ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი ბოლო 21 წლის განმავლობაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც 18 წლის ასაკში უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია
შაბათს, უიმბლდონზე, როგორც იქნა გამოიდარა და პირველად სრულფასოვანი დღის ჩატარება მოხერხდა. ამის წყალობით სრულად დაკომპლექტდა მერვედფინალური წყვილები ქალებსა და მამაკაცებს შორის.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა, რომელიც ყველანაირად ბაძავს თავის უფროს დას - ვენუსს. ამ უკანასკნელს დაზე ერთი დღით ადრე უწევს საკუთარი მატჩების ჩატარება და მეორე დღეს იგივე გზას სერენა გადის. ვენუსმა პირველ ორ წრეში სამსეტიანი მატჩები ითამაშა და იგივე გააკეთა სერენამ. ბოლო მატჩებში კი მათ უფრო დამაჯერებელი თამაში აჩვენეს და ორ-ორ სეტში გაიმარჯვეს.

სერენამ მესამე წრეში მარია კირილენკო დაამარცხა. რუსმა პირველი სეტის დასაწყისში საკუთარი გეიმი წააგო, შემდეგ მეტოქის მოწოდებაზე ვერაფერს გახდა და პარტია დათმო. მეორეში გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე გეიმი, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში სერენამ აიღო. იმ მომენტში ამერიკელს შესანიშნავი სერია ჰქონდა - ზედიზედ 17 გათამაშებიდან 16 მოიგო. ბოლოს კირილენკომ გაბრძოლება სცადა, სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მეოთხე ჯერზე უილიამსმა კარიერაში 36-ედ მოიპოვა "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალის საგზური.

მერვედფინალში სერენას მეტოქე იქნება მარიონ ბარტოლი, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში მოიპოვა ურთულესი გამარჯვება. ფრანგი სამი საათი ებრძოდა იტალიელ ფლავია პენეტას, რომელსაც მატჩზე ჩაწოდების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და მესამე სეტი 7:9 წააგო.

ამავე ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას კიდევ ერთი იტალიელი - ფრანჩესკა სკიავონე. ავსტრიელ ტამირა პაჩეკთან მატჩის მესამე სეტი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა. სხვათა შორის, ფრანჩესკა ორჯერ აწვდიდა მატჩზე და ავსტრიელმა ორივეჯერ მოიგერია საფრთხე და პარტია 11:9 მოიგო. 20 წლის პაჩეკი პირველად გავიდა "დიდი სლემის" მეოთხე წრეში.

კიდევ ერთი მოულოდნელი მერვედფინალისტია ჩეხი პეტრა ჩეტკოვსკა, რომელმაც ორ პარტიაში გაიარა ანა ივანოვიჩის ბარიერი.

ერთ-ერთმა ფავორიტმა მარია შარაპოვამ ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი ჩაატარა. ლაურა რობსონთან რთული გამარჯვების შემდეგ რუსმა იოლად დაამარცხა ჩეხი კლარა ზაკოპალოვა. პირველი პარტიის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, მარიამ ოდნავ დათმო მეორის დასაწყისში, მაგრამ დროულად დაიბრუნა ჩვეული თამაში და მოიგო - 6:2, 6:3.

სენსაციის შანსი არსებობდა დღის ბოლო მატჩში, რომელშიც სეზონის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი მარკოს ბაღდატისს ხვდებოდა. ოთხი წლის წინ მათ შესანიშნავი მეოთხედფინალი ითამაშეს უიმბლდონზე. მაშინ ისინი დაახლოებით თანაბარნი იყვნენ სტატუსით, ახლა კი ნოვაკი პირველი ჩოგანის ტიტულისთვის იბრძვის, მარკოსი კი ტოპ-50-ის შუაში იმყოფებდა. თუმცა კუნძულელმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართა სერბს. ჯოკოვიჩმა დიდი გაჭირვებით აიღო პირველი სეტი. მეორეში ბაღდატისმა იმარჯვა. უმნიშვნელოვანეს მესამე სეტში ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ჯოკოვიჩმა 40:0-დან მოიგო. რაც შეეხება მეოთხე სეტს, აქ ნოვაკს წარმატება ნაადრევმა ბრეიკმა მოუტანა.

თუმცა იმ დღეს სენსაცია მაინც მოხდა. ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი ბოლო 21 წლის განმავლობაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც 18 წლის ასაკში უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია. ბოლოს ასეთი წარმატება მაიკლ ჩანგსა და გორან ივანიშევიჩს ჰქონდათ.

პირველ ორ წრეში ტომიჩმა რუსები - ნიკოლაი დავიდენკო და იგორ ანდრეევი დაამარცხა, ამჯერად კიდევ უფრო სერიოზული გამოცდა ელოდა შვედი რობინ სიოდერლინგის სახით. მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელი ჯანმრთელობის მხრივ მოიკოჭლებდა, ის მაინც ფავორიტად იყო მიჩნეული. თუმცა მან ეს სტატუსი პირველი სეტის შემდეგ დაკარგა - ტომიჩი სასტარტო პარტიის 17 (!) წუთში 5:0 დაწინაურდა. ამ დროის განმავლობაში მან მხოლოდ სამი გათამაშება წააგო.

მეორე სეტის სტარტზე სიოდერლინგმა კორტზე ექიმს უხმო, რის შემდეგაც გაცილებით მოუმატა თამაშს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა. მეორე და მესამე სეტებში ტომიჩმა მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა და მერვედფინალში ქსავიე მალისეს შეხვდება.

ავსტრალიელის წარმატება არ გაკვირვებია ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც ამ უიმბლდონზე ტომიჩთან სპარინგებს მართავდა.

"მას შეუძლია ამ ტურნირის სიურპრიზი გახდეს, - განაცხადა ჯოკოვიჩმა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტომიჩმა პირველ წრეში დავიდენკო დაამარცხა. - ის ტურის ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა მოთამაშეა. ბერნარდს დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა უკვე დღეს შეუძლია დიდი ჩოგბურთელების დამარცხება".

როგორც ხედავთ, ნოვაკი პროგნოზებშიც ძლიერი ყოფილა.

კაცები

III წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ჟილ მიულერი (ლუქ) 7:6, 7:6, 6:0; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 24)-ჟილ სიმონი (საფ, 15) 7:6, 7:6, 7:5; მარდი ფიში (აშშ, 10)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 6:7, 6:2, :1 ჰაასეს უარი; ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:2, 6:4, 6:3; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-გაელ მონფილსი (საფ, 9) 6:3, 3:6, 6:3, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-კაროლ ბეკი (სლოვაკ) 6:4, 6:3, 6:3; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12)-ფერნანდო გონსალესი (ჩილ) 6:3, 6:4, 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს, 18)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 16) 4:6, 6:3, 7:6, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-დავიდ ნალბანდიანი (არგ, 28) 6:4, 6:2, 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5) 6:1, 6:4, 7:5; ქსავიე მალისე (ბელ)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 11) 7:6, 6:3, 6:0; მიკაელ ლოდრა (საფ, 19)-იუნ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 6:3, 6:1; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 32) 6:4, 4:6, 6:3, 6:4.

1/8 ფინალი

ნადალი (1)-დელ პოტრო (24); ფიში (10)-ბერდიხი (6); მიურეი (4)-გასკე (17); კუბოტი-ლოპესი; ფერერი (7)-ცონგა (12); იუჟნი (18)-ფედერერი (3); ტომიჩი-მალისე; ლოდრა (19)-ჯოკოვიჩი (2).

ქალები

III წრე

ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6) 3:6, 6:4, 11:9; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 27) 6:3, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 24)-იულია გორგესი (გერ, 16) 6:4, 1:6, 6:3; შუია პენგი (ჩინ, 20)-მელინდა ჩინკი (უნგ) 6:2, 7:6; მარია შარაპოვა (რუს, 5)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:2, 6:3; საბინ ლისიცკი (გერ)-მისაკი დოი (იაპ) 6:4, 6:2; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 18) 6:2, 7:6; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-ფლავია პენეტა (იტა, 21) 5:7, 6:4, 9:7; სერენა უილიამსი (აშშ, 7)-მარია კირილენკო (რუს, 26) 6:3, 6:2.

1/8 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-ციბულკოვა (24); პენგი (20)-შარაპოვა (5); ლისიცკი-ჩეტკოვსკა; ბარტოლი (9)-ს. უილიამსი (7); პაჩეკი-პერვაკი; პეტროვა-აზარენკა (4); კვიტოვა (8)-ვიკმაიერი (19); ვ. უილიამსი (23)-პირონკოვა (32).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის