შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერის მიმართ არაერთი ჭორი ვრცელდება, თითქოსდა ქართველი სპეციალისტის სამსახურით რამდენიმე გუნდი ინტერესდება; ბოლოს კი დაიწერა, რომ ის შესაძლოა "ფახთაქორში" დაბრუნდეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენებურმა უზბეკურ Sports-თან ისაუბრა.

"არაერთი წინადადება მქონდა. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები არ შედგა. მაგალითისთვის, ჩემით ნიდერლანდების, თურქეთის, დუბაისა და ყატარის გუნდები ინტერესდებოდნენ, თუმცა მე დღეს არც ერთი მათგანისთვის არ ვმუშაობ. რაც შეეხება "ფახთაქორის" ამბავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი უკან დაბრუნება არავის უცდია. ამასთან ერთად, გუნდის ხელმძღვანელობა დღევანდელი მწვრთნელით კმაყოფილია, ასეთი რამ კი სპეციალისტის მუშაობას ხელს შეუშლის. დარწმუნებული ვარ, მასთან "ფახთაქორის" წარმომადგენლებს პრობლემები არ აქვთ. ასევე არანაირი წინადადება არ ყოფილა ყაზახეთის ეროვნული ნაკრებიდანაც.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო კარიერას, ვერ გეტყვით, რომელ კონტინენტზე ვიმუშავებ ხვალ. როგორც გითხარით, მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან კონკრეტული შემოთავაზებები, თუმცა არც ერთს არ დავთანხმდი. რა თქმა უნდა, მინდა გაცილებით უფრო სერიოზულ კლუბში ვიმუშაო. ყველაფერს დრო გვეტყვის, მანამდე კი უნდა მოვითმინოთ.

ამჟამად სტამბულში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ფეხბურთის საყურებლად მოედანს ხშირად ვსტუმრობ, ზოგჯერ კი მადრიდსა და თბილისში მივდივარ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ცხოვრებით სტამბულში ვცხოვრობ" - განაცხადა შოთამ.

ჟურნალისტი ქართველ სპეციალისტს მის მეგობარ რონალდ კუმანსა და "ბარსელონაზეც" ესაუბრა.

- თქვენს მეგობარ რონალდ კუმანს "ბარსელონაში" საქმე კარგად არ მისდის. რას ფიქრობთ, ეს მესის წასვლამ გამოიწვია?

- რა თქმა უნდა, ვიცი, რომ კუმანს მესის წასვლის შემდეგ "ბარსელონაში" საქმეები კარგად არ მისდის. მესის გარეშე "ბლაუგრანა" სხვა გუნდია. წამყვანი მოთამაშის გადაბარგების შემდეგ კლუბში სიტუაცია აირია, ასევე, მორალურად დაეცნენ. ამასთან ერთად, ფინანსური კრისიზიც დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ თუ ხელმძღვანელობა ნიდერლანდელ სპეციალისტს დროს მისცემს, შეძლებს "ბლაუგრანას" რთული მდგომარეობიდან გამოყვანას, რადგან მას ბევრი ახალგაზრდა და დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელი ჰყავს.

მომზადებულია Sports.uz-ის მიხედვით

კახა ქ.
ზოგ-ზოგიერთების გამკვირვებია,რომ წყვიტავენ კაცმა სად უნდა იცხოვროს და და რა უნდა გააკეთოს.სხვისთვის როგირ ყველა ტვინიკოსია.....კარგი და ნორმალური აღზრდისთვის არაა აუცილებელი საქართველოში ცხოვრება(დარწმუბებული ვარ რომ შოთის და მის მეუღლეს არაფერი შეეშლებათ).
ზურა
ამ არეულ საქართველოში რომელსაც ხრავს კორუპცია ვერავინ იცხივრებს,როცა იქნება თუ ოდესმე იქნება ნორმალური ცხოვრება ბევრი ქართველი დაბრუნდება და მათ შორის შოთიც
ლშა_იუვენტინო
ისე ჩამოიყვანე შვილები და ქართველად გაზარდე თუ არაფერს აკეთებ , რაის თურქეთი ...
foodboll
შოთი მიდი რა საქართველოს ნაკრები გაწვრთენი, რა სტამბოლი რის სტამბოლი
აკაკი
თუ არსად არ მუშობ სტამბულში რატო უნდა ცხოვრობდე?! მუშევრად ხარ და საცხოვრებელ ადგილად სტამბულს ირჩევ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება