თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში სამიდან მეორე შეხვედრაში, ამჯერად "არისთან" სტუმრად დამარცხდა - 2:3. გიორგი ლორიასთან ერთად, ნიკა ნინუაც ძირითად შემადგენლობაში იყო (პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს), ნიკა კაჭარავა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ფამაგუსტას კლუბმა საკუთარ კარში მე-18 წუთზე უკვე 3 გოლი მიიღო. პოლონელმა მარიუს სტეპინსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, ანგარიში უკვე 3:2 გახდა და ქეცბაიას გუნდს შეხვედრის გადასარჩენად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა.

მატჩის შემდეგ, ქართველი სპეციალისტი ძალიან გაბრაზებული იყო:

"ბევრჯერ ვთქვი, რომ წელს იოლი თამაშები არ გვექნება. ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იხარჯება. სამი გოლი ისე გავუშვით, თითქოს მოედანზე არც ვყოფილვართ.

გუნდს, რომელსაც მიზნად ჩემპიონობა აქვს, დაცვაში ასეთი თამაში არ ეპატიება. სამ შეხვედრაში 7 გოლი გავუშვით. როგორც ჩანს, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრით მიზანი უკვე შევასრულეთ.

ბევრი კარგი მოთამაშე დავიმატეთ და არ მეგონა, ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდით."

"ანორთოსისი" კონფერენს ლიგაზე "გენტს" 30 სექტემბერს დაუპირისპირდება, 3 ოქტომბერს კი მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელს" მიიღებს.

Video

დავით ვოლკოვი. გოლი

აზერბაიჯანის ჩემპიონატში დავით ვოლკოვმა მორიგი დუბლი შეასრულა. "ზირამ" "საბაილი" სტუმრად 2:1 ქართველი ფორვარდის წყალობით დაამარცხა. 26 წლის ფეხბურთელისთვის ეს მეორე დუბლი და 5 მატჩში ამდენივე გოლია. იმედია, მისი წარმატებული სერია ასევე გაგრძელდება.

მეზარება მაგრამ გიპასუხებ
ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ მომართვა არ გაქვს კორექტული. მეორე წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს. მწვრთნელს თუ გუნდში პოზიტიური განწყობის შენარჩუნება არ შეუძლია, ეგ სწორედ სამოტივაციო ფსიქოლოგიის ნაწილია. არიან ადამიანები ვინც ახერხებენ პოზიტიური-საბრძოლო განწყობის შექმნას გუნდში და სირთულეების დროს ამბობენ “ჩვენ” ან “მე”… რაღაც სხვანაირად უნდა გვექნა და არა “ისინი” და მათ ვერ ითამაშეს კარგად. გუნდი თუ იგებს ყველა იგებს და თუ აგებს, იქაც ყველა აგებს. ისე შენივე ლოგიკით, შენ ადვოკატირის მიმართულებით ხარ დაინტერესებული?
რა გვეშველება?
ბიჭო, ახლა შენი კრიტიკის შიშით ხმას არ ამოიღებს საწყის 18 წუთში 3 გოლი თუ გაუშვა გუნდმა! კარგები არიან და ასე არ უნდა ემართებოდეთო, უთქვამს, თორემ მაგათი დედაო, სად წაიკითხე?! ფსიქოლოგიაში უჭირსო, ისე წერ, თითქოს თავად ავლიპა იყო, ან დეილ კარნეგი! თუ თვით ზიგმუნდი ხარ, ჰა? არ დაგვიმალო!
ფსიქოლოგიაში უჭირს თემოს
არ შეიძლება მუდმივად ფეხბურთელბისკენ ხელის გაშვერა. შეხედეთ ბორდასალს. მამარდაშვილის მიმართ კრიტიკა არ დასცდენია იმ რთული თამაშების შემდეგაც. თემო გულიანია, ფეხბურთელიც ეგეთი იყო და მწვრთნელიც მაგრამ აშკარად უჭირს ურთიერთობების დალაგება. არ შეიძლება სულ სხვისკენ იშვერდე ხელს და საჯაროდ აკრიტიკებდე ფეხბურთელებს. ის ფეხბურთელები გყავს რა ლიგაშიც ხარ, მითიმეტეს შენი მოყვანილია უმრავლესობა. არ შეიძლება რომ სულ შენ იყო მართალი
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...