ხუთი ქართული გოლის ამბავი
იაპონიის ჯეილიგის მე-13 ტურში ქართული გოლი ვიხილეთ - დავით მუჯირის "ჰიროშიმა" "გამბა ოსაკას" ესტუმრა და 3:5 წააგო. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ. ჩვენებურმა მატჩის 94-ე წუთზე გაიტანა. ეს 33 წლის მუჯირის მე-3 გოლია ჯეილიგაში, იაპონურ კარიერაში კი - მე-4 (ერთი თასზე გაიტანა).

როცა ოთარ მარცვალაძეს წლევანდელ რუსულ პრემიერლიგაში გააქვს, ამას აუცილებლად წყვილ-წყვილად აკეთებს - პირველი დუბლი მან "კრილია სოვეტოვთან" შეასრულა, ახლა კი - "ტომთან", რომელსაც პირველ ტურშიც გაუტანა, თუმცა რუსული წყაროები ოთარს იმ გოლს არ უთვლიან (ხარიტონოვის ავტოგოლი). მოკლედ, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" "ტომს" ესტუმრა და 3:0 მოუგო. შოუს მთავარი გმირი მარცვალაძე იყო, რომელმაც პირველ ტაიმში ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა [იხილეთ ვიდეო] - ჯერ დაუმუშავებლად საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან გაიტანა, შემდეგ მცველს ბურთი ფეხებში გაუძვრინა და "ცხრიანში" გაიტანა.

მეორე ტაიმში მარცვალაძემ საგოლე პასიც მიითვალა. გია გრიგალავამ სრულად ითამაშა, ხოლო გოგიტა გოგუა 53-ე წუთზე მისმა თანამემამულე მათე ვაწაძემ შეცვალა. დიდი ხანია, ქართველი ლეგიონერის ასეთი ეფექტური გოლები არ გვინახავს.

"მოხარული ვარ, რომ დუბლი შევასრულე, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ გუნდმა მოიგო. მადლობა იმ ფანებს, რომლებიც ამხელა მანძილზე გამოგვყვნენ საქომაგოდ. სასიხარულოა, რომ შესვენებაზე დადებითი განწყობით გავდივართ", - განაცხადა მატჩის გმირმა.

იმარჯვა დავით სირაძის "სპარტაკმაც", ნალჩიკელებმა სტუმრად 2:0 მოუგეს "კრილია სოვეტოვს". ქართველი ფორვარდი 69-ე წუთზე შეცვალეს. "რუბინის" განაცხადში ზედიზედ მეორე ტურია, რაც 19 წლის საბა კვირკველია ხვდება, თუმცა ჩვენებურის დებიუტი ჯერ არ შემდგარა. "რუბინმა" კი შინ "ყუბანთან" 0:2 დათმო. ლევან გვაზავამ შეუცვლელად ითამაშა "ტერეკში" ჩეჩნებმა, მოულოდნელი ქულა წამოიღეს სანკტ პეტერბურგიდან (0:0). ჩვენებურის გარჯა "ჩემპიონატმა" 5,5 ბალით შეაფასა.

მოსკოვის "სპარტაკმა" 3:2 დაამარცხა "როსტოვი". სტუმართა ძლევაში მონაწილეობა ჯანო ანანიძემაც მიიღო, რომელმაც 57-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ისე ჩააწოდა, რომ სტუმარმა არტემ კულეშამ უნებლიეთ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. "კრასნოდარი" და "ანჟი" ერთმანეთს ქულას გამორჩნენ - 2:2. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა კაპიტანმა ალეკო ამისულაშვილმა, სტუმართა კარში კი ნუკრი რევიშვილი იდგა, რომელმაც ჯერ რიკოშეტის "წყალობით" გაუშვა ბურთი, შემდეგ კი კარგად ვერ მოიგერია და მასპინძელთა ფორვარდმა დამატებაზე ივარგა. რუსული პრემიერლიგა 21 ივლისს განახლდება.

ბელარუსის ჩემპიონატის მე-15 ტურში ქართველთა "დინამო" ბრესტში 1:2 დამარცხდა "გომელთან". ზაზა ჭელიძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო უჩა გოგოლაძე სათადარიგო იყო. ლატვიურ ვირსლიგაში ბოლოადგილოსანი "ოლიმპსის" ერთადერთი გოლი "იურმალასთან" (1:2) მატჩის ბოლო წუთზე თომა ტაბატაძემ პენალტით გაიტანა. გუნდს კოტე ზარნაძემ უკაპიტნა, შეუცვლელად ითამაშეს ტაბატაძემ, გიორგი ჩხიკვიშვილმა და პაატა ბალაძემ.

თამაზ პერტიას "დაუგავა" "სკონტოს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. არადა, პერტიას გუნდი მამუკა ღონღაძის გოლის წყალობით 94-ე წუთამდე იგებდა. სტუმართა რიგებში ღონღაძის გარდა ბიძინა ცინცაძემაც ითამაშა. "დაუგავა" 31 ქულით მესამეა. ღონღაძემ ამ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა