საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ამჟამად კი მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ერთ-ერთი ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატის წამყვან კლუბ “მონაკოში” გააგრძელებს. მანუჩარი მონაკოში იმყოფება, სადაც ამ ჯუჯა-სახელმწიფოს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ვეტერანი კალათბურთელი, რომელსაც ზურგს 18-წლიანი პროფესიული კარიერა უმაგრებს, მონაკოში ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება. მარკოიშვილს ორწლიანი სამწვრთნელო კარიერა უმაგრებს ზურგს. ის საქართველოს სუპერლიგის კლუბ “ტიტებში” ჯერ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.

მარკოიშვილის მონაკოში გადასვლა განსაკუთრებით მისასალმებელია, რადგან ეს კლუბი საფრანგეთის მძლავრ ჩემპიონატთან ერთად ევროლიგაშიც გამოდის. მონაკოში ჩასულ და კონტრაქტზე ხელმომწერ ქართველ მწვრთნელს კლუბის პრესსამსახურმა მოკლე ინტერვიუ ჩამოართვა.

- თამაშის დასრულების შემდეგ ძალიან მინდოდა კალათბურთში დარჩენა. მიყვარს ეს თამაში და მისით ვცხოვრობ. მწვრთნელობის იდეა სპონტანურად არ გაჩენილა – მოთამაშის კარიერის ბოლო წლებში მუდმივად ვფიქრობდი მწვრთნელობაზე.

- საქართველოს ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი ბრძანდებით…

- საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სამწვრთნელო შტაბში მიმიწვია. ეს ჩემთვის კარგი შანსი იყო. მისგან ბევრი ვისწავლე და სამწვრთნელო საქმეში დიდი გამოცდილება მივიღე.

- „მონაკო“ თქვენთვის ახალი თავგადასავალია?

- მიხარია, რომ მომეცა უნიკალური შანსი, მემუშავა „მონაკოში“. გუნდთან ერთად ვარ წინასასეზონო მზადების დასაწყისიდან. მწვრთნელი ზვეზდან მიტროვიჩი და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მათგან ბევრს ვისწავლი და ვეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო. ეს არის უნიკალური შანსი, ვიმუშაო ევროპის მაღალი დონის მწვრთნელებთან, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება და კალათბურთის ხედვა.

- მზად ხართ მაღალი კლასის 15 კალათბურთელის გასაწვრთნელად?

- ევროპის დონის მოთამაშეების გარემოცვაში ყოფნა ნებისმიერ მწვრთნელს ავალდებულებს, ყოველდღიურად ბოლომდე მობილიზებული იყოს. ვიმედოვნებ, წარმატებული სეზონი გამოგვივა.

GBF.GE

DAVE
მანუ, სამაგალითო სპორტსმენი და ადამიანი. წარმატებები. რასაც მანდ ისწავლი, მერე ისევ შენს სამშობლოს გამოადგება, იცი შენ ეს და მაგიტომ ხარ საუკეთესო.
jordan beli
მაგალითი და ნამდვილი პროფი სპორტსმენი.ერთ თამაშს ვერ ვიხსენებ ბოლომდე არ დახარჯულიყო მიუხედავად ტრამვებისა,რის გამოც არ მიეცა საშუალება უფრო მაღალ დონეზე ვერ ეთამაშა!წარმატებები!მომავალში ნაკრების მწვრთნელად გვეხილოს!
Simartle
წარმატებები მანუჩარ, კარგი ადამიანი ხარ, კარგი სპორტსმენი.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა