მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, მის შესახებ არაერთი გავლენიანი გამოცემა წერს. გთავაზობთ AS-ის სტატიას, რომელიც გავლენიანმა გამოცემა ჩვენებურს მიუძღვნა.

"მისი იდეალი ნოიერი გახლავთ, თუმცა სიმაღლიდან და კონდიციებიდან გამომდინარე ბევრი მას ტიბო კურტუას ადარებს. ისინი ლა ლიგის ყველაზე მაღალი მეკარეები არიან, კვირას კი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდებიან. შეგახსენენთ, ქართველი "ღამურების" შემადგენლობაში ზაფხულში გადავიდა, თავდაპირველად იწერებოდა, რომ ის მესამე მეკარე უნდა ყოფილიყო, თუმცა ხოსე ბორდალასმა გიორგის ნიჭი და პოტენციალი შენიშნა, მთავარმა მწვრთნელმა შანსი მისცა, მეკარემ კი ეს შესანიშნავად გამოიყენა.

მამარდაშვილმა კრისტიან რივერო, ხაომე დომენეკი და იასპერ სილესენი ჩამოიტოვა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახალგაზრდა მეკარემ ფორმა ზუსტად იმ მომენტში აკრიფა, როდესაც გუნდის ძირითადის ნიდერლანდელი კიპერი ტრავმირებული იყო, მიიღო შანსი და ბორდალასიც საკუთარ შესაძლებლობაში დაარწმუნა.

როგორც აღვნიშნე გიორგი ნოიერის გულშემატკივარია, თუმცა ბევრი ტიბოს მართლაც ადარებს, ქართველი 1.99 მეტრია, ხელით კი მემარცხენეა, ისევე როგორც ბელგიელი. მხატვრულად რომ ვთქვათ, ლა ლიგაში ტყუპი კოშკები გვყავს, რომლებიც "მესტალიასა" და "სანტიაგო ბერნაბეოს" ამშვენებენ, ერთი განსხვავებაა, კურტუა ოდნავ მაღალია. ხვალ, ისინი არარეალობიდან რეალობაში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, არარეალობა იმიტომ გახლავთ, რომ ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 60-ჯერ მეტია, თუმცა გიორგიმ გამოავლინა ის ბრძოლისუნარიანობა და პოტენციალი, რასაც არავინ ელოდა" - წერს AS.

"ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება ხვალ, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ვოოტ
საინტერესო და საყურადღებოა, რომ ამას გავლენიანი გამოცემა წერს და არანაკლებ საინტერესოა, რომ კოშკა თურმე მხოლოდ ქართულად კი არა, ესპანურადაც კოშკა ყოფილა....
გენა
რეალთან სკამზე იჯდება. არაა ჯერ მზად მაგისთვის.
შოთა
რა პრეტენზია გაქვს ვერ გავიგე. ესპანელების დაწერილი თარგმნეს და ჩემთვის საინტერესო იყო წასაკითხათ. ეს არ შეუშლის გიორგოს. წარმატებები მას!
ვალენსია რუსთავი
გიო არ ინერვიულო. მაგ ვარსკვლავებს პენალტებიც გაუფუჭებიათ და ცარიელ კარებშიც ვერ გაუტანიათ ზოგჯერ. ეგენი ღმერთები არა არიან. ჩვეულებრივი შენისთანა პროფესიონალები არიან მაგრამ მაინც ადამიანები. რაც წინა თამაშებში შეცდომები მოგივიდა,არა უშავს. კასილასის შეცდომებიც მინახია და ძოფისაც.მაგრამ მაგის გამო ადგილი ძირითადში არ დაუკარგავთ. ხელიდანაც გავარდნიათ ბურთები და ფეხებს შუაც გაძრომიათ. შენ კიდე აქ ზოგიერთი ვაი გულშემატკივარი ლამის ნაბიჯებს გითვლის,ხელი მარჯვნივ გაწია თუ მარცხნივო,და ერთი ავიწყდებათ. ჯერ 20 წლის ხარ და წინ დიდი კარიერა გაქვს. არ შეგეშინდეს სახელების. კი, ვიცით ბენზემამ ეს სეზონი მაგრა დაიწყო. გამოსვლებზე ცოტა გაბედულად ითამაშე. თავით ბურთს ვერ გაგიტანს. და ისე ეხლა თუ დაცვა ჩავარდა 2 მეტრიდან ბურთის გაშვებას შენ არავინ დაგაბრალებს ინტრიგანი ქართველების გარდა. მიდი გიო. გვასახელე.მაგარი კაცი ხარ.
м
იმედია ხვდები, რამხელა შანის მოგეცა გიორგი, არ ინერვიულო შვილო, ვითომ საქართველოს ხემპიონატის რიგითი მატჩია, დაამტკიცე, რომ ღირსი ხარ მესტალიაზე რეალის პირისპირ იდგე.
jdjdjd
ყოჩაღი ხარ გიო! მარა თქვენთან მექნება თხოვნა შეეშვით სისულელების წერას აცადეთ დაანებეთ თავი რაა ესეე გათვალეთ ჩაკვეტაძეც კვარაცხელიაც და 1000სხვაც .. აცადედ რა ამ ბიჭს თამაში და სილესენი ნუ მოსვით სკქმზე ეგრევე რაა
ბათუმი
აბა შენ იცი გიორგი! ავტორიტეტები დაიკიდე და ეთამაშე როგორც სწორს! გვჯერა რეალთან დაამტკიცებ, რომ ძლიერი მეკარე ხარ! წარმატებები!!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო