ორშაბათს რუსთაველები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ახალ ლოგოსთან ერთად ახალ სათამაშო ფორმასა და ვებგვერდს წარმოადგენენ
რამდენიმე კვირაა, რაც რუსთავის ”ოლიმპი" ”მეტალურგად" იწოდება. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ქვემოქართლური კლუბის სახელი უკვე შეცვალეს, ახალი ლოგო კი საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

კლუბმა სავსებით მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ქართული საფეხბურთო სამყაროს ინფორმირების მიზნით ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ახალ ლოგოსთან ერთად ახალ სათამაშო ფორმასა და ვებგვერდს წარმოადგენს.

აქამდე რუსთავულ კლუბს ოფიციალური ინტერნეტსაიტი არ ჰქონდა და კარგია, ”მეტალურგმა" ამ ხარვეზის გამოსწორებაზე რომ იზრუნა.

გაიმართება პრესკონფერენციაც, რომელზეც მედიის წინაშე ”მეტალურგის" გენერალური დირექტორი თორნიკე მაისურაძე და პრესსამსახურის უფროსი შოთა შერმადინი წარდგებიან და გუნდის სლოვენიურ შეკრებას მიმოიხილავენ. გარდა ამისა, ორშაბათის ღონისძიება ”ბანანცთან" წინასამატჩო პრესკონფერენციადაც შეიძლება განვიხილოთ.

რაკი ”მეტალურგის" საევროთასო მეტოქე ვახსენეთ, შეგახსენებთ, რომ ”ბანანცს" შეკრებები და სპარინგები არ სჭირდება, რადგან სომხეთში გაგანია ჩემპიონატია და დღეს ერევნელები ”განძასარს" უმასპინძლებენ.

რაც შეეხება ”ზესტაფონიდან" წასული კახა ალადაშვილის ”მეტალურგში" გადასვლის თაობაზე გავრცელებულ ხმებს, დღესდღეობით ამ ინფორმაციას ფეხბურთელიც უარყოფს და კლუბიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა