ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის ნაკრებს გააძლიერებენ - ოქტომბერი მოახლოვდა

ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის ნაკრებს გააძლიერებენ - ოქტომბერი მოახლოვდა

სანაკრებო პაუზა შემოდგომის სამივე თვეშია. ლეგიონერების გამოძახება შეკრებამდე მინიმუმ, ორი კვირით ადრე ხდება, ასე რომ, მთავარ მწვრთნელებს მატჩიდან მატჩამდე საკმაოდ ცოტა დრო აქვთ.

საქართველოს ნაკრების კონტიგენტი ისეთი ფენომენია, მცირე დროის განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს რომ განიცდის - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით...

უკანასკნელმა ჩაგდებულმა მატჩებმა გამოაჩინა, რომ ვილი სანიოლს გარკვეულ პოზიციებზე ახალი მოთამაშეების გამოძახება აუცილებლად სჭირდება. უპირველესად, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ შეცდომებზე მაინც უნდა ისწავლოს, თორემ, მხოლოდ კადრების ცვლილება ვერაფრის გარანტიას მოგვცემს...

ყველაფრის მთავარ მწვრთნელზე დაბრალებაც არ გამოვა - მაგალითად, მეტოქის მხრიდან პრესინგის დაძლევასა და თავად ამის გაკეთების მცედელობას ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება ესაჭიროება, რაც სანაკრებო შეკრებაზე ნაკლებად შესაძლებელია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მატჩისწინა მოტივაციას თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს განსაკუთრებული გამაღიზიანებელი არ უნდა სჭირდებოდეთ.

წინა მატჩები ყველამ ჩააგდო და ჯგუფიდან გასვლის შანსებიც დაიკარგა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე ფიქრი არაფერს მოგვცემს - საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივართა სიყვარული უნდა დაიბრუნოს!

მეკარეები

ეს ნამდვილად ის პოზიციაა, სადაც ახალ მოთამაშეს არ ველით და იგივე სამეული უნდა ვნახოთ.

ნაკრების ძირითად მეკარედ მიჩნეული გიორგი ლორია მშვენიერ ფორმაშია - კონფერენს ლიგაზე მისი სეივი საუკეთესოებში დასახელდა.

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" კარში სტაბილურად დგას და ამით ბევრი რამაა ნათქვამი.

გიორგი მაკარიძეს ისევ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს და მესამე მეკარის პოზიციაზე ლაზარე კუპატაძე უნდა ვიხილოთ.

მცველები

ფრანგ მთავარ მწვრთნელს უკანა ხაზზე ბევრი საფიქრალი ექნება.

ჯიმი ტაბიძე ისევ ტრავმირებულია, საბა კვირკველია კი გუნდის გარეშე. სამაგიეროდ, ლაშა დვალი მომჯობინდა და "ფერენცვაროშის" რიგებში 90 წუთი ითამაშა.

ოთარ კაკაბაძეს, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ, ერთი წუთიც კი არ უთამაშიათ. როგორც გამოჩნდა, სანიოლი დავით ხოჭოლავას კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გარჯით უკმაყოფილო დარჩა.

გადავხედოთ, რა ალტერნატივა არსებობს?

თორნიკე კირკიტაძემ ბათუმის "დინამოს" მშვენიერი გოლი გაუტანა. 25 წლის მარჯვენაფლანგელი "ჯვაროსნების" სამწვრთნელო შტაბს მონიშნულიც უნდა ჰყავდეს.

სასიამოვნოა, რომ ლუკა ლაკვეხელიანი უნგრეთის თასზე ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ - მას აქვს რესურსი, სამომავლოდ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლოს.

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი და ვაკო გვილია ახლა უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე სექტემბრის მატჩებისთვის და სავარაუდოდ, ვილი სანიოლი მათ დაეყრდნობა.

გასულ შეხვედრებში მინდვრის ცენტრში ბევრი პრობლემა იყო, რასაც გიორგი აბურჯანიას ცუდი სათამაშო ფორმაც განსაზღვრავდა. "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველმა ახლა გაიტანა და მატჩის საუკეთესოდაც დასახელდა.

ნახევარდაცვაში ახალი სისხლია საჭირო! ფრანგი სპეციალისტის შტაბმა ეს ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველებით სცადა, თუმცა ამ მცდელობამ შედეგები ნაკლებად მოიტანა...

იქნება თუ არა ნიკა ნინუა? - ფაქტია, თემურ ქეცბაიას ხელში მას მეტი სათამაშო დრო ეძლევა და ფორმაში შესვლაც უნდა შეძლოს. 22 წლის ფეხბურთელს ნახევარდაცვის თამაშში ახალი ელემენტების შეტანის ძალა ნამდვილად შესწევს.

შემტევები

ამ რგოლში გაძლიერების რესურსი ნამდვილად არის - გიორგი ბერიძემ უნგრეთში გოლების გატანა ისევ დაიწყო. სანიოლისთვის მისი შესაძლებლობების შესახებ ისედაც ცნობილია.

მართალია, ლევან შენგელიას კლუბში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ მოწინააღმდეგეების კარის აღებას მაინც ახერხებს...

"აპოელისა" და მისი ქართველი ლეგიონერების ცუდი თამაშის ფონზე, სანიოლი თორნიკე ოქრიაშვილს რამდენად ენდობა, რთული სათქმელია. ფაქტია, 29 წლის ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე იხარჯება, თუმცა ეს რამდენად საკმარისი იქნება...

ვაკო ყაზაიშვილს სამხრეთ კორეაში ისევ გააქვს, მაგრამ სანაკრებო მატჩების ჩაგდების შემდეგ ფრანგი სპეციალისტის ნდობას ისევ მოიპოვებს თუ არა წინასწარ ვერ ვიტყვით.

რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ახლა ნაკრებთან ერთად უნდა იყვნენ - ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა! მათთან ერთად გიორგი წიტაიშვილიც ითამაშებს, რომელმაც სადებიუტო შეხვედრებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და გულშემატკივრებს ბრძოლისუნარიანობით თავი შეაყვარა...

გიორგი მიქაუტაძის გარდა, საქართველოს ნაკრებს ფორვარდის დეფიციტი აქვს, ნიკა კაჭარავა კი, რომელსაც "ჯვაროსნების" რიგებში 3 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 2 უკანასკნელ "ერთა ლიგაზე"), მომჯობინდა და შესაძლოა, თავის გამოჩენის შანსი მასაც მიეცეს...

• მიმინოს.

მიმინო! შენ სანიოლის შემცვლელად მოიაზრები.

• kaxa

და არაბიძეს რომ მიცა შანსი ვაისმა არ დაუმტკიცა? მაგრამ ისე მოიშორეს ეს ფეხბურთელი ვითომ ბევრი და ასარჩევი შემტევები ყავთ თამ ძაან მაგარ ფორმაშია მაგრამ არა არ უნდათ გაიგონ და დაინახონ გადააკვდენ ამ ბებერ და უხეირო ფეხბურთელებს. ძაან ტეხავს კველა გვერდში უდგახართ ვისაც ტრამვები ქონდა და არაბიძემ რა დააშავა ასეთი? ვიცნობ შორიდან გიოს ძაან მაგარი ადამიანია მაგრამ რა არ მოუგონეს და იცით რატომ??? არაბიძემ ერთერთ ინტერვიუში ახსენა ნაკრებში და ფედერაციაში რაც სიბინძურე ხდებოდა ბოლომდე მაინც არ თქვა რას გულისხმობდა მაგრამ საკმარისი იკო და აი ამისთვის გადაეკიდეს ბიჭს ეხლა ძაან აგინებთ ფედერაციას და იქ რაც ხდება ასეთები ვართ ქართველები სხვის ნათქვამს ვიმეორებთ და ვიმეორებთ არც ვეძებთ ტყვილია თუ მართალი ეხლა კვარას მივადექით ვლანძღავთ იქეთ ჩაკვეს შუშის ფეხბურთელე ვეძახით სირცხვილია ხალხო ტრამვა არ არი დასაცინი და ასე ერთი ხელის მოსმით ვანადგურებთ სირცძვილია ნამდვილად.

• გუსანი

აზრს ვერ ვხედავ -რომელ ფეხბურთელებს ენდობა ვილი... ვფიქრობ: ხოჭოლავა, ყაზაიშვილი, კაჭარავა, აბურჯანია და ა.შ ნაკრებს აღარ უნდა გააკარო. დაე ათამაშე ახალგაზრდები როტაციულად, მაინც ვაგებთ, ,,რეალობას "შეიგრძნობენ. დღევანდელი მოცემულობით 3-4 ფეხბურთელი გვყავს საშუალოევროპულ დონესთან მიახლოებული და რა უნდა ველოდოთ?...

• გიო

ხალხო აღარ მოგბეზრდათ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლანძღვა? გაიგეთ რა, მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ , ან არაფერს

• შოკირებული გულშემატკივარი

გაძლიერების იმედს რო იძლევით 2 თამაშს ამათგან რომელი გაუძლებს გვითხარით ან თუნდაც 1 თამაშს ბოლომდე მაღალ ტემპში

• Levani

ზურა-საიდან დავბადავთ 40 მაღალი კლასის ფეხბურთელს?მარტო დინამო ზრდის ფეხბურთელებს ბოლო წლებში-სფფს აკადემიებს 1 ფეხბურთელი არ გაუზრდია ამდენი წლია,იქაც მამიკოს შვილები ჰყავთ ალბათ. ეროვნული ლიგა გერმანიის რეგიონალლიგის დონეზეც ვერაა. მგონი ჯობია დავიკიდოთ ფეხბურთი. ადრე გვეგონა-ჩვენი იდენტობის ამბავში,მსოფლიო გაგვიცნობს და ა.შ. მაგრამ ის ვინც ახლა არ გვიცნობს მაინც არ დაგუგლავენ საქართველოს.ასე რომ ტყუილა ვიწყვეტთ ნერვებს. ბიჭებს კი-როგორც ფეოლამ თქვა "არ აღელდეთ ბიძიკო,ნელ-ნელა მიყევით და ითამაშეთო"

• ზურა

სანამ არ გვეყოლება მინიმუმ 40 ფეხბურთელი, რომელთან უდიდესი ნაწილი 80% არ ითამაშებს ევროპაში ტოპ ჩემპიონატებში და საშუალო კლასის ჩემპიონატებში და მათ უმეტესობას არ ექნება მუდივი სათამაშო პრაქტიკა სანამ ერთ პოზიციაზე არ გვეყოლება თანაბარი ან მეტ ნაკლებად თანაბარი ძალის 2 ფეხბურთელი მაინც და არ გახდება ნაკრები სტაბილური არ ექნება ნაკრებს ძირითად სათამაშო სქემა იქამდე ჩვენს ნაკრებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს შეიძლება კი გვქონდეს ცალკეულად კარგი თამაშები ცალკეული გამონათებები, მაგრამ სტაბილური შედეგიანი ნაკრები არ გვეყოლება. ამას წინათ გამოქვეყნდა ფიფას ფეხბურთელების რეიტინგი 70 მაღალი კოეფიციენტი 3-4 ფეხბურთელის გარდა არავის აქვს ჩვენს ნაკრებში ეს უკვე აშკარად მეტყველებს იმაზე თუ რა დონეზე ვართ ჩვენ.

• QT

თუ კიპრის ჩემპიონატიდან მოვიაზრებთ ნახევარ ნაკრებს, ებრალიძე რატომ გამოგრჩათ ?

• სიო

რა ხდება, ხვიჩა ნაკრებში აღარ მოიაზრება???

• ნიმბუსი

ვინც გინდა დააყენე შედეგი ერთია, ფეოლას სტილში უნდა დააყენო ერთი ორი სამი ... თერთმეტი დანარჩენი წადით, არაა საჭირო

• ქ. გ.

ჩაკვეტაძე Anderlecht-თან ითამაშებს. განაცხადშია და სასტარტოშიც იქნება.

• გიორგი

საქართველოს ნაკრებში ყველაზე სტაბილური და პროგრესირებადი ფეხბურთელები არიან: ლობჟანიძე, კიტეიშვილი და მიქაუტაძე

• გიორგი გორგაძე

იქნებ გველესიანი ეცადა დაცვაში, კაცი ტყუილად ტრაბახს არ დაიწყებდა, სადაც სხვებს აძლევს შანსს და ვერ ამართლებენ, ცადოს. მიაწოდეთ ხიზანას ინფორმაცია

• Miro

ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი ნაკრებში აღარ უნდა განიხილებოდნენ. მათ ამოწურეს რესურსი.

• semi

ვაისის დროს ჩემი საოცნებო შემადგენლობა იყო : ლორია კაკაბაძე კვირკველია კაშია ნავალოვსკი კიტეიშვილი ჯანო ოქრი ყაზაიშვილი ჩაკვე მჭედლიძე ვილის დროს ლორია კაკაბაძე კაშია ხოჭოლავა გიორბელიძე კიტე კვეკვესკირი ლობჟანიძე ჩაკვე კვარაცხელია მიქუტაძე სამწუხაროდ სულ ისე ემთხვევა რომ 4-5 წამყვანი ფეხბურთელი ან არ აის ფორმაში ან საერთოდ გუნდში არაა.

• gio gio

მე მგონი რომ ყველაზე მეტი პრობლემა დაცვაში გვაქვს,კაშია უკვე ასაკშია,კაკაბაძეც ვერ ათამაშდა ნაკრების დონეზე,კვირკველია საერთოდ დაიკარგა,გიორბელიძეც არ არის ფორმაში,ეროვნული ჩემპიონატში მოთამაშეების დონე სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს სანაკრებო მოთხოვნებს, ფედერაციას და ნაკრების მწვრთელებს მართებთ უფრო მეტი მუშაობა და სასურველი ფეხფურთელების მოძიება, ერთიდა იგივე ფეხბურთელების გამოძახებით შორს ვერ წავალთ,შანში უნდა მიეცეს ყველა პერსპექტიულ მოთამაშეს, მათშორის ირანში მოთამაშე გველესიანს.....

• 777

ფორვარდი არ გვყავს რამდენი წელია და გოლს ვინ გაიტანს? ამ გადმოსახედიდან ყველას მიქაუტაძე ჯობია , მაგრამ არ აყენებს ეს კაცი ძირიტადში არადა ერთადერთია მისი ენა რომ ესმის და რას ერჩის ნეტა. კაჭარავას და ქვილითაიას საკმარისზე მეტი დრო ქონდათ დასამტკიცებლად

• ვოოტ

იქნებ, ფედერაციას უფრო სჭირდება ახალი სისხლი, თორემ ასე მერამდენე წრეზე მივდივართ?!...

• Irakli

ფაქტი ისაა რომ სანიოლს კარგ თამაშს და ახალი ფეხბურთელების მოწვევას ერთდროულად ვთხოვთ, რაც თითქმის შეუძლებელია. ალბათ დროა შევეგუოთ, რომ ნაკრებმა ჩააფლავა ეს შესარჩევი ციკლიც და ისღა დაგვრჩენია სანიოლმა ისევ (მერამდენედ :) მომავლის გუნდის შენებას მიჰყოს ხელი!

• zurabi

ხო კაჭარავა და ქვილითაიაც .მაინც წასულია ჩვენი საქმე და ახლები ცოდოა ამათ ჩა........

• მიმინო

ცენტრალურ მცველებად კაშია დვალის წყვილი-სხვაზე ცოტა უკეთესი იქნება.მარცხენა მცველად2ვე ერთანირია-გიორბელიძე-აზაროვი.მარჯვენა მცველად-ჩაბრაძე თუ იქნება--შეტევაში 0-ია და მაშინ ნახ.დაცვაში კაკაბაძე დააყენოს---კანკავა+კვეკვე--საბა+კიტეიშვილი+ ბათუმის სამეული-ალთუნაშვილი+ჯიღაური+გვარი დამმავიწყდა-ჯარიმა რომ გაიტანა--ჯობია 5 ნახ მცველით-რომლებსაც ტრაკის განძრევა არ ეზარებათ--წინ მიქაუტაძე+წიტაიშვილი--კვარას კაი ხანი არ გვანახებენ რუსები-გიორგი-ვერააა ფორმაში-ეშინია-ტრავმის-გენკიდან რომ გვყავს.

• me

კაჭარავა ტატუს სალონის რეკლამად თუ გამოდგება ფეხბურთი მაგისი მე არ მინახავს და მითუმეტეს მაგის შექმნილი გოლი. გაფუჭებული მომენტი ძაან ბევრი

• სოსო

ქვილითაიაც და კაჭარავაც,ძალიან ნელები არიან და კარს საფრთხეს ვერ უქმნიან.სამომავლოდ,ალბათ მიზან მიმართული მომზადება უნდა ხდებოდეს ამ პოზიციაზე სათამაშოდ,შესაბამისი ფიზიკური მონაცემების ბიჭებისა.

• ლუკა დონჩიჩი

მოდრიჩი გვყავს და გვიმალავენ?

• ტრაიანოს დელასი

მარტო გუშინ ორი ამბავი ედოთ ავთოზე. კვიპროსის ჩემპიონატის ნაკრებს ხოარ გააკეთებენ თორე კი

• Musenbezi

ხო აბურჯანია არ დამიტოვოთ მაგის იმედად ვართ მთელი ნაკრები

• გელა

ეს ციკლი უკვე დაკარგულია და ვფიქრობ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე 21 წლამდე ბიჭებზე რომელბაც 2023 უწევთ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ახალგაზრდები უნდა გამოიძახონ და მისცენ ნაკრებში თამაშის შანსი მითუმეტეს რომ გყავს ნიჭიერი პერსპექტიული ახალგაზრდები რომელბსაც ნამდვილად შეუძლიათ თავისი სიტყვა თქვან იმ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფედერაციი ძირითადი ყურადღება და აქცენტი უნდა გააკეთოს იმ 2023 წლის ჩემპიონატზე.

• Gaguuuu

და ავთო ებრალიძეს რატომ არ განიხილავთ ბიჭს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს გასულ ტურში გოლიც გაიტანა და ერთი + საქართველოში არ აქვს მიღებული გამოცდილება გაიზარდა ევროპაში

• დ

გორეცკა დაგვხატავდა საყრდენის პოზიციაზე

• უმნიშვნელო

სანიოლმა პირველივე შეკრებაზე მიიწვია

• სანიოლი და ლიზარაზუ

პარუნაშვილს შანსი ყველა მწვრთნელმა მისცა,მათ შორის ვაისმაც, მაგრამ სულ კატასტროფულად თანაშობდა

• სოსო

კირკიტაძეზე ჯერ კიდევ ვაისის დროიდან ვწერდი რომ ეს ბიჭი იმსახურებდა შანს და პლიუს დარცილელიაც ლოკომოტივიდან.

• ზურა

მე ვფიქრობ რომ საყრდენ ზონაში ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი ფაქტია, რომ წყვეტა საყდენებსა და ფორვარდებს შორის ამიტომაც ვფიქრობ ,რომ საჭიროა ამ ზონაში ახალი ფეხბურთელების გამოცდა ვისურვებდი ახალგაზრდებს, მაგრამ ვფიქრობ ჯერ არ არიან მზად ამ დონისთვის და რაც შეეხება ნინუას სამწუხაროდ მას არ აქვს არც სათამაშო პრაქტიკა და არც გამოცდილება, რომ ახალვე დაეყრდნოს მწვრთნელი. მე პირადად ძალიან მიკვრის რატომ არ ათამაშებენ ლაშა პარუნაშვილს ნაკრებში ეს ბიჭი უკვე 5 წელია თამაშობს დანიაში ესბირში არის ამ კლუბის ძირითადის ფეხბურთელი 28 წლის კაცი აქვს წლების თამაშის გამოცდილება არამხოლოდ დანიაში არამეტ ყველა ასაკობრივ ნაკრებში არის საკმაოდ მოძრავი მობილური ფეხბურთელი კარგი პასი აქვს კარგი დარტყმა აქვს შეუძლია დაცვითი ფუნქციების აღებაც და შეტევაში წასლვაც როცა საუბარია, რომ გყავს ნაკრებში ფეხბურთელები, რომელიბიც თამაშობენ ან დაბალ დონეზე ან სათამაშო პრაქტიკა ან გამოცდილება არ აქვთ სულ არი ამაზე ლაპრაკი ხოდა აგერ არის კაცი 5 წელია დანიაში თამაშობს აქვს სათამაშო პრაქტიკაც და გამოცდილებაც საკმაოდ მაღალი საფეხბურთო ინტელექტიც და ამ ბიჭის იგნორირება ჩემთვის გაუგებარია მითუმეტეს, რომ იმ ესბიერში თამაშობდა ფინეთს ნაკრების ორი ფეხბურთელი, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და თუ ფინეთის ნაკრებში იძახებენ და ათამაშებენ ჩვენ რატო უნდა დავაიგნოროთ არ მესმის.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..