გიორგი მამარდაშვილი და "ვალენსია" "ლა ლიგაში" პირველად დამარცხდნენ - მადრიდის "რეალის" გამუდმებულ იერიშებსა და ზეწოლას ვერც "ღამურებმა" გაუძლეს და ქართველმა კიპერმაც შეცდომა დაუშვა.

AS:

"მამარდაშვილმა თავის პირველ დიდ მატჩში არაერთი ბურთი დაბლოკა - ჯერ აზარის, შემდეგ ვალვერდეს, ბენზემას დარტყმის ეპიზოდში კი პოზიცია სწორად ეკავა.

გიორგიმ მაინც გაუშვა - ჯერ რიკოშეტით, მეორე გოლის ეპიზოდში კი კარიდან გამოსვლის დრო არასწორად შეარჩია, რაც ბენზემამ არ აპატია."

"ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი, მატჩის შემდეგ, ბოლო წუთებში გუნდის საერთო სისუსტეზე მიუთითებდა:

"ჩვენ დავიღალეთ და მეტოქეს ბევრი ჩაწოდების შესაძლებლობა მივეცით, რა დროსაც მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა."

Sofascore-მა გიორგი 6,9-ით შეაფასა, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და "ვალენსიას" დაცვის ხაზის წევრებს აღემატება. Whoscored-მა "ღამურების" კიპერს 7 დაუწერა.

ყველაზე გამორჩეულები კარიმ ბენზემა (8.5) და ვინისიუს ჟუნიორი (8.4) იყვნენ.

"ვალენსიას" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს - 22 სექტემბერს "სევილიას" ესტუმრება, 25-ში კი "ბილბაოს" მიიღებს.

sul2
ზუსტად
გოგა
ერთი სეზონი უნდა, რო შიში მოიხსნას და თავისუფლად ითამაშოს, ენასაც ისწავლის და მომავალ სეზონში ბევრად კარგი იქნება, მეკარისთვის 20 წელი ასაკი ცოტა.. ლა ლიგაში დებიუტი, ნაკრებში დებიუტი, არდა მესამე მეკარედ მიდიოდა ვალენსიაში
ზაზა
გამოსვლა დააგვიანდა
ნუკრი
მადრიდის რეალთან 20 წლის ბიჭმა 85წთ კარი მშრალად შეინახა,8 სეივი გააკეთა,დაცვას ჭკვიანურად ხელმძღვანელობდა,კარიდან ფეხით 70 მეტრიანი 5 თუ 6 პასი პირდაპირ ფეხზე დაასვა თავის თანაგუნდელს.ბევრი იცით ასეთი მეკარე ევროპაში? თქვენ კი ტრაექტორიის შეფასებას და რაღაც წვრილმანებს ედავებით?ძალიან მაგარია გიორგი და დიდი მომავალი აქვს.ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
კახაკ
ყველაფერი გაუთვითცნობიერებლად ხდება( ქვეცნობიერად), ... იგრძნო რომ კარში რო დარჩენილიყო უეჭველი გოლი იყო (და სწორია!!!), ბურთის ტრაექტორიის ხაზი სწორი იყო (იმას თავი რომ აეცილებია,ან მამარდას დაესწრო, ბურთს ცენტრამდე გადააგდებდა ).. მაგრამ ბენზემამ ეს ხაზი უფრო ადრე გადაკვეთა... აი სწორედ ეს არის, უფრო ადრე ბენზემამდე მამარდას უნდა გადაეკვეთა ხაზი (ფაქტიურად პენალტის აღების ტოლფასი რეაქცია უნდა გამოევლინა!!!)... საერთოდ ფატალური მომენტი იყო,ზოგადად, მეკარისთვის.. უბრალოდ ბენზემას უნდა აეცილებინა და მორჩა..
master
20 წლის ბიჭი ვალენსიას შემადგენლობაში რეალთან ძირითადში თამაშობდა.მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი...მთელი თამაში ეტყობოდა ნერვიულობა.მიეჩვევა მალე ამ ყველაფერს.
კ ო მ ბ ლ ე
როგორც აქებთ იმის ნახევარიც არ არის.. სამი მონუსით, ეს ჩემი აზრია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ მგონია, რომ არ ვცდები/...
ვოოტ
მართალი ხარ, რომ არ გამოსულიყო, შანსი არ ჰქონდა აღების, მაგრამ ტრაექტორია ძალიან ცუდად გათვალა, იმდენად ცუდად, რომ ბურთისა და უარეს შემთხვევაში ბენზემას ნაცვლად საკუთარ მცველს შეეჯახა, არადა არ იყო ისეთი ჩაწოდება, რომლის დროსაც ბურთი ტრაექტორიას იცვლის.... თუმცა, ერთია 20 წლის კიპერის შეცდომა და ბევრად მეტია იმ მწვრთნელის შეცდომა, რომელმაც ცდუნებას ვერ გაუძლო, სამმაგი შეცვლით ფაქტიურად ჩოქბჯენში ჩაუდგა რეალს და მეორე სუნთქვა გაუხსნა მეტოქის მთელ გუნდს, რომლებმაც იქამდე ბევრი ვერაფერი ხიფათი შექმნეს გიორგის კართან... ამ ეტაპზე მამარდაშვილი ნამდვილად ვერ სჯობს ლორიას, მაგრამ მას აქვს ის, რასაც ლორია ვეღარ ისწავლის - ფეხით თამაშს ვგულისხმობ, ამას იმდენად ზუსტად და აზრიანად აკეთებს, რომ საკუთარი საჯარიმოდან საკმაოდ მწვავე შეტევებს იწყებს.. ახლა თუ გავითვალისწინებთ, როგორ უჭირს ( რბილად ნათქვამია) საქართველოს ნაკრებს ბურთის ამოტანა და როგორ ბრინჯივით იბნევიან უმარტივეს პრესინგზეც კი, ჩემი აზრით, სწორედ მამარდაშვილი უნდა იყოს ნაკრების ძირითადი მეკარე... მას შეუძლია გამიზნული პასებით კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეზე, წიტაზე, თუნდაც აბუ-ვაკოზე, მეტოქის ნახევარზე მეტი გუნდი (ვინც ყველაზე აგრესიულად აწუხებს ჩვენს უსუსურ დაცვის ხაზს) მოჭრას და საკმაოდ წონადი კოზირი შეგვმატოს სწრაფ თამაშში... სხვა მხრივ, სუფთა სამეკარეო მონაცემებით ამ ეტაპზე ლორიას ნამდვილად ვერ სჯობს და ვფიქრობ, კიდევ გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს, სანამ ამის თამამად თქმის უფლებას მოგვცემდეს...
მიდი მამარდ:)
რა გასაკვირია, ასეთი დონის თამაშში მეკარეს ეტყობოდეს ნერვიულობა, მითუმეტეს მეხუთე თამაშია საერთოდ პრიმერაში. უკვე გამოსასვლელ გვირაბში, ისე უყურებდა რეალის ფეხბურთელებს,ალბათ ახსენდებოდა თბილისურ ეზოში როგორ იდგა აგურებს შორის კარებში. მიდი მამარდ, არ დანებდე, იშრომე და გაძლიერდი
Emigranti
,,ჭიჭვეიშვილებთან’’ თამაშს არის მიჩვეული და მაგიტომაც ეშინია გამოსვლების ბენზემასა და ქართველ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური კონდიციით დიდი განსხვავებაა, ქართველ ფეხბურთელს გადაახტებოდა თავზე და ,,გადაჯეგავდა’’’ მამარდა დარწმუნებული ვარ ბურთიანად მოიგერიებდა მოთამაშეს, მაგრამ ამ მომენტში ვერ გათვალა რომ ბენზემა იყო… არაუშავს მიეჩვევა ბენზემებსაც… პრაქტიკა უნდა და ნდობა!!!
м
მოვა, აუცილებლად მოვა გამოცდილება და თავდაჯერებულობა გიორგისთან, მთავარია მანამ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას, ყველა კარში დარტყმის ეპიზოდში ნაბიჯს სწორად დგამდა დარტყმის მიმართულებით. ეს ნიჭია, ხოლო გამოცდილება დროის ამბავია.
ლევან მაღლაკელიძე
რო არ გამოსულიყოოო, თავურს ვერ აიღებდა, ახლოოს იყო ძაან, მაგიტომაც გამოოვიდა, მარა ტრაექტორია ვერ გათვალა და არც ვამტყუნებ, ძლიერი ჩაწოდებული იყო, სწრაფად მოფრინავდა ბურთი, თან შეხედა, რომ მცველები ვერ უშლიდნენ ხელს და ბენზემას თავზე აჯდებოდა. ტრაექტორია ვერ გათვალა. არც არავინ გაამტყუნებას გუნდში. რა თქმა უნდა აღება შეეძლო, მარა ამ დონის თამაშში, ერთ შეცდომას უშვებს დინამოდან წასული 20 წლის ბიჭი. აზრზე ხართ? მაგარი გვეზდება, მარა ლორიასთან რას მივა, გაიგეთ? გამოცდილების ბრალია ეგა, რაც მოუვიდა და თუ კიდევ მიეცა შანსი, ეს გამოცდილებაც მოვა. რეალთან მარცხი, ბორდალასს, მაინცდამაინც არ ჩაეთვლება უარყოფითში, მთავარია დანარჩენი ორი მატჩი. იქ გამოჩნდება სად არის ვალენსია და ჩვენი ბიჭი. მამას ზოგადად ცუდად არ უთამაშია, კომენტატორიც აპელირებდა. მე მგონი, უნდა ჩაჯდეს ძირითადში, დაერხა სილესენს და ძალიანაც კარგი, .. გაზრდიან მამას, მაგარი მეკარე დადგება. მარა ლორიააა, მაინც ლორიაა რაააა. ბიჭო, რით ვერ გაიგეს, რომ სანამ ლორიაა კარში, ნაკრებს წარმატება არ უწერია არააა.
Nick
როცა რეალთან გაქვს თამაში და ემოცია პიკს აღწევს ნერვბეის თამაში იწყება. ეს ეტყობოდა გიორგის, დარტყმების მომენტშიც უჭირდა ბურთის შეკავება რაც სხვა თამაშებში პრობლემა არ იყო.მთავარია ეს პრობლემა მკინვეულად არ აღიქვას და გააგრძელოს პორგრესი. დიდი პოტენციალი აქვს და წარმატაბები შემდეგ თამაშებში
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
ბენზემა: "რეალიდან" წასვლის გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ" - ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის