იტალიური Tuttosport-ის მიერ Golden Boy 2021-ის გამოვლენა გრძელდება, თუმცა 40 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელია აღარ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ყოველი ეტაპის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლას 20 მონაწილე ეთიშება. ყაზანის "რუბინის" გარემარბი თავდაპირველად, ლიდერებს შორის იყო, თუმცა საბოლოოდ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.

ამჟამად, მოწინავე სამეულში უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველი ილია ზაბარნი (27%), ესპანელი პედრი (14.8) და "სამპდორიას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოჰამედ იჰატარენი (13.4) არიან.

იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ ეტაპზე, საქმეში ჟიურიც ერთვება, დიდი შანსია, გამარჯვებული "ბარსელონელი" პედრი გახდეს.

რენატ
ხვიჩა არსად არ წახვიდე შენი გულისთვის დავდივარ სტადიონზე. და არა მარტო მე.ბოლომდე უერთგულე გუნდს, როგორც სტივ ჯერარდმა ლივერპულს
სოსო
წინა ჩემპიონატის დაბოლოება ვერ ითამაშა.ახალი დაიწყო და ისევ დაიმტვრა,კაი ხანი გამოტოვა...რა გასაკვირია,რომ ფეხბურთელი ,რომელიც არ თამაშობს,საუკეთესოებში არ დაასახელონ?რაც მანდ კომენტარებია,რუსებისაგან,მანდაც ერთი ორი,ხვიჩას საწინააღმდეგო,ძირითადი ნაწილი კი,რუსეთის ჩემპიონატს დასცინის.რუსებზე მეტ ცინიზმს,ხვიჩას მიმართ,ამ საიტზე ვხედავ,ქართველების მხრიდან,რომლებიც ხვიჩას თამაშებს არ უყურებენ,რუსეთში და ჰაერზე გამოაქვთ თავისი დასკვნები,მისი არ თამაშის მიზეზებზე.ერთი წამითაც კი არ უშვებენ,რომ შესაძლოა მათი დასკვნები არასწორია და ახალგაზრდა კაცს,ტყუილად ასამართლებენ.გამოჩნდა ჩაკვეტაძე,იფრინა,ცაში ავიყვანეთ,დაიმტვრა,გაუჭირდა ფორმაში ჩადგომა და ბევრი უკვე უკიჟინებს,წადი ტურისტად,დაისვენეო.ახლა უკვე ხვიჩას შესდგნენ და უკადრებელს აკადრებენ.არ არის ასე,რომ გულდაწყვეტილმა კაცმა,მეტადრე ბიჭმა,მეორე დღეს კვლავ ძველებური ცეცხლით და თავგანწირვით ითამაშოს.უსამართლო მოპყრობას შეხვედრილი,სტიმულს ჰკარგავს და ჩაიკარგება,ჩაქრება.ძალიან ნიჭიერი ადამიანი,ამავე დროს,ძალიან მგრძნობიარეცაა და მას მოფრთხილება უნდა,არათუ დაცინვა,დამცირება და ცილისწამება. კაცი ცხენით მიდიოდა და სადღაც ისეთ ადგილას,სადაც ხალხი ახლოს არ ცხოვრობდა,მიწაზე დაგდებული,დასუსტებული კაცი დაინახა.ჩამოვიდა ცხენიდან,მივიდა მწოლიარესთან,დაეხმარა,შესვა თავის ცხენზე,რომ სოფლამდე როგორმე მიეყვანა,დაცემულმა კი,ცხენს შემოუძახა და გააჭენა.მიხვდა ეს კაცი,რომ მოატყუეს და ცხენით გაქცეულს მიაძახა,ნურავის ეტყვი,რომ ეს გამიკეთეო.ქურდი გაჩერდა და გაკვირვებულმა ჰკითხა,რატომო.იმიტომ რომ, სხვა ამას რომ გაიგებს,ადამიანის რწმენას დაჰკარგავს, სიკეთის გაკეთების სურვილი გაუქრება და გაჭირვებულს აღარ დაეხმარებაო.მგონი მიმიხვდებით,რისი თქმაც მინდა.
რეზო
ხვიჩა 17.5%-ით მეორე იყო 60 კაცში. 40 საუკეთესოში 1%-იანებიც კი მოხვდნენ. უცნაური კონკურსია. 60-იანი კონკურსის შედეგები ტუტტოსპორტის საიტიდან მოხსნილია! 40 საუკეთესოში პირველ ადგილზე გასლი თურქიც ვერ მოხვდა!?
რეზო
40 საუკეთესოს შორის ვერმოხვედრა ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო არაფერ შუაშია. ხვიჩამ მეორე ადგილი დაიკავა ხმების 17,5%-ით. 40 საუკეთესოში კი 1%-იანებიც მოხვდნენ. პირველ ადგილზე გასულიც არ არის 40-ში! უცნაური კონკურსია...
lasha-giorgi
ხვიჩა, ჩვენო ძმაო, ჩამოსულიყავი ნაკრებში, გეთამაშა, ერთ გოლს მაინც შეაგდებდი და გამოგადგებოდა პირადშიც და ჩვენც გაგვახარებდი. როცა შენი პირადი შენი ქვეყნის პირადთან შეთავსებული არ არის, ცუდად ტრიალდება ბედის ბორბალი. არ გეწყინოს ეს კომენტარები, გეტყვიან შენ, რომ "აი ასეთები არიან ქართველები, ზურგს გაქცევენ" და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ძალიან გვიყვარხარ და შენ ხარ ერთადერთი იმედი დღევანდელი ქართული ფეხბურთის და ძალიან გთხოვ მე პირადად, ნუ წაგვართმევ ამ იმედს...
გია
მამუკოვიჩ, მარტო ჯუღელის ხმა არაა საკმარისი ))
gio
ხვიჩა, გამოდი და თქვი რატომ არ ჩამოხვედი?!ახსენი და თუ არ ახსნი და დაიმალები, სულ ეს აზრი იქნება შენზე რომ თავი აარიდე და ა.შ. ეს ფეხბურთია ძმაო, და არა კერძო ბიზნესი სადაც სხვას არაფერი ეკითხება. ფეხბურთი ნაციონალური ამბავია, ყველასთან ხარ ანგარიშვალდებული ვინც ტაშს გიკრავს..თუ არადა წადი ნაკრებიდან და გინდა რუბინში ითამაშე მერე და გინდა პიუნიკში,ეგრე არ გამოვა
ისიდორე
თბილისის დინამოში და დაამტკიცოს აქ რომ მაგარია
jigari
წინაზე პირველად როცა მოხვდა მაგ სიაში, ყოველდღე კიარა დღეში რამდენიმეჯერ შევდიოდი და ხმას ვაძლევდი, ხან ტელეფონით ხან ლეპტოპით.. ბედნიერი ვიყავი რო დავინახე ნაკრებში ასეთი მონდომებით და მოტივაციით მოთამაშე ფეხბურთელი.. რაც სექტემბრის ამბები დატრიალდა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, არ მეგონა კვარაცხელია თუ იზავდა ამას და საერთოდ მასზე ნიუსების წაკითხვაც აღარ მინდოდა... რუბინის თამაშებს ყოველთვის ლაივში ვუყურებდი და ერთი სული მქონდა რო ის თამაში ნაკრებში გადმოეტანა სექტემბერში... მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მას წარმატებებს ვუსურვებ და დიდ გრანდში მოხვედრას... მე შეიძლება ვცდები და მაპატიოს ყველამ თუ სხვები ასე არ თვლიან
fsiuu
ასე დაგსაჯა ხალხმა, მისი არაფრადჩაგდებისთვის!
დათო
უნდა წავიდეს რუსეთიდან..ისე თუ ტალანტი ხარ თუ ნაგდად სპორცმენი ხარ,რუსეთი კი არა აფრიკის მიყრუებულ გუნდში რო თამაშობდეს იქ მიაგნებდნენ და წაიყვადნენ დიდ გუნდში.როცა არ ხარ სულით სპორცმენი რუსეთი კი არა სადაც არ უნდა იყო ვერ ივარგებ..იმედია ხვიჩა დაუმტკიცებს ყველას რო მაგარია.
ჟორიკა
აუფფფ, რატომღაც არც გამკვირვებია.საუვედუროდ კვარაცხელია კი არა, ქვეყანა ვერ მოვაშორეთ რუსეთს ჯუღელების მსგავსი ხალხის გამო.ზოგ "ფუტბალისტია" მიჰყავს გასაყიდად,ზოგს ოხრახუში და ხმელი ჩირი.მაგრამ მათ ერთი აერთიანებს, მსოფლიო რუსეთში თავდება მათთვის რადგან უხარისხო პროდუქტის შეძენა მარტო მანდ მოსულა.
zurab
მალე ჩოხატაურის "ბახმაროში" ვიხილავთ!
1
სანამ ჯუღელს არ მოიშორებს, რუსეთს ვერ გასცდება სამწუხაროდ.
QT
ტოპ.ლიგაში ვერ გადავიდა, ამ გათამშებას გამოეთიშა, მოკლედ იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანს, შეცვლის იმას ვინც და რაც შესახვლელია და გაისად ბევრად წარმატებულს ვიხილავთ
Herbst
არაუშავს. თუ სადმე ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება ყველას სვამენ გოლდენ ბოის ნომინაციაში და მერე მიდის დაფილტვრა რა არის ამაში გასაკვირი. ყურადღების ცენტრში მოექცა და ეგ უკვე კარგია. ზამთარში რუსეთიდან უნდა წავიდეს. ერთადერთი იმის მეშინია, მძიმე ტრავმა არ მიიღოს და არ ჩარჩეს. სხვა შემთხვევაში მგონია, რომ აუცილებლად გადავა. წარმატებები!
ლადო
არ შეიძლება გულშემატკივრის განაწყენება. აღარავის სჯერა ტრამვის ამბავი. თუ მასე იყო ჩამოსულიყო და ენახა ნაკრების ექიმს. როცა ქართველ ხალხს უყვარხარ, გოლდენ ბოი კი არა შეიძლება ოსკარი მოგაგებინონ, ამიტომ მოფრთხილება უნდა ამას
ზურა
ამას ვამბობ წმინდა საფეხბურთო გადმოსახედიდან არანაირი პოლიტიკა არანაირი რუსეთის როგორც ქვეყნის სიძულვილით ანდაც მზგავსი საფუძვლით. ხვიჩა უნდა წავიდეს რუსეთიდან თუ მას უნდა რომ მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს რუსეთის ჩემპიონატი არის დაბალი კლასის პირველობა უბრალოდ ბევრი ფულია ჩადებული და გაპიარებული თორე კლუბების რეალური ძალა ჩანს ევროთასებზე სადაც რუსულ გუნდებს ანადგურებენ ყოველ წელს თითქმის ყველა რუსული გუნდი ჯგუფში რჩება რუსულ გუნდებს არამხოლოდ ტოპ ლიგის გუნდები უგებენ უპრობლემოდ აგერ უკვე უგებენ პოლონეთის ავსტრის დანის ბელგის და შვეიცარის გუნდებიც და ხვიჩა რომ გადავიდეს თუნდაც საშუალო კლასის ევროპის ჩემპიონატის კარგ გუნდში მაგ ბრუგე ზალსბურგი პსვ ან იანგ ბოისი დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში მეტი შანსი აქვს გრანდში მოხვედრის ვიდრე ყაზანის რუბინიდან მაქედან ერთადერთი გზა მიდის ისევ რუსულ კლუბამდე ან სპარტაკამდე ან ზენიტამდე ან კრასნოდარამდე და იგივე ჭაობში დარჩენამდე მანდ დიდხანს დარჩენა არ შეიძლება თორე გაიზიარებს ანანიძის და კვირკველიას ბედს და მერე ვიტყვით რომ ტალანტი დავკარგეთ.
სანდრო
წაიკითხეთ რუსულ საიტებზე ამ თემაზე კომენტარები, ნახეთ რა გახარებულები არიან.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა