ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

სანაია ფეხბურთელს ურჩევს, რომ რაც შეიძლება მალე გასცილდეს რუსეთის ჩემპიონატს.

"კვარაცხელიაზე დღეში 15 ნიუსი ამოვარდება ხოლმე ფეისბუქზე:

კვარაცხელიათი ესა და ეს დაინტერესდა... ისა და ის დაინტერესდა... რატომ ვერ შედგა ტრანსფერი... შეთანხმება თითქმის დასრულებულია... შეთანხმება ჩაიშალა... აი დაუსრულებლად.

დროზე თუ არა წავა მაგ რუსეთიდან, დაღუპავენ მის კარიერას ეგ "სავეტსკი" "ძელეცები". წავიდეს თუნდაც საშუალო დონის კლუბში ჯერ და მერე დამსახურების მიხედვით, მიეცემა შანსი გრანდებში. რა მიხვედრა უნდა, რომ ატყუებენ ეს ვითომ საფეხბურთო აგენტები. 20 წლის ყოფილა უკვე, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულაც აღარ მიიჩნევა პატარა ასაკად", - წერს სანაია.

ზურაა
თავის პროფესიის არვიცი მარამ მართალს იძახის ამ საკითხში რაგაც ეტაპამდე ვითარდება რუსეთში ადამიანი და მთავრდება ყველაფერი მაგით და ემერთმა არ ქნას ეგ ბიჭიც ეგრე დარჩეს
გეგი
ეს ტავის საქმეს ხომ სხლამს ისე აკეტებს და ახლა ფეხბურტს გადმოსწვდა?ვაი ცვენი ბრალი ვაი მართლა!
სანაიას!
ჟურნალისტობაში ხომ ძალიან "მაგარი" ხარ და ახლა ფეხბურთის ექსპერტი გახდი????
მეც ექსპერტი ვარ?
შენ ძამია პოლიტოლოგიას მორჩი და საფეხბურთო ექსპერტი გახდი, თუ რაშია საქმე?
ბექა
20 წლის ასაკიანია ამ პროფესორის აზრით? ბიჭო რა გვარამიასავით ,,ყველაფერჩიკი''' ხარ:)) ტანმოვარჯიშე არაა ხვიჩა რო 20 წლის უკვე ასაკიანად ითვლებოდეს:)) ფეხბურთელია ფეხბურთელი:))
Sake
მიუხედავად იმისა ეს კაცუნა ჩემში მხოლოდ ცუდ განწყობას იწვევს,კვარასთან მიმართებაში ვეთანხმები სრულად.არა მარტო კვარა უნდა წავიდეს რუსეთიდან არამედყველა ის პერსპექტიული ქართველი პატარა ასაკის ბიჭები,რომლებიც რუსეთის ლიგებში თამაშობენ.მართალია,ჩვენი სურვილი ასეთია მათზე მოთხოვნა კი სხვაა,მაგრამ პირველ ეტაპზე თუნდაც არა ძლიერ ლიგებში.
zura
ხოდა რომ გადაწყვიტა თავისით, გაექანა და ჭაობში ჩახტა მაგას იძახის ესეც, რა თქვა არასწორი?
kao
გულშემატკივარია და თავისი აზრი გამოთქვა, თუ არ შეიძლება ჟურნალისტი გულშემატკივარი იყოს?
tngh
ამას ვინ ეკითხება როდის და სად წავა ხვიჩა!!! რომელი ფეხბურთის სპეციალისტი ეს არის??? ხვიჩას ოჯახი თვითონ გადაწყვიტავს თავის კარიერას...
დათა
ეს ვინ ჩემი ძმის მკლველთა ძმაკაცია რო ამის აზრების და ნაბოდვარებს აქ გვიფორმებთ?! თუ სხვა არაფერი გაქვთ დასადები, ჯობს სულ ნუ დადებთ! სანაია არა დოჩი ალიშბაია კიდე
Patrioti
ვეთანხმები ყველას ვინც ურჩევს ხვიჩას რუსეთის ჩემპიონატიდან სასწრაფოდ წასვლას. ამას ურჩევ იმიტომ, რომ რუსეთში ფეხბურთში "მოღვაწეები" მართლაც რომ "სავეცკი ძელეცები" არიან და რუსულ ფეხბურთში რომ ფული თეთრდება მგონი სადაო არ არის, აქედან გამომდინარე ყველაფერი აფერისტობაზეა დამყარებული. ეს დადასტურდა კიდეც ხვიჩას ირგვლივ მიმდინარე პროცესებით გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, სადაც ზუსტადაც გამოჩნდა, რომ ხვიჩას ინტერესი არ იყო უპირველესი, არამედ კლუბის ინტერესი მიეღო რაც შეიძლება მაქს. თანხა და აგენტის საკომისიო. მაგისი აგენტი ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და აშკარად გვატყუებდა ეს კაცი და ვერაფრით დაიცვა ხვიჩას ინტერესი თუ ასეთს საერთოდ ცდილობდა. P.S. ხვიჩას ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან აშკარად ჩანს, რომ კლუბი მას გულისხმიერად არ მოექცა, გულისხმიერად კი არა რეალურად ვერ აფასებენ სიტუაციას, ასევე არ იგრძნობა, რომ აგენტიც კეთილსინდისიერად იქცევა, ამიტომ ხვიჩა ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ მაგ ჩემპიონატიდან წახვიდე.
დემნა
წარმოუდგენელია მსგავსი ზიზღით ცხოვრება. ეს თავისუფალი ხალხის-თავისუფალი ტრიბუნაა, ადამიანები მეტ-ნაკლები კომპეტენციით საკუთარ აზრს აფიქსირებენ, პირადული ანტიპატია ზოგიერთი მკითხველისთვის, მითუმეტეს პოლიტ.პლატფორმა არ გაძლევთ უფლებას შეურაწყოფა მიაყენოთ ადამიანს.
ლევანი
გაკეთდა სწორი ანალიზი ფეხბურთელის მიმართ და წამოვიდა ტროლები.ბავშვიც კი მიხვდება იმას რომ კვარაცხელიას ატყუებენ. ევროპის ნებისმიერი საშუალო დონის გუნდი რომ ჯობია რუსეთის გუნდებს,ამას რომ ვინმე უარყოფს,მას ან საერთოდ არ ესმის ფეხბურთის, ან ვიღაცის დავალებას ასრულებს.
georgian
არ მაინტერესებს სანაია რას ფიქრობს.უბრალოდ მეც მაგ აზრზე ვარ.რატომ არის ან უნდა იყოს მთელი ცხოვრება ფეხბურთის ამოსავალი წერტილი რუსეთი.დაანებოს თავი ჯუღელს და წავიდეს სხვაგან,ან რუსეთს მაინც დაანებოს.სხვა სამყაროა და ვაღიაროთ.არ გვინდა ამ რუსეთობანას თამაში.

ამ გაუნათლებელმა "ჭეშმარიტების მღაღადებელმა" ჟურნალისტიკაში ყველაფერი დაალაგა და ეხლა ფეხბურთს ალაგებს?! SPORTALL.GE მეტი საქმე არა გაქვთ, ცხოვრებაში ამ არაფრის გამკეთებელზე მეტი ავტორიტეტი და ფეხბურთის მცოდნე სხვა ვერავინ ნახეთ?!
მოსე
არც კვირკველიას ესწავლებოდათ შენი ლოღიკით, მარა შედეგი სახეზეა რაც დაემართა.
ოფელია დელა დელაო
odala ერთ პატარა წინადადებაში ყველა ტიპის შეცდომა გაქვს და სხვის ექსპერტობაზე რა გალაპარაკებს? რომელი სკოლა დაამთავრე, ტამბოვის ქიმიური?
Kutaisi
Karma rusetshi gaibrcyina da ruseti dagyupavso rato tavidan evropashi ar caravanes daanebet tavi tavis samedi tviton icis da mjera karg gundshi gadava
გოჩა
ეგ ოდალაა თუ კოდალა, კარგა ხანი არ ჩანდა. ისევ გამოანათა? მაგარი რუსეთუმეა.
სანდრო
odala -ს: ლენინგრადიდან გურჯისტანზე წერისას პირი გამოირეცხე. ხალხო, ეს სუბიექტი რუსეთიდან შემოდის და ანტიქართულ პროპაგანდას ხშირად ეწევა. ალბათ, ამაში ხელფასს იღებს.
odala
ეეე, აცადე რა კაცს ცოტა იპატრიოტოს.. რაში აინტერესებს სსრკ არის ისევ თუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.
odala
არც ეს ბიაგიაშვილია თავის საქმის 'პროფესიონალი', არც ხვთისო და არც გალაქტიონა ესაკია. წერა-კითხვა არ უსწავლია ამ ხალხს სკოლაში, მაგრამ ჟურნაისტები კი ჰქვიათ და სანაიაც ეგეთივე საფეხბურთო ექსპერტია. ასე რომ გურჯისტანში ყველა საკითხზე ხსნილია.
ვვვ
ამას აქ ნაყიდი აქვს ადგილი? )) რა ღირს მითხარით - მაგარი რამეები უნდა გითხრათ ))
dimo
ადმინ რატომ აკეთებ ამას? ჩვენ გვინდა ფეხბურთის ექსპერტების და გამოცდილი ფეხბურთელების აზრი (არველაძეები,გუცაევი,ჩივაძე და აშშ) . სანაიამ დააფიქსიროს თავისი აზრი კომენტარებში, თუ უყვარს ფეხბურთი და შესტკივა გული მასზე. ის არ არის ამ საქმის პროფესიონალიდა მთავარ გვერდზე სპორტული გაზეთის არ უნდა წერდეთ მასზე.
zura
რამ გაგაბოროტათ ხალხო... ტიპი ასპროცენტიანს იძახის და უბრალოდ რახან სანაიაა და პოლიტიკურ ამბავში არ ევასებათ აქაც ამტყუნებენ... საღოლ რაა თქვენ... რა შუაშია მიშა და გრიშა პრობლემაა ჩვენი ბიჭების რუსეთში თამაში და ამბობს კაცი სიმართლეს... არ მიყვარს ჭორიკანა ბიჭები...
გია
არ გვაინტერესებს ამის კომენტარები, მოაცილეთ აქედან, ვინ არის ბოლო-ბოლო?
დევკალიონი
"ტუპიაკი", შენ ასწავლე ახლა ხვიჩას რა უნდა გააკეთოს,20 წლისაა და 150 მილიონ ქვეყანაში არის ვარსკვლავი ,წადი კეზერაშვილის ეზოს მიხედე.
დათო
ზუსტად ისევე ესმის ფეხბურთი როგორც ჟურნალისტიკა. როგორ წავიდეს? ტიპს გონია ხვიჩაზეა დამოკიდებული? კონტრაქტი ბიჭო კონტრაქტი, ასეა ფეხბურთში ვახტანგ, ეგრე კიარაა როგორც თქვენთან რასაც გინდა იტყვი, რასაც გინდა იზავ))))
ლევანი
ეგრე რა კაცო, ეგრე რა! როგორც იქნა გავიგეთ თქვენი ხმა. სად იყავი აქმდე? მარტო პოლიტიკა არ ვარგა, სპორტიც უნდა გაგვიშუქო!
ლომი
100% მართალია ეს კაცი!!!!
ჟორა გაბრიჭიძე
ვერ გამიგია, ასე სულელები ხართ თუ თავს ისულელებთ? გაგიგიათ რა არის კონტრაქტი? თუ რუბინმა არ გაყიდა, ვერსადაც ვერ წავა. თუ იცით და მაინც ამ სისულელეს წერთ, ტყუილად ირჯებით, თუ არ ისით და გაიგეთ, რომ სამი წელი კიდევ აკავშირებს კონტრაქტი რუბინთან ხვიჩას და მაგის და მაგის აგენტის საქმე არ არის მაგის წასვლა და დარჩენა.
gia
ნუ აქვეყნებთ ამ პოლიტიკოსების სტატუსებს რა. თავის საქმეს მიხედონ ჯერ და მერე მისცენ სხვას რჩევები
ზაზა
საერთოდ არ ესმის ამ ადამიანს ფეხბურთი როგორ უნდა წავიდეს ბ ვახო?? როცა 5 წლიანი კონტრაქტი აქვს და ის თანხა რასაც ითხოვს კლუბი იმ თანხას არ იხდიან 20 მილიონი ევრო არის დიდი თანხა და რუსეთის პრემიერ ლიგის დონიდან გამომდინარე ამხელა თანხა რომ გადაიხადოს ტოპ კლუბმა ხვიჩას უნდა ქონდეს ამ თანხის შესაბამისი რეზულტატი რაც სამწუხაროდ არ აქვს ამ ეტაპზე და ამიტომ ვერ მოხერხდა ტრანსფერი რადგან თანხა არის ძალიან გაბერილი ხვიჩაზე არ არის დამოკიდებული მისი წასვლა ან დარჩენა უნდა გამოჩნდეს კლუბი რომელიც გადაიხდის 20 მილიონს და გაჩარხავს ტრანსფერს ესეთი კლუბი ჯერ არ ჩანს თორე რუსეთიდან წელს წავიდნენ კრალი ვლასიჩი და კიდევ 1-2 ფეხბურთელი ევროპაში არავის ძალით არ იჭერენ კლუბში აღარ არის საბჭოთა კავშირი.
Levani
სანაია სფფს პრეზიდენტად,ერთი მიშა დაბრუნდეს..სადაც ცირკის დირექტორი დანიშნა... ისე იმას ევასებოდა ქვეყანაზე კაიფი. ეკონომიკის მინისტრად თავისი ნაშა დანიშნა და სამინისტროს-ეკონიმიკის და "მდგრადი განვითარების" :)))დაარქვა. ფეხბურთის შეფად ცირკის დირექტორი.. მოიცა დაბრუნდეს-სანაია ისე გაილექსა უეჭველი სფფ უნდა ჩააბაროს-მერე დაარქმევს.. ცისფერყანწელების-ცისარტყელას და ბურთით მოცუნცულეთა დეპარტამენტს. მდგრად განვითარებას პრობლემები შეექმნა-ვიაგრა ხო არ აგვეღო გრანტის მაგიერ
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე... რუსეთში, რომ დარჩენილიყო..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს
"დღეიდან ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ გეყოლება!" - სანაია კვარაცხელიას პოსტს ეხმაურება
"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე
"პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს" - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა?!" - სანაია ობოლაძეს პასუხობს