკნელივით ლანძღავს კობიაშვილი,სავარაუდოდ ცოლმა ასე ასწავლა,იმაზე არაფერს იძახის ბათუმიდან თავის ნათლული გამოაძახებინა და ათამაშა კიდევაც,არც ხიზანიშვილი ჩამორჩა და თავის ნათლულიც შემატა ნაკრებს,რაც ითამაშეს ამ ორმა ყველამ ნახა,აქ ვიღაც ხელის ბიჭს ვასილს აწერინებენ ვინ არის კობიაშვილზე უკეთესიო? ვინ არის და ნებისმიერი ქუჩაში მოსიარულე,ფედერაციიდან და პარლამენტიდან საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებებს იღებს, პროფესორად მოიხსენია შოთი დამცინავი ფორმით,პროფესორის მნიშვნელობა თუ იცის საერთოდ კობიაშვილმა?საიდან ეცოდინება ოჯახში სადაც იზრდებოდა განათლების მნიშვნელობა არც კი იცოდნენ,ფეხბურთელებს როგორ შეაწმინდა ხელი ამ უტიფარმა?

  • AAA

    შოთა არის ალბათ ყველა დროის ყველაზე ღირსეული ქართველი ფეხბურთელი და არველაძეები ზოგადად, ამ ადამიანს ნამდვილად შესტკივა გული იმაზე რაც ხდება დღევანდელ ქართულ ფეხბურთში და პრეტენზია რო გამოთქვას მარტო ამისი კი არა ყველას ვალდებულებაა მაგრამ დუმს ყველა და თუ არ აკრიტიკე ისეთი ერი ვართ შეფხიზლება სულ გვჭირდება. ამოიღონ ხმა სხვებმაც, მოედნები არ შველის მარტო, სადაც ვიყავით ისევ იქ ვართ, სომხეთმა ჩაგვიქროლა უკვე ქორივით და შოთას რო გული შესტკივა ჩვენ პროგრესზე საერთოდ არ მიკვირს. მოდი რა ერთ საქმეს მიხედე რა, გლდანის ინფრასტრუქტურა თორე ეხა ძაან არ ადარდებდეს რა.

  • Ramaz

    ჩემი აზრით, შოთას კრიტიკა სამართლიანია. სავალალო სიტუაციაა ფეხბურთის ყველა იერარქიულ რგოლში, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტამდე და იმედიც თითქოს გადაწურულია ჯერჯერობით.

  • las

    კობიაშვილი რა პიროვნებაც არის ცხადაძესთან ურთიერთობაში გამოჩნდა მოსვლისთანავე. ცხადაძის გაგდებით უკეთესი რომ მოეყვანა კიდევ დახუჭავდა კაცი თვალს. რას დაამგვანეს ქართული ფეხბურთი ამან, მისმა უწიგნურმა გუნდმა და იმან ზემოთ რომ ყავს გლავარი

  • kargi ra

    შოთა არ იყო, ნაკრები როცა განწირული იყო, პირველი ის აიტკივებდა ფეხს და მეორე დღეს აიაქსში თამაშობდა ძირითადში. ესეც გვახსოვს....პირველმა მან ,,დანერგა" კლუბის და პირადი ინტერესების ეროვნულ ნაკრებზე წინ დაყენება

  • გეგი

    აი ასეა რა,ასეთი უვარგისები რომ გავხდით.სხვების კრიტიკაში რომ ვართ სულ და ჩვენსასაც რმო არ ვაფასებთ მაგიტომაც არ ომვიდა ეს კაცი ნაკრებში.იცის ხალხის ფსიქოლოგია და მაგიტომ,რასიც სრულიად ვამართლებ და იმის ღირსებიც კი არ ხართ ამ კაცმა თავისი შეფასება რომ გააკეთოს ზოგადად ფეხბურთზე.

  • არველაძე 3 : 0 კობიაშვილი

    ვეთანხმები შოთას ამ შემთხვევაში, მათ შორის ასევე კაცობაში; შოთა, მისი და დამსახურების გამო, არ იმსახურებს ასეთ მიმართვას არავისგან ქართულ ფეხბურთზე საუბრისას სულ რომ სისულელე ილაპარაკოს. სირცხვილი კობიაშვილს. ისევე როგორც არც კობიაშვილი იმსახურებს, მაგრამ შოთას პასუხი არის ზომიერი, გაწონასწორებული და მართალი! შოთა 3 : 0 კობიაშვილი

  • გავაშა

    ესეიგი რადგან მწვრთნელი არ გახდა ამიტო აზრიც არუნდა გამოხატოს ამხელა დამსახურების კაცმა?

  • ანდრია

    შიდა სამზარეულო რომ,იცნობს კარგად,ცის,რა ხდება,ვინ და როგორ წყვეტს ნაკრებში საკითხებს ის რომ,იცის ზუსტად იქნებ,ამის გამო თქვა ზუსტად უარი?

  • გოგა

    რათქმაუნდა პირველ რიგში თქვენ უნდა თქვათ და ისიც უნდა თქვა შოთა, რო ეს ფედერაცია არ მუშაობს შესაბამისად და დაცალონ იქაურობა, მეგობარია თუ ვინცა სათქმელი უნდა თქვას ყველამ

  • lexa

    რა თქმა უნდა გაღიზიანდებოდნენ, არიან თბილად და გემრიელად მომჯდარი ბიჭები და უნდათ მაგათ ისეთმა ავტორიტეტმა, როგორიც შოთაა თავის საქმეში, კრიტიკული აზრი გამოთქვას? ერთი რამე მართალია, მოსწონთ თუ არა შოთას ეკუთვნის აზრის გამოთქმა და კეთილი ინებონ და აიტანონ. შედეგზე, რაც გვაქვს ფედერაციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ვერ გაექცევა.

  • Valodia

    Esets kai tsotoria ra, rotsa shestavazes nakrebis mtsvrneloba uari ganacxada, kritika yvelas sheudzlia, saqmis keteba ki aravis!

  • Giusha3232

    უნდა აიტანო შოთი როცა შენზე მაგარი კარიერა ქონდათ როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს.შოთიზე რომ ენა ვინმეს მოუტრიალდება.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება