ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" დღეს, 27 ივნისს მეორე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს – დაბა კუნდლში ლვოვის "კარპატის" გაეჯიბრება
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" დღეს, 27 ივნისს მეორე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს – დაბა კუნდლში ლვოვის "კარპატის" გაეჯიბრება. შეგახსენებთ, გია გეგუჩაძის გუნდი ლვოველებს შარშან ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გადაეყარა და ორივე მატჩი 0:1 დათმო. "კარპატის" კვლავაც ბელარუსი ოლეგ კონონოვი წვრთნის, იქვეა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ალექსანდრე გურულიც.

ბუქარესტის "სტიაუასთან" სპარინგის (0:1) მეორე დღეს კი "ზესტაფონის" ფეხბურთელებს აღდგენის დღე ჰქონდათ - დილით სარეაბილიტაციო პროცედურები საუნასა და აუზში, დღის მეორე ნახევარში გუნდმა დაისვენა, ხოლო საღამოს მსუბუქად ივარჯიშა.

სასიამოვნოა, რომ ფეროელთა ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება. მიკროტრავმა მოიშუშა ძირითადმა მეკარე როინ კვასხვაძემ და დღეს აუცილებლად ითამაშებს, ნიკოლოზ გელაშვილი, ზაალ ელიავა და ალექსი ბენაშვილი კი დღეს თუ ვერა, "ზესტაფონს", სავარაუდოდ, შემდეგ სპარინგში დაეხმარებიან. უფრო რთულადაა ზურაბ მენთეშაშვილისა და გოგი ფიფიას საქმე, რომლებიც "ზესტაფონს" ავსტრიაში არც გაჰყოლიან.

30 ივნისს კი "ზესტაფონი" თავს შინაურ გარემოში იგრძნობს. საქმე ის არის, რომ მისი და შვეიცარიული "ბაზელის" ამხანაგურ მატჩს გერმანიაში მცხოვრები ქართველები დაესწრებიან. ეს შეხვედრა ავსტრიის ქალაქ კუფშტაინში გაიმართება, რომელიც გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და მიუნხენიდან მატარებლით საათისა და 20 წუთის სავალზეა.

ბოლო ავსტრიულ სპარინგს საქართველოს ჩემპიონები 5 ივლისს გამართავენ, მეტოქის ვინაობა მალე გაირკვევა. "ზესტაფონი" საქართველოში ამ მატჩის დასრულებისთანავე გამოეშურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა