ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.

მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

სევილია - ვალენსია 3:1

გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

აი სიმართლე!..
უარყოფითი: რბილია, ფეთქებადი რეაქცია არ უვარგა, ხტობადობა არა საკმარისი აქვს, გამოსვლებზე თვითდარწმუნებული ვერ არის, ცოტა მძიმეც არის, ნუ ყოველშემთხვევაში მის ტანს, ამ ეტაპზე სათანადოთ ვერ ფლობს. დადებითი: ტანი მეკარისი აქვს, დინჯია, თამაშს კითხულობს და ადგილის შერჩევაც ეხერხება, ახალგაზრდაა(მეკარეები დიდ დონეზე 24 წლიდან იწყებენ თამაშს, 28 წლიდან კი კულმინაციას უახლოვდებიან, იმედია წინსვლას გააგრძელებს, თუ რა თქმა უნდა, მისი ასე ნაადრევად, არა მზად მყოფ მდგომარეობაში, ესპანეთის პირველობაზე მონაწილეობით, ხასიათი თუ არ გაუფუჭდა და არ დაჯაბანდა) ასეთ ახალგაზრდულ, ადრეულ ასაკში, ქართველ მეკარეებს შორის გამოირჩეოდა თბილისის "დინამო"ს მეკარე თამაზ სტეფანია(20 წლის იყო დინამოს ძირითადში წარმატებულად დაიმკვიდრა ადგილი, 22 წლისა კი ავტოკატასტროფაში დაიღუპა). მამარდაშვილს, ჯვარი სწერია, თავისი მონაცემებით და თამაშით, სტეფანიასთან ახლოს ვერ მივა.
dinamo
საცოდაობაა უკვე მამარდაშვილის თამაშზე ყურება, ნუ თუ ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ კარგად იხალისებ მამარდაშვილის თამაშზე. კარის ხაზს რო ტოვებს მეკარეს კარები ასე ეკარგებოდეს მამარდაშვილის გარდა სხვა მეკარე არ მინახია, ჩაწოდებული ბურთის ტრაექტორია ასე ვერ გამოიცნოს სხვა მეკარე არ მინახია, ნუ ფაქტია რომ არ არის იმ დონის სადაც გამართლების და იღბლის გამო მოხვდა, გამართლებით ფონს დიდხანს ვერ გახვალ თუ ცოდნაც არ გაქვს, მამარდაშვილს კი ჯერჯერობით მხოლოთ იღბალი აღმოაჩნდა და ცოდნა არა. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული მასში ჯერ ჯერობით არაა, ის რომ რამდენიმე მატჩი ვალენსიას ძირითადში ჩაატარა საერთოდ არაფერს ნიშნავს, ეგრე ჰოლანდიელი დრენტე რეალში თამაშობდა რამდენიმე ხანი და მერე რუსეთის მეორე ლიგის ალანიაში აღმოჩნდა.
I
გადახედეთ კომენტარებს,ბოღმის ზეიმი აქვთ.
მიშა
სამწუხაროდ, სამივე გოლში ბრალი მიუძღვის! არასწორი პოზიცია, დაგვიანებული რეაქცია ან მხოლოდ თვალის გაყოლება! აქ ვკითხულობ, გადაუარეთ და გადმოუარეთო! კრიტიკაც უნდა აიტანოს და ქებაც მიიღოს! ჩემი აზრით, ბოლო ორმა თამაშმა ყველას დაანახა, რომ აშკარად დაბალი დონის მეკარეა ლა ლიგის დონესთან მიმართებაში! საშუალო დონის ევროპულ გუნდს ნამდვილად დაამშვენებდა! ვერ მივიღებ არგუმენტად ჯერ 20 წლისააო! მე 1999 წელს პირადად მაქვს ნანახი 18-19 წლის იკერ კასილასის თამაში ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე! დაფრინავდა! ტანდაბალი კასილასი! მანარდაშვილი მაღალია, მაგრამ მაღალ ბურთზე ვერ გამოდის, ბურთის ხელში დაფიქსირება უჭირს, პოზიციას ვერ არჩევს და ა.შ.
Irakli
გიორგი უდაოდ ნიჭიერი მეკარეა, მგონია რომ წინა თამაშებში შეცდომების გამო თვითრწმენა დაკარგა. დარწმუნებული ვარ ის იტყვის თავის სათქმელს. ეს თამაში კი კოშმარი იყო, სამივე გოლო მამარდაშვილის შეცდომებს მოყვა. ალბათ ადგილსაც დაკარგავს ძირითადში. მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. წარმატებები გიორგის!
კ ო მ ბ ლ ე
ვამბობდი არა ეს ბიჭი ის რისი იმედიც გაქვთ თქვა, მარა არ გჯერავთ. მეც მინდა იყოს, მარა ტანის მეტი სხვა არაფერი მიუცია ღმერთს,. არც სისწრაფე, არც დროული გამოსვლა, არც ნახტომი, ან პოზიციის შერცევა. გახსოვთ დასაევი? ის იმიტომ იყო მაგარი მეკარე, რომ გრძნობდა სად დაარტყავდნენ ბურთს და ნახტომიც არ ჭირდებოდა, ზუსტად იქ დახვდებოდა ხოლმე, ამ ბიჭს არცერთი მეკარისათვის საჭირო ნიჭი არ აქვს. სწორედ დაწერა აქ ერთმა, გამოცვლიან და აწი ჩვენც დავისვენებთო.. ეგრეა. სამწუხაროდ ეგრეა, სანიოლს რომ დაენახა ამ ბიჭში მეკარე, მოხუც ლორიას არ დააყენებდა კარში..
რეალის ფანი
ამ ბიჭს ისე აკრიტიკებენ, თითქოს ტობო კურტუას გამოცდილება ქონდეს, ან მანუელ ნოიერის. 20 წლის ბიჭია, 5თუ 6 თამაში ითამაშა ლა ლიგაში, თან რა დონის გუნდებთან.ამ რეალობას მოწყვეტილ კრიტიკოსებს უნდათ კურტუას და ნოიერის დონეზე ითამაშოს 20 წლის მეკარემ, კურტუასაც და ნოიერსაც აქვთ გაშვებული 1 თამაშში 5- და 6 ბურთი და ამ ბურთების ნახევარი მათი შეცდომით გავიდა.ეს ბიჭი ლა ლიგაში რომ მოხდა უკვე მაგარია, ნელ -ნელა დაიხვეწება და კურტუას დონეზე ავა. აბა შენ იცი გიორგი!!!
გურამი
მერე და ვინ არ უჭერს მხარს?
გია
სანამ კიდევ დროა ჩააყენონ კარში მეკარე თორემ კი ვიხილავთ ვალენსიას ჭ კლასში დაქვეითებულს ისე ფეხბურთშიც იგივე წესები რომ იყოს რაც ფუტზალში ცოტა შეღავათი ექნებოდა გუნდს მეკარის შეცვლა შეტევის დროს ყველა დარტყმა ვალენსიის კარისკენ მაინც გოლია
ზურა
ღმერთმა ქმას, მაგრამ თუ არ ფასვეს სკამზე... ამ დონეზე ამდენს თუ აპატიებენ, საქართველოს ჩემპიონატი კი არაა
xuta
აწი კარებს არ გააკარებენ და ჩვენც დავისვენებთ.
გუჯა კახაძე
მცველების ყველა შეცდომას მეკარე ვერ გამოასწორებს. გიორგი მალე სტაბილურად ათამაშდება და ყველას გაგვახარებს. წარმატებები გიორგის!
გია
არ დაბლოკოთ! გიორგი, მაგრა გაგიმართლა ასეთი დიდი გამოცდილების 20 წლის ასაკში მიღება! 6 მატჩი შეუცვლელად!!! თანაც ითამაშო რეალის და სევილიას წინააღმდეგ, როცა შენი გუნდის დაცვა ვერ არის თავის დონეზე? გამოსვლაზე და ხაზზე რა გაქვს დასახვეწი ამაზე შენ თვითონაც დაფიქრდები და მაქ ხომ გეყოლება და გეყოლება პროფესიონალი დამრიგებლებიც (მათ შორის ფსიქოლოგიც)! 20 წლის მეკარეს კი არა ცნობილ და გამოცდილ მეკარეებს აქვთ ისეთი ბურთები გაშვებული, რომ! მოკლედ ხდება რა! მთავარია დროულად (როგორც ყველა საქმეში) სწორი დასკვნების გაკეთება! წარმატებები!
ლას
ძალიან ვწუხვარ:( ერი ვართ სუსტი ნებისყოფის, ემოციური და მოშურნე
Gia
მოუმატებს ეგ არაფერი, უარესებიც ხდება, მეკარის ყველა შეცდომა გაცილებით მარტივი დასანახია და პირველი ჩვენი მელარეა ტოპ ლიგაში ესეთივე კრიტიკით შეხედეთ მაგავსი დონის გუნდების მეკარეებს და ნახავთ რომ იგივე დონეზეა. ჯერ 20 წლისაა ყველაფერი წინაა, კურტუა რა გოლებს უშვებდა და დღეს სადაა, ესეც გაიზრდება
სიმართლე
რა საცოდავ დღეში ვართ, აქაც ფიასკო
მამუკა
რეალურად ვთქვათ რომ არ არის მზად ჯერ ამ დონეზე სათამაშოდ, მოსალოდნელიც იყო ასეთი შეცდომები, მთავარია ეხლა ფსიქოლოგიურად არ გატყდეს, დიდი ალბათობით სილესენი შეცვლის ძირითადში
Რაგბის ფანი
მამარდა ხაზზე ძლიერია. ჩემი აზრით ჯობია იშვიათად გვიდეს წინ
სოსო
პირველი და მესამე გოლები,ფაქტობრივად ანალოგიურები იყო.გრძივი პასი შეუგდეს,შეჰყვა, დაარტყა და გაიტანა.პირველ გოლზე ახლო კუთხე იყო,მაგრამ ძალიან ძლიერი და ძალიან ახკიდან დაარტყა.მესამე გოლზე,სწრაფად რომ გამოვარდნილიყო,შეიძლებოდა ხელი შეეშალა,მაგრამ მცველი უფრო წინ იყო და თანაც როცა მცველი ებრძვის,რეკომენდებული არ არის კარიდან შორს გამოვარდნა.მეორე გოლის ეპიზოდში,ჩამოწოდებული ბურთი,მცველის ზურგიდან აისხლიტა და მაგრად დაბზრიალებული,მეკარის ბაქნის წინა კუთხესთან მცველი და თავდამსხმელი ახტნენ.მეკარე ვერაფრით განსაზღვრავდა ბურთი სად და როგორ წავიდოდა.ბურთმა თითქოს ცოტა ჩამოჰკრა ამხტარი მცველის თავს და არ ვიცი იმის გამო რომ ბურთი ძალიან დაბზრიალებული იყო,არ ვიცი მიწის კოშტზე,ისე უცნაური ტრაექტორიით ახტა,რომ მეკარეს თავს გადაევლო და კარში ჩაეშვა.არადა რომ შეხედავთ,მიწაზე დაცემული ბურთი,თითქოს ისე მაღლა არ უნდა ამხტარიყო.ერთი სიტყვით,სამივე გოლი,საკმაოდ უცნაური გავიდა,თან შეცდომას რომ ჰგავს და ურო რომ არ ჰგავს.დაცვის ხაზიც აშკარად ვერ არის სიმაღლეზე და ნევროზულობა მცველებსაც ეტყობათ და მეკარესაც.არ ვიცი,მომდევნო თამაშში კიდევ ენდობიან თუ არა,მაგრამ ჩემი აზრით,არ უნდა შეცვალონ.ასეთი შოკის შემდეგ,მაინც შესძლო და თავი ხელში აიყვანა.წარმატებული მატჩი,ახლა ჟანგბადივით სჭირდება გიორგის და დაცვის ხაზს.აშკარაა,რომ გაია ძალიან დიდი ძალაა გუნდისათვის და ისაა ლიდერი,უკანა ხაზში.ლიდერების დაბრუნება,ცხადია გუნდსაც დაეტყობა.
თემური
ნაკრებში თამაშის შემდეგ დაკომპლექსდა, არა და ძაან ნიჭიერი ბიჭია, წარმატებები და მეტი თავდაჯერებულება...
მამუკა
მე ვფიქრობ რომ ზოგადად ყველა ფეხბურთელზე უნდა იყოს შეფასება ობიექტური და წმინდა საფეხბურთო კომპონენტებით ქართველებს სამწუხაროდ გვიყვარს ზედმეტი ან ქება ან კრიტიკა ეს თამაში და წინა თამაში მამარდას არ ქონდა კარგი ქონდა შეცდომები და ეს ჯერ სამწუხაროდ ეს ბიჭი არ არის მზად ლალიგაში ითამაშოს რეგულარულად 20 წლის ბიჭია ელემეტარულად ჯერ ენის სწავლიდან დაწყებული კულტურის და ზოგადად გარემოს გაცნობით დამთავრებული ყველაფერი უნდა გაიგოს ისწავლოს და გაიზარდოს და ეს ზედიზედ ამდენი მატჩი ვალესიას პირველ გუნდში იყო დიდი გამოცდილება მისთვის და ამხელა ნდობა ნამდვილად დასაფასებელია ესეიგი კლუბი მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებს თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ლალიგაში რეგულარულად სათამაშოთ მზად არ არის აი თუ ამ სეზონში 10 მატჩს ითამაშებს ლალიგაში და 2-3-ს თასზე ეს უკვე მართლაც რომ კოლოსალურად დიდი მიჰწევა იქნება მისთვის.
Simartle
ადრეც დავწერე.ვალენსია ( როგორც მინიმუმ დღეს) არის სუსტი გუნდი განსაკუთრებით არ უვარგათ თავდაცვა და შეტევა მოძრაობენ ქაოტურად,გუნდს არ ეტყობა მწვრთნელის ხელი.გიორგი ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა,რადგან ასე უეცრად და სწრაფად გახდა პირველი ნომერი.ვუსურვებ დამშვიდებას და გაძლებს იმ დიდ გზაზე,რომელსაც დიდი ფეხბურთი ჰქვია.
ზურა
სამწუხაროდ ვფიქრობ რომ შემდეგ შეხვედრაში დიდია ალბათობით უკვე სილესენი იქნება, მაგრამ გიორგიმ უკვე მიაჰწია უდიდეს წარმატებას იმ წარმატებას გუშინ წინ თამაშობდა კაცი ეროვნულ ლიგას და გუშინ ითამაშა რეალის წინაღმდეგ 20 წლის ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია და ფსიქოლოგიურად უდიდესი წნეხია ეროვნული ლიგიდან უცებ მოხვდე ევროპის საფეხბურთო ელიტაში და თან მითუმეტეს მეკარე გიორგი ნამდვილად ნიჭიერია ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს გარდა ლალიგის მატჩებისა ის აგვისტოს ამხანაგურებიდან დაწყებული მიდვივად დგას უკვე ვალენსისიას პირველი გუნდის კარში ეს არ არის პატარა მიჰწევა ეს უდიდესი წარმატება როდესაც მიდიხარ მე 3 მეკარეთ გუნდში და ხდები უცებ პირველი მეკარე და თამაშობ ლალიგაში ეს ტრიუმფია ნებისმიერი ქართველი მეკარისთვის და ზოგადად მამარდაშვილმა შეძლო ის რაც ვერ შეძლო მინიმუმ 10 წელია ვერცერთმა ქართველმა მოხვდა ტოპ ჩემპიონატების მოწინავე ლიგაში და ითამაშა ამდენი მატჩი გადაბმულად მე ვუსურვებ გიორგის წარმატებას დღევანდელმა მატჩმა მასზე არ უნდა იმოქმედოს ნეგატიურად პირიქით საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს და გაანალიზოს და გაიაზროს ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ რომ თუ გიორგი მოინდომებს და ჩადებს ყველაფერს და შრომას არ დაკლებს ის აუცილებლად გახდება ვალენსიას პირველი მეკარე.
გიორგი
ისეთი შთაბეჭდილება მჩება ვითომ ძაან მორიდებულია არა და ეხლა თუ არ თქვა თავისი სათქმელი ძაან გაუჭირდება, გიო წარმატებები
I
არ გრცხვენიათ ხალხო?თვითონ ესპანელები უჭერენ მხარს და მახნევებენ,მართლა რა ჭირი გვჭირს ეს ყველაფერში ასე ყოვლის მცოდნნეები და ერთმანეთზე გიენებივით რომ ვართ დაგეშილები.
Emigranti
ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშეა რომელიც თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელს აქვს ვინც კი წავიდა ევროპაში სათამაშოდ. სასწრაფოდ უნდა ისწავლოს ენა და ივარჯიშოს თავდაუზოგავად, თვალებიდან ნაპერწკლებს უნდა ყრიდეს და ამ ორმეტრიან კაცს სასწაული ფიზიკა უნდა ჰქონდეს, აი მერე იქნება სტაბილური ძირითადის მეკარე!!! ეხლა კიდევ სახეზეც ეტყობა და ქცევებზეც ,,ჯაან საკალელი წყნარი ბავსვია"! ძლიერი დაბრუნდი!
გეგი
ბოღმა გღუპავთ თქვენ ხალხოო ბოღმაა და მთელი ქვეყანაა მაგიტომაც ასე აშენებული.იმის მაგივრად რომ ანუგეშოთ გაამხნევოთ რეებს წერთ,თვითონ რომ აფარრისთვის მიგიღწევიათ ასე სკდებით შურით და პროფესორობთ ყოვლის მცოდნეებივით.აი მასეა რაა რაც იმ ცხონებულმა ილიამ თქვა მართლა ბედნიერი ერი!არაფერი გეშველებათ არაფერიი,არ ხართ არაფრის ღირსები არცვ ამ ქვეყბნის ღირსები ხართ თქვენ!
123
არგინდათ ეს გამართლებები. აბა სილესენს ეთამაშა ესე გადაუვლიდით და მერე გადმოუვლიდით. ბოლო 3 თამაშია ძალიან ძალიან ცუდად თამაშობს ოსასუნადან რო დაიწყო რეალთან გააგრძელა და დღეს დაასრულა. ზედმეტად ნერვიულობს, რაც ლოგიკურია ჯერ ძალიან პატარაა, თან მეკარეა. არაუშავს სასწაულ გამოცდილებას აგროვებს. ზედიზედ 6 თამაში ლა ლიგაში უკვე სერიოზული ამბავია. ღმერთმა მისცეს ძალა რომ ასახელოს ქვეყანა და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს და უბრალოდ მოეშვას.
გამაგრდი გიო!
გიორგი! საქართველოს ნაკრებში, თამაშის მერე მენტალურად, ამოვარდა ფორმიდან. არადა რა კარგ ფორმაში იყო.
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ტუალეტში ჩაკეტა და ძალადობით გოგონას ვაგინაში თითს უყოფდა - მამარდაშვილის თანაგუნდელი სერიოზულ შარში გაეხვია
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
"მადრიდის "რეალი" ესპანური ფეხბურთის განადგურებას ცდილობს" - "სევილიას" პრეზიდენტი
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ... მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!" - "ლივერპულის" ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს
"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
[VIDEO] მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ლივერპული" სუპერთასზე "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ვალენსიას" მორიგი გამარჯვება
მამარდაშვილმა იფრინა - იხილეთ შეფასებები
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი