ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

"მთავარ არხზე" გადაცემის "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ბევრი აკვირდება და ბევრ გუნდს სურს მისი ტრანსფერი, თუმცა რაღაც დეტალებია, რის გამოც გარიგება ვერ კეთდება.

დღეს კლუბებს რომ უთხრა, მოდი და 5-10 მილიონად კვარაცხელიას მოგყიდიო, უარს არავინ იტყვის, მაგრამ "რუბინი" თავის ვარსკვლავს ამ თანხად ნამდვილად არ შეელევა.

შეხედეთ სატრანსფერო ფანჯარას. დაინახავთ, რომ არის უმეტესად გარიგებები, სადაც დიდ როლს თავისუფალი აგენტები თამაშობენ და კრიზისის გამო დიდი თანხის გადახდას გუნდები ერიდებიან.

პირდაპირ გეტყვით, რომ აპრილის თვეში სერიოზული მოლაპარაკება მქონდა "იუვენტუსთან" და ტურინში კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან სალაპარაკოდ ჩავფრინდი.

გიყვებით 16-17 აპრილის ამბებს და ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ტრანსფერზე... შემდეგ, იცით, რა მოხდა? - "იუვენტუსი", გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემპიონი ხდებოდა, ოთხეულში ძლივს შევიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი და პარატიჩიც გაუშვეს...

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და მას რეკლამის გაკეთება აღარ სჭირდება. მე ის აქამდე უკვე მოვიყვანე და ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა.

თქვენ არ გეცოდინებათ და გეტყვით, რომ მან ზაფხულში ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა. ჟურნალისტები წერდნენ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო საჭირო. კვარაცხელია ჩემი ოჯახის წევრია, მამამისი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა", - ამბობს ჯუღელი.

• კაცი

თავი და თავი, ამ კაცის სიხარბემ მიიყვანა საქმე აქამდე, რომ უჭირს ხვიჩას, რუბინისგან თავის დაღწევა. ვშიშობ სავალალოდ არ დარჩეს ამ ფეხბურთელის საქმე, რაგან როგორც ეტყობა, ხვიჩას "ჩაძირვაში", რუსეთის მეტად წარმოუდგენლად სერიოზული ძალებია ჩართული. მოკლედ არასწორი ტრანსფერი და უფროსი კვარაცხელიას, არასწორი და დაუფიქრებელი ერთი ფრაზა, მისი ინტერვიუდან...

• ნიკოლოზ ბაბუ

ხვიჩა ბაბუ,ძალინ მიყვარხარ,ყურადღება ცუდ კომენტარებს არ მიაქციო,ასეთი ხალხი ვისაც უნდა,რომ შენ დიდი ფეხბურთი ვერ ან არ ითამაშო ძალიან ცოტაა,დამერწმუნ შენ მთელ საქართველოს,საფეხბურთო სამყაროს უყვარხარ,შენ მათი სიყვარული და ლოცვა თან გდევს,მათთვის,მათი გულის გასახარად,ლაღად ითამაშე,ისე როგორც თამაშობდი და ძლიერ ლიგაში გადასვლაც არ დაახანებს,წარმატებები ხვიჩა,საქართველოს სასიქადულო ვაჟკაცო,შენთვის მლოცველი ნიკოლოზ ბაბუ.

• Herbst

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ფულის გამო ეს ბიჭი შეიძლება დაიკარგოს. მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცეები ფასს არ აკლებენ, ვიღაცეებს ამდენის გადახდა არ უნდათ, ვიღაცეებს მეტის ამოღება და გამდიდრება უნდათ. გულშემატკივარს ეგ დეტალები საერთოდ არ გვაინტერესებს და გვინდა ეს უნიჭიერესი ბიჭი სხვა ლიგაში ვნახოთ. თუ ვერ გაამართლებს და ვერ ითამაშებს მაგასაც დავინახავთ ყველა, მაგრამ ჯერ ხო უნდა წავიდეს, სხვანაირად როგორ მივხვდებით ან თავად როგორ მიხვდება სადამდე შეუძლია ასვლა? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩასაფრებული და ცუდი კომენტარი იწერება კვარაცხელიაზე, მაინც მგონია,რომ ქართველ ხალხს ის უყვარს. არის ხალხი ვისაც უნდა, საქმე ცუდად წაუვიდეს და მერე ნიშნის მოგებით იძახოს, ხომ ვამბობდიო, მაგრამ ნამდვილი გულშემატკივარი, მგონია რომ უფრო მეტია. ჩემი პირადი აზრია, არვიცი შეიძლება ვცდები.

• დინამო

ბევრმა არ იცის და კვარაცხელიას კონტრაქტში რუბინთან ერთი ისეთი პუნქტი დევს რომლის გამოც რუბინი არ ყიდის მას 18-20 მილიონზე ნაკლებად. კვარაცხელიას გაყიდვის შემთხვევაში რუბინი ვალდებულია თანხის 30 პროცენტი გადაუხადოს ჯუღელის,ნუ ეს ფორმალურად და ისე კი ალბათ კვარაცხელია და ჯუღელი გაინაწილებენ. 20 მილიონად რომ გაიყიდოს კვარაცხელია აქედან რუბინს რჩება მხოლოდ თოთხმეტი მილიონი და მიტომაა რომ არ აკლებს. ბოლო ბოლო მაკაროვი გაყიდა 10 მილიონად და კვარაცხელიას თოთხმეტზე ნაკლებად არ ელევა. ამაზე არაფერს ამბობს ბატონი ჯუღელი. და კიდე არც იმაზე თუ რა ხრიკებით დაისაკუთრა კვარაცხელია რუსთავიდან. და არც იმაზე თუ რატომ გააფორმებინა რუბინს 5 წლიანი ხელშეკრულება მაშინ როცა ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა რუბინში და ამიტომ შესაძლებელი იყო არა ხუთ არამედ ორ წლიანი ხელშეკრულების დადება. სავარაუდოდ ჯუღელი და ფეხბურთელის მხარე ამ ხუთ წლიან პუნქტზე დათანხმდნენ იმ 30 პროცენტიანი წილის სანაცვლოდ. ერთადერთის იმედი მაქვს. თუ კვარაცხელიას პოტენციური მყიდველი კლუბი ჩადებს კონტრაქტში იმას რაც დევს კვარაცხელიას ეხლანდელ კონტრაქტში რუბინთან,ანუ თუ კლუბი ვალდებულებას აიღებს იმაზე რომ კვარაცხელიას უკვე შემდგომი ტრანსფერიდან აღებული თანხის 20-30 პროცენტს გადაუხდის რუბინს,მაშინ შესაძლოა რომ რუბინმა მნიშვნელოვნად დაუკლოს 20 მილიონს.

• ისიდორე

ფეხბურთელის ამსახველი არის სტატისტიკა რომელიც 21 წლის ფეხბურთელს შთამბეჭდავი უნდა ჰქონდეს მითუმეტეს თუ მას პრეტენზიები აქვს ტოპ-5 ის ლიგაში სათამაშოდ.

• თემო

მამუკა ჯუღელმა ფულის გულისთვის ჯერ პროვინციულ რუბინში გაუშვა ხვიჩა წელს კი დიდი ფულის გაკეთება მოინდომა და ვითომ ტოპ კლუბებში გადასვლაზე ილუზია შეუქმნა და ფსიქოლოგიურად გატეხა ბიჭი.არადა ტოპ კლუბები ამხელა თანხას რუბინის ფეხბურთელში არასოდეს გადაიხდიან.

• აბგდ

აბა ვინ მეტყვის:დ ჰალანდი რამდენად იყიდა ზალცბურგიდან დორტმუნდმა??სხვათაშორის ლიგის ჯგუფი ითამაშა და თან როგორ)))თუ არ ვცდები 20-25 მილიონის ფარგლებში:დდდ ამ კაცს საქართველოში მოღვაწეობა უნდა აეკრძალოს!!!!მერამდენე ტალანტს უფუჭებს სამშობლოს!

• თენგო

მთავარი არხიო? მამუ? რაღაც დამყაყებული პოლიტიკის სუნი მცემს?

• Levani

ფორმას რაც შეეხება-რა უნდა ქნას ხვიჩამ როცა მუდმივად ერთი კაცი მეურვეობს და მეორე აზღვევს-ამ დროს სხვა გუნდელებს უნდა გაეხსნათ სივრცეები,მაგრამ მთელი რუბინი ჩასვრილია,ვერ თამაშობენ ძველებურად.ჰაკშაბანოვიჩი რო იყიდეს-ყაზაიშვილივით თამაშობს.მოკლედ ზამთარშივე უნდა გაცურცლოს რუსეთიდან- კარგ გუნდში რო იყოს,თუნდაც დინამოში ან ლოკომოტივში ითამაშებდა და რუბინში მაგრად გაუჭირდება მომავალ თამაშებში.

• ზურა222

თავისნაირ მატყუარებთან მივიდა !

• ვოოტ

მე მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე - რატომ მთავარ არხზე, სხვებმა უარი უთხრეს?!....

• სუსი

ჩანაწერი არსებობს და როცა დრო მოვა გასაჯაროვდება.

• ბადრი

ამ კომენტარის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ჯუღელი მაგარი შებერტყილი ვინმეა. წადი ხვიჩა, ბიძიკო და სხვა აგენტი მოძებნე, არ სჩანს ეს კაი კაცი.

• რა მაფიაა?

კიდევ ერთი წინადადება: გავაკეთოთ სააქციო საზოგადოება "კვარა" ვიყიდოთ აქციები, შევაგროვოთ 20 მილიონი, გამოვისყიდოთ და გავუშვათ სადაც ხმათა უმრვალესობა, ან თვითონ კვარა, ან ვინმე დაინტერესებულ ევროპის მეორე დონის კლუბში... განვითრაების და გაძვირების შემთხვევაში ინვესტიციაც თვის შედეგს მოიტანს და რამე ბონუსებიც ჩავუდოდ ხელშეკრულებაში, ბოლო ბოლო უფასოდ მივა იმ კლუბში

• აბგდ

ამის და პარატიჩის საუბრის ჩანაწერი თუ სადმე მოიპოვება კინოთეატრში გაუშვით! მაგრად მაინტერესებს მამუკა ჯუღელი რას და როგორ ესაუბრება ან რა ენაზე ესაუბრება და მერე მაგის რეაქცია:დ პერეგავორი და იგრავოი პრაქტიკა როგორ გადათარგმნა?:დდ ეს კაცი რუსეთის და ყაზახეთის იქეთ ვერ იმუშავებს.რა იუვე თუ ძმა ხარ :დდ

• irakli

სიმართლეს არ იძახით არცერთი და ნუ ატყუებთ ამ ხალხს, რუსეთიდან ძალიან ძნელად მიდიან ევროპულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ქურდები უზიან ხელფასის წილში, არავის აწყობს იმ ფეხბურთელის გაშვება ვისგანაც ფულს სისტემატიუტად იღებს, ეს ჯუღელიც მაგათი დასმულია აგენტად.... 100 000 ხელფასით ოფიციალურად ეს ბიჭები 20 000 იღებენ.. ხმას არავინ იღებს... ვისაც შეხება აქვს ყველამ კარგად იცის.... და ნუ აბოლებთ ამ ხალხს...

• David

კვარაცხელიას კიდევ ეშველება რაიმე, მაგრამ იმ უამრავ ნიჭიერ ბავშვზე რას იტყვით ზოგი უფულობის, ზოგი ცუდი გარემოცვის ზეგავლენის, ზოგიც ნეპოტიზმის მსხვერპლნი რომ არიან და 15-16 წლის ასაკშივე რომ შეწყვიტეს ფეხბურთის თამაში?

პატრონი არ ყავს ამ ბიჭს? რა ჯუღელი! პეოფესიონალი აგენტი ჭირდება აშკარად, იეთები დაპირდნენ და დატოვეს ისევ რუბინში, როცა მთელი გონბით გადართული იყო უკვე

• Sake

ჩემი აზრით თვითონ კვარამ უნდა თქვას უარი ტოპ გუნდზე (თუ რა თქმა უნდა იქნება ამაზე საუბარი საერთოდ),მისთვის ბევრად კარგი იქნება საშუალო დონის ტოპ ლიგის გუნდი რათა მაქსიმუმი დრო გაატაროს მინდორზე,ჩემი აზრით ამ ბიჭისათვის ამ ასაკში ეს საუკეთესო იქნება,

• ილია

მესმის იმ ხალხის გულწრფელი სურვილი,ვისაც უნდა,რომ რუსეთში ხვიჩას რაღაც გამოუვიდეს,მაგრამ ეს არის დიდი რისკი დღევანდელ სიტუაციაში და ილუზიებში ყოფნა ჩვენი მხრიდან.საქართველოს არ ჰყავს "შვილი დასაკარგავი" და მით უმეტეს ასეთი. გვეყო რაც დავკარგეეეეეთ|.

• ირაკლი

ევროპაში ამის გაშვებული ფეხბურთელი ვინმეს გინახავთ??!. კვირკველია აგერ მაგალითი, ამოალპო რუსეთის ჭ კლასის ჩემპიონატში. ხვიჩას ბევრად მაღალი დონის აგენტი ჭირდება ვიდრე ეს მართლა რუსი აგენტი.

• giorgi janikashvili

რუსეთი ქართველების ხელით რეებს გვიკეთებს და ქართველ ტალანტს თავიანთ ქვეყანასში გაახარებენ?,დაჩეხავენ,ტრავმას ტრავმაზე მიაყენებენ და მოკლავენ ისევე,როგორც საბა კვირკველია მოკლეს,ჯანო ანანიძე მოკლეს...კვირკველიაც მსოფლიო დონის ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო,,,ლესტერსაც'' უნდოდა მაგრამ არ გაუშვეს...სადაა ის დღეს?

• დ.დ.

А Ф Е Р И С Т ! ! !

• Kutaisi

Xvalzegs rzto gayidis 5 mulionad moicdis rubini da zéniti minimum 15 millions maintenant gadaixdis

• Kutaisi

Abgd 100 procentiani xar Isère laparakoben vitom martla yvelas undoda da boloshi ar gaumartla 25 millions iset kacshi ar gadaixdian radian 2 an 3 kaci mouatyua namdvilia ro magari pexburteli dadgeba tu gaagrdzela mara chemi azrit isev zenitshi casvla jobia vidre rubinshi darches chempionta ligas mainc itamashebs da mère tu did tamashebshi gaamratlebs martla kai gundshi cava mara pizikurad magrad unda moimatos tuara yovel mesame dyes dziritadshi ver itamashebs

• აბგდ

კაი ნუ გჯერათ ზღაპრების!იუვემ რუბინს რომ შეთავაზება გაუკეთოს დიდი სიამოვნებით გაუშვებენ ფეხბურთელს!მათვისაც მნიშვნელოვანია რუბინიდან გრანდში ვინმე მოხვდეს)) ახლა ერთ რაღაცაზე დაფიქრდით ადრეც დავწერე მაგრამ არავინ შეისმინა :D არიან გავლენიანი ჟურნალისტები რომლებიც ძირითადად ტვიტერზე მუშაობენ და ყოველ წამს საინტერესო ინფორმაციებს პოსტავენ ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი დონის ჩემპიონატის მოთამაშეებზე!ჰოდა არცერთს არ დაუწერია რომ იუვემ,ტოტენჰემმა ან სხვა ბობოლამ რუბინს კვარაცხელიაზე შეთავაზება გაუკეთაო!კარგად დაფიქრდით იუვენტუსი რომ ინტერესდება ფეხბურთელით ეგ არავის არ გამოეპარებოდა ისეთ ხალხზე იწერება ხოლმე!!! აგენტი დღეს უდიდეს როლს თამაშობს ტრანსფერის გაჩარხვაში მითუმეტეს კრიზისულ პერიოდში,მაგრამ ამ ბიჭს 20 მილიონი ისე დაადეს რომ ლიგის ჯგუფიც არ უთამაშია ის კიარა ნაკრებშიც არ უთამაშია!ჰოდა არც არავინ გადაიხდის რუბინის ქართველ ფეხბურთელში 20-25 მილიონს!მაგრამ ეს ყვეალფერი კეთდება იმისთვის რომ ზენიტმა ან სპარტაკმა უფრო მარტივად იყიდოს;)ეტყვიან აგერ შვილო ამდენია შენი რეალური ფასი მარა არ აინტერესებს ამ ევროპელებს შენი ნიჭიო ჰოდა წადი ზენიტშიო და ესეც სიხარულით წავა.სადაც კვირკველიამ ლესტერში წასვლას რუსეთის თასის მოგება ამჯობინა მანდ არაფერი მიკვირს სხვათაშორის კვირკველიაც ამის კლიენტი იყო ;)))

• აბგდ

კაი ნუ გჯერათ ზღაპრების!იუვემ რუბინს რომ შეთავაზება გაუკეთოს დიდი სიამოვნებით გაუშვებენ ფეხბურთელს!მათვისაც მნიშვნელოვანია რუბინიდან გრანდში ვინმე მოხვდეს)) ახლა ერთ რაღაცაზე დაფიქრდით ადრეც დავწერე მაგრამ არავინ შეისმინა :D არიან გავლენიანი ჟურნალისტები რომლებიც ძირითადად ტვიტერზე მუშაობენ და ყოველ წამს საინტერესო ინფორმაციებს პოსტავენ ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი დონის ჩემპიონატის მოთამაშეებზე!ჰოდა არცერთს არ დაუწერია რომ იუვემ,ტოტენჰემმა ან სხვა ბობოლამ რუბინს კვარაცხელიაზე შეთავაზება გაუკეთაო!კარგად დაფიქრდით იუვენტუსი რომ ინტერესდება ფეხბურთელით ეგ არავის არ გამოეპარებოდა ისეთ ხალხზე იწერება ხოლმე!!! აგენტი დღეს უდიდეს როლს თამაშობს ტრანსფერის გაჩარხვაში მითუმეტეს კრიზისულ პერიოდში,მაგრამ ამ ბიჭს 20 მილიონი ისე დაადეს რომ ლიგის ჯგუფიც არ უთამაშია ის კიარა ნაკრებშიც არ უთამაშია!ჰოდა არც არავინ გადაიხდის რუბინის ქართველ ფეხბურთელში 20-25 მილიონს!მაგრამ ეს ყვეალფერი კეთდება იმისთვის რომ ზენიტმა ან სპარტაკმა უფრო მარტივად იყიდოს;)ეტყვიან აგერ შვილო ამდენია შენი რეალური ფასი მარა არ აინტერესებს ამ ევროპელებს შენი ნიჭიო ჰოდა წადი ზენიტშიო და ესეც სიხარულით წავა.სადაც კვირკველიამ ლესტერში წასვლას რუსეთის თასის მოგება ამჯობინა მანდ არაფერი მიკვირს სხვათაშორის კვირკველიაც ამის კლიენტი იყო ;)))

• ხვალზეგ

,,5-10 მილიონს ყველა სიხარულით გადაიხდიდა”-ო:)) ყველა ჩვენ გვატყუებს:))) რუბინიო ხელს არ შეუშლისო, თუ წინადადება ექნებაო. რუბინიც ამბობდა არ გვაქ შემოთავაზებაო. გამოდის ფულის გამო, თორე ეს ფეხბურთელი თავის მშობლების გარდა არავის ანაღვლებს. გაეყდათ 10 მილიონად თუ მართლა ხელის შეშლა არ უნდათ და მომავალში ხელშეკრულების რამე პირობის შესრულებით ამოეღოთ დანარჩენი მილიონები.

• H

რიალს და ბარსას არ ეკითხები ჭირდება თუ არა კვარაცხელია ? :))) დაანებეთ თავი მის გაფეტიშებას და სუპერ გმირად წარმოჩენას თორემ დამართებთ მაგ ბიჭს ვარსკვლავურ ავადმყოფობას და დაამთავრებს ბოლოს ანორთოსისში. ეგეთი მონაცემების და უკეთესიც ბევრი დარბის ევროპაში და არავინ მოახტება კვარაცხელიას იმ შედეგიანობით რომელიც დღეს აქვს.

• მიდი მოვდივარ

ბოდვებში ხართ

• Gia

ჯუთელს რამდენიმე მილიონი ბიუჯეტიდან უკვე ვაჩუქეთ და ეხლა კიდე დავუმატოთ 20 მილიონი? საერთოდ უნდა დავდგეთ პრინციპოლად, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან ნაკრებში ვერ მოხვდება ვერავინ და მერე აღარ წავლენ მაგ სასაკლაოში

• თამაზი

მაქვს წინადადება, აჩუქოს სპორტის სამინისტრომ, ან ბიძინამ,ან მიშამ დინამოს 20 მლნ ევრო , დინამო გამოისყიდის კვარაცხელიას და შემდეგ თავისუფალი აგენტის სახით ან იჯარით გაუშვებს რეალში ან ბარსაში, ეს იქნება მისი გადარჩენა , რომ ტრამვა არ მიიღოს რუსეთში. ჩვენ გვჭირდება ეს ბიჭი, ნაკრებს სჭირდება, შეიძლება მისგან ძალიან დიდი ფეხბურთელი დადგეს. 20 მილიონი სახელმწიფოსთვის ფული არ არის, საქმე ეხება საქართველოს გაპიარებას , სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

• Thomas

ასაკი და ბავშვობა რა შუაშია, კონტრაქტი რომ აქვს გუნდთან, ასე მივა, ეტყვის და თავის ჭკუაზე გაუშვებენ? გუნდს თუ არ დააკმაყოფილებს ეგ სატრანსფერო მოთხოვნები არსადაც არ გაუშვებენ. რამდენი რამეა გასათვალისწინებელი, მაშინ აგენტები კი არ ეყოლებოდათ ფეხბურთელებს. მივიდონენ უფროსობასთან, ეტყოდნენ ახლა წასვლა მინდა, რაღა არ ვარ კმაყოფილიო და წავიდოდნენ

• Master

რომ აღარაა პარატიჩი იუვეში იმიტომ ამბობს.არ მგონია თავმოყვარე ევროპული კლუბი ჯუღელს დაელაპარაკოს.

• Thomas

რუსეთში რომ წაიყვანა 17 წლის იყო ხვიჩა. 17 წლის ჯერ კიდევ ბავშვია და დამოუკიდებლად ხელსაც ვერაფერს მოაწერდა. დაუჯერა მშობლებს და აგენტს, დანარჩენი მისი შრომის შედეგია. იმედია გააგრძელებს და გააჩუმებს, დაადუმებს ამ კრიტიკოსებს.

• გიორგი

შეეშვით რა ამ "ბავშვია"ს ძახილი, გულისამრევია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ბავშვი ვიცი 15, 16 წლის, ჰაჰა 17 წლის, რაის ბავშვი?!

• koba

ბავშვიო? 20 წლის ბავშვი სად გინახიათ? სანამ ისე მიუდგგბით როგორც ბავშვს,არაფერი გამოვა. კაცია და თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად უნდა თამაში. მასე სულ ხელჩაკუდებული ატარებენ კარიერის ბოლომდე რუსეთში. უთხრას უნდა გუნდს რომ გაყიდონ და გაუშვან და თუ ეტყვის,გაყიდიან კიდეც. ასე ხდება ყველგან და სანამ თვითონ არ მიხედავს თავს,ისე მოექცევიან როგორც ნივთს.

• ანრი

შენ თუ კაი კაცი ხარ, აი რად გინდა ამხელა დაცვა და კალმახივით მოძრაობა? ვის ემალები ან ვისი გეშინია?

• ლუკა

და ჟურნალისტებიც. აწი ყველა ვინც ჟურნალისტობას იჩემებს ხელშეუხებლის და მართლის ნიღაბს ირგებს, და რასაც ესენი აშავებენ ამაზე პასუხი არ მოეთხოვებათ.

• ზურა222

თამაში არ გამოუვიდა მაგრამ მარტო მაგას ხო არ გამოუვიდა? მთელი გუნდი არაფრის მაქნისი არ იყო და ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლას აგებდნენ და ასეთი თამაშის გადამკიდე ხვიჩას სულ დაცვაში უწევდა თამაში და შეტევაში კი ზუსტად ის განმეორდა რასაც მეტოქეების მცველები აკეთებენ-კეტავენ 2-3-4 ფეხბურთელით ხვიძჩას და ინ ბომს ! ეს ორნი დარჩნენ მაკაროვის წასვლის მერე ვინც უნდა მიიტანოს ბურთი შეტევის წინა ხაზში და ამ ორი მთავარი შემტევის განეიტრალების მერე რუბინი უუნარო და დონდლო გუნდია ! სლუკი ცაში რომ ავიყვანეთ ეხლა რომ ვაკვირდები ზუსტად ვაისის მსგავსი მწვრთნელია--არ შეუძლია თამაშში კორექტივების შეტანა ! ხომ ხედავს რომ ხვიჩას 2-3 ფეხბურთელი დარაჯობს და წინასწარ ადგენენ გეგმებს როგორ ჩაკეტონ ადექი რაა დალოცვილო და შეუცვალე ადგილი ! დაავალე რომ ხშირად შევიდეს ცენტრში და მარჯვენა ფლანგზეც ! მითუმეტრეს სამოშნიკოვს შეუძლია ამ მომენტში კარგად შეცვლა ! ადრე დიდი დინამოს გუბნდშიც ასე ოყო ფაქტიურად გუცაევი იყო ერთადერთი ფლანგის ფეხბურთელი და ის ხშირად მარცხნივაც გადადიოდა და მარჯვენა ფლანვზე შეტევაში კარგად ცვლიდა კოსტავა ! ან ჩივაძე ავიღოთ მაგან მაგან ფეხბურთში ვარჯიში რომ დაიწყო მარჯვენა ნახევარმცველად დაიწყო და 22 წლამდე მარვენა ნახევარმცველად თამაშობდა მაგრამ მოვიდა ახალკაცი და დაცვის ცენტრში გადაიყვანა და მაშინდელი "სპეციალისტები" დასცინოდნენ სად მარჯვენა ნახევარმცველი და სად დაცვის ცენტრიო ვერაფერს ვერ იზამს მანდო ! და რაც ქნა და როგორვ ითამაშა ყველამ ივის ! ასევე უნდა სცადობ ხვიაჩამ და სლუვკიმ მაგალითად ცრუ ცხრიანზე ან მარჯვენა ფლანგზე თამაში (მითუმეტეს ხვიჩამ უკვე ითამაშა ნაკრებში მარჯვენა შემტევად თამაშები და საკმაოდ კარგადაც) მაკაროვი რაც გაუშვეს ხვიჩა ფაქტიურად მარტო დარჩა და მთელი გუნდის შეტევა მაგაზეა აგებული და დრაიერი აშკარად ვერ ქაჩავს მარჯვენა ფლანგზე ! მოკლედ თუ ძირფესვიანი ცვლილება არ მოახდინა სლუცკიმ გუნდის ტაქტიკაში ასე გაგრძელდება და საპრიზო ადგილები კი არა გავარდნის ზონაში აღმოჩდებიან !ცნობილი ფილმის არ იყოს ჭირსაც ეგენი წაუღია ვენ ჩვენ ქეთოზე(ხვიჩაზე) უნდა ვიტიროთ და ასეთ გუნდში ხვიჩა სულ უკან და უკან წავა @

• Thomas

არავის ბრალი არ არის გარდა იმ ე.წ ფეისბუქ სპორტ გვერდებისა, რომლებიც ყოველდღე დებდნენ, თითქოს რაღაც თქვენზე მეტი ვიცით და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდებაო. ტრავმა რომ მიიღო, ზუსტად ეგ გვერდები ღლიცინებდნენ და ხალხს აჯერებდნენ თითქოს ტრავმა კი არ მიიღო, არამედ ტრანსფერისთვის ინახავდნენ. ხალხსაც მეტი რა უნდოდა. ამხანაგურებზეც რომ ვერ ითამაშა, თვითონ ხვიჩამ თქვა ტრავმა არ მქონდა მოშუშებულიო და მაგიტომ ვერ დავეხმარე ნაკრებსო, მაგრამ ხვიჩას ნათქვამი ყველამ დაიკიდა, სამაგიეროდ ე.წ სპორტ გვერდებმა დაწერეს ტრანსფერისთვის ინახავენო და მთელმა საქართველომ ის დაიჯერა. ხომ ხედავთ რამხელა გავლენა აქვთ? ფეხბურთელის ნათქვამიც კი არაა მნიშვნელოვანი, როგორც მაგათი. ყველამ კვარაცხელიას წინააღმდეგ შეკრა პირი. ვითომ კეთილისმსურველებმაც და მოძულეებმაც. იმედია გაუძლებს ეგ ბიჭი.

• გიორგი

მთელი წელი ხო ტვინი წაიღეთ ჭორებით აბა მილანიო, აბა სიტიო, ჰაი ჰუი და ტვინს რატო "ჭამთ" ხოლმე ეს ვითომ ჟურნალისტები. საბოლოოდ რუსეთში დარჩა ისევ და ვინ იცის რამხელა სტრესი აქვს ახლა ამ ყველაფრის გამო, რომ ვიღაც სირთავამ მოლოდინები შეუქმნა საზოგადოებას რაღაც უაზრო სტატიებით, ტრანსფერების შესახებ და ბოლოს იმედგაცრუებულები დარჩნენ ისევ მისი ქომაგები და შესაძლებელია ამ ყველაფერს ხვიჩა თავის თავსაც აბრალებდეს.

• baggio

დროა წასვლის ხვიჩა, შენი ნიჭის კაცი მანდ აღარ უნდა იყოს რაც შეეხება ამ ტიპს...

• ako

ამ არსებას როგორ უნდა ენდო? ეს არის პროფესიონალი თაღლითი

• სამწუხაროდ!

სანამ ჯუღელს არ მოიშორებს ვერსადაც ვერ გადავა, ჯუღელისთვის პოსტსაბჭოთა სივრცის იქეთ ფეხბურთელის გაყვანა შეუძლებელია, არაა იმ დონის სპეციალისტი, რომ დიდი გუნდები მას დაუჯდნენ და ტრანსფერი განიხილონ. ჯუღელი საფეხბურთო სამყაროსთვის არავინაა და ვერც შეძლებს კარგი გუნდის მოძიებას. კვარო, ჯუღელთან ერთად წინ ვერ წახვალ! თუ ვცდები შემახსენეთ, ჯუღელის ერთი ნორმალური ტრანსფერი.

• Michael

იქნებ ქართველებმა ისეთი კომენტარები მაინც არ გააკეთონ რუბინის გვერდზე, რაც ხვიჩას ხელს შეუშლის და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. გუშინ ვიღაც ქართველი წერდა, ხვიჩამ ქართულად მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობს რომ რუბინში თამაში აღარ უნდა და ამიტომ თამაშობს ცუდადო. უმტკიცებდა იქ რუსებს. თქვენ რა იცით, ქართულად თქვაო. ნახევარმა ფანკლუბმა ხომ დაიჯერა?! მსგავსი არაფერი ყოფილა და რატომ ვუშლით ამ ბიჭს ხელს და ნერვებს, ხო შეიძლება აქედან მაინც იგრძნოს მხარდაჭერა? მხარს თუ არ უჭერ, ტყუილ ინფორმაციებს მაინც ნუ უვრცელებ, იმ გვერდზე სადაც ყველა კითხულობს. ჩემი თხოვნა იქნება გადახედოთ რუბინის გვერდზე კომენტარებს.

• Winter

ამ კაცის მიმართ სიმპათიით არავინ ვართ განწყობილი მაგრამ ერთი კი თქვა სწორი. რეალური ტრანსფერი რომ ყოფილიყო, მე ამას პრესაში არ გავახმაურებდიო და ამ ჟურნალისტებს საიდან მოჰქონდათ ყოველ დღე ახალი ინფორმაციაო. ინტერესი თუ გაჩნდებოდა რომელიმე კლუბის მხრიდან ჩვენებს ეგრევე გადმოჰქონდათ და ხალხი უეჭველი იჯერებდა, ხვალ ან ზეგ ტრანსფერი იქნებაო. თავად ვთარგმნიდით ყგელაფერს უკუღმა. რეალური წინადადებები პრესაში არ ხმაურდება. გაოფიციალურდება მაშინ, როცა უკვე მოხდება და ხელს მოაწერს ახალ კლუბთან. აწი მაინც დავიმახსოვროთ ეგ. ამ ბიჭსაც ნერვები მოეშალა და ფსიქიკა შეერყა, ტელეფონის დასქროლვისას ყველგან თავის თავზე რომ ხვდებოდა ერთმანეთის გამომრიცხავი ამბები. ლანძღვა, ცინიზმი, გაღმერთება... ყველაფერი ერთად. ვინმემ საერთოდ ამ ბიჭზე იფიქრა? სეირის მაყურებელი ხალხი ვართ. ერთი მხარდაჭერა გვმართებს და იმასაც ვერ ვშვებით. ან არაადეკვატურად უნდა გავაღმერთოთ და ან გავსვაროთ ტალახში.

• ნიკა

დავიღალეთ )) ჭაობია , აგენტებიც , ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც )) ერთადერთი რამაც შეიძლება გვიშველოს წელიწადში ერთხელ ლამაზი სტადიონების აშენებაა 5-10 ათასიანები )) და რამდენიმე წელიწადში შედეგს დადებს .. მანამდე თვალს გაუხარდება მეტი არაფერი

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა

"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ