„მანჩესტერ იუნაიტედში“ ეშლი იანგის გამოჩენის შემდეგ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ პორტუგალიელს საკუთარი მომავლის გარკვევა უნდა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ 25 წლის ეშლი იანგის გამოჩენის შემდეგ 24 წლის პორტუგალიელ ნანის საკუთარი მომავლის გარკვევა უნდა.

როგორც ამბობენ, ვარსკვლავზე, რომელიც თანაგუნდელებმა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ძალიან იმოქმედა იმან, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ათამაშა. ამას, „ასტონ ვილადან“, 20 მილიონ ფუნტად, იანგის გადმოყვანაც დაემატა და ფეხბურთელს ეჭვი გაუჩნდა, რომ ფერგიუსონი მის შესავიწროვებლად ემზადება.

არადა გასულ სეზონში ნანიმ მართლაც საუცხოოდ ითამაშა. პრემიერლიგის ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი საგოლე პასი - 18 - მან გადააწოდა. იმავდროულად პორტუგალიელმა 10 გოლიც შეაგდო, თუმცა ჯი-სუნ პარკის გამოჯანმრთელების შემდეგ ძალიან უცნაური რამ მოხდა - ფერგიუსონმა ის სათადარიგოთა სკამზე გადასვა.

ახლა ამბობენ, თითქოს გასული სეზონის შუაში ნანი თავად ეძებდა ახალ გუნდს, თუმცა „ბარსელონასთან“ ფინალის წინ მან თქვა: აქ, „მანჩესტერ იუნაიტედში“, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გასული სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო, თუმცა ჯერ ახალგაზრდა ვარ და მწამს, რომ კიდევ უფრო უკეთესი სეზონებიც მელის.“

„იუნაიტედი“ ბაზაზე 4 ივნისს იკრიბება და ნანიც, სავარაუდოდ, მაშინ გაარკვევს ხელმძღვანელებთან ურთიერთობას, მით უფრო, რომ რეალური მყიდველი გამოჩნდა - „ბაიერნმა“ ინგლისის ჩემპიონს 22 მილიონი ევრო შესთავაზა. გერმანელთა რეკორდმაისტერის გამოჩენამდე ნანის სახელს უფრო იტალიურ გუნდებს, „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნანის ისტორიის მსგავსი რამ გადახდა ბულგარელ თავდამსხმელ, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვსაც. მან, ჟარგონზე რომ ვთქვათ, სეზონის პირველ ნახევარში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზურგით ათრია, პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობით ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ფერგიუსონმა გაზაფხულიდან მოყოლებული სათადარიგოთა სკამზე დასვა და, შედეგად, ბოლოს, გოლების რაოდენობით „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, კარლოს ტევესი დაეწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა