ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სლუცკი: კვარაცხელიას მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უამრავი ჰემატომა - მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია

სლუცკი: კვარაცხელიას მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უამრავი ჰემატომა - მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია

"ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (1:3) "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი კი 77-ე წუთზე გააძევეს. ნამატჩევს სლუცკიმ მსაჯი სერგეი ივანოვი მკაცრად გააკრიტიკა:

"რომ ჩამოვთვალო ფოლების რაოდენობა, რომლებიც იყო და რომლებზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა, მე ხელებსა და ფეხებზე თითები არ მეყოფა. მთელს მსოფლიოში იცავენ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს და სწორადაც იქცევიან. ჩვენთან კვარაცხელია მთლიანად "ყინულზე ზის", მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უბრალოდ უამრავი ჰემატომა. ალბათ, თვითონ დაიშავა საკუთარი თავი. ამიტომ ვთვლი, უკვე ვთქვი ფლეშ-ინტერვიუში, რომ მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია.

მე არ დავეთანხმე მის გადაწყვეტილებას. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არანორმატიული ლექსიკა არ გამომიყენებია. ვუთხარი, რომ განუსაზღვრელი როდენობის დარღვევებს არ აქცევს ყურადღებას და კვარაცხელიას ან ინ ბომის სტილის მოთამაშეებს და არა მარტო მათ, იგივე ეხება "ზენიტის" ფეხბურთელებს, ანუ კრეატიულებს გაფრთხილება სჭირდებათ. ის კი უგულებელყოფს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების მიმართ დაუსრულებელ უხეშობებს, არსებითად უფლებას აძლევს მათ წინააღმდეგ წესების დარღვევას, რაც ტრავმებს იწვევს. მე ვუთხარი, რომ ხალხი კვარაცხელიას თამაშის სანახავად მოდის, ან მალკომის, ამ ძიუბასი, მაგრამ არა ბატონი ივანოვის.

ჩემი აზრით, მსაჯობის დონე კატასტროფული იყო. შემთხვევით არ არის, რომ 15 წლის მანძილზე კარიერაში, თითქმის 600 მატჩში, მხოლოდ ორჯერ გამაძევეს და ორივეჯერ ივანოვმა. ის განზრახ ეძებდა მომენტებს".

• ლევანი

კახა-ს წერეთ რა ქართულად, სეპარატიზმი რა შუაშია.

• ლევანი

უნდა გააგრძელოს განვითარება! უკეთესი გუნდი წაიყვანს.

• სოსო

ევროლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძოდნენ

• tngh

სსრკ-შიც იყო მსაჯი გვარად ივანოვი... კარგი არაფერი მახსოვს მისგან. ნეტავ იმის შთამომავალი ხომ არ არის ეს...

• რობი

მასაჯი ძალიან მიკერძოებული იყო! ხვიჩაზე ჯარიმებს არ ნიშნავდა და თუ ხვიჩა მოიგებდა ორთაბრძოლას მას აჯარიმებდა! მიუხედავად ამის რუსული გუნდის პირობებში ზენიტმა მაგრად ითამაშა! რუბინმა წააგო იმიტომ რომ სლუცკიმ ვერ მოამზადა სათანოდ გუნდი! აბელგორმა და ინბომა ბევრი შეცდომა დაუშვეს! დრეირი და დესპოტი საერტოდ დაიკარგა! კარგი იყო როგორც ყოველთვის დიუპინი! კარგად იტმაშა ხაკშაბანოვიჩმა, სლუცკიმ გინდი უკეტესად უნდა მოამზადოს ფიზიკურად! ხვიჩას აქვს გაბარიტები რომ ფიზიკურად გაძლიერდეს! რათა კორპუსით შეძლოს მოშნად თამაში, მაშინ ნაკლები მოვდება ფეხებში!

• Kaxa

Kargit Ra acalet gamovides fsiqologiuri wnexidan mesmis titqmis darwmunebuli iyo rim wavidoda da ver moxerxda datrgunulia are dagaviwydet qartuli mentalitet rogor mzimed gamovdivart problemebidan exla Unda tanadgoma aucileblad chavodes ojaxis wevri an uaxlesi megobrebi es jurnalustebi kide iset kitxvebs ki nu usvamt rim kide upro daigruzos mouwyvet chartvebi dilus gadacemebshi romelime bavshta klubidan achvenos bavshvebs raime sapexburto elements rogor asrulebs bavshvebtan urtiertoba amshvidebs davexmarot xvicha Didi fexbrteloba inteleqtsac moitxov girchev wigni waikitxo tundac data tutashxia daiwye cota rtulia magram TU chaughrmavdebi mogewoneba tan megrelzea( tavghiebi iapian separatizmad aghiqvamt albat magram mkid..a) xvicha mtavaria sakutar tavs tviton misce motivacia Ori da Sami meurve Kiara swori gadawyvetilebebit magatac gaumklavdebi gaamravalperovne arsenali charter damaluli moulodneli araordinaluri gadawyvetilebebi

• ბაბუაწვერა

სასწრაფოდ წავიდეს რუსეთიდანო.რჩევა და თითების წკაპუნი კარგია.იყიდეთ ვინმემ მილანი და წაიყვენეთ თქვენ. ანდა კიდევ ტოტენჰემში რომ გადასულიყო მცველები მარაოთი დაუწყებენ დევნას უკან და გაუნიავებენ არ დასცხესო??? ჩეხვა და მტვრევა ინგლისში არი თუ არი... ნებისმიერ ლიგაში არი ჩეხვა და ბალეტი აღარსად აღარ არი უკვე

• ზურა222

ხვიჩა ნაღდად უნდა წასულიყო სექტემბრამდე იმიტომ რომ უკვე პერსონალურად ეთამაშებიან და ყველა თამაშში მწვრთნელები ხალკე გეგმას ამუშავებენ ხვიჩაზე თუ როგირ არ გაანძრევინონ ფეხი ! აი ამ თამაშშოც კი გრანდი ზენიტის ერთი ფეხბურთელი მუდმივად დაყვებოდა როგორც კი ცენტრს გადაკვეთდა ეგრევე მეირეც იქვე ახლოს ტრიალებდა და როცა ბურთს მიიღებდა (სხვათა შორის ძალიან იშვიათად იმიტომ რომ ხშირად აიგნორებდნენ პარტნიორები) ეგრევე ორი ეთამაშებოდა და მესამეც იქვე ტრიალებდა ! ანუ რუბინის მეტოქის ტაკტიკა ასეთია--მთავარია ხვიჩა და მაწილობრივ ინ ბომი გააჩერონ და დანარჩენები ვერაფერს ვერ იზამენ ! და ზუსტად ასე გააკეთა ზენიტმა და ასე აკეთებენ უკვე თიქმის ყველანი ! სანამ მაკაროვი იყო გუნდში მანამ ვერ აკეთებდნენ ამას იმიტომ რომ ერთბაშად ორი დრიბლიორის პერსონალკა ძალიან დიდი ფუფუნებაა და ეხლა მარტო ხვიჩა დარჩა და მარჯვენა ფლანგი ვერა და ვერ აამუშავა სლუცკიმ (დრაიერი ლამის პელედ და მარადონად შერაცხეს ვერ ქაჩავს მარჯვენა შემტევად) და ასე თუ გაჯრძელდა არანაირი პროგრესი აღარ ექნება -როცა პერსონალურად გყავს მცველი და ბურთის მიღების დროს ან ფეხში გირტყავს ან ეგრევე მარწუხებში გაქცევს ხვიჩას კი არა მესისაც გაუჭირდება ! აი ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეს იანვარში იმიტომ რომ უცხოეთში ამხელა ყურადღენას ნაღდად არ დაუთმობენ მწვრნელები და მცველები იმიტომ რომ ხვიჩას დონის ფეხბურთელები ევროპაში მინიმუმ 50 მაინცაა !

• დაT

რუსეთში ყველა სპორტში გვყოლია და ეხლაც გვყავს ქართველები, ვინც ხანგრძლივი ვადით დარჩა რუსეთში, ყველამ გაიფუჭა კარიერა. გარდა ტალანტისა ტვინიც საჭიროა, რუსეთში ჩასვლა ნიშნავს კარგ ხელფასს, მაგრამ კარიერული პერსპექტივის განადგურებას.

• Gia

Chamoviyvanot slucki dinamos da nakrebis mwvrtvnelad.axalgazrdebtan magra mushaobs.

• Levani

სიმართლე ბოლომდე ვთქვათ- გაზაფხულზე როცა სეზონი მთავრდებოდა 3-4ტურით ადრე ხვიჩამ ბარძაყის კუნთი დაიზიანა. კუნთის მკურნალობას 21 დღე სჭირდება+ 3 დღე უბურთოდ ძუნძული და ამ 24 დღის მერე ფეხბურთელს შეუძლია სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ვარჯიში-მე არ ვპროფესორობ,ამ აზრზე იყო ცხონებული ზაქრო თელია. ვინც მოითმენს ის მოიგებს პრინციპია-თუ ადრე დაიწყებ ვარჯიშს მოგვიანებით რეციდივა გექნება-რადგან კუნთოვანი ბოჭკოები ვერ ასწრებენ უფრო ადრე აღდგენას-სულერთია რომელი საუკუნეა-ადამიანის ორგანიზმი არ შევლცვლილა ბოლო 20-30 წელი. ამათმა კიდე ვოლტარენებით და ამპლიპულსებით 10 დღეში დააბრუნეს და ბოლო 2 თამაში ათამაშეს სიხარბის გამო-ევროთასებზე გასვლის შანსის გამო. შედეგად გაზაფხულის მერე სულ ბარძაყზე ყინულით ვხედავთ და მანამდე ჯანსაღი ფეხბურთელი სულ ტრავმირებულია. ყველაფერი მაგათი სიხარბის ბრალია-იმ კონფერენს ლიგაზე რაკუვმა გამოაგდო.თუ ასე პრიორიტეტი ოყო 2-3ფეხბურთელი უნდა დაემატებინათ,ამათმა კიდე მაკაროვიც გაყიდეს.ასე რომ სლუცკიმ და რუბინმა თავის თავს დააბრალონ და ხვიჩა დროზეა საერთოდ მაგათგან გამოსახსნელი(ცუდი კაცი არ არის სლუცკი და მცოდნეცაა-უბრალოდ მე გამაკვირვა მაშინვე-სეზონი მთავრდებოდა და 2 თამაშისთვის ბოლომდე რო არ დაასრულებინეს მკურნალობა

• Baduri

მოწინაღმდეგე ფეხბურთელებს რომ დავანებოთ თავი მწვრთნელები უყვირიან და ავალებენ ფეხბურთელებს კვარაცხელიას დამტრევას, ყველა რუსული ლიგის კლუბები რუბინთან თამაშის წინ ავალებენ კვარას მოჩეხვას. რუსეთში კვარას დატოვება კატასტორფული შეცდომა იყო თუ ზამთარში არ წავიდა წასულია მისი საქმე, წარმოიდგინეთ ყველა თამაშზე გამტრევენ განზრახ და როგორ უნდა ითამაშო ის ფეხბურთი როგორიც გიყვარს? სასწრაფოდ წასასვლელია ხვიჩუნა დაგვიჩაგრავენ რუსები.

• კ ო მ ბ ლ ე

სხვა გზა არ არის, რუსეთში ვინმე წონიანმა კრიმინალმა უნდა გააკეთოს პრაგონის პონტში, ვინც ხვიჩას დაამტვრევს, ფეხები დაეცხრილებაო.! ალბათ ესე თუ გადარჩება ეგ ბიჭი, თორემ სხვა მხრივ, გაზაფხულამდე ვერ გაატანს ჯანმრთელად, უბრალოდ სხვა შანსი არა გვაქვს, არც ჩვენ და არც ხვიჩას..... აბა პრემიერი ხომ არ იტყვის, ან ქეცბაია და არველაძე? მაგათ რომც თქვან, ვის დაუჯერებს როო?

• semi

არასად არ უნდა ჩამოვიდეს სადაც არის კარგადაა, მოუმატებს უკეთეს გუნდში ითამაშებს არ მოუმატებს და რუბინის დონეს ყოველთვის გაქაჩავს.

• ნოდო

აი ამიტომ უნდა წამოსულიყო წელსვე კი სხვა ქვეყნებშიც ურტყამენ ერთმანეთს მარა რუსეთში განსაკუთრებული დავალება აქ ყველა კლუბს ლოგიკურად ერთხელ ვეღარ გადარჩება მძიმე დიდ ხნიან ტრავმას ასე თუ გაგრძელდა მასზე ნადირობა ფეხბურთელების მხრიდან მითუმეტეს რუსეთი ერთერთი უხეში ლიგაა

• ხვიჩა გაუძელი!!!!!!!!!! გია

ხვიჩა ძალიან მეცოდება, დამპალი უხეში ფეხბურთელების გამო. რა გახდა ერთი ისეთი ევროპული გუნდის გამონახვა, რომ ხვიჩამ უშველოს თავს, სანამ რამე არ დამარვია ამ დეგენერატების ხელში. ერთი აჟიოტაჟი, რრომ იყო ამდენი და ამდენი ტოპ გუნდები ინტერესდებიანო, სად არიან? რაღაც ძალიან გატრუნულები არიან? ერთი სიტყვით ხვიჩას სჭირდება კარგი გამოცდილი აგენტი, რომ დროზე უშველონ. იმედია გამოჩნდება ვინმე.

• ვახო

აქ ზოგიერთს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, წერენ ქართულ გუნდში გადმოვიდესო. ბიჭი წელიწადში ნახევარ მილიონ ევროს იღებს და რა უნდა ქართულ გუნდში? საერთოდ დაანებებს თამაშს თავს და ქართულ გუნდში არ გადმოვა. მუქთად ხომ არ ითამაშებს? რომ არ იცით, ნუ წერთ რაღაცებს.

• Michael

ასე იყო ნაკრების თამაშების წინ, ტრავმა რომ მიაღებინეს. თავად ეუბნებოდა სლუცკის, რომ ზედმეტად არ დაეტვირთა. ნაკრებში უნდოდა თამაში. არ გამოვიდა, მაინც დაიტრავმა. და ახლაც იგივე ხდება. დღეს რეებიც უქნეს, სრულიად საკმარისია კიდე ტრავმა მიეღო. შეიძლება ოქტომბრის სანაკრებოზეც ვერ ჩამოვიდეს,დააკვირდით ხალხო როგორ ეთამაშებიან. უხეში ფეხბურთის მეტი რა მინახავს, მაგრამ რუსული არის საშინელი. ტექნიკური ფეხბურთელები რუსებს არ ჰყავთ და ტექნიკური ფეხბურთელების წინააღმდეგ მიდიან ბოლომდე გასაწირად. პესიმიზმი მიტევს, მგონია ტალანტს ვკარგავთ და რუსების გამო...ეგ ორმაგად აუტანელია

• Herbst

სლუცკიმ უკვე ბევრჯერ ახსენა, რომ განზრახ ურტყამენ უხეშად. სულ ეგრე ვფირობდი, რომ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, არასოდეს მჯეროდა რაღაც შეთქმულების, რომ თითქოს ვინმე განზრახ ამტვრევს. მაგრამ ბოლო დროს რასაც ვუყურებ მის წინააღმდეგ ლამისაა ეგეც დავიჯერო. ასე მართლა ვერასოდეს გააღწევს რუსეთიდან. მუდმივად ტრავმებში იქნება. როგორ შეიძლება ამ ბიჭის ტალანტი დაიკარგოს. რა უსამართლობაა

• სანდრო

მოამტვრევენ ფეხს ძირში და დაუსრულებენ კარიერას. ძალიანაც სწორად იქცევა, რომ თავს უფრთხილდება. მაინც არავინ დაუფასებს. არ უნდა ამას დიდი მსჯელობა.

• ზურა

სამწუხაროდ ხვიჩას სტილში მოთამაშე ფეხბურთელებს ხშირად ურტყამენ ფეხებში მარტო რუსეთში კიარა იტალიაშიც ესპანეთშიც და ინგლისში განსაკუთრებით რუსეთი არაა გამონაკლისი მაგ მხრივ სლუცკი კარგი მწვრთნელია და აშკარა რომ ის ზრუნავს და მაქსმალურად ეხმარება კვარაცხელიასაც და სხვა ფეხბურთელებსაც,მაგრამ რეალურად დღეს რუსეთის ყველაზე ძლიერი გუნდია ზენიტი ფინანსებით დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული ბევრ გრანდს არ აქვს იმხელა ბიუჯეტი რამდენიც ზენიტს და მსაჯებიც ეხმარებიან სპარტაკი ზენიტან შედარებით არაფერს წარმოადგენს თუ ფინანსებით ინფრასტრუქტურით და ავტორიტეტით შევაფასებთ უბრალოდ გაცილებით ტიტულოვანი გუნდია და ზენიტის ლეგიონერებიც საკმაოდ მაღალი კლასის და კვალიფიკაცის ფეხბურთელები არიან. სამწუხაროდ რუბინს არანაირი პირველი მეორე ან თუნდაც მესამე ადგილის შანსი არ აქვს ჩემპიონატში გაცილებით უფრო ძლიერია ზენიტიც სპარტაკიც ლოკომოტივიც და კრანოდარიც ამიტომაც მწყდება გული რომ ისევ იმ გუნდში და ჩემპიონატში დარჩა საიდან არ აქვს შანსი არც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ან ევროპა ლიგაზე სადაც ვინმე კაი გუნდი დაინახავს როგორც ჰალანდი დაინახეს და წაიყვანეს და პლიუს ყაზანის რუბინის ფეხბურთელში რომ ვინმე 20 მილიონის გადახდაზე დაიყოლიო ევროპაში ეგ ძალიან რთულია ზენიტიც და სპარტაკიც კი იყოყმანებენ მაგაზე არათუ მარტო ევროპელები.

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

პოგბამ ზამთარში "ზენიტში" გადასვლაზე უარი განაცხადა

სსრკ-ს და სტალინს ვერ ელევიან - "ზენიტს" შეიძლება ისევ "სტალინეცი" დაარქვან

"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი

"ნაპოლი" რუსეთის პრემიერ ლიგიდან ფეხბურთელის დამატებასთანაა ახლოს

დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია

"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?

ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას

კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა

სად არის რეალურად სკანდალურად ცნობილი ტიმოშჩუკი? - ამერიკელი ამბობს, რომ მან სანქტ-პეტერბურგი დატოვა, რუსები ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ