"ლივერპულის" ახალმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელებს არ მისცემს საშუალებას მოიქცნენ ისე, როგორც...

"ლივერპულის" ახალმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელებს არ მისცემს საშუალებას მოიქცნენ ისე, როგორც გასული სეზონის განმავლობაში იქცეოდნენ.

რა იგულისხმა გამოცდილმა ინგლისელმა სპეციალისტმა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ფულჰემმა" გასულ სეზონში ევროლიგის ფინალში ითამაშა? რა და წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალების მავნე ჩვევა. ჰოჯსონს 34 წლიან სამწვრთნელო კარიერაში ცამეტი კლუბი და სამი ეროვნული ნაკრები ჰყავს გამოცვლილი. ახალ გუნდში გატარებული ხუთი კვირის განმავლობაში მას სახიდან ფართე, კეთილი ღიმილით არ მოშორებია, მაგრამ ბოლო პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ ღიმილმა არ უნდა მოგვატყუოს - მისთვის ცნობილი, მდიდარი ფეხბურთელები არაფერს ნიშნავს და თუ საჭირო იქნება ნებისმიერთან შევა კონფლიქტში.

წარუმეტებლობის სხვათათვის გადაბრალებაზე კი, "ლივერპულის" ქომაგებს გონებაში, ალბათ რამდენიმე ამბავი ამოუტივტივდათ: ფერნანდო ტორესმა, რომელმაც ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო გასულ სეზონში ძველებურად ვერ გაიბრწყინა, გაზაფხულზე განაცხადა, რომ გუნდი მთლიანად ოთხ-ხუთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული და სანამ ასეა, მისგან დიდ წარმატებებს არ უნდა ველოდოთ. აშკარა იყო, რომ ყოფილ მწვრთნელთან რაფა ბენიტესთან უსიამოვნება ჰქონდა კაპიტან სტივენ ჯერარდს რომლის ცუდი თამაში ლივერპულელებს კინაღამ ევროლიგაზე გამსვლელ ადგილად დაუჯდათ.

ამ სეზონში კი, ახალი თავკაცის თქმით, ნებისმიერი წარუმატებლობის მიზეზი ფეხბურთელებმა უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში უნდა ეძებონ. ჰოჯსონის ეს ნათქვამი ძალიან ჰგავდა მისი წინამორბედის, რაფა ბენიტესის მიერ გასული სეზონის შუაში თქმულს, როდესაც ახლა უკვე "ინტერის" სათავეში ჩამდგარმა ესპანელმა სპეციალისტმა მერსისაიდული კლუბის ვარსკვლავებს საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

"ფერნანდო ტორესის გულწრფელობასა და მოტივაციაში ეჭვი არასდროს შემიტანია და როგორც თავად ნახეთ, ორიოდ დღის წინ მან ძალიან ნათლად გამოხატა თავისი დამოკიდებულება "ლივერპულისა" და საკუთარი მომავლის მიმართ. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამბობენ, რომ გუნდის პროგრესს ვერ ამჩნევენ და ამის გამო გული სტკივათ, ვფიქრობ ხალხი მეტ პატივს სცემს, ვიდრე მე. ტარომ? პასუხი მარტივია: როდესაც იმ გუნდის ფეხბურთელი ხარ საქმე კარგად რომ არ მიუდის, კეთილი უნდა ინებო და რაიმეს შეცვლა სცადო. ეს უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ეხება, თუმცა, თუ დიდი ვარსკვლავი ხარ, რასაკვირველია, ვალდებულიც მეტად ბრძანდები. ერთი სიტყვით, მე ყველას სარკეში ჩახედვას ვურჩევდი".

გარდა ამისა, ჰოჯსონმა დაადასტურა, რომ დანიელი კრისტიან პოულსენის "იუვენტუსიდან 5,5 მილიონ ფუნტად ყიდვა ხავიერ მასკერანოს "ინტერში" გაშვების წინაპირობაა - პოულსენი "ლივერპულში" არგენტინელის ადგილს დაიკავებს. 30 წლის ნახევარმცველმა პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ათი წლის წინ, "კოპენჰაგენში", სწორედ როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით გადადგა.

კომბინაცია ასეთია: თუ "ინტერი" "მანჩესტერ სიტის" მარიო ბალოტელის მიჰყიდის, გამოუჩნდება თანხა, რომლითაც, სავარაუდოდ, "ლივერპულიდან" მასკერანოს წაიყვანს.

"თუ ჩვენ კარგ ფულს შემოგვთავაზებენ და ამას გააკეთებს კლუბი, სადაც ხავიერს გადასვლა უნდა, მისი აქ ძალად დაბმა მეტისმეტად ძნელი იქნება" - თქვა მწვრთნელმა.

და თითქოს დაბრკოლებაც აღარ ჩანს, მაგრამ... ბალოტელის ისტლენდზე გადასვლის საქმე დაბრკოლდა. საქმე ის არის, რომ იტალიელი თავდამსხმელი მანჩესტერული კლუბისგან დიდ ხელფასს ითხოვს. შეგახსენებთ, კლუბებს ერთმენეთში რა ჰქონდათ მოლაპარაკებული: ბოლო მონაცემებით "სიტის" "ინტერისთვის" 29 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა და ბალოტელისთან ხუთწლიანი კონტრაქტი დაედო. ამ ვარიანტში ნავარაუდევი იყო, რომ 19 წლის ფორვარდი კვირაში 65 ათას ფუნტს ანუ 78,5 მთას ევროს მიიღებდა, მან კი... შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ - კვირაში 180 ათასი ფუნტი (217 ათასი ევრო) მოითხოვა და დასძინა, ზედაც სარეკლამო შემოსავლის პროცენტები დამიმატეთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე