"ფიბაევროპის" ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრებისა და "ოლიმპიას" ცენტრის შესახებ სტატია გამოქვეყნდა
"ფიბაევროპის" ოფიციალურ საიტზე ხშორად იწერება სხვადასხვა ევროპული ნაკრებების წევრთა კომენტარებზე აწყობილი სტატიები. მაგალითად, რუსეთის შესახებ საშა კაუნი ლაპარაკობდა, ბოსნიის შესახებ ნიჰად დედოვიჩი... საქართველოს ნაკრები კი ევროპას ჯერ ნიკა ცქიტიშვილმა გააცნო, ახლა გიორგი შერმადინმა. გთავაზობთ გიორგის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის სრულ ვერსიას.

"საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირვველად წლეულს ითამაშებს, რაც საოცარი ამბავია და პირადად მე არასოდეს დამავიწყდება, - ამბობს შერმადინი, - კალათბურთელების მსგავსად ქართველი გულშემატკივარიც მოუთმენლად ელის ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, რათა კლაიპედაში წამოგვყვეს და იქ დაგვიჭიროს მხარი. დიდი ხანია, ქართველი ქომაგი ამ ამბავს ელის...

შერმადინმა პირველად საქართველოს ნაკრების მატჩი 90-იან წლებში ნახა. მას მერე ქართველებმა არაერთი მატჩი წააგეს და მოიგეს, თუმცა უმაღლეს მიზანს, ევრობასკეტს 2011 წელს მიაღწიეს.

შერმადინის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს შეუძლია მსოფლიოს დაანახვოს, რაოდენ დიდი პროგრესი განიცადა ბოლო წლებში ქართულმა კალათბურთმა.

- შეიძლება დღესაც ჩამოვრჩებით სლოვენიისა და საბერძნეთის ნაკრებებს და შიდა ჩემპიონატში მეტი წინსვლა გვჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული კალათბურთი სწორ გზას ადგას და ვითარდება.

შერმადინმა 2010-11 წლების სეზონი ნიჭიერი კალათბურთელებით სავსე სლოვენიურ "ოლიმპიაში" გაატარა. საქართველოს ნაკრებში ასევე თამაშობენ ნიკა მეტრეველი "რიმინიდან", მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუდან", ლაშა გამყრელიძე გერმანული "გისენიდან"... (ძნელი სათქმელია, ამ სტატიის ავტორმა მხოლოდ ეს სამი კალათბურთელი რატომ ჩამოთვალა - ვ.ს.)...

- თამაში 16 წლისამ დავიწყე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კალათბურთელად საქართველოში ჩამოვყალიბდი. სამი წელი თბილისის "მაქაბიში" გავატარე. ამ გუნდში ბევრი ვიშრომე და ჯერ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში თამაშს მივაღწიე, შემდეგ ახალგაზრდულში, ბოლოს - ეროვნულში, - განაგრძობს შერმადინი.

იგი გასულ სეზონში ევროლიგაზე საშუალოდ 7.4 ქულას აგროვებდა და ერთ-ერთ იმედისმომცემ ცენტრად ითვლებოდა. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობს "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელიც გუნდის სასტარტო მეფარეა.

- ვცდილობ ჩემი გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არაერთი მაღალი დონის კალათბურთელია. ეს კარგია, რადგან ერთი მიზნისკენ ვისწრაფვით და რაც უფრო ძლიერი მოთამაშეები დაგვეხმარებიან, მით მეტს მივაღწევთ. ევრობასკეტზე ჯგუფში კარგი შედეგის ჩვენებას ვაპირებთ... ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიოთ.

შერმადინს ცალკე ვკითხეთ ზაზა ფაჩულიას შესახებ. გიორგიმ აღნიშნა, რომ ზაზა ამერიკაში წასვლის შემდეგ ქართველთა კერპად იქცა...

- ფაჩულია საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი საუკეთესო კალათბურთელიცაა და შესანიშნავი პიროვნებაც. ზაზა ნამდვილი ლიდერია...

გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების მეტოქეებზეც ლაპარაკობს:

- დარწმუნებული ვარ, ჯგუფის საუკეთესო სამეულში მოვხვდებით. ეს მხოლოდ ჩვენი ნიჭიერების შედეგი არ იქნება - ევრობასკეტამდე სათანადოდ მოვემზადებით და პირველობას სათანადო კონდიციებში შევხვდებით. მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის ნაკრებთან თამაში. რუსები ხომ სლოვენიელებთან ერთად ჯგუფის ფავორიტები არიან. ბელგიელების, უკრაინეელბისა და ბულგარელების წინააღმდეგ შარშან ვითამაშეთ, მათ შესაძლებლობებს ვიცნობთ და ამიტომ მიმაჩნია, რომ მათი ძლევა შესაძლებელია. თუმცა ამის მიღწევა არცთუ იოლი იქნება.

როგორც შერმადინი ამბობს, ევროპის ჩემპიონატს მოუთმენლად ელის და მზადაა საქართველოს სახელი საერთაშორისო არენაზე ღირსეულად გაიტანოს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა