“იუვენტუსის” მესვეურები გადამწყვეტ იერიშზე აპირებენ გადასვლას, რათა საწადელი აისრულონ და მადრიდის “ატლეტიკოდან” სერხიო აგუერო გადაიბირონ

“გაძეტა დელო სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსის” მესვეურები გადამწყვეტ იერიშზე აპირებენ გადასვლას, რათა საწადელი აისრულონ და მადრიდის “ატლეტიკოდან” სერხიო აგუერო გადაიბირონ.

23 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე მადრიდის “რეალის” მესვეურებიც მუშაობდნენ, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სამეფო კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის თქმით, აგუეროს გადაბირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. ერთი სიტყვით, “იუვენტუსს” მთავარი კონკურენტი გამოაკლდა, რამაც ტურინელები ენთუზიაზმით აავსო.

“გაძეტას” მტკიცებით, ტურინელები მადრიდის “ატლეტიკოს” მესვეურებს სერხიო აგუეროს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს შესთავაზებენ. მართალია, ესპანელები 45 მილიონს ითხივენ, მაგრამ ამხელა თანხის გადამხდელი ჯერ არ გამოჩენილა და საეჭვოა, რომ საერთოდ გამოჩნდეს. გამომდინარე აქედან, დიდია შანსი მადრიდელები დათმობაზე წავიდნენ და 45 მილიონის გაუთავებლად ლოდინს, ნაღდი 35 მილიონი ამჯობინონ.

“იუვენტუსის” სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას თქმით, ოფიციალური შეთავაზება უკვე მზადაა და მალე, მას ესპანეთში პირადად ჩაიტანს. ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა